დრო ფულია და ჩვენ არც დრო გვაქვს და არც ფული იმისთვის, რომ დავხარჯოთ სილამაზის ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც საკმარისად კარგი არ არის. გადავწყვიტეთ, გაგიზიაროთ რჩევები. ვნახოთ სილამაზის 10 პროდუქტი, რომელიც დაგეხმარებათ, რომ არ დაგახარჯოთ ზედმეტი ძალისხმევა, ენერგია, დრო და ფული და მიუხედავად ამისა შესანიშნავად გამოიყურებოდეთ.

1. 5 ვარსკვლავი არ არის საკმარისი ამ მაგიური ნიღბის შესაფასებლად – ეს არის ხუთი ვარსკვლავით შეფასებული ჰიპოალერგიული თიხის ნიღამი, რომელსაც აცტეკების საიდუმლო ნიღაბსაც უწოდებენ. ის ასუფთავებს სახეს, აშორებს აკნეს, კარგია ფორების წინააღმდეგ.

2. მკვეთრი ხაზები, მკვეთრი მზერისთვის – გამოიყენეთ წყალგამძლე თვალის ე.წ. ლაინერი. ეს პროდუქტი მარტივად წასასმელია და თვალზე დიდი ხნის განმავლობაში ნარჩუნდება. თუ დამოკიდებული ხართ თვალის „ლაინერზე“, ეს ის პროდუქტია, რომელიც აუცილებლად უნდა გქონდეთ.

3. პროდუქტი, რომლის საშუალებითაც კანიდან ჭუჭყის 99,5 %-ს მოიშორებთ – ეს არის სახის გასუფთავებისთვის განკუთვნილი ბალიში, რომელიც ბოლო წლებია დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის კარგია ნებისმიერი ტიპის კანისთვის და მთლიანად აშორებს დღის განმავლობაში დაგროვებულ ჭუჭყს. ამავდროულად, პატარა ზომისაა, კომპაქტურია და შეგიძლიათ ჩანთითაც ატაროთ.

4. ცხიმიანი კანისთვის – ეს მართლაც განსაკუთრებული რამაა. თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, სილამაზის ეს პროდუქტი დაგეხმარებათ და მისი გამოყენების შემდეგ ცხიმიან კანზე აღარ იდარდებთ. ბამბუკისგან დამზადებული სახის გამწმენდი საშუალება მოგაშორებთ სახის კანიდან ცხიმს, ამავდროულად, კანი გახდება გლუვი და პრიალა. მას იყენებენ როგორც ქალები, ასევე მამაკაცები.

5. დამცავი ფირფიტები – სახეზე, თვალის ქვედა ქუთუთოს ქვეშ ადგილი ყველაზე მგრძნობიარეა და განსაკუთრებული გაფრთხილება სჭირდება. არ არის რეკომენდებული ამ ადგილას კოსმეტიკური მაკიაჟის საშუალებების წასმა და ამიტომაც გირჩევთ, მაკიაჟის გაკეთების დროს ის დაიცვათ სპეციალური დამცავი ფირფიტებით.

6. გაიშრეთ თმა სწრაფად „ფენის“ გარეშე – თმის ელექტრონული საშრობი საშუალება, როგორი ხარისხიანიც უნდა იყოს ის, მაინც აზიანებს თქვენს თმას, ამიტომ, გირჩევთ გამოიყენოთ სპეციალური თმის პირსახოცი, რომლით გამშრალების შემდეგაც თმა სწრაფად შრება და ამავდროულად, არ ზიანდება.

7. მაკიაჟის კორექტორი – თუ მაკიაჟის გაკეთების დროს რაღაც არ გამოვიდა ისე, როგორც გინდოდათ, არ იღელვოთ. სპეციალური კორექტორის საშუალებით მას მარტივად გამოასწორებთ. ეს არის მარტივად გამოსაყენებელი პროდუქტი, რომელიც დაგეხმარებათ და მაკიაჟში ცვლილებებს ისე შეიტანთ, რომ მისი მოშორება და ახლიდან გაკეთება არ დაგჭირდებათ.

8. მაგიური დაფარვა – Wet n’Wild გვთავაზობს ფუძეს, რომელსაც აქვს შესანიშნავი დაფარვა და ამავდროულად, სახეზე დიდხანს ნარჩუნდება. ის შეიცავს ფორმულას, რომელიც სახეს აძლევს ბუნებრივ და ჯანსაღ იერს.

9. წამწამების დაგრძელება – ეს ბალიშები დაგეხმარებათ არა მხოლოდ წამწამების დაგრძელებაში, არამედ ის კარგია თვალის გარშემო სიშავის მოსაშორებლად.

10. სილიკონის ღრუბელი – ეს არის ღრუბელი, რომლის საშუალდბითაც უფრო ეფექტურად წაისვამთ სახეზე ტონალურს, ფუძეს თუ სხვა კოსმეტიკურ საშუალებებს და ის თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდება.