უდიდესი სკანდალი “ცეკვავენ ვარსკვლავებში” – გამარჯვებულის ვინაობა ორგანიზტორებმა წინასწარ იცოდნენ?

112

სკანდალურად დაწყებული “ცეკვავენ ვარსკვლავები” სკანდალურადვე დასრულდა. გუშინ ფინალური ტურის დასრულების შემდეგ, როდესაც ხმის მიცემა ჯერ არ იყო დამთავრებული, კომპანიების დაწესებული პრიზების წარდგენისას, დიდი გაუგებრობა მოხდა.

“ავერსის” წარმომადგენელს, რომელიც საკუთარი პრიზის გადაცემას მეორე ადგილის მფლობელისთვის აპირებდა, წინასწარ წამოსცდა ფინალში დამარცხებულის ვინაობა. მას სახელის წარმოთქმა დაწყებული ჰქონდა, როდესაც წამყვანებმა საუბარი სასწრაფოდ შეაწყვეტინეს, თუმცა მთელი საქართველო მიხვდა, რომ მეორე ადგილზე აღმოჩნდა ირინკა კავსაძისა და ოთო ფოლადაშვილის წყვილი და ეს მაშინ, როდესაც ხმის მიცემა ჯერ კიდევ მიმდინარეობდა. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა, ხალხის კომენტარები გამოქყვეყნდა უშუალოდ “ცეკვავენ ვარსკვლავების” “ფეისბუქ გვერდზე”. რამდენიმე მათგანს აქვე გთავაზობთ:

“ვისაც გინდათ იმას გაამარჯვებინებთ. ჩაწყობილია და ნუ დაიწყებთ მტკიცებას რომ არ არის. ეს იმ ქალმაც კარგად დაადასტურა არ იყო ხმის მიცება დასრულებული “ირინკაო” და შეაწყვეტინეს, არ ვიცით ჯერო. ეეჰ მერამდენედ ხდება ასე”. (მარი დევნოზაშვილი)

“ცალკე პრიზი გადაეცით “ავერსს”, ასეთი უაზრო დასპოილერებისთვის” (Tengiz Rokua)

“აბაა….ეს რა იყო,სად ნახეს ეს დაშოკილი ქალები,ან რა იყო ეს?ვის აყრიან თვალებში ნაცარს?რას დებილობენ????ეს იყო სრული მარაზმი” (მაია ჯუღელი)

“წამყვანებმა რომ სასწრაფოდ გააჩუმეს აპაპააააპპპ არაფერი წამოქცდეთო და იქ მოაყუჩეს კიდევაც” (Gabi Mani)

“ის ქალი ლამის ჩაქოლეს გამოცხადება რომ დაიწყო. ვაი, თქვენს პატრონს უბედურს, ჩაწყობაც ვერ ისწავლეთ. ხალხს ვერ დააგოიმებთ. ვითომ არ იცოდით ვინ იყო გამარჯვებული, ვერ გააჩუმეთ ის “ავერსის” ექიმები”.

“უდიდესი უსამრთლობაა და ჩაწყობა! გაგეფრთხილებინათ მაინც ის ქალი, რომ არ ეთქვა. უდიდესი სირცხვილი და მეტი არაფერი! საღოლ! ჯერ ყველაზე ცუდი ფინალი იყო! ცეკვავენ ვარსკვლავები გრცხვენოდეთ”

“ისეთი დაბნეული ჩანდა ის “ავერსის” წარმომადგენელი, რომ თავიდანვე მივხვდი რაღაც შეეშლებოდა და აი…” “არასოდეს აღარ ვუყურებ “ცეკვავენ ვარსკვლავებს”! იმის თავიც კი არ გაქვთ, რომ წინასწარ “დანიშნული” ფავორიტის გამარჯვება შუა ხმის მიცემის დროს არ დაანონსოთ!”

“ისე იყო ჩაწყობილი, რომ პრიზების გადაცემის დაწყებისთანვე მივხვდი, ამიკო მოიგებდა! ის მაინც გვითხარით და გვაღირსეთ რამდენი ათასი ხმა წაართვით ირინკას!”

“ამიკო ბერას ძმაკაცია და გაიმარჯვა კი არა , აჩუქა მეგობარმა”.წყარო: resonancedaily.com