ტინა კუნაკი და ვენსან კასელი ბავშვს ელოდებიან

523

21 წლის ცნობილმა ფრანგმა მოდელმა – ტინა კუნაკიმ, სანამ მსოფლიო ახალი წლის შემობრძანებას აღნიშნავდა, გადაწყვიტა გულშემატკივრსთვის სასიამოვნო სიახლე სწორედ პირველ იანვარს გაეზიარებინა და სოციალური ქსელების მეშვეობით ორსულობის შესახებ აქამდე გავრცელებული ჭორები დაადასტურა.

“HAPPIEST NEW YEAR EVER” – ტინამ ამ წარწერით გამოაქვეყნა პირველი კადრი, რომელზეც მისი მოზრდილი მუცელი უკვე შესამჩნევია.

რაც შეეხება ვენსანს, სოციალურ ქსელში 52 წლის მსახიობმა ვიდეო ატვირთა, რომელშიც ჩანს რომ სადღესასწაულო პერიოდს ორსულ მეუღლესთან ერთად, ზღვის სანაპიროზე ატარებს.

შეგახსენებთ, რომ ბავშვი რომელსაც წყვილი ელოდება პირველია ახალგაზრდა მოდელისთვის, ვენსანს კი წინა – მონიკა ბელუჩისთან ქორწინებიდან უკვე ჰყავს ორი შვილი – დევა და ლეონი.