სოციალური ქსელის რეკორდსმენი – კვერცხი

167

სოციალურ ქსელში ლაიქებით რეკორდების დამყარება 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური გასართობია, რომელიც შეიძლება ითქვას დროსთან ერთად აბსურდული გახდა. ცნობილი და უცნობი ადამიანები აზიარებენ ფოტოებს გამოწვევის სახით და იღებენ მილიონობით ლაიქს მომხმარებლებისგან.

2018 წლის 6 თებერვალს ცნობილმა ამერიკელმა ტელევარსკვლავმა, კაილი ჯენერმა თავისი ქალიშვილის ფოტო ატვირთა ინსტაგრამზე. კაილის მიერ ატვირთულ ფოტოს 18 მილიონი ლაიქი ჰქონდა. კაილი რომელსაც ინსტაგრამზე 123 მილიონი გამომწერი ჰყავს, ყოველთვის დიდ ყურადღებას იქცევს საკუთარი ფოტოებით. თუმცაღა, 2019 წლის 4 იანვარს , შეიქმნა ახალი გამოწვევა , რომლის მიზანიც  უბრალო კვერცხის ფოტოზე 18 მილიონი ლაიქის მოგროვება იყო. დიახ არ მოგესმათ, კვერცხის.

რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ფოტოზე არსებული ლაიქების რაოდენობამ , მოლოდინს გადააჭარბა. მან 10 დღეში 18-ის მაგივრად , 25 მილიონი ლაიქი დააგროვა , რამაც ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, ასევე საქართველოშიც მიიპყრო დიდი ყურადღება. კაილი ჯენერის ერთგვარ „ახირებას“ და მილიონობით ადამიანის ჩართულობას , არა-ერთი ქართველი ცნობადი სახე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში.