„სიყვარულის ოთახი მხოლოდ სიყვარულის ვიბრაციებით უნდა იყოს გაჟღენთილი“

196

სიყვარული იმდენად მშვენიერია, რომ მისი ხელოვნება უნდა ისწავლოთ, ისევე, როგორც უნდა ისწავლოთ ცხოვრების ხელოვნება.

თუკი ცხოვრებისეული გარემოებანი ხელს გიწყობთ, გამოყავით ცალკე ოთახი სიყვარულისთვის — დაე ეს ოთახი ტაძარი გახდეს. სიყვარულის ოთახში შესვლისას ფეხსაცმელი გარეთ დატოვეთ. იქვე დატოვეთ თქვენი ჭკუა — ფეხსაცმელში ჩადეთ. სანამ სიყვარულით დაკავდებით, შხაპი მიიღეთ — სხეული სუფთა უნდა იყოს. ცოტაოდენი დრო მედიტაციას დაუთმეთ. გადააქციეთ სიყვარულის აქტი განცდად მშვენიერისა.

დაე ოთახს ელექტრობა კი არა, სანთლები ანათებდეს. აანთეთ სურნელოვანი ჩხირები, ისე როგორც ტაძარში. ნურასოდეს გააკეთებთ სიყვარულის ოთახში სხვა რამეს — არავითარი სკანდალები და უსიამოვნება. თუკი ხასიათზე არა ხართ, ჯობს სიყვარულის ოთახში საერთოდ არ შეხვიდეთ.

ბევრ რამეს ვერ აცნობიერებთ… ცოლი და ქმარი იმავე ლოგინში აწყობენ სკანდალებს, რომელშიც სძინავთ. აქვე კავდებიან სიყვარულით. მათ არ ესმით, რომ ყოველ მოქმედებას, ყოველ საქციელს, ყოველ გრძნობას საკუთარი ვიბრაცია აქვს. სიყვარულის ოთახი მხოლოდ სიყვარულის ვიბრაციებით უნდა იყოს გაჟღენთილი.

იყავით ლაღები, სიხარულით სავსენი.

მთავარი იმის გაგებაა, თუ რა ხდება თქვენს თავს, იმის გაგება კი, თუ რა ხდება, ყველაფერს ცვლის.

ოშო