სიზმრების ახსნა

105418
სიზმრების ახსნა, sizmrebis axsna
სიზმრების ახსნა ანბანის მიხედვით

სიზმრების ახსნა – რა არის სიზმარი?
ადამიანი ცხოვრების 70 წლის მანძილზე 13 წელს ლაპარაკში, 6 წელს ჭამაში, ხოლო 23 წელს ძილში ატარებს. ალბათ ყველას აინტერესებს რა არის სიზმარი – უბრალოდ ჩვენი ფანტაზიის ნაყოფი? თუ ის რაც გვინდა რომ რეალობაში მოხდეს… განაგრძე კითხვა

სიზმრების ახსნა

აბაზანა თუ ახალგაზრდა სიზმარში იღებს აბაზანას–ეს მოასწავებს მღელვარებას საყვარელი ადამიანის გამო და მისი პატივისცემის დაკარგვის შიშს. ფეხმძიმე ქალს ასეთი სიზმარი აფრთხილებს უბედურ შემთხვევაზე ან მუცლის მოშლის საშიშროებაზე, მამაკაცს კი–ღალატზე. ასეთი სიზმრის შემდეგ გმართებთ დიდი სიფრთხილე ნებისმიერ საქმეში.
თუ თქვენ მარტო არ ბანაობთ, ცხადში უფრთხილდით საშიშ თანამგზავრებს, უკეთურ სიტყვებს ან ცილისწამებას.თუ ქვრივი ხედავს აბაზანას–ე.ი მან დაივიწყა ყოფილი ურთიერთობა და მზადაა ახალი სიყვარულისათვის. გოგონა ფრთხილად უნდა იყოს მოკეთესთან ურთიერთობაში, მამაკაცი კი ჩათრეულ იქნება უხამს საქმეში.
ჭუჭყიანი წყალი აბაზანაში მიუთითებს, რომ თქვენ გვერდით არსებობს ბოროტება და თვით სიკვდილი. ცივი და სუფთა წყალი მოასწავებს მხიარულებასა და ჯანმრთელობას. საერთოდ, ასეთი სიზმრის მნახველს ჰმართებს სიფრთხილე და კარგად გააზრებული მოქმედება.

აბანო ორთქლის აბანოში ბანაობა გიწინასწარმეტყველებთ, რომ ჯანმრთელობას გაიუმჯობესებთ სახლიდან და მეგობრებიდან მოშორებით, თუმცა ეს დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ. თუ გესიზმრებათ, რომ სხვები ბანაობენ, თქვენ დაკავებული იქნებით სასიამოვნო ნაცნობობით.

აბები სიზმარში წამლის აბის მიღება–ცხადში ბავშვის ავადმყოფობას ნიშნავს, თუმცა ეს თქვენ დიდ ტვირთად არ დაგაწვებათ. თუ დაგესიზმრათ, რომ ვინმეს აძლევთ აბს, ეს მიანიშნებს გარშემომყოფი საზოგადოების უკმაყოფილებას თქვენი მუდმივი უხასიათობით. უფრო გულღია და თბილი იყავით ადამიანებთან და ყველაფერი მოგვარდება.
სიზმარში აბები საქმეში უმნიშვნელო წარმატებას ნიშნავს. თუ ქალს ესიზმრება, რომ ის ღებულობს აბებს ან მათ ჰყრის–მისი ცხოვრება დამძიმდება წვრილმანი შურითა და უაზრო შიშით.

აბორტი სიზმარში თუ ქალი თანახმაა აბორტზე, მართებს სიფრთხილე, რათა არ ჩაიდინოს ისეთი საქმე, რომელიც მას შეარცხვენს და ზიანს მიაყენებს. თუ ეს ოპერაცია ესიზმრება ექიმს, ე.ი სიზმარი შეახსენებს პროფესიულ ვალზე, რომლის უგულებელყოფის უფლება მას არ აქვს.

აბრეშუმი თუ სიზმარში აბრეშუმის ტანსაცმელს ატარებთ, თქვენი პატივმოყვარეობა დაკმაყოფილებული იქნება. შესაძლოა, იმ ადამიანსაც კი დაუმეგობრდეთ, რომელსაც ადრე გაურბოდით. თუ გოგონას ძველებური აბრეშუმის კაბა ესიზმრება, ეს იმის ნიშანია, რომ იგი ძალზე ამაყობს თავისი წარმოშობით. შესაძლოა, მას მალე ხელი სთხოვოს შეძლებულმა, მაგრამ არც თუ ახალგაზრდა პიროვნებამ. მაგრამ თუ კაბა ჭუჭყიანია, სიამაყის გამო იგი შემოთავაზებაზე უარს იტყვის და სიღარიბეში მოუწევს ცხოვრება.

აბრეშუმის ჭია როცა სიზმარში აბრეშუმის ჭიას ხედავთ, ეს იმის ნიშანია, რომ მალე მაღალ საზოგადოებრივ მდგომარეობას დაიკავებთ. აბრეშუმის ჭიის მკვდარი პეპლის ნახვა იმის მაუწყებელია, რომ თქვენ ცხოვრებაში მძიმე პერიოდი დგება, მაგრამ თუ ამ სიზმარს გაფრთხილებად ჩათვლით და მიიღებთ შესაბამის ზომებს, წარუმატებლობას მინიმუმამდე დაიყვანთ.

აბუჩად აგდება, არაფრად მიჩნევა თუ სიზმარში ვინმე აბუჩად აიგდეთ, ცხადში ერიდეთ უხეშობასა და სულელურ მანერებს. ხოლო თუ თქვენ აგიგდეს აბუჩად, არა ერთხელ ინანებთ მასში თქვენი მონაწილეობის გამო.

აგური სიზმარში აგურის ნახვა ნიშნავს აუწყობელ კომერციულ საქმიანობას და უთანხმოებას სიყვარულში. თუ თქვენ აკეთებთ აგურებს, ეს ნიშნავს, რომ მიუხედავად დიდი მცდელობისა, ვერ შეძლებთ სიმდიდრის დაგროვებას.

ადამი და ევა ადამი და ევას ნახვა მიგანიშნებთ მოულოდნელ შემთხვევაზე, რომელიც ცუდად შემოატრიალებს თქვენს საქმეს. ედემის ბაღში გველით ხელში მოსეირნე ევას და ლეღვის ხის ფოთლიანი ადამის ნახვა ნიშნავს, რომ ვიღაცის ვერაგობა ემუქრება თქვენს ბედნიერებას. გველით ხელში ევას ლაპარაკის მოსმენა ან ნახვა გვაფრთხილებს იმის შესახებ, რომ ცბიერმა პიროვნებამ, რომელიც მზადაა ჩირქი მოცხოს თქვენს რეპუტაციას, შეუძლია უარყოფითი გავლენა იქონიოს თქვენს საქმეებზე.

ადგილი ( ტრანსპორტში და ა.შ.) თუ სიზმარში შოულობთ ბილეთს (ადგილს ნახულობთ), ცხადში დაზარალდებით საკუთარი ალტრუიზმის გამო. თუ ქალს ესიზმრება, რომ სხვამ გადაუხადა ფული, ეს მიუთითებს მის დაუცველობაზე ვიღაცის ეშმაკობის წინააღმდეგ.

ადვოკატი თუ თქვენ გამოდიხართ დამცველის როლში რომელიმე სასამართლოზე–ყოველთვის იქნებით თქვენი ინტერესების ერთგული და საზოგადოების წინაშე მართალი, როდესაც თქვენი ინტერესები გადაკვეთავს სახელმწიფოსას, ასევე ყოველთვის შეასრულებთ თქვენი მეგობრებისადმი მიცემულ დანაპირებს.

ადიულტერი თუ გესიზმრებათ, რომ თქვენ გატეხეთ ცოლ–ქმრული ფიცი, ჩათრეული იქნებით უკანონო ქმედებაში.
თუ ქალს ესიზმრება, რომ გატეხა ცოლ–ქმრული ფიცი, მაშინ თავისი სიჯიუტის გამო შეიძლება დაკარგოს ქმრის სიყვარული. თუ სიზმარში იგი ქმარს ცვლის სხვა კაცში, ცხადში ქმარი მას უსამართლოდ უარყოფს. თუ ხედავთ, რომ ყმაწვილმა მოგხიბლათ, მაშინ ეს მიგანიშნებთ გაყრის რეალურ საფრთხეზე ქმართან ჩხუბის გამო.
ახალგაზრდა პიროვნებას ადიულტერის ნახვა უქადის დამცირებასა და გაბრაზებას. სიზმარი, რომელშიც ქმარი ღალატობს ცოლს კაცს ჰპირდება საქმეების მოულოდნელ სამწუხარო შემოტრიალებას: ის იქნება წარდგენილი სასამართლოს წინაშე ცოლ–ქმრული ვალდებულებების დარღვევის გამო.

ავადმყოფობა თუ ქალი სიზმარში ავადაა, მაშინ მას გაუთვალისწინებელი მოვლენა სასოწარკვეთილებაში ჩააგდებს და აიძულებს, უარი თქვას მოსალოდნელ ვიზიტზე.

ავანტიურისტი თუ სიზმარში გახდით ავანტიურისტის მსხვერპლი, საქმეს წარმატებით ვერ დაასრულებთ. შესაძლოა, თქვენ გვერდით გყავთ მლიქვნელი ადამიანი, რომელსაც შეუძლია მოგატყუოთ. თუ ახალგაზრდა ქალი თავის თავს ხედავს თავგადასავლის მაძიებელ ავანტიურისტად, ასეთი სიზმარი აფრთხილებს მას, რომ მეტისმეტად არ გაიტაცოს თავისმა პერსონამ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის გახდება პირმოთნე ფარისევლის მსხვერპლი.

ავეჯი შავი ფერის შავი ფერის ავეჯი–ე.ი. თქვენს ოჯახში გამეფდება საერთო უკმაყოფილების ატმოსფერო.

ავზი თუ სიზმარში ავზიდან ასხამთ, ცხადში მონაწილეობას მიიღებთ დღესასწაულში ან გართობაში, თუმცა ბევრი განსჯის თქვენს საქციელს. ცარიელი ავზი–ცვლილებებია უარესობისაკენ.

ავტობუსის მძღოლი ავტობუსის მძღოლის დასიზმრება მაუწყებელია ბედნიერებისა და წარმატების საძებნელად მეტისმეტად საინტერესო მოგზაურობისა.

ავტომობილი თუ თქვენ სიზმარში მგზავრობთ ავტომობილით, ეს ნიშნავს სასიამოვნო ხლაფორთს, რომელიც დამთავრდება საქმეებში სასიამოვნო ცვლილებით. თუ სიზმარში მოყევით ავტოკატასტროფაში, მაშინ კარგს ნუღარ ელით იმ გართობისაგან რომელშიც თქვენ აპირებთ მონაწილეობის მიღებას; მაგრამ თუ ხედავთ, რომ თავი დააღწიეთ ავტოკატასტროფას ეს კარგი ნიშანია: შეძლებთ მოწინააღმდეგისაგან თავის დაღწევას.

ავტორი თუ ავტორი სიზმარში ხედავს, რომ მისი ხელნაწერი უარყო გამომცემელმა–მისი ბედი ეჭვქვეშ დადგება, მაგრამ საბოლოო ჯამში ნამუშევარს მიიღებენ. თუ თქვენ სიზმარში ხედავთ ავტორს, რომელმაც თავისი სამუშაო დაამთავრა და ყურადღებით ათვალიერებთ მას, ეს გიქადით უსიამოვნებას ლიტერატურულ მოღვაწეობაში ან ახლობელ ადამიანთან ურთიერთობაში.

აზია სიზმარში აზიის ერთ–ერთ ქვეყანაში მოგზაურობა მიგანიშნებთ თქვენს ცხოვრებაში რაღაც სწრაფ ცვლილებაზე, თუმცა იგი არ მოგიტანთ არავითარ მატერიალურ სარგებელს.

აზნაურობა, დიდებულნი თუ სიზმარში ურთიერთობა გაქვთ დიდებულებთან, ეს ნიშნავს, რომ თქვენი მცდელობა ჩიხში შეგიყვანთ, რადგან ინტელექტუალურ განვითარებას არჩევთ სანახაობასა და გართობას. ახალგაზრდა ქალს ასეთი სიზმარი მიანიშნებს, რომ ის არჩევანს გააკეთებს ახალგაზრდა თაყვანისმცემლის სასარგებლოდ, რომელიც არ იქნება გამორჩეული ჭკუით და ვერ შეასრულებს ქალის დამცველის როლს.

აივანი შენი თავი ნახო აივანზე–კარგის მომასწავებელია. თუ ქალს ესიზმრება, რომ ის დგას აივანზე შეყვარებულთან ერთად–ე.ი. ბედნიერი ქორწინება ახლოსაა. ძველი აივანი მოასწავებს ოცნებების განადგურებას, იმედგაცრუებას ბიზნესსა და სიყვარულში.

აკადემია თუ გესიზმრებათ, რომ თქვენ იმყოფებოდით აკადემიაში, შეიძლება მწარედ ინანოთ თქვენი სიზარმაცითა და პასიურობით ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობებზე. ხელმძღვანელობდე აკადემიას სიზმარში–ასევე ცუდის მაუწყებელი ნიშანია: თქვენ გაგიტაცებთ განუხორციელებელი ოცნებები, რომელიც ხელს შეგიშლით კონკრეტულ საქმიანობაში თქვენი შესაძლებლობის რეალიზებაში.
ახალგაზრდა გოგონასათვის სასწავლებლიდან დაბრუნება იმის მაუწყებელია, რომ იგი შეეჯახება ცხოვრებისეულ სიძნელეებს.

აკვანი აკვანი, რომელშიც წევს მომხიბვლელი ბავშვი, მოასწავებს კეთილდღეობას თქვენს სახლში და თქვენი შესანიშნავი ბავშვების სიყვარულს. საკუთარი ბავშვის აკვნის დარწევა ცუდი ნიშანია და მიგითითებთ თქვენი ოჯახის რომელიმე წევრის ავადმყოფობაზე. ახალგაზრდა ქალისათვის აკვნის დარწევა ცუდი ნიშანია: უნდა უფრთხილდეს ჭორებს.

აკორდეონი სიზმარში აკორდეონის ხმის გაგონება–თქვენი სულიერი მდგომარეობის უკეთესობისაკენ შეცვლაა: თქვენ გათავისუფლდებით წარსულის უსიამოვნო მოგონებებისაგან. თუ ახალგაზრდა ქალს ესიზმრება, რომ ის უკრავს აკორდეონზე, ასეთი სიზმარი მაუწყებელია საკმაოდ სამწუხარო მოვლენისა, თუმცა ის შეახვედრებს მას საყვარელ ადამიანთან. თუ მისი აკორდეონი გამოსცემს ყალბ ბგერებს, უნდა მოელოდეს ახლო მეგობრის ავადმყოფობას.

აკრობატი აკრობატების დასიზმრება უმეტესად გპირდებათ არასაჭირო რისკისაგან გათავისუფლებას, რაშიც დიდ როლს თქვენი მეგობრები შეასრულებენ.
სიზმარში თუ თქვენ ხართ აკრობატი და გამოდიხართ ხალხის წინაშე–ცხადში მზად იყავით სიურპრიზებისათვის: მოგიწევთ რაღაცაზე პასუხისმგებლობის აღება და წინააღმდეგობის გაწევა ბოროტებასთან შეჯახებისას. ქალი–აკრობატი სიზმარში–საქმეში ხელმოცარულობის ნიშანია. თუ ახალგაზრდა ქალს ესიზმრება კოსტიუმებში გამოწყობილი აკრობატები–სიზმარი მიანიშნებს მამაკაცთან ურთიერთობაში წარმატებაზე.

ალბომი ალბომის დასიზმრება, რომელსაც ათვალიერებთ ან, უბრალოდ, ხელში იღებთ, გპირდებათ ცხოვრებისეულ წარმატებებს და ნამდვილი მეგობრის შეძენას. თუ ქალს ესიზმრება, რომ ალბომში ათვალიერებს ფოტოებს–მას გამოუჩნდება გულითადი მეგობარი, რომელთანაც ის ბედნიერი იქნება.

ალვის ხე ამწვანებული ალვის ხეები სიზმარში კეთილის ნიშანია. თუ ქალიშვილი თავის თავს შეყვარებულთან ერთად ალვის ხის ქვეშ ხედავს, მაშინ მისი ყველაზე სანუკვარი სურვილები ასრულდება. მისი საიმედო დასაყრდენი მეგობრები გახდებიან და ჩინებული ჯანმრთელობა ექნება. გამხმარი ალვის ხეები თქვენს მომავალ გულგატეხილობას მოასწავებენ.

ალიონი, განთიადი თუ სიზმარში განთიადს ხედავთ, თქვენი ყველა წამოწყება წარმატებული იქნება, მხოლოდ ერთი პირობით, სიზმარში ალიონის ნისლსაც უნდა ხედავდეთ. თუ ყველაფერი მკაფიოდ ჩანს–ბოლო წუთში წარმატება გიმტყუნებთ.

ალმასები სიზმარში ალმასების ქონა ძალიან კარგია და მაუწყებელია პატივისცემისა და განდიდებისა. თუ სიზმარში ახალგაზრდა გოგონას შეყვარებული ჩუქნის ბრილიანტს–მას ელის მშვენიერი დაფასებული გათხოვება, რომლებიც მათ ახლობლებს სიამაყით აღავსებს; მაგრამ სიზმარი, რომელშიც თქვენ კარგავთ ბრილიანტებს და ვერ პოულობთ, მაუწყებელია ისეთი უსიამოვნო შეურაცხყოფისა, რომ სიკვდილიც კი მოგინდებათ.
რისკისმოყვარულ ქალს ბრილიანტები სიზმარში ჰპირდებიან გალაღებასა და საუცხოო საჩუქრებს. ბირჟის საქმოსნისათვის ასეთი სიზმარი მოასწავებს მომგებიან გარიგებას. ბრილიანტი ითვლება გამართლების ნიშნად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის მოპარულია მკვდარი გვამიდან. ამ შემთხვევაში ასეთი სიზმარი წინასწარმეტყველებს, რომ თქვენი მუხთლობა თქვენი მეგობრებისთვის ცნობილი გახდება.

ალუბალი ალუბლის ნახვა ნიშნავს, რომ თქვენი კეთილშობილებითა და უანგარობით მიაღწევთ პოპულარობას. ალუბლის ჭამა ნიშნავს სასურველი საგნის შეძენას. მწვანე ალუბლის ნახვა სწრაფი წარმატების მაუწყებელია.

ალუმინი სიზმარში ალუმინის ნახვა ნიშნავს, რომ თქვენ კმაყოფილი იქნებით ნებისმიერი წარმატებით, რა მცირეც არ უნდა იყოს ის. თუ ქალი სიზმარში ხედავს ალუმინის ჩამუქებულ, ბუნდოვან სამზარეულოს ნაკრებს, მოელის მოულოდნელი, მაგრამ ხანგრძლივი მწუხარება. შესაძლოა, დაკარგოს მისთვის რაღაც ძალზე ძვირფასი.

ამანათი სახლში მოტანილი ამანათი სასიამოვნო მოულოდნელობას ნიშნავს; შესაძლოა ის ადამიანი დაბრუნდეს, რომელიც თქვენგან შორს იმყოფებოდა ან საქმეებით იყო დაკავებული. თუ თავად მიგაქვთ სადმე ამანათი, ე.ი. მოსაწყენი სამუშაო გელით. ამანათი, რომელიც ხელიდან გაგივარდათ, რაღაც საქმეებში წარუმატებლობას გულისხმობს.

ამეთვისტო ამეთვისტოს ქვა ან სამკაული ამეთვისტოს ქვით ნიშნავს, რომ თქვენი თავით და კარგად დამთავრებული სამართლიანი საქმით კმაყოფილი იქნებით. თუ ქალი ხედავს, რომ მან დაკარგა ამეთვისტო, ნიშნავს ნიშნობის ჩაშლას.

ამერიკა მაღალი რანგის ხელმძღვანელი პირების მიერ ასეთი სიზმრის ნახვა ნიშნავს, რომ მოუწევს ხანგრძლივი ზრუნვა თავისი ქვეყნის საქმეებზე. თუ გესიზმრებათ, რომ თქვენ მოგზაურობთ (ან საქმიანი ვიზიტი გაქვთ) ამერიკაში, ცხადში მზად იყავით უსიამოვნო მოვლენებისათვის.

ამინდი თუ სიზმარში ამინდს აქცევთ ყურადღებას, ცხადში თქვენი წარმატებები მყარი არ იქნება: გარკვეულ საქმეებში შეიძლება გაგიმართლოთ, მაგრამ ეს დროებითია. სიზმარში ამინდის პროგნოზის წაკითხვა, ბევრი ფიქრის შემდეგ საცხოვრებელი ადგილის შეცვლას მოასწავებს, თუმცა ამით მხოლოდ მოგებულნი დარჩებით. სიზმარში ამინდის წინასწარმეტყველება–ოჯახში უსიამოვნებას ნიშნავს.

ამპუტაცია თუ თქვენ სიზმარში ხედავთ სხეულის რომელიმე ნაწილის ამპუტაციას, ელოდეთ მცირეოდენ დანაკარგს სამსახურში. სიზმარში ხელისა და ფეხის მოკვეთა მაუწყებელია სავაჭრო საქმეში წაგებისა. მეზღვაურებს ასეთი სიზმარი აუწყებს გრიგარს, ქონების დაკარგვას. დიდ უბედურებაში მყოფ ხალხს ასეთი სიზმარი აფრთხილებს, რომ აუცილებლად უნდა შეძლონ სულიერი მხნეობის მოკრება განსაცდელთან გასამკლავებლად.

ანანასი ანანასების ნახვა ნიშნავს განსაკუთრებით კარგ მომავალს. წარმატება გეწვევათ ძალიან სწრაფად, თუ თქვენ სიზმარში კრეფთ ან ჭამთ ანანასს. თუ დაგესიზმრათ, რომ მაგიდაზე მიტანამდე თითში გეჩხვლიტათ ანანასი, დროებით გაგანერვიულებთ ის საქმე, რომელიც, ბოლოს და ბოლოს, სიხარულსა და წარმატებას მოგიტანთ.

ანგარიშები თუ დაგესიზმრათ, რომ ანგარიშები წარმოგიდგინეს–მალე საშიშ სიტუაციაში აღმოჩნდებით და კანონის დახმარება დაგჭირდებათ. თუ თქვენ ანგარიშებს იხდით, თქვენთვის საინტერესო კამათში კომპრომისს მიაღწევთ. თუ თქვენ სხვას წარუდგინეთ ანგარიშები, ცხადში გაუთვალისწინებელი მოვლენები გეგმების შესრულებაში შეგიშლიან ხელს. თუ სიზმარში ბუღალტერი ქალი ანგარიშობს, ცხადში იგი საფინანსო საკითხებში სიძნელეებს წააწყდება ან სიყვარულში უბედური იქნება.

ანგელოზები სიზმარში ანგელოზების გამოცხადება ნიშნავს, რომ რაღაც შეაშფოთებს და შეაწუხებს თქვენს სულს. თუ სიზმარი სასიამოვნოა, მაშინ თქვენ მეგობრებისაგან გელით კარგი ახალი ამბავი ან მემკვიდრეობა უცნობი ნათესავისგან. სიზმარი ასევე შეიძლება გაფრთხილებდეთ ჭორზე, რომელიც შეეხება თქვენს საქმიან ან პირად ურთიერთობებს ხალხთან. კეთილი ადამიანებისათვის ანგელოზი სიზმარში ნუგეშს, შეგულიანებასა და მონანიებას ნიშნავს.

ანგინა სიზმარში თუ ავადმყოფობთ ანგინით, ნიშნავს მოსაწყენ უსიხარულო სამუშაოს. თუ გესიზმრებათ, რომ სხვები ავადმყოფობენ ანგინით, ე.ი რაღაც ავადმყოფობა დროებით იქცევა თქვენი ძლიერი მღელვარების მიზეზად.

ანდერძი სიზმარში თქვენ მიერ ანდერძის დაწერა ნიშანია მომავალში მძიმე ცხოვრებისეული სიძნელეებისა და განცდებისა. თუ ვიღაცას ესიზმრება, რომ ანდერძი არ შედგა თქვენს სასარგებლოდ, ე.ი. რეალურ ცხოვრებაში გემუქრებათ ჩხუბი და სასამართლო ძიება. თუ სიზმარში ვერ შეძელით თქვენი ანდერძის დამტკიცება, გემუქრებათ ცილისწამება. ანდერძის გაუქმება იმის გამაფრთხილებელი ნიშანია, რომ ცხადში უკვე ხდებით გამყიდველობისა და ტყუილის მსხვერპლი. ანდერძის გაუქმება–არასასურველი ნიშანია თქვენი კომერციული საქმიანობისათვის.

ანეკდოტი სიზმარში ანეკდოტის მოყოლა ნიშნავს, უპირატესობა მიანიჭო მხიარულ კამპანიას სერიოზულთან შედარებით და საქმე წაიყვანო არათანამიმდევრულად და არასერიოზულად. ახალგაზრდა ქალისათვის სიზმარში ანეკდოტის მოსმენა ნიშნავს, რომ ის მოხვდება საეჭვო გართობის მაძიებელ ძალიან მხიარულ ადამიანთა საზოგადოებაში.

ანძა სიზმარში ხომალდის ანძის ნახვა გპირდებათ ხანგრძლივ და სასიამოვნო ვოიაჟს, ახალ მეგობრებსა და შენაძენს. მეკობრეებისაგან დაზიანებული გემის ანძების ნახვა ნიშნავს გარემოებათა მოულოდნელ ცვლილებას, რომელიც გაიძულებთ მოსალოდნელ კმაყოფილებაზე უარის თქმას, თუ ანძა დაესიზმრა მეზღვაურს, მას ელის თავგადასავლებით მდიდარი ნაოსნობა.

ანწლი ნაყოფით დახუნძლული ანწლის ბუჩქის ნახვა ოჯახურ ბედნიერებას მოასწავებს. შესაძლოა, სადღაც გელით სოფლის სახლი, სადაც დაისვენებთ და გექნებათ დრო, ბევრ რამეზე დაფიქრდეთ სიჩუმეში. შესაძლოა, ბედმა მოგზაურობაც შემოგთავაზოთ. ეს ერთ–ერთი ბედნიერი სიზმარია.

არაზომიერება თუ გესიზმრებათ, რომ უზომოდ ფლანგავთ საკუთარ ინტელექტუალურ შესაძლებლობებს–შეიძლება ზიანი მიაყენოთ საკუთარ თავსა და მეგობრებს. თუ სიყვარულში თავშეკავებული იქნებით, ავადმყოფობა გელით და გარშემომყოფთა პატივისცემას დაკარგავთ. გოგონას ასეთი სიზმარი შეყვარებულის დაკარგვას ან ახლობლებთან ჩხუბს უქადის.

არაყი არყით დათრობა ნიშანია მხიარულ და ხმაურიან მეგობრებთან შეხვედრისა. ეს სიზმარი ყოველთვის ნიშნავს, რომ თქვენ ტყუილუბრალოდ დაკარგავთ დროსა და ენერგიას საეჭვო გართობაზე, რაზეც მალე ინანებთ.

არქიტექტორი თუ გესიზმრებათ არქიტექტორები, რომლებიც ხაზავენ ან განიხილავენ თავიანთ პროექტებს, სიზმარი მოასწავებს დიდ ცვლილებებს კომერციულ საქმიანობაში, რომელიც მოგებას მოგიტანთ. თუ ახალგაზრდა ქალი ხედავს სიზმარში არქიტექტორს, მაშინ სიზმარი აფრთხილებს მას სერიოზულ დაბრკოლებაზე, რომელიც შეხვდება ქორწინების გზაზე.

არყის ხე არყის ხე სიზმარში ნებისმიერ საქმეში წარმატების ნიშანია, გამხმარი–დანაკარგს მოასწავებს.

არყოფნა თუ სიზმარში გაღელვებთ ვიღაცის არყოფნა, შეინარჩუნებთ მეგობარს, რომელსაც ძალიან უფრთხილდებოდით; თუ სიზმარში გახარებთ მეგობართან არყოფნა, ე.ი მალე მოიცილებთ მტერს.

არშია, მაქმანი თუ დაგესიზმრათ შეყვარებული, გაიხსენეთ,იყო თუ არა ის მაქმანებში, რადგანაც ეს არის ნიშანი სიყვარულის, ერთგულებისა და ცხოვრების საფეხურზე სწრაფად ამაღლებისა. თუ ახალგაზრდა ქალი ხედავს სიზმარში მაქმანებს, ის იქნება ბედნიერი, რადგანაც შესრულდება მისი ყველაზე სანუკვარი ოცნება, თაყვანისმცემლები კი, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, დაემორჩილებიან მის ნებას.
თუ ყიდულობთ მაქმანს, მოგიწევთ პრესტიჟული დაწესებულების ხელმძღვანელობა, თუმცა მთავარი სიმდიდრე მაინც სოლიდური მეგობარი იქნება. თუ ყიდით არშიას–მალე თქვენი სურვილების შესრულების ყველა შესაძლებლობას ამოწურავთ.
თუ ახალგაზრდა გოგონა სიზმარში გრეხს მაქმანს, ცხადში ის შეძლებს ლამაზი, გავლენიანი მეგობრის შოვნას. თუ სიზმარში ის მაქმანებით რთავს თავის საქორწინო კაბას, სინამდვილეში აღმოჩნდება, რომ მისი რჩეული თაყვანს სცემს მის მომხიბვლელობას, მაგრამ ნანატრი ქორწილი დიდი ხნით გადაიდება.

არშიყობა თუ ქალს ესიზმრება თაყვანისმცემლები და მათი არშიყობა, ცხადში მას არავინ ითხოვს და დიდი ხნით დაეუფლება გულგატეხილობა მამაკაცების მიმართ.
თუ მამაკაცი ქალს ეარშიყება–რეალურ ცხოვრებაში მისი ქალიშვილის უიღბლო ქორწინება დასრულდება განქორწინებით.

არჩევნები თუ სიზმარში მონაწილეობას იღებთ არჩევნებში, ცხადში მოგიწევთ გამოსვლა რაღაც დისკუსიაზე, რომელიც ზიანს მიაყენებს თქვენს მდგომარეობას საზოგადოებაში და შეარყევს თქვენს კეთილდღეობას.

არწივი მოლივლივე არწივი ხელჩართულ ბრძოლას გიქადით, რომელიც თქვენი გამარჯვებით დამთავრდება–ცხოვრებაში განახორციელებთ თქვენს მიზნებს და მიაღწევთ სასურველს; თუ არწივი მაღლა ცაში დაფრინავს, ბედი ყველა სიკეთით დაგასაჩუქრებთ, რაც კი შესაძლებელია.
თუ არწივი მოკალით–შეეცდებით საზოგადოებრივ სარბიელზე ყველა წინააღმდეგობის გადალახვას. თუ ვიღაცის მიერ მოკლული არწივი დაგესიზმრათ–მოულოდნელი შემთხვევა დაგაკარგვინებთ ყველაფერს, რაც კი მანამდე მოგიპოვებიათ.
არწივის ბუდე, რომელშიც მისი შვილები სხედან, გპირდებათ გავლენიან ადამიანთან მეგობრობას. არწივზე ჯდომა და ფრენა–საინტერესო მოგზაურობაა ნაკლებად ცნობილ ადგილებში–გაიფართოებთ თვალსაწიერს და ბევრს შეიძენთ.

არხი არხში ჭუჭყიანი წყლის ნახვა–სხვადასხვა ავადმყოფობა, კუჭის აშლილობა, მტრების ძიებაა. მაგრამ თუ წყალი სუფთაა–გელით წყნარი ცხოვრება და მეგობრების ერთგულება. თუ ახალგაზრდა ქალი არხს გადაცურავს ნავით, ეს ნიშნავს, რომ ის საყვარელ ქმართან ერთად ბრძნულად წარმართავს ცხოვრებას. თუ მან არხი გადალახა ხიდის მეშვეობით, რომლის ქვეშ სუფთა წყალია და კრეფს წყლის მცენარეებს, მას ექნება სასიამოვნო პირადი ცხოვრება და საზოგადოებაში მიაღწევს მაღალ მდგომარეობას, მაგრამ თუ წყალი მღვრიეა, ის ხშირად აღმოჩნდება გაჭირვებაში და გახდება ნევროზის მსხვერპლი, თუ დროულად არ გაიხსენებს ამ სიზმარს, როგორც გაფრთხილებას.

ასაკი ასაკთან დაკავშირებული ნებისმიერი სიზმარი ცუდია. თუ თქვენ გესიზმრებათ რაღაც თქვენს ასაკთან დაკავშირებით, იქნებით ზედმეტად პირდაპირი და ჯიუტი, რის გამოც შეიძლება ახლობლებთან იჩხუბოთ. თუ გოგონას ესიზმრა, რომ ის ჩვეულებრივზე დიდი ასაკისაა, სულელურ კომპანიაში მოხვდება. საერთოდ, ასაკთან შედარებით უფროსად დასიზმრება ნიშანია ავადმყოფობისა და უშედეგო რისკისა. დაბერებული შეყვარებულის ნახვა მოასწავებს მის დაკარგვას.

ასკეტიზმი ასკეტური ცხოვრების წესი სიზმარში მოასწავებს თქვენი ცხოვრებისეული პრინციპებისა და შეხედულებების ცვლილებებს: მის მიხედვით თქვენ განაცვიფრებთ უცნობ ადამიანებს, მაგრამ ხელს კრავთ მეგობრებს.

ატამი ატამი თქვენს მაგიდაზე ბავშვების ავადმყოფობას მოასწავებს. ხეზე ატამი მიგვანიშნებს, რომ თქვენ მიერ გაწეული რისკი გამართლებული იქნება და საქმეები კარგად წავა. გამხმარი ატამი იმაზე მიგანიშნებთ, რომ რომელიმე თქვენი კონკურენტი საქმეში გაჯობებთ. ქალი თუ ატმებს ხატავს, იგი ძალზე დადებით და საიმედო პიროვნებას გაჰყვება ცოლად, მაგრამ თუ იგი მკვახე ატამს სინჯავს ან ჭამს, ნათესავები მის მიმართ სისასტიკეს გამოიჩენენ, ხოლო ავადმყოფობა მას დაამახინჯებს.

ატლასი სიზმარში ატლასის თვალიერება იმის ნიშანია, რომ თქვენ გულდასმით აფასებთ ყველა სარგებელსა და უპირატესობას, ვიდრე წახვალთ რომელიმე მოგზაურობაში ან დაიწყებთ ახალ საქმეს.

ატრია ატრიის ნახვა–არანორმალური მადისა და სურვილის გაჩენის ნიშანია. ასეთ სიზმარში კარგი არაფერია.

აუქციონი აუქციონის ნახვა სიზმარში კარგის ნიშანია. თუ თქვენ სიზმარში გესმით აუქციონერის ხმა, რომელიც აცხადებს ფასებს, ეს გპირდებათ ბრწყინვალე პერსპექტივასა და კარგ გამოსავალს რისკიანი ოპერაციიდან.
კომერსანტს აუქციონზე რაიმეს ყიდვა უწინასწარმეტყველებს წარმატებულ გარიგებას, გლეხს კი წარმატებულ ფერმერობას. ქალისათვის ასეთი სიზმარი განსაკუთრებით სასურველი ნიშანია, მაგრამ თუ სიზმრის გამო გაგიჩნდათ სინანულის გრძნობა, მაშინ იგი მიგანიშნებთ, რომ ფრთხილად უნდა იყოთ ბიზნესის სფეროში.

აფეთქება აფეთქების ნახვა იმის მაუწყებელია, რომ თქვენ გარშემომყოფთა შეცდომები გამოიწვევენ დანაკარგსა და თქვენს უკმაყოფილებას. თუ თქვენ და სხვებს სახე გაგიშავდათ აფეთქებისაგან, მაშინ ტყუილუბრალოდ დაგადანაშაულებენ ლაქლაქში და გარემოებაც თქვენ წინააღმდეგ იქნება.
ბოლი და ნამსხვრევები ნიშნავენ საქმიან წრეებსა და საზოგადოებაში უსაფუძვლო დაუკმაყოფილების გრძნობას. თუ სიზმარში თქვენ ცეცხლში ხართ გახვეული ან აფეთქების ტალღამ გადაგაგდოთ, მაშინ თქვენი უღირსი მეგობრები ბოროტად ისარგებლებენ თქვენი ნდობით და გაგწირავენ. ახალგაზრდა გოგონები ასეთი სიზმრის შემდეგ განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ უცხო მამაკაცებთან ურთიერთობისას.

აფთარი აფთარის ნახვა ყოველთვის უსიამოვნებასა და წარუმატებლობის მაუწყებელია საქმეში, მათ შორის კომპანიონებისაგან მომდინარე, რადგან ისინი სულიერად თქვენთვის უცხონი აღმოჩნდებიან. შეყვარებულებისათვის აფთარის ნახვა ხშირი ჩხუბის მიმანიშნებელია. თუ გესიზმრებათ, რომ აფთარი თავს გესხმით–თქვენს წრეში გამოჩნდება მამაკაცი, რომელიც შეეცდება თქვენი უმწიკლო სახელის შებღალვას.

აფრიკა თქვენი თავი ნახოთ აფრიკაში კაციჭამიების გარემოცვაში–ელოდეთ, რომ თქვენი მტრები და ცილისმწამებლები მომავალში დაგიწყებენ დევნასა და შევიწროებას. ქალს ასეთი სიზმარი უქადის მოსაწყენ მოგზაურობას, რომელიც ვერც დაამშვიდებს მას და ვერც გაართობს.

აქანდაზი აქანდაზი მძიმე, მაგრამ საინტერესო საქმის ნიშანია. ძველი ან გატეხილი აქანდაზი ოცნებების დამსხვრევას მოასწავებს.

აქლემი აქლემის ნახვა სიზმარში კარგი ნიშანია: თქვენ გამოავლენთ მოთმინებასა და სიმტკიცეს, გადალახავთ წარუმატებლობებს, რომლებმაც თავის დროზე გაგიცამტვერათ ყველა ოცნება უკეთესობისაკენ. თუ დაგესიზმრათ, რომ აქლემის პატრონი ხართ, გახდებით მდიდარი მაღაროს მფლობელი.უდაბნოში მოხეტიალე აქლემის ქარავანის ნახვა ნიშნავს დახმარებას, რომელიც გადაგარჩენთ უკანასკნელ წუთს. ეს სიზმარი, ავადმყოფებს, მოსალოდნელის საპირისპიროდ, სწრაფ გამოჯანმრთელებას ჰპირდება.
თუ თქვენ ხედავთ ერთკუზიან აქლემს, ე.ი. თქვენდამი მოულოდნელად გამოიჩენენ ყურადღებასა და ქველმოქმედებას, რომელსაც თქვენ ღირსეულად მიიღებთ. შეყვარებულებს ასეთი სიზმარი ჰპირდება უღრუბლო მომავალს.

აღდგომა სიზმარში თუ ნახეთ, რომ ვითომ თქვენ აღსდექით– უდიდესი უსიამოვნების მომასწავებელია, რომელსაც მანამდე განიცდიდით, ვიდრე თქვენი იმედების შესრულებას მიაღწევთ. სიზმარში სხვების აღდგომის ნახვა მოასწავებს შიშსა და მღელვარებას, რომელსაც შეგიმსუბუქებთ მეგობრების ზრუნვა.

აღვირი ცხენის აღვირი გიწინასწარმეტყველებთ ისეთ საქმეს, რომელიც ბევრ მღელვარებას მოგიტანთ, მაგრამ საბოლოო ჯამში ხელსაყრელი აღმოჩნდება.

აღმასვლა, დაწინაურება თუ დაგესიზმრათ, რომ დაგაწინაურეს, თქვენი უნარი, სწორი დასკვნები აკეთოთ, წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. მაღლა ჰაერში ასვლა მოულოდნელ სიმდიდრეს ნიშნავს, მაგრამ თქვენ ფრთხილად უნდა იყოთ, ვინაიდან მოულოდნელი წინააღმდეგობებიც შეგხვდებათ. თუ მათზე ადიხართ, სერიოზული გამოცდა გელით. თუ ვერ შეძელით მწვერვალამდე მისვლა, იმედები გაგიცრუვდებათ. კიბეზე ასვლა წარმატებაა, თუ კიბე ჩაგიტყდათ–უბედურ შემთხვევას მოერიდეთ.
თუ ადიხართ კედელზე და იქ ფანჯარაა–ახლობლების ნებართვის გარეშე სარისკო ქმედებას განახორციელებთ, თუმცა საბოლოოდ, საქმეები კარგად დამთავრდება. სადმე ადვილად, დაღლილობის გარეშე ასვლა თქვენთვის სასიკეთო სიტუაციებს ნიშნავს. ძნელად ასვლა არასასიამოვნო ცვლილებებია.

აჩრდილი, მოჩვენება თუ სიზმარში ცაზე დაინახეთ მოჩვენება ან ანგელოზი, ეს მოასწავებს ახლო ნათესავის დაკარგვას ან სხვა უბედურებას. თუ სიზმარში თქვენგან მარჯვნივ ცაში ქალის მოჩვენებაა, მარცხნივ კი კაცის, რომლებიც მხიარულად გიყურებენ–ეს გაურკვევლობისაგან თავის დაღწევას და წარმატების სწრაფად მიღწევას მოასწავებს, მაგრამ ასეთი მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელდება, რადგან სიკვდილის მოახლოებას იგრძნობთ.
თუ გრძელტანსაცმლიანი ქალის მოჩვენება ცაში დაფრინავს, თქვენ მიაღწევთ წარმატებას სამეცნიერო სფეროში და გამდიდრდებით კიდეც, მაგრამ თქვენს ცხოვრებაში მაინც სევდა დაისადგურებს. ცოცხალი ნათესავის აჩრდილი სიზმარში მეგობრების მხრიდან ღალატს მოასწავებს და საქმეში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ.
თუ აჩრდილი მოჩვენება მუდმივად თან დაგდევთ, ეს არასასიამოვნო მოვლენების მაუწყებელია, ხოლო პირიქით, თუ აჩრდილი გშორდებათ, უსიამოვნება უმნიშვნელო იქნება. მოჩვენება სიზმარში თქვენგან ყველა საქმეში მაქსიმალურ ყურადღებას მოითხოვს, რადგანაც საშიშროება რეალურია. ახალგაზრდებს მოჩვენება საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთან დამოკიდებულებაში სიფრთხილისაკენ მოუწოდებს.

აცრა თუ სიზმარში აგცრეს, ე.ი. თქვენი მიდრეკილება ქალთა სქესის მიმართ ცუდად დამთავრდება. ქალისთვის ეს სიზმარი ნიშნავს, რომ მას უღალატებენ. იმის დანახვა, თუ სხვას როგორ ცრიან, საქმეში წარუმატებლობას მოასწავებს.

აწონვა თუ სიზმარში ხედავთ აწონვას– კარგი ცვლილებების მომასწავებელია: თქვენ უახლოვდებით თქვენი ცხოვრების წარმატებულ პერიოდს, როცა გაიმყარებთ მიღწეულს და მომავალშიც დატკბებით თქვენი შრომის ნაყოფით.
თუ სიზმარში ვიღაცას წონით– სიზმარი გპირდებათ სხვათა პატივისცემასა და თანამოაზრეების შემოკრებას. თუ ახალგაზრდა ქალს ესიზმრება, რომ ის შეყვარებულის თანდასწრებით იმოწმებს წონას, მისი მეგობარი მზად იქნება მისი სურვილის შესასრულებლად.

ახალი ამბები სიზმარში კარგი ახალი ამბების მიღება წარმატების საწინდარია; ცუდისა–პირიქით.

ახალი წელი სიზმარში ახალი წლის შეხვედრა უკეთესი მომავლის საწინდარია. გოგონას ასეთი სიზმარი წარმატებულ ქორწინებას ჰპირდება. თუ გესიზმრათ, რომ ახალ წელს ხვდებით დაღლილი და ზეიმი არ გახარებთ, მზად იყავით ახლობელ ადამიანებთან უსიამოვნებისათვის.

ბაბუაწვერა – მწვანე ბალახში მოყვავილე ბაბუაწვერა ბედნიერ კავშირსა და კარგ მდგომარეობას გპირდებათ

ბაგირი – სიზმარში ბაგირის ნახვის შემდეგ გელით საქმეების გართულება და გაურკვევლობა სასიყვარულო ურთიერთობებში. თუ სიზმარში ცოცდებით ბაგირზე, ცხადში გაუმკლავდებით მტრებს, რომლებიც თქვენ წინააღმდეგ აწყობდნენ გეგმებს. თუ თქვენ ეშვებით ბაგირიდან, გელით იმედგაცრუება ცხოვრების ყველაზე ნათელ წუთებში.
თუ გესიზმრებათ, რომ თოკით ხართ გაკოჭილი, გონიერების საწინააღმდეგოდ, გახდებით სიყვარულის მონა. თუ თავს დააღწევთ ხლართებს–შეძლებთ წინ აღუდგეთ შუღლსა და მეტოქეობას. სიზმარში თუ შეკარით თოკი ან დააბით ცხენი–გეყოფათ ძალა, რომ ადამიანები დაუმორჩილოთ თქვენს სურვილს.
ბაგირზე გავლა–სარისკო მონაწილეობა თქვენს მომავალ გარიგებაში, სადაც, თქვენდა გასაკვირად, გაგიმართლებთ. თუ ხედავთ, სხვები როგორ გადიან ბაგირზე–მიიღებთ სარგებელს სხვების წარმატებული გარიგებიდან. ბაგირზე გადახტომა ნიშნავს, რომ თქვენ აშინებთ ახლობლებს თქვენი გიჟური გამოხტომებით, რომლებიც ახლოა სენსაციურთან.
თუ დაგესიზმრათ, რომ გადაახტით ბაგირს ბავშვებთან ერთად, მაჩვენებელია თქვენი ეგოისტური და მბრძანებლური ნატურისა, რომელიც ხელს გიშლით დაინახოთ და გაიგოთ, რომ ბავშვები არცთუ ისეთი ვალდებულები არიან ასეთი არაადამიანური მშობლებისადმი. ფეხი წამოსდო ბაგირს, ნიშნავს, რომ თქვენ კარგ პირობებში იქნებით დიდსულოვანი და რბილი ადმინისტრატორი.
სიზმარი, რომელშიც გოგონა სახლის ფანჯრიდან უშვებს თოკს დაბლა, მიანიშნებს არცთუ ისე საკადრის სიამოვნებაზე.

ბადე – თუ თქვენ ბადეში მოხვდით, ცხადში ვიღაც შეეცდება თქვენზე ცუდი გავლენა მოახდინოს. თუ ასეთი სიზმარი გოგონას ესიზმრება, იგი მარტოობით დაიტანჯება, რადგანაც თავის ახლობლებთან ურთიერთობის გაწყვეტა მოუწევს. თუ იგი მოახერხებს ბადისაგან გათავისუფლებას, მის შესახებ ჭორები გავრცელდება.
დაგებული ბადე მოასწავებს გარშემომყოფთა მიმართ თქვენ დიდგულოვან დამოკიდებულებას. ძველი და დახეული ბადე თქვენ ფინანსურ პრობლემებზე მიუთითებს.

ბავშვები – მრავალი ლამაზი ბავშვი სიზმარში მაუწყებელია ბედნიერების და კეთილდღეობისა. თუ დედას ესიზმრება, რომ მისი შვილი ცოტათი ავადმყოფობს, ასეთი სიზმარი ცხადში ჰპირდება მას ჯანმრთელობას, თუმცა, შესაძლოა, სხვა სახის მცირე უსიამოვნებამაც შეაწუხოს ის. მძიმედ ავადმყოფი ან მკვდარი ბავშვი გაფრთხილებაა–თქვენ გაქვთ საფუძველი ინერვიულოთ მასზე, რადგანაც მის კეთილდღეობას საფრთხე ემუქრება.
მკვდარი ბავშვი შეიძლება ნიშნავდეს იმედგაცრუებას, რომელიც სულ მალე გეწვევათ. გაბრაზებული ბავშვები ნიშანია მომავალი უსიამოვნებებისა და მტრების გამო შიშისა.
სიზმარში ბავშვებთან ერთად თამაში, ანცობა და ამით დიდი კმაყოფილების მიღება ნიშანია სამსახურებრივსა და პირად ცხოვრებაში თქვენი წარმატებისა. მომუშავე ან მეცადინე ბავშვები მშვიდი ცხოვრება და გალაღებაა.
მტირალა ბავშცი–ჯანმრთელობის გაუარესებაა. მხიარული ჯანმრთელი ბავშვი–მყარი სიყვარულისა და მეგობრების ნიშანია. თუ ბავშვი მარტო სეირნობს–ეს გარშემომყოფთაგან თქვენი დამოკიდებულების მაუწყებელია. თუ ქალი სიზმარში ბავშვს უვლის, ცხადში ის ადამიანი მოატყუებს, ვისაც ყველაზე მეტად ენდობოდა. თუ დაგესიზმრათ, რომ ხელში აიყვანეთ თქვენი ავადმყოფი ბავშვი და მას სიცხე აქვს, დიდი სევდა და ნერვიულობა გელით.

ბავშვის კვება – თუ ქალი სიზმარში ხედავს, რომ ძუძუთი კვებავს თავის შვილს, ცხადში სასიამოვნო საქმიანობას ნიშნავს. თუ ახალგაზრდა ქალი სიზმარში ბავშვს ეფერება–ის მალე პატივსაცემი ადამიანი გახდება. კაცი თუ ხედავს, რომ მისი ცოლი კვებავს ბავშვს, ეს ჰპირდება მას სიწყნარესა და ჰარმონიას სახლში

ბაზარი – თუ ქალს ესიზმრება, რომ ბაზარში დადის, ეს მის ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებებს მოასწავებს; მაგრამ თუ ბაზარი ცარიელია–რომელიღაც სიტუაცია მისგან დიდ სულიერ დაძაბულობას მოითხოვს. მამაკაცისათვის ბაზარი იმის ნიშანია, რომ საქმეში მან დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს

ბაზრობა – ხალხმრავალი, ხმაურიანი ბაზრობა მომგებიან სქმიანობასა და კარგ მეგობრებს მოასწავებს

ბალახი – ეს ჭეშმარიტად კარგი სიზმარია, რომელიც გპირდებათ ბედნიერ და უზრუნველყოფილ ცხოვრებას; თუ თქვენ ხართ ხელოვანი ადამიანი, მაშინ თქვენთან მოვა სახელი, თუ შეყვარებული–გელით ბედნიერი ცურვა სიყვარულის ზღვაში. სიზმარი, რომელშიც დადიხართ მწვანე მდელოზე, ნიშნავს ფართო გზას ბედნიერებისაკენ, მაგრამ თუ გზაში შეგხვდათ ნაკვეთები გამხმარი ბალახით, ეს გიქადით ავადმყოფობას და საქმეში გართულებებს

ბალეტი – სიზმარი ბალეტზე მაუწყებელია ცოლ–ქმრული ღალატისა და ჩხუბისა, შეყვარებულთა დაცილებისა, ასევე, ბიზნესში წარუმატებლობისა

ბალზამირება – თუ სიზმარში უყურებთ ბალზამირებას, ელოდეთ თქვენი მდგომარეობის გაუარესებას, სიღარიბესა და მარტოობას. ასეთი სიზმრის შემდეგ ადამიანს მართებს მთელი ნებისყოფის გამოვლენა სიმტკიცის შესანარჩუნებლად. თუ თქვენ უყურებთ თქვენს ბალზამირებას, მაშინ გააკეთებთ მეგობრის უიღბლო არჩევანს, რის შედეგადაც აღმოჩნდებით საზოგადოების უფრო დაბალ საფეხურზე, ვიდრე იყავით

ბალთა – ბალთა სიზმარში უამრავი სასიამოვნო მოწვევის მაუწყებელია, მაგრამ იცოდეთ, რომ გამოიჩინეთ სიმტკიცე და ამის გამო დაწყებული საქმეები არ მიატოვოთ.

ბალი, მეჯლისი– ეს სიზმარი კარგია იმ შემთხვევაში, თუ ტკბებით კარგ მუსიკაზე მოცეკვავე ლამაზი ადამიანების ცქერით: მაგრამ თუ მეჯლისზე მოწყენილი ხართ და განიცდით სხვების უყურადღებობას, ელოდეთ ოჯახის ერთ–ერთი წევრის სიკვდილს.

ბალიში – ბალიში დასვენებაზე და სიამოვნებაზე მიგანიშნებთ. თუ გოგონა ბალიშს კერავს, ცხოვრებაში მას ბედნიერი ქორწინება ელის. აბრეშუმის ბალიში ნიშნავს, რომ თქვენი კეთილდღეობისათვის ფულის გადახდა სხვა ადამიანებს მოუწევთ.
ლამაზი, მოქარგული ბალიში–წარმატების ნიშანია. პატარა ბალიში თქვენი კარიერისა და წარმატების შეფერხებას მოასწავებს. ქალისთვის ეს სიზმარი ნიშნავს სულიერი ცხოვრებისა და დამოუკიდებლობისაკენ მისწრაფებას.

ბამბა (ბამბის ნათესები) – ბამბის მწვანე ნათესები გიწინასწარმეტყველებენ, რომ თქვენთვის მოგზაურობების დრო დგება. ასაღებად მომზადებული ბამბის მოსავალი ვაჭარს სარფიან გარიგებას, გლეხს კი მდიდარ მოსავალს უქადის. ბამბის ფუთები–უზრუნველყოფილი მომავლის სიმბოლოა.

ბანაკი – თუ გესიზმრებათ, რომ ღამეს ათევთ სუფთა ჰაერზე, ღია ცის ქვეშ–ელოდეთ ცვლილებებს საქმეებში, მაგრამ ემზადეთ ხანგრძლივი და დამქანცველი მოგზაურობისათვის. სიზმარში ბანაკის ნახვა უსიამოვნებებია: მეგობრები შემოგეფანტებიან, ხოლო თქვენი პერსპექტივები საკმაოდ უსუსურნი აღმოჩნდებიან. თუ ახალგაზრდა ქალი ხედავს თავის თავს ბანაკში–მისი შეყვარებული მალე დაუნიშნავს ქორწილის დღეს და იქნება კარგი ქმარი. თუ ეს სამხედრო ბანაკია, მაშინ ის გათხოვდება პირველსავე მისაღებ წინადადებაზე. გათხოვილი ქალისათვის სამხედრო ბანაკში ყოფნა ნიშნავს იმის საშიშროებას, რომ მან შეიძლება ჩირქი მოსცხოს ქმრის პატიოსნებას, რაც მიიყვანს განქორწინების პროცესამდე.

ბანანები – ბანანების დასიზმრება მოასწავებს უსიამოვნო ადამიანთან გარდაუვალ შეხვედრას. თუ სიზმარში ჭამთ ბანანს–ცხადში რისკავთ ახალი საქმის დაწყებას და იღებთ ახალ ვალდებულებებს. დამპალი ბანანი მოასწავებს სახლაფორთო საქმეს. თუ ჰყიდით ბანანებს, მაშინ თქვენ დაკავდებით ტყუილ–უბრალო საქმით, რომელიც ბევრ ძვირფას დროს დაგაკარგვინებთ.

ბანაობა, ცურვა – თუ წყნარ წყალში ბანაობთ–ბედნიერი იქნებით. თუ ცურავთ ცუდი გემით, თქვენი გეგმები თქვენს შესაძლებლობებს არ შეესაბამებიან. ზღვაზე მოგზაურობა მემკვიდრეობის მიღებას ნიშნავს. უბედური შემთხვევა ზღვაზე–უსინდისო ადამიანთან შეხვედრას მოასწავებს, რომელიც შეეცდება თავისი მიზნებისათვის თქვენს გამოყენებას.
თუ ცურვა სიამოვნებას განიჭებთ–სიხარული გელით; თუ მოულოდნელად იძირებით–დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დაგეუფლებათ; თუ გოგონას დაესიზმრა, რომ თავის მეგობარ გოგონასთან ერთად ცურავს, იგი ვიღაცას შეუყვარდება. წყალქვეშ ცურვა–უსიამოვნებებია.

ბანი, ბასი – საქმიანი კაცისათვის, რომელიც სიზმარში ბანს მღერის, გაფრთხილებაა: იმ ადამიანის გამო, ვისაც ის ენდობა, მის საქმიანობაში უწესრიგობაა. ლამაზი ბასით სიმღერა მოასწავებს საყვარელ ადამიანთან განშორებას.

ბანკეტი – ბანკეტის დასიზმრება კარგია. მეგობრები შეეცდებიან გასიამოვნონ. მხიარულ, კარგად ჩაცმულ სტუმრებთან ყოფნა, რომლებიც ჭამენ ძვირფასი ჭურჭლიდან და სვამენ ძვირფას ღვინოს, მაუწყებელია დიდი წარმატებისა ნებისმიერ წამოწყებაში და მეგობართა წრეში ბედნიერებისა; მაგრამ არამეგობრული სტუმრების ნახვა ცარიელ მაგიდის ირგვლივ ნიშანია დიდი გაუგებრობისა, გაყრისა და იმედგაცრუებისა.

ბანკი – თუ სიზმარში იმყოფებით ბანკის ფოიეში და უყურებთ უსაქმურად, მოწყენით მსხდომ ბანკის თანამშრომლებს–წაგების მომასწავებელია. თუ ოქროს აბარებთ ბანკში–მოულოდნელად გამოიჩენთ გაუფრთხილებლობას და დაუფიქრებლობას; მაგრამ თუ იღებთ ოქროს ბანკიდან, ეს ნიშნავს დიდ წარმატებასა და სიხარულს. ბანკში დაყრილი ვერცხლი და ბანკნოტები გპირდებათ სხვათა პატივისცემასა და საქმეში წარმატებას

ბანკროტი – შენი თავის დასიზმრება ბანკროტად, ნიშანია თქვენი ბიზნესის კრახისა და გონებრივი შესაძლებლობების შესუსტებისა. ეს არის გაფრთხილება ბირჟაზე თამაშის შეწყვეტაზე.

ბანქო, კარტი – ბანქოს გასართობად თამაში ნიშნავს, რომ იმედები გაგიმართლდებათ და თავს უკეთესად იგრძნობთ, მაგრამ თამაში ფულზე გპირდებათ თქვენი ცხოვრების სერიოზულ გართულებას.
თუ თქვენ ბანქოში აგებთ, ელოდეთ უსიამოვნებებს თქვენი მტრებისაგან. თუ იგებთ, მაშინ შეძლებთ, ბოლოს და ბოლოს, თავი აარიდოთ პასუხისმგებლობას. თუ ახალგაზრდა ქალი ხედავს, რომ თავისი შეყვარებული თამაშობს ბანქოს, მას შეუძლია ეჭვი შეიტანოს მის კეთილ განზრახვაში. თუ ფულის გარეშე თამაშისას თქვენ ხედავთ აგურის პაპას, ეს სიმდიდრეს მოასწავებს. თუ საუბარი შეეხება კაზინოში მოთამაშეებს, გეყოლებათ ცხოვრების შარიანი თანამგზავრი, თქვენ კი გაგიძნელდებათ აუხსნათ თქვენი ხშირი არყოფნა. გულის კარტები გპირდებათ ერთგულებას და სასიამოვნო გარემოცვას. ყვავები გიწინასწარმეტყველებენ დაქვრივებას, რის შედეგადაც თქვენს ხელში აღმოჩნდება უდიდესი ქონება, რომლის მართვაც გაგიჭირდებათ.

ბარბითი – თუ სიზმარში უკრავთ ბარბითზე–კარგ ამბავს გაიგებთ დიდი ხნის უნახავ მეგობარზე. ბარბითის ხმები ყოველთვის ნიშნავენ სასიამოვნო საქმიანობას.

ბარგი – სიზმარში ბარგის ნახვა არასასიამოვნო საქმიანობის ნიშანია. წარმოგექმნებათ სიძნელეები იმ ადამიანთა გამოისობით, ვისაც უნდა თქვენი ვნება. თუ ატარებთ თქვენს საკუთარ ბარგს, ცხადში ისე იქნებით დაკავებული თქვენი განცდებით, რომ გარშემომყოფთა განსაცდელისადმი გულგრილი აღმოჩნდებით. ბარგის დაკარგვა ნიშნავს ბირჟაზე წაგებას ან ოჯახში კონფლიქტს. დაუოჯახებელს ეს სიზმარი მიუთითებს ნიშნობის ჩაშლაზე.

ბარდა – თუ სიზმარში ჭამთ ბარდას–გელით ჯანმრთელობა და ქონების შეძენა, გლეხის ოჯახს კი ბევრი სამუშაო ექნება. გაზრდილი ბარდა გპირდებათ წარმატებულ გარიგებასა და, საერთოდ, პროგრესს საქმიანობაში.
თუ სიზმარში უყურებთ, როგორ კრეფენ ბარდას–დარწმუნდებით, რომ თქვენი ცხოვრებისეული პროგრამა გამართლებულია და ძალიან მალე დატკბებით თქვენი შრომის რეზულტატით.
სიზმარში კონსერვირებული ბარდას ნახვა იმის ნიშანია, რომ თქვენი ოცნებები განხორციელდება, მაგრამ არც თუ მალე. გამხმარი ბარდას ჭამა მაუწყებელია წყენის, გაუფრთხილებლობის, დაღლილობისა და გაბრაზებისა, რომლებსაც ახლომყოფთაგან განიცდით.
სიზმარში გამხმარი ბარდას ნახვა გაფრთხილებაა იმაზე, რომ თქვენ არ ზრუნავთ თქვენს ჯანმრთელობაზე. გამხმარი ბარდას ჭამა გაფრთხილებთ: დიდი წარმატების შემდეგ თქვენს საქმიანობას რაღაც დარტყმა ელოდება.

არი (ვაკე, მინდორი) – ლამაზ, მწვანე მინდორზე სეირნობა მოასწავებს ოჯახში სიყვარულსა და ბიზნესში წარმატებებს. გასეირნება მოსაწყენ უდაბნოში–ცუდი ცვლილებების ნიშანია. დაჭაობებული მინდორი ნიშნავს ავადმყოფობას.

ბარკალი – ბარკალი სიზმარში ნიშნავს იმას, რომ ვიღაც ვერაგულად გამოიყენებს თქვენს ნდობას; თუ გესიზმრათ, რომ ბარკალს აჭრით დიდ ნაჭერს, ე.ი. გაუმკლავდებით წინააღმდეგობებს; სიზმარში ბარკლის ჭამა ნიშნავს განცდების გადატანას; ბარკლის დაჭრა–საკუთარ თავზე გამოსცდით გარშემომყოფთა აგდებულ დამოკიდებულებას.
ბარკლების გაყიდვა სიზმარში კეთილია დაგიწინასწარმეტყველებთ სიკეთესა და ჯანმრთელობას. თუ სიზმარში იგრძენით ახალი ბარკლის სუნი, თამამად შეგიძლიათ დაიმედდეთ ხელსაყრელი შეთანხმების დადებით.

ბარმენი ქალი – ახალგაზრდა ადამიანს თუ ესიზმრება ბარმენი ქალი–ეს მოწმობს მის მიდრეკილებას სულმდაბალი სიამოვნებისაკენ, სხვა ადამიანებთან უწესრიგო ურთიერთობებზე. თუ ახალგაზრდა ქალს ესიზმრება, რომ თვითონ მუშაობს ბარმენად–იგი შეხვდება უთავბოლო ადამიანს, ვის გამოც უარს იტყვის წესიერებასა და პატიოსნებაზე.

ბარომეტრი – ბარომეტრის დასიზმრება მოასწავებს მოსალოდნელ ცვლილებებს საქმიანობაში, რომელიც ერთობ მომგებიანი აღმოჩნდება. თუ ბარომეტრი გატეხილია–გელით მოულოდნელი უსიამოვნებები ბიზნესში.

ბარძაყები – თუ სიზმარში მოგწონთ ლამაზი ბარძაყები–ცხადში გელით ცოლის საყვედურები. თუ ქალს საკუთარი ბარძაყები მოსწონს, მას ეწვევა იმედგაცრუება სიყვარულში. ნასუქი ცხოველების ყურებით ტკბობა სიზმარში–მშვიდობიანი, წყნარი ცხოვრების ნიშანია. თუ გოგონას სიზმარში არ მოსწონს თავისი გამხდარი ბარძაყები, ის შეიძლება ავად გახდეს, ხოლო თუ ბარძაყები დამრგვალებულია, მაშინ ის დაკარგავს რეპუტაციას.

ბატი – სიზმარში ბატების სისინის მოსმენა მოასწავებს ახლობელი ადამიანის სიკვდილს. თუ ხედავთ მოცურავე ბატებს–წარმატება თანდათანობით დაგიბრუნდებათ, კარგია ბალახზე ბატების ნახვა.მკვდარი ბატი–ახლობლის დაკარგვა და დაკმაყოფილებაა.
თუ ბატებს ნახულობს შეყვარებული ადამიანი, სიზმარი ეუბნება, რომ მან სწორი არჩევანი გააკეთა. ბატების დაძახება და მათი გამოკვება–ქონების შეძენაა. ხორცის ჭამა სიზმარში–თქვენი შენაძენი დაგაეჭვებთ.

ბაფთა – თუ სიზმარში ნახეთ ბაფთები, რომლებიც ვიღაცის აღკაზმულობას ამშვენებენ, გელით მხიარული, სიმპათიური მეგობრების შეძენა და უზრუნველი ცხოვრება. თუ გოგონას ესიზმრება, რომ იკეთებს ბაფთებს–ის მალე მიიღებს დიდი ხნის ნაოცნებარ წინადადებას გათხოვებაზე, თუმცა თავქარიანობამ შეიძლება შეცდომა დააშვებინოს. თუ ის სხვა გოგონაზე ხედავს ბაფთებს, მას გამოუჩნდება მოწინააღმდეგე, რომელიც შეეცილება მომავალ მეუღლეში. თუ ის ყიდულობს ბაფთებს, მას ექნება იოლი და მხიარული ცხოვრება. თუ გოგონა ბრაზდება და არ მოსწონს ბაფთები– უახლოეს მეგობრებში მალე მოწინააღმდეგეს აღმოაჩენს.

ბაღი – აყვავებულ ბაღში საყვარელ ადამიანთან სეირნობა ისეთ ლაპარაკს მოასწავებს, რომელსაც თქვენ დიდი ხანია ელოდით და რომლისაც გეშინოდათ. ყველაფერი კარგად ჩაივლის. ხილის ბაღი, რომელიც მწიფე ხილითაა სავსე, შესრულებული სამუშაოსათვის ჯილდოს მოასწავებს და საქმეში თანასწორუფლებიანი პარტნიორობის საწინდარია. ქალისათვის ასეთი სიზმარი ოჯახური ბედნიერების ნიშანია; მას მოსიყვარულე მეუღლე და დამჯერი შვილები ეყოლება.
თუ ბაღში ხილს ღორები ჭამენ–ყველა ადამიანისათვის ეს სიუხვის ნიშანია. თუ ბაღში ბევრი მავნებელი მწერია, ე.ი. თქვენთვის ცუდი პერიოდი დგება. თუ სეირნობისას მაყვლის ბუჩქებში შეხვედით–ეჭვიანი მეტოქე გაგიჩნდებათ.
უნაყოფო ბაღი გამხმარი ხეებით–ე.ი. თქვენს კარიერას საფრთხე ემუქრება. შემოდგომის ბაღი დაცვენილი ფოთლებით იმის ნიშანია, რომ თქვენ აწმყოთი ხარობთ და მომავალზე ნაკლებად ფიქრობთ. თუ ბაღში დიდი ქარისაგან ხეებია დამტვრეული–მოვლენები თქვენ საწინააღმდეგოდ წარიმართება, ან ისეთი ადამიანი გესტუმრებათ, რომლის ნახვა სრულებითაც არ გინდათ.

ბაღის პიტნა – თუ ბაღის პიტნა დაგესიზმრათ ან მისი სუნი იგრძენით, სასიამოვნო თავყრილობა გელოდებათ, თუ პიტნა ბალახში დაინახეთ, გართობას რომანტიკული ხასიათი ექნება. თუ ახალგაზრდა კაცი სიზმარში პიტნის ჩაის სვამს, მას ძალზე სასიამოვნო ქალბატონთან ექნება ნაცნობობა; გოგონას კი ეს სიზმარი აფრთხილებს ცუდ მოულოდნელობაზე

ბაღლინჯოები – ბაღლინჯოების ნახვა სიზმარში მოასწავებს თქვენი ცხოვრების გართულებას, ავადმყოფობას, უბედურებას. ოჯახმა შეიძლება იზარალოს მსახურის უყურადღებობით

ბაყაყები – თუ სიზმარში დაიჭირეთ ბაყაყი–ყურადღება უნდა მიაქციოთ ჯანმრთელობას, თორემ გაანერვიულებთ ახლობლებს. ბაყაყი ბალახზე ნიშნავს კარგ და გაწონასწორებულ მეგობარს, საიდუმლოს შემნახველსა და კარგ მრჩეველს. დიდი ბაყაყი ქალს ჰპირდება მდიდარ ქვრივ მამაკაცზე დაქორწინებას, რომელსაც ეყოლება ბავშვები და მას მათზე ზრუნვა მოუწევს. თუ სიზმარში ჭამთ ბაყაყს–გელით წუთიერი ბედნერება. ბაყაყი ჭაობიან ადგილზე–უბედურებაა, რომელსაც გადალახავთ სიკეთითა და მეგობრების დახმარებით. ბაყაყის ყიყინი გიწინასწარმეტყველებთ სწრაფ გამგზავრებას მეგობრებთან, თუმცა ეს მოგზაურობა სიხარულს არ მოგიტანთ

ბაწარი – სიზმარში ბაწრის ნახვა, ჩვეულებრივ, ნიშნავს გადაულახავ სიძნელეებს საქმეში

ბებია და პაპა – სიზმარში თქვენი ბებიასა და პაპას ნახვა და მათთან საუბარი–გართულებაა, რომელსაც ძნელად გაუმკლავდებით. თუმცა კეთილი ადამიანების დახმარებით, შეძლებთ სიძნელეთა გადალახვას

ბებია–ქალი – ბებიაქალის ნახვა სიზმარში ნიშნავს მძიმე ავადმყოფობას, რომელიც გემუქრებათ ტრაგიკული დასასრულით. ახალგაზრდა ქალს ასეთი სიზმარი უქადის სიღარიბესა და გასაჭირს

ბედი, ბედისწერა – ბედისწერის გარდაუვალობა სიზმარში მაინცდამაინც უბედურებას არ მოასწავებს. პირიქით, თქვენი ფარული შესაძლებლობების გამოვლენა ცხოვრების წესის გააქტიურებას გამოიწვევს. თუ ქალს დაესიზმრა, რომ ბედისწერას და ინტუიციას არ მიენდო, მას მოუწევს საყვარელ ადამიანსა და ერთგულ მეგობარს შორის არჩევანის გაკეთება

ბედნიერი, იღბლიანი – თუ სიზმარში თავს იღბლიანად იგრძნობთ, ძალზე პერსპექტიული მომავალი გელოდებათ–სურვილი აგისრულდებათ და საინტერესო სამუშაო გექნებათ. იმ ადამიანებს, რომლებსაც იმედი დაკარგული აქვთ, ეს სიზმარი სიძნელეების დაძლევას უქადის

ბერბიჭა – თუ ქალს ბერბიჭა დაესიზმრა, ეს ანგარებიან სიყვარულს მოასწავებს. ეს სიზმარი გაფრთხილებაცაა–შეიძლება უსამართლო გაკიცხვა მიიღოთ გარშემომყოფთაგან. თუ თქვენ პოლიტიკოსობას მიჰყავით ხელი და თქვენი თავი ან სხვა ვინმე ნახეთ უცოლოდ, ეცადეთ, თავი აარიდოთ უსინდისო საქციელის ჩადენას.

ბერი, მონოზონი – თუ გესიზმრათ, რომ მონასტრის ბერი ხართ, გაფრთხილდით, ვიღაცა დაინტერესებულია თქვენი ჩანაფიქრის ჩაშლით. თუ ბერს ნახავთ რელიგიური მსახურების დროს–უფრთხილდით ცბიერ ადამიანსა და ინტრიგებს.
თუ ახალგაზრდა ქალს ესიზმრა მონოზონი–ეს მისთვის მკაცრ გამოცდას მოასწავებს, რომელიც მის ღირსებას უქმნის საფრთხეს: მან მთელი ძალა უნდა მოიკრიბოს, რათა გაუძლოს ცდუნებას. სხვა მხრივ, თუ მონოზონი მომღიმარია–თქვენ წინ ბრწყინვალე პერსპექტივები გადაგეშლებათ და შეიძენთ ერთგულ მეგობრებს

ბერძნული ენა – თუ სიზმარში კითხულობთ რაღაც ბერძნულ ტექსტს–ცხადში თქვენს ახალ იდეებს მალე განიხილავენ, მიიღებენ და განახორციელებენ. თუ სიზმარში ვერ შეძლებთ ხელნაწერის წაკითხვას–ცხოვრებაში მოგიწევთ ტექნიკური ხასიათის სიძნელეთა გადალახვა წარმატების გზაზე

ბეღელი – მაგარი ბეღელი, სავსე მშრალი, შემოსული ხორბლით, მდებარე ეზოში, სადაც დახეტიალობენ მაძღარი შინაური ცხოველები, ძალიან კარგის მაუწყებელი სიზმარია, რომელიც მიგანიშნებთ, რომ თქვენმა ბედნიერების საათმა ჩამოკრა. ცარიელი ბეღელი გადახდილი სახურავით მწუხარების ნიშანია

ბეღურა – ბეღურას დასიზმრება ყოველთვის მოასწავებს ბედის შემოტრიალებას, ან თქვენ შეუფერებელი გარემოცვა გყავთ

ბეწვი– სიზმარში ბეწვეულით ვაჭრობა ნიშნავს გალაღებას და სარგებლიან წინადადებას. თუ გაცვიათ ბეწვეული–გელით გამდიდრება და მყარი მდგომარეობა. კარგად გამოყვანილი ბეწვი ღირსება და პატივისცემაა. თუ ქალს თავისი თავი ესიზმრება ძვირფას ბეწვში, მას უნდა ჰქონდეს ბრძენ და მეოჯახე ადამიანზე გათხოვების იმედი

ბეჭედი, რგოლი – თუ სიზმარში თითზე გიკეთიათ ბეჭედი–ახალი საქმის დასაწყისია, რომელიც წარმატებას მოგიტანთ. გატეხილი ბეჭედი ნიშანია უბედური ცოლ–ქმრული ცხოვრებისა ან შეყვარებულთა დაშორებისა. თუ გოგონა სიზმარში მიიღებს ბეჭედს, ე.ი ყველაფერი ცუდი უკან დარჩა, რადგან მისი შეყვარებული თავის აწმყოსაც და მომავალსაც მას მიუძღვნის. ბეჭდის ნახვა სხვა ადამიანზე ნიშნავს თქვენი კეთილდღეობის ზრდასა და მრავალ მეგობარს

ბზრიალა – სიზმარში ბზრიალას ნახვა ნიშნავს, რომ თქვენ ჩაეფლობით უსარგებლო საქმიანობაში. თუ ბზრიალა სიზმარში ტრიალებს, ე.ი თქვენ წვრილმანებზე დაიხარჯებით. ბზრიალა ნიშნავს გაუგებრობას მეგობრებში, რომლებმაც შეიძება იმედი გაგიცრუოთ

ბიბლიოთეკა – თუ სიზმარში იმყოფებით ბიბლიოთეკაში, ეს ნიშნავს, რომ თქვენ არ გაკმაყოფილებთ თქვენი წრე და კავშირები და ეძებთ ახალ ადამიანებს უძველესი ისტორიის ერთად შესასწავლად; მაგრამ თუ ბიბლიოთეკაში შემთხვევით აღმოჩნდით, სერიოზული მეცადინეობის განზრახვის გარეშე, ე.ი. თქვენი არაგულწრფელობა მეგობრებს უკუაგდებს თქვენგან და ისინი ათვალწუნებით მოეკიდებიან თქვენს ლიტერატურულ მოღვაწეობას

ბიგა (ბოტ.) – ბიგას ნახვა სიზმარში გიწინასწარმეტყველებთ, რომ დადგა დრო, როცა თქვენს მეგობარს განსაკუთრებით დასჭირდება თქვენი ყურადღება და სწორედ თქვენ შეძლებთ მის სულიერ მხარდაჭერას; მიუხედავად ყოველდღიური ტვირთისა, თქვენ გამოიჩენთ მოთმინებასა და დიდსულოვნებას.

ბილიარდი – ბილიარდის ნახვა მოასწავებს უცაბედ უსიამოვნებას. შესაძლოა, ქონებასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი ან დანაკარგი მტრების ვერაგული თავდასხმების გამო. თუ გესიზმრებათ ბილიარდის მაგიდა და ბურთები არასათამაშო მდგომარეობაში, ეს, ნიშნავს, რომ ცბიერ მეგობრებს თქვენი ვნება სურთ.

ბილიკი – თუ სიზმარში მიდიხართ ვიწრო, არასწორი ბილიკით, ცხადში უამრავი პატარ–პატარა უსიამოვნებები დიდი ხნით გამოგიყვანენ მწყობრიდან. თუ გესიზმრებათ, რომ ეძებთ ბილიკს, რომელსაც აცდით, მაშინ რეალურ ცხოვრებაში განიცდით წარუმატებლობებს მუშაობის ბოლო სტადიაზე, იმისდა მიუხედავად, რომ წარმატებით უნდა დაგესრულებინათ უახლოეს დროში. თუ მიდიხართ სწორი ბილიკით, რის გასწვრივაც იზრდება გაფურჩქვნილი ყვავილები და ხშირი ბალახი–ასეთი სიზმარი გიქადით იმ ურთიერთობებისაგან გათავისუფლებას, რომელიც დიდი ხანია გაწუხებდათ.

ბინდი – ბინდი სიზმარში ნიშნავს ძალის გამოცლას და აუსრულებელ ოცნებებს.

ბისკვიტი – სიზმარში ბისკვიტის ცხობა ან ჭამა–ცუდი ჯანმრთელობის ნიშანია. ასევე, შესაძლებელია, რომ უბრალო ოჯახური კამათი გახდეს დიდი უთანხმოების მიზეზი.

ბიძა – თუ დაგესიზმრათ თქვენი ბიძა, მალე მოისმენთ სამწუხარო ახალ ამბავს. თუ ბიძას ნახავთ დასუსტებულს, შეწუხებულს, თუნდაც რამდენჯერმე–იმის ნიშანია, რომ ნათესავებთან შეგექმნებათ რაღაც უსიამოვნება, რომელიც გახდება დროებით გაუცხოების მიზეზი.
ბიძა ნახო მკვდარი, ნიშნავს, რომ გყავთ ძლიერი მტერი. თუ თქვენ სიზმარში გაუგებრობაში იმყოფებით ბიძასთან, რეალურ ცხოვრებაში შეიძლება გაფუჭდეს თქვენი ოჯახური ცხოვრება, თუმცა ეს სიზმარი შეიძლება ასევე ნიშნავდეს ხანგრძლივ ავადმყოფობას.

ბიძაშვილი (დეიდაშვილი ან მამიდაშვილი) – ბიძაშვილის დასიზმრება მოასწავებს იმედგაცრუებასა და გაბრაზებას. ასეთ სიზმარს შეიძლება მოჰყვეს ძალიან სამწუხარო შემთხვევა. თუ სიზმარში ხედავთ გაცხოველებულ მიმოწერას ბიძაშვილებს შორის, ცხადში შესაძლებელია განხეთქილება ნათესავებში

ბლინები – ბლინების ჭამა სიზმარში ნიშნავს თქვენ მიერ ჩაფიქრებული საქმის მალე წარმატებით დამთავრებას. თუ თქვენ აცხობთ ბლინებს, ე.ი. ოჯახურ საქმეს ჭკვიანურად და ეკონომიურად გაუძღვებით.

ბოთლები – თუ დაგესიზმრათ გამჭვირვალე სითხით სავსე ბოთლი– გადალახავთ ყველა წინააღმდეგობას სიყვარულის გზაზე–თქვენი ბედი თქვენს ხელთაა. ცარიელი ბოთლების დასიზმრება განხეთქილება, ჩხუბი და ყოველგვარი ცუდია; მოსალოდნელმა უბედურებამ შეიძლება თქვენს ძალებს პარალიზება გაუკეთოს. გმართებთ სიმტკიცე ყველა უსიამოვნების დასაძლევად.

ბოკალი – წყლის დალევა ვერცხლის ბოკალიდან–სწრაფი წარმატებაა. თუ ათვალიერებთ ძველებურ ვერცხლის ბოკალებს, გელით უცნობი ადამიანების კეთილგანწყობა და სარგებლიანი წინადადება მათგან. თუ ქალი სიზმარში თავის მეგობარს აწვდის წყალს ბროლის ბოკალით–ის დატკბება აკრძალული გართობით.

ბოლი – ბოლი სიზმარში სახიფათო ნიშანია. თუ გესიზმრებათ, რომ ბოლმა გაგგუდათ, მოემზადეთ იმისათვის, რომ თქვენ გაგაცურებენ და მოგატყუებენ. არ არის გამორიცხული, რომ ვიღაცამ მოინდომოს თქვენი ნებისყოფის გატეხვა და თავისზე დაქვემდებარება.

ბოლოკი – ბოლოკი ბოსტანში–წარმატების ნიშანია. მეგობრები თქვენთან კეთილგანწყობილნი იქნებიან, თქვენი საქმეები კი უკეთესობისაკენ წავა. ბოლოკის ჭამა ახლობელზე ნერვიულობას ნიშნავს. ბოლოკის დაკარგვა–ოცნების ასრულებას მოასწავებს

ბოლოქანქარა – ბოლოქანქარა სიზმარში ნიშნავს ჭორებს, რომელიც დიდ ზიანს მოგაყენებთ საქმიან ურთიერთობებში.

ბორანი, ტივი – ბორანის დასიზმრება საცხოვრებლის შეცვლას მოასწავებს; გადასასვლელი ბორანზე–მძიმე მოგზაურობის ნიშანია. თუ თქვენ საწინაამდეგო ნაპირს მიაღწევთ, მაშინ წარმატება გარდაუვალია. თუ დაზიანებული ტივით ცურავთ–თქვენ ან თქვენს ახლობლებს უბედურება გელით.

ბორბალი – თუ გესიზმრებათ სწრაფად მბრუნავი ბორბლები, ბედი გაფრთხილებთ, იყავით თადარიგიანი და ანგარიშიანი საქმეში, მაშინ თქვენ მიაღწევთ წარმატებას და ოჯახურ ბედნიერებას. უძრავი ან გატეხილი ბორბალი მიგითითებთ გამგზავრებაზე ან რომელიმე თქვენი ახლობლის სიკვდილზე.

ბოსტნეული – სიზმარში ბოსტნეულის ჭამა მოულოდნელ წარმატებას გიწინასწარმეტყველებთ; შესაძლოა, დასაწყისში თქვენ ეს ბედის საჩუქრად მიიღოთ, მაგრამ ძალიან მალე მიხვდებით, რომ ეს მხოლოდ მირაჟი იყო. დამჭკნარი ან დამპალი ბოსტნეული დიდ უბედურებას მოასწავებს. თუ გოგონას ესიზმრა, რომ იგი ამზადებს ბოსტნეულს სადილისათვის–შეყვარებულს წაეჩხუბება და დასცილდება, მაგრამ შემდეგ ცოლად გაჰყვება ღირსეულ და ერთგულ ადამიანს.

ბოქლომი – სიზმარში ბოქლომის ნახვა დაბნეულობის ნიშანია. თუ თქვენ აღებთ ან კეტავთ ბოქლომს, უნდა ერიდოთ რაღაც მავნებლობას. თუ შეყვარებული ხართ, შეძლებთ მოწინააღმდეგეზე გამარჯვებას, ამას გარდა, ეს სიზმარი გპირდებათ სასიამოვნო მოგზაურობას.
თუ ნახავთ, რომ კლიტე გატეხილია–აბუჩად აგიგდებენ და დაგამცირებენ სიყვარულში, ხოლო მოგზაურობა, რომელიც რისკთანაა დაკავშირებული, მოგებას არ მოგიტანთ. თუ მამაკაცი თავის საცოლეს უკრავს ყელსაბამს ან სამაჯურს, გულში გაუჩნდება რაღაც ეჭვები, რომლებიც, საბოლოო ჯამში, გაიფანტებიან.

ბოშები – თუ ბოშათა ბანაკი დაგესიზმრათ, ეს თქვენს საქმეში გაუგებრობასა და გაურკვევლობას მოასწავებს–თქვენ მოგიწევთ მათი მოწესრიგება. თუ ქალს სიზმარში ბოშა მკითხაობს და ეუბნება რომ იგი მალე გათხოვდება, ხოლო იგი უკვე გათხოვილია, მას ეჭვიანობა დატანჯავს. თუ ბოშებისაგან რაიმეს ყიდულობთ, ცხადში სერიოზულ მატერიალურ და ფინანსურ ზარალს ნახავთ

ბოძკინტი, კვარცხლბეკი – სიზმარში თუ კვარცხლბეკზე დგახართ, ნიშნავს სამსახურებრივ კიბეზე სწრაფ ამაღლებას: თქვენი ავტორიტეტი გაიზრდება. თუ შეყვარებულს ესიზმრება, რომ თავის რჩეულთან ერთად კვარცხლბეკზე აძვრა, მათი კავშირი იქნება ბედნიერი, მაგრამ თუ იქიდან ვარდებით ან ხტებით–ელოდეთ უსიამოვნებებს

ბრაზი – თუ სიზმარში ბრაზდებით, მოასწავებს მტრების გაჩენას და ცვლილებებს ბიზნესში. თუ სხვებს ხედავთ ამ მდგომარეობაში, თქვენს საქმიანობას შეწყვეტს სიკვდილი ან უსიამოვნო გადაუჭრელი პრობლემები. თუ გესიზმრებათ, რომ ცოფიანი ცხოველი გკბენთ, ცხადში ელოდეთ სკანდალს ან მეგობრების ღალატს.

ბრალდება – თუ სიზმარში ბრალს სდებთ ვინმეს–მეგობრებს წაეჩხუბებით. თუ გესიზმრებათ, რომ თქვენ გდებენ ბრალს, შესაძლოა, ვიღაცაზე შეგნებულად გაავრცელოთ ჭორები

ბრბო– სიზმარში დღესასწაულზე, საღამოზე ან ბანკეტზე ბრბოს ნახვა მეგობრებთან დიდი ხნის ნანატრ შეხვედრას გიქადით. არასასიამოვნო ინციდენტი, რომელიც დაანაღვლიანებს საღამოს, დანაკარგს და გულის გატეხვას ნიშნავს; ზოგჯერ ასეთი სიზმარი საზოგადოებაში სერიოზულ კონფლიქტებს მოასწავებს. გამოწყობილი ბრბო ეკლესიაში–წვრილმანი უსიამოვნებებისა და დიდი უბედურების მაუწყებელია; ხალხის ბრბო ქუჩაში სამეწარმეო საქმიანობაში აქტიური პერიოდის დასაწყისს ნიშნავს. თუ სიზმარში თქვენ ცდილობთ უფრო ხმამაღლა დაყვირებას, ვიდრე ბრბოს ხმაურია–ეს თქვენს პირველობისაკენ სწრაფვაზე მეტყველებს.
არაკეთილსასურველია სიზმარი, რომელშიც ხალხის ბრბო მუქ ფერებშია ჩაცმული. თუ გესიზმრებათ, რომ ჰიპნოზიორი, რომელიც ბრბოს თავის სურვილისამებრ დაიმორჩილებს, მაგრამ მარტო თქვენზე ვერ იმოქმედებს, მაშინ მოსალოდნელია დიდი უბედურება, რომელსაც მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ შეუშალოთ ხელი.

ბრენდი, კონიაკი – ბრენდი სიზმარში გაფრთხილებაა: გმართებთ კრიტიკულად შეაფასოთ საკუთარი მოქმედებანი, ასევე სიზარმაცის დაძლევა, რომელიც გიშლით საქმეებში

ბრინჯაო – თუ ქალი სიზმარში ხედავს ბრინჯაოს ქანდაკებას–მისი მცდელობა, მოხიბლოს მამაკაცი, რომელიც ქმრად უნდა, წარმატებას მოუტანს.
თუ სიზმარში ბრინჯაოს ქანდაკებას სიცოცხლის ნიშნები აღმოაჩნდება ან მოძრაობას დაიწყებს–გელით სასიყვარულო თავგადასავალი, რომელიც ქორწინებამდე არ მივა. ბრინჯაოს ფიგურები–გველი ან ქვეწარმავალი–გიწინასწარმეტყველებენ შურსა და გაკოტრებას. უბრალოდ, ბრინჯაოს ნახვა–ე.ი. თქვენი მომავალი ბუნდოვანი და არც თუ ისე სახარბიელოა.

ბრინჯი – ბრინჯი სიზმარში გულითად მეგობარს ნიშნავს. ამას გარდა, საქმიან წამოწყებაში წარმატებას მოასწავებს. მიწათმომქმედებს ეს სიზმარი დიდ მოსავალს ჰპირდება. თუ სიზმარში ბრინჯს ჭამთ, თქვენ სახლში სითბო და მყუდროება დაისადგურებს. თუ ბრინჯში ბევრი მინარევებია–მეგობრებთან ჩხუბსა და ავადმყოფობას მოასწავებს. თუ გოგონა სიზმარში ბრინჯს ხარშავს, მას ახალი მოვალეობანი დაეკისრება, რომლის წყალობით იგი გამდიდრდება

ბრმა, სიბრმავე – თუ სიზმარში მოულოდნელად დაბრმავდით, თქვენს ცხოვრებაში მოულოდნელი ცვლილებები მოხდება, რომლებმაც შეიძლება სიღარიბე და ხელმოკლეობა გამოიწვიოს. ამ სიტუაციიდან გამოსვლას თქვენი შემართებითა და ვაჟკაცობით შესძლებთ. თუ თქვენ ბრმები დაგესიზმრათ, ცხადში ვიღაცა თქვენგან დახმარებას ელოდება.

ბროლი – ბროლის ნებისმიერი ნაწარმი სიზმარში ნიშნავს, რომ თქვენ სადაცაა, თავს დიდი დეპრესია დაგატყდებათ, ახლობლებთან დამოკიდებულება გაგიფუჭდებათ, ხოლო სამსახურში არასასიამოვნო სიტუაციები შეგექმნებათ. თუ ქალს დაესიზმრა ბროლით გაწყობილი მაგიდა, ცხადში იგი საყვარელ ადამიანში ეჭვს შეიტანს

ბრონქიტი– თუ სიზმარში ავად ხართ ბრონქიტით–ცხადში, თქვენი გეგმების შესრულებისას, გარდაუვალია მცირეოდენი გართულებები, რისი მიზეზიც შეიძლება იყოს ვინმე ახლობლის ავადმყოფობა. ერთი სიტყვით, ბრონქიტით ავადმყოფობა ზოგჯერ შეიძლება ნიშნავდეს თავბრუდამხვევი პერსპექტივის გამოჩენას იმ დროს, როცა სასურველს უკვე მიაღწევთ.

ბროწეული– ბროწეულის დასიზმრება მიგანიშნებთ, რომ თქვენი ნიჭი გამოიყენოთ ზნეობრივი სრულქმნისათვის და არ მიეცეთ საეჭვო სიამოვნებას, რომელიც ვნებს ჯანმრთელობას, როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად. თუ შეყვარებული (ქალი) გიმასპინძლდებათ ბროწეულით–მოგიწევთ გამოსცადოთ მზაკვრული და დამღუპველი ქალური მომხიბვლელობით გამოწვეული ცდუნება, თუმცა თქვენ გამონახავთ სულიერ ძალას წინააღმდეგობის გასაწევად. ბროწეულის ჭამა სიზმარში–თქვენ წამოეგებით ვიღაცის მომხიბვლელობას

ბრძანება – თუ გესიზმრებათ, რომ გიბრძანებენ, ე.ი. თქვენი კოლეგები განსჯიან თქვენს ათვალწუნებას უფროსთან მიმართებაში. თუ თქვენ უბრძანებთ ვინმეს–ცხადში მიიღებთ ახალ წოდებას, მაგრამ თუ მკაცრად მბრძანებლობთ, ამაყად, ან, თუნდაც, უხეშად–ელოდეთ იმედგაცრუებას.

ბრძოლა– სიზმარში ბრძოლა ნიშნავს ჭიდილს ხიძნელეებთან და ღირსეულ გამარჯვებას. თუ სიზმარში ბრძოლაში დამარცხდით, ზოგიერთი ადამიანის სულიერი მოქმედება ხელს შეგიშლით კეთილი განზრახვის შესრულებაში.

ბუ – სიზმარში ბუს გამყინავი ყვირილის გაგონება გაფრთხილებთ მოსალოდნელ უბედურებაზე. ასეთი სიზმრის შემთხვევაში თქვენი და თქვენი ახლობლების სიცოცხლე საფრთხეშია და გაფრთხილება გმართებთ. თუ, უბრალოდ, ბუ დაგესიზმრათ, ცხადში შესაძლებელია ჩირქი მოგცხონ. მკვდარი ბუ იმას მოასწავებს, რომ თქვენ ადვილად გაართმევთ თავს მძიმე ავადმყოფობას

ბუდე – თუ დაგესიზმრათ ჩიტის ბუდე–ხელს მიჰყოფთ წარმატებულ მეწარმეობას. ახალგაზრდა ქალი კი შეიცვლის საცხოვრებელ ადგილს. ცარიელი ბუდე–მეგობართან დაშორებაა. ქათმის ბუდის ნახვის შემდეგ თქვენ მოაწესრიგებთ ოჯახურ ურთიერთობებს, ბავშვები კი მხიარულები და დამჯერები გეყოლებათ. ბუდეში გატეხილი კვერცხის ნახვა–იმედგაცრუებისა და წარუმატებლობის მაუწყებელია.

ბუდობა, ნაჩეკი – ქალს თუ ესიზმრება შინაური ფრინველი თავისი ბარტყებით, მოუწევს ბავშვთა კონფლიქტების მოგვარება და ოჯახური ურთიერთობების მოწესრიგება. ყველა სხვა შემთხვევაში წიწილების (იხვების) ბუდობა უწინასწარმეტყველებს ქონების მატებას.

ბუზი, ბზიკი – ბუზი მტრებს მოასწავებს, რომლებიც ურთიერთობებს გაგირთულებენ: თუ ბზიკმა გიკბინათ, ე.ი. გვერდით მყოფებს შურთ თქვენი და ვერ გიტანენ; სიყვარულში სერიოზული მეტოქე გამოგიჩნდებათ. ბუზის მოკვლით თქვენ აჯობებთ თქვენს მტრებს; თუმცა, ზოგჯერ ასეთი სიზმარი ნიშნავს ძველ მეგობართან განხეთქილებასა და სიღარიბეს.

ბუკი, ნაღარა – თუ სიზმარში მოგესმათ ბუკის ხმა–ელოდეთ სასიამოვნო ინფორმაციას. გატეხილი ბუკი–უბედური შემთხვევა ან სიკვდილია. თუ სიზმარში ბავშვები თამაშობენ ბუკით–ოჯახში თანხმობა გექნებათ. თუ ქალი სიზმარში ტუჩებთან მიიტანს ბუკს და შეეცდება მის დაკვრას–ე.ი.მის სურვილს დაოჯახებაზე შეყვარებულისაგან გამოხმაურება არ ექნება.
სიზმარი, რომელშიც თქვენ უკრავთ ბუკზე, გპირდებათ სურვილების ასრულებას.

ბულბული – ბულბულის სასიამოვნო გალობა ქონების მატებასა და ახლობლების ჯანმრთელობას გპირდებათ. განსაკუთრებით კარგია ეს სიზმარი შეყვარებულებისა და მშობლებისათვის. უეცრად დადუმებული ბულბული მეგობრებთან ხანმოკლე განშორების ნიშანია.

ბულდოგი – თუ სიზმარში შედიხართ უცხო სახლში და გვარდებათ ბულდოგი ე.ი. თქვენ დაარღვევთ საკუთარი ქვეყნის კანონებს და ცრუ მოწმე იქნებით თქვენი საქმის გულისათვის. თუ ბულდოგი მეგობრულად გხვდებათ, გელით დიდი წარმატებები, მიუხედავდ თქვენი მოწინააღმდეგეების არაკეთილგანწყობისა და მათი არამეგობრული მოქმედებებისა.

ბუმბული (ჩიტის) – თუ სიზმარში ზედ გეყრებათ ჩიტის ბუმბული–უსიამოვნებებს ადვილად გაუმკლავდებით. არწივის ბუმბული–თქვენი მიზნების ასრულებას მიანიშნებს. თუ ქათმის ბუმბული გესიზმრებათ, ცხოვრებაში უსიამოვნო მოვლენა მოხდება. ბუმბულის ყიდვა ან გაყიდვა–ბედნიერებას და აღმასვლას მოასწავებს. შავი ბუმბული–უბედური სიყვარულის ნიშანია.
თუ ქალს ფუმფულა ბუმბული ესიზმრება, მაგ. სტრაუსის, ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებაში მისი წარმატება მეტად საეჭვო გზებითაა მიღწეულიმ და სასურველ მხარდაჭერას ვერ პოვებს. თუ ბუმბული ლიტერატურის ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანებს ესიზმრება, მათ წარმატება ელით.
თუ თქვენ ლიტერატორი ხართ და ბუმბული გესიზმრებათ. მაშინ მაღალი ჰონორარების იმედი უნდა გქონდეთ. თუ გოგონას ესიზმრება, რომ ბუმბულს ქუდზე იმაგრებს–მისი სილამაზე არაერთ მამაკაცს მოხიბლავს.

ბუფეტი – სიზმარში ბუფეტის ნახვა მიგანიშნებთ კმაყოფილებასა და კომფორტზე თუ ის სავსეა სუფთა ჭურჭლით, მაგრამ თუ ბუფეტი ცარიელი და ჭუჭყიანია, მაშინ ის გიქადით უფულობასა და წარუმატებლობას.

ბუშტი – როცა ბავშვი საჰაერო ბუშტს ბერავს ან ჰაერში უშვებს, ეს იმას ნიშნავს, რომ დასვენების შესახებ თქვენი ოცნებები ფუჭია.

ბღავილი – ახალგაზრდა ცხოველების ბღავილის ან ბურტყუნის მოსმენა ნიშნავს, რომ გამოგიჩნდებათ ახალი ვალდებულებები და საზრუნავი, რომელიც ყოველთვის ცუდი არ იქნება.

გაბრაზება – ვიღაცას თუ ნახავთ გაბრაზებულს–მძიმე განსაცდელის მაუწყებელია: გაოცდებით ახლობელი ადამიანის ქცევით და კავშირს გაწყვეტთ მასთან, მტრები კი თავს დაესხმიან თქვენს საკუთრებას ან რეპუტაციას შეგილახავენ. თქვენზე გაბრაზებული მეგობრების ან ნათესავების ნახვა, როცა თქვენ სიმშვიდეს ინარჩუნებთ, ნიშნავს, რომ შეასრულებთ შუამავალის როლს ორი ახლობელი ადამიანის შერიგებაში, რითაც მათ გულს დიდი ხნით მოინადირებთ.

გადადგომა, თანამდებობაზე უარის თქმა – თუ სიზმარში უარს ამბობთ შემოთავაზებულ თანამდებობაზე–ხელმოცარულობა იქნება თქვენი თანამდევი; ამბის გაგება სხვისი გადადგომის შესახებ–რეალურ ცხოვრებაში მოასწავებს სევდიან ამბავს

გადასაფარებელი (ლოგინის) – სუფთა გადასაფარებელი–კარგია, ჭუჭყიანი–ავადმყოფობაა

გადასახადები – თუ გესიზმრათ, რომ გადასახადებს იხდით, კარგი ნიშანია–გააუვნებელყოფთ მტრების მიერ აგორებულ ინტრიგებს. თუ სიზმარში გადახდის უუნარო ხართ, წარმატება ზურგს შეგაქცევთ. თუ ნახეთ რომ სხვები იხდიან გადასახადებს–უახლოეს მომავალში მეგობართა დახმარება დაგჭირდებათ

გადაწერა – სიზმარში რაიმე ტექსტის გადაწერა იმაზე მიუთითებს, რომ თქვენ მიერ საგულდაგულოდ შემუშავებული გეგმები არ განხორციელდებიან. თუ გოგონას ესიზმრება, რომ წერილი გადაწერა, მაშინ გარშემომყოფნი მის სიყვარულს შეცდომად მიიჩნევენ და ეს მას მხოლოდ ზიანს მიაყენებს

გადიდება – თუ სიზმარში თქვენს ოჯახში მატებაა, ცხადში გეგმები, რომლებზედაც დიდ იმედებს ამყარებდით, დაიმსხვრევიან, მაგრამ განხორციელდებიან ისინი, რომლებსაც დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდით. თუ გესიზმრებათ, რომ თქვენი შემოსავლები საგრძნობლად გაიზარდა–გელით სერიოზული უსიამოვნებები, რომლებსაც თქვენ ბრწყინვალედ გადალახავთ.

გავლენა – თუ სიზმარში ვიღაცის მფარველობით მიაღწევთ მაღალ ჩინს, თქვენს სურვილებს ახდენა არ უწერიათ; მაგრამ თუ თქვენ სიზმარში გიკავიათ გავლენიანი მდგომარეობა–თქვენი გეგმები წარმატებით განხორციელდებიან. თუ თქვენი მეგობრები იმყოფებიან გავლენიან მდგომარეობაში, რეალობაში მიაღწევთ თანხმობას კომპანიონებთან და თავს აარიდებთ უსიამოვნებებს

გაზეთი – სიზმარში გაზეთის ნახვა მიგანიშნებთ–შეიძლება მოგატყუონ, თქვენი რეპუტაცია საფრთხის ქვეშაა. გაზეთის ბეჭდვა ნიშნავს, რომ მოგეცემათ შესანიშნავი შესაძლებლობა საზღვარგარეთ მოგზაურობისა და ახალი კავშირების დამყარებისა. სიზმარში თუ ცდილობთ, მაგრამ ვერ ახერხებთ გაზეთის წაკითხვას–გელით წარუმატებლობა

გაზი, აირი – თუ სიზმარში შეიგრძნობთ გაზის სუნს, ეს მოასწავებს თქვენს უსამართლობას ერთ–ერთი მეგობრისადმი, რომლის გამოც ძალიან ინანებთ. თუ სიზმარში იგუდებით გაზით–ელოდეთ თქვენი დაუდევრობით გამოწვეულ უსიამოვნებებს.
ჩამქრალი გაზი გიქადით თქვენივე ხელით ოჯახური ბედნიერების განადგურებას. გაზის ანთება–გამოუვალი მდგომარეობიდან წარმატებული თავდაღწევაა. სახლის განიავება გაზის სუნისაგან ნიშნავს, რომ თქვენ ვერც კი მიხვდებით, ისე მიიღებთ სახლში მტრებს, რომლებიც შეძლებენ თქვენს დაღუპვას, თუ არ მიიღებთ სათანადო ზომებს

გაზონი – სიზმარში ლამაზ გაზონზე სიარული წარმატების საწინდარია. მწვანე მინდორზე მხიარულ დღესასწაულში მონაწილეობის მიღება მოასწავებს დიდებულ გართობას და საქმიანი წინადადებების შემოთავაზებას, რომელსაც თქვენ წარმატებით გაუკეთებთ რეალიზებას. თუ ახალგაზრდა ქალს ესიზმრება, რომ ის თავის მეგობარს ელის,ე.ი. მისი ოცნება, რომელიც არარეალურად მიაჩნდა, ასრულდება

გალამაზება, დეკორირება – თუ გესიზმრებათ მდიდრულად მორთული შენობა, წინ გელით სასიამოვნო ცვლილებები, ხოლო ახალგაზრდებს წარმატებები სწავლაში. თეთრი ყვავილებით მორთული საფლავები–ცუდის მომასწავებელია

გალია – თუ სიზმარში ხედავთ გალიას ჩიტებით, გელით წარმოუდგენელი სიმდიდრე და მრავალშვილიანობა. ერთი ჩიტი გალიაში ნიშნავს სასურველ და მომგებიან დაოჯახებას. ცარიელი გალია მიუთითებს ოჯახში ვიღაცის დანაკარგზე, ასევე, შეყვარებულთან ერთად საიდუმლოდ გაპარვაზე ან სიკვდილზე.
თუ ხედავთ ველურ ცხოველებს გალიაში, გაიმარჯვებთ მტრებზე და წარუმატებლობაზე. თუ თქვენ მათთან ერთად ხართ გალიაში–ე.ი გელით უბედურება ან ავარია მოგზაურობისას

გამარჯვება – სიზმარში გამარჯვება–ცხადშიც იგივეს ნიშნავს. კაცებს ეს სიზმარი ქალებთან გამარჯვებას უქადის, ქალებს კი–პირიქით

გამომარგვლა – სიზმარში სარეველა ბალახის გამარგვლა რთულ სამუშაოს ნიშნავს. თუ ამ საქმეს სხვა აკეთებს–თქვენი ეჭვები ვინმეს ან რაიმეს მიმართ უსაფუძვლოა

გამომგონებელი – თუ დაგესიზმრათ გამომგონებელი, ეს სიზმარი გპირდებათ თქვენი სამუშაოს წარმატებით დასრულებას და დამსახურების აღიარებას. თუ სიზმარში თვითონ იგონებთ რამეს, ცხადში გაგიმართლებთ და თქვენი ჩანაფიქრი განხორციელდება.

გამომცემელი – სიზმარი გამომცემელზე გპირდებათ მოგზაურობას და ლიტერატურული საქმიანობისადმი მიდრეკილებას. თუ ქალს ესიზმრება, რომ მისი ქმარი გამომცემელია, ცხადში მას ექნება ეჭვიანობის მიზეზი, რომელიც ჩხუბამდე მივა. თუ სიზმარში გამომცემელი უკან გიბრუნებთ ხელნაწერს, ცხოვრებაში გელით იმედგაცრუება თქვენს ყველაზე სანუკვარ ოცნებასთან დაკავშირებით. თუ გამომცემელი იღებს თქვენს ხელნაწერს–გაიხარებთ თქვენი სურვილების შესრულებით

გამოსყიდვა, ანაზღაურება – ასეთი სიზმარი მიგანიშნებთ, რომ გელით ურთიერთობა მეგობრებთან; ბირჟის საქმოსანს კი ექნება სტაბილურობა ბირჟაზე. ახალგაზრდების მსუბუქი ფლირტი დამთავრდება ბედნიერად. ვიღაცის მსხვერპლი ან ერთ–ერთი მეგობრის დამცირებაზე, ცხადად ან ფარულად თქვენი ვალის უგულებელყოფით

გამოქვაბული – ღამით, მთვარის შუქზე გამოქვაბულის დასიზმრება მიგანიშნებთ, რომ სირთულეები გელით და წარმატება ჯერ შორს არის, ხოლო თქვენი მოწინააღმდეგენი უსიამოვნებებს გიმზადებენ. თუ თქვენი თავი დაგესიზმრათ გამოქვაბულში–ცვლილებები გელოდებათ–მოსალოდნელია საყვარელ ადამიანთან ურთიერთობების გაციება. თუ გოგონას დაესიზმრა, რომ იგი გამოქვაბულშია თავის შეყვარებულთან ერთად, ცხადში მას არაკეთილსინდისიერი ადამიანი შეუყვარდება და ნამდვილ მეგობრებს დაკარგავს

გამოცანები – თუ სიზმარში ცდილობთ გამოცანის ამოხსნას, ცხადში მოგიწევთ მონაწილეობის მიღება ისეთ საქმეში, რომელიც თქვენგან მოითხოვს პრინციპულობას და გარკვეული სახსრების ჩადებას. გამოცანები–ყოველთვის ამაოებისა და დაუკმაყოფილებლობის მაუწყებელია
გამოწვევა თუ სიზმარში დუელში გიწვევენ, ე.ი რეალურ ცხოვრებაში წააწყდებით დიდ უსიამოვნებას, რის გამოც მოგიწევთ ვიღაცისთვის ბოდიშის მოხდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეგობარს დაკარგავთ. ნებისმიერი გამოწვევის მიღება სიზმარში მიგანიშნებთ, რომ ვიღაცის გამო გამოქომაგებისას მოგიწევთ ბოროტებასთან ღიად შეჯახებას
გამოცოცხლება თუ სიზმარში თქვენ გაბრუნებენ ცხოვრებისაკენ–აუცილებლად გექნებათ მძიმე დანაკლისი, მაგრამ, ადრე თუ გვიან, დაკარგულზე მეტს დაიბრუნებთ და ბედნიერი იქნებით. თუ გეჩვენებათ, რომ თვითონ გააცოცხლეთ ვინმე–გელით ახალი მეგობრის შეძენა, რომელიც სიხარულს მოგანიჭებთ

გამოძიება – სიზმარში თქვენ მიერ ჩატარებული გამოძიება მწარე იმედგაცრუებებს ნიშნავს. თუ გესიზმრებათ, რომ გამოძიება თქვენი პიროვნების გარშემო მიმდინარეობს, ცხადში უსაფუძვლო ბრალდების მსხვერპლი აღმოჩნდებით

განათება – უცნაური ნათება მწუხარებას და წარუმატებლობას გიქადით. უცნაურად განათებული ცა უცნაური მთვარითა და უცნაური ვარსკვლავებით კი–მწუხარებას არა მარტო თქვენ, არამედ თქვენს ქვეყანასაც. ამ დროს ცაზე გამოჩენილი ფიგურები მომავალ განსაცდელს მოასწავებს: დიდი უბედურების აცილებას გადაწყვეტილებების მიღებითა და სულის სიძლიერით შეძლებთ

განათლება, სწავლა– თუ სიზმარში გაქვთ კარგი განათლების მიღების სურვილი–რეალურ ცხოვრებაში ცოდნის წყურვილი დაგეხმარებათ საზოგადოებაში მაღალი მდგომარეობის დაკავებაში, ბედიც ხელს შეგიწყობთ. სიზმარში თუ სწავლობთ–გაგიჩნდებათ გავლენიანი და გულახდილი მეგობრები

განდევნა, გაძევება – თუ ქალს ესიზმრება, რომ აგდებენ, ასეთი სიზმარი მას ჰპირდება მოგზაურობას, სადაც ყველაზე მოულოდნელი სასიამოვნო შეხვედრა ელის

განმარტოება – თუ სიზმარში ვინმემ დაგირღვიათ განმარტოება, ცხადში გავლენიანი ადამიანები ძალიან გაგირთულებენ ცხოვრებას. თუ ასეთი სიზმარი ესიზმრება ქალს, ის უნდა იყოს უფრო ყურადღებიანი პირადი ცხოვრების მიმართ და არ გამოიჩინოს ზედმეტი გულახდილობა გარშემომყოფებთან საუბარში

განქორწინება – სიზმარში ნანახი განქორწინება თქვენი მეგობრებითა და კოლეგებით უკმაყოფილებას მოასწავებს. ასევე, უნდა დაფიქრდეთ ყველაფერი წესრიგშია თუ არა თქვენს ოჯახში. თუ გოგონას ესიზმრება განქორწინება, მას შეყვარებული უღალატებს

განშორება – სიზმარში ვინმესთან განშორება ცხადში წვრილმან, მაგრამ საწყენ უსიამოვნებებს მოასწავებს. თქვენთვის არასასიამოვნო ადამიანთან კავშირის უცაბედად გაწყვეტა სიყვარულში დიდ წარმატებას გიქადით

განცხადება – გაზეთში განცხადების მიცემა–რეალურ ცხოვრებაში გარკვეული დროით მოგიწევთ მძიმე შრომა, თუმცა ბედისწერა დაგაჯილდოებთ თქვენი ძალისხმევისათვის. თუ გესიზმრებათ, რომ განცხადებებს კითხულობთ, თქვენი არაკეთილმოსურნენი სერიოზულ ზარალს მოგაყენებენ

განძი – თუ სიზმარში განძი იპოვეთ, მატერიალურ მხარდაჭერას მიიღებთ, რომელიც თქვენთვის მოულოდნელი და მეტად საჭირო იქნება

გარგარი – სიზმარში გარგარის ბაღის ნახვა ნიშნავს, რომ მომავალი, რომელიც თქვენ ვარდისფერ ფერებში გესახებათ, სინამდვილეში რაღაც საწყენს გიმზადებთ. გარგარის ჭამა სიზმარში–არასასიამოვნო მოვლენებია. თუ ხედავთ, რომ სხვები ჭამენ გარგარს–თქვენი გარემოცვისაგან საინტერესო ურთიერთობებს არ უნდა მოელოდეთ და დროს სისულელეზე კარგავთ

გარდაქმნა, გარდასახვა – სიზმარში ნებისმიერი მეტამორფოზები–ცხოვრებაში რადიკალური ცვლილებების მომასწავებელია. ცვლილებების ხარისხი დამოკიდებულია იმაზე, როგორი სახის გარდაქმნები გესიზმრებათ–საშიში,თუ პირიქით

გარდერობი – სიზმარში საკუთარი გარდერობის ნახვა გაფრთხილებაა: თქვენი ბედი საფრთხეშია იმის გამო, რომ გინდათ თავი წარმოაჩინოთ უფრო მდიდრად, ვიდრე ხართ. თუ გესიზმრებათ თქვენი ღარიბული გარდერობი–ცხადში შეეცდებით უცნობ ადამიანებთან დაახლოებას

გართობა – მუსიკა და ცეკვები სიზმარში სასიამოვნო ახალ ამბებსა და გართობას ნიშნავენ

გასაღები – გასაღებები სიზმარში ნიშნავს მოულოდნელ ცვლილებებს. თუ დაკარგეთ–ელოდეთ უსიამოვნებებს. გასაღების პოვნა ნიშანია ოჯახური სიმშვიდისა და საქმის გამოცოცხლებისა. გატეხილი გასაღები მოასწავებს გაყრას სიკვდილის ან ეჭვიანობის შედეგად.
თუ ახალგაზრდა ქალმა სიზმარში დაკარგა სამკაულის შესაკრავი, ის წაიჩხუბებს საყვარელ ადამიანთან. თუ ის გასაღებით აღებს კარს–შეიძენს ახალ თაყვანისმცემელს, რომელიც მთლიანად მის გამგებლობაში იქნება. თუ ის ხედავს, რომ კარებს კეტავს გასაღებით–ე.ი. სწორად აირჩევს ქმარს, მაგრამ თუ ვიღაცას გადასცემს გასაღებს–მისი რეპუტაცია საფრთხის ქვეშ დადგება, რადგანაც, გარკვეულ შემთხვევაში, ის ვერ შეძლებს გასასამართლებელი არგუმენტის მოტანას.

გასაჭირი – თუ სიზმარში სიღარიბე გაწუხებთ–თქვენ სევდიანი ფიქრებით ცხოვრობთ, უარყოფთ რა ცხოვრების რეალურ სიხარულს. თუ გესიზმრათ, რომ სიღარიბეს მოთმენით იტანთ, ნიშნავს, რომ მშვიდად გადაიტანთ შემხვედრ უსიამოვნებებს და თქვენს თავზე ღრუბლებიც მალე გაიფანტებიან.
თუ სიზმარში მოახერხებთ სიღარიბისაგან თავის დაღწევა–დაგაფასებენ თქვენი სიკეთის გამო. სხვების ნახვა სიღარიბეში, ნიშნავს საქმიანი შეხვედრების გართულებათა დასაწყისს, რაშიც დამნაშავე ერთ–ერთი გარშემომყოფთაგანი იქნება

გასეირნება, ექსკურსია – სოფლის მიდამოებში გასეირნება–მეგობრებთან განშორებას ნიშნავს. გოგონას ასეთი სიზმარი ბედნიერ ოჯახს ჰპირდება, მაგრამ მის ბედნიერებას მალე დაჩრდილავს უდროო დანაკარგი; ხანგრძლივი ექსკურსია–მნიშვნელოვანი სამეცნიერო ხასიათის კვლევებს ნიშნავს. თუ თქვენ ექსკურსიის მონაწილე გახდით, ცხადში ძლიერი კონკურენტები გამოგიჩნდებიან

გასროლა – თუ სიზმარში გესროლეს და კვდებით, გელით თქვენ წინააღმდეგ განწყობილი მეგობრებისაგან მოულოდნელი შეურაცხყოფა, მაგრამ თუ შეძლებთ, თავი აარიდოთ სიკვდილს, ცხადში გაუმკლავდებით თქვენს შეურაცმყოფლებს

გატეხვა – სიზმარში რაღაცის გატეხვა ცუდია. თუ სიზმარში მოიტეხეთ ხელი ან ფეხი–სამსახურში წარუმატებლობა გელით. ავეჯის გატეხვა–ჩხუბი ოჯახში და აფორიაქებული სულიერი მდგომარეობაა. ფანჯრის გატეხვა–მძიმე დანაკარგის ნიშანია. გატეხილი ბეჭდის ნახვა ცუდი ნიშანია: ცხოვრების ჩვეულ წესს შეცვლის უღირსი, სახიფათო კამათი ეჭვიანობის ნიადაგზე

გაფრთხილება, სიფრთხილე – თუ თქვენ უფრთხილდებით ბავშვს, თქვენი იდეების სიწმინდე განაპირობებს ბედის კეთილგანწყობას.

გაქცევა – სიზმარში გაქცევა–ძალზე არასასურველია. თუ მას გათხოვილი ქალი ხედავს, მოუწევს თავისი ცხოვრების გადახედვა და ბევრი რამის დათმობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი რეპუტაცია შეილახება და ახლობლების პატივისცემას დაკარგავს. ახალგაზრდებს ეს სიზმარი შეყვარებულთან დაშორებას აუწყებს. თუ სიზმარში თქვენი შეყვარებული ვინმესთან ერთად გაიქცა, ცხადშიც იგივე მოხდება.
თუ სიზმარში ბრბოსთან ერთად გარბიხართ–კარგია: ის გპირდებათ დღესასწაულს და წარმატებას საქმეში. თუ წაიბორძიკეთ და დაეცით, მაშინ გელით გაკოტრება და სახელის გატეხვა. თუ სიზმარში მარტო გარბიხართ, გზა მაღალი საზოგადოებისაკენ გარანტირებული გაქვთ. თუ ვიღაცისაგან გარბიხართ–გემუქრებათ დანაკარგი. თუ ხიფათს სხვები გაურბიან–ბოროტი ბედისწერა თქვენს მეგობარს სიკვდილით დაემუქრება

გაღიზიანება – თუ სიზმარში რაიმეზე ხართ გაღიზიანებული–უსიამოვნებები გელით; თუმცა ისიც შესაძლებელია, რომ, უბრალოდ, გადაიღალეთ და ასეთ შემთხვევაში სიზმარს ყურადღება არ უნდა მიაქციოთ. ზოგჯერ ასეთი სიზმარი მტრების გაჩენას და მოსალოდნელ სიძნელეებს მოასწავებს. თუ სიზმარში თავად იწვევთ ვინმეს გაღიზიანებას, რაღაც გაუგებრობაში მოგიწევთ გარკვევა

გაყიდვა – რაიმეს გაყიდვა სიზმარში უსიამოვნო საქმეებია.

გაყინვა – თუ გესიზმრებათ, რომ გაითოშეთ, თქვენი მეგობარი ცდილობს ჩაგითრიოთ თაღლითობაში; ზოგჯერ კი ასეთი სიზმარი ავადმყოფობას ან უბედურ შემთხვევას გიქადით.

გაშტერება – სიზმარში გაშტერება–მოასწავებს ავადმყოფობას ან რაღაც აფორიაქებას

გაცვლა, შეცვლა – სიზმარში ყველანაირი საქმის კეთილ დასასრულს მოასწავებს. თუ გოგონას ესიზმრება, რომ მან გადაწყვიტა თავისი რჩეული ახლო მეგობარში გაცვალოს, რეალურად იგი არ არის გოგონას სიყვარულის ღირსი, გოგონამ კი, უმჯობესია, გული სხვას გაუღოს.

გაჭრა, დაჭრა – ფრინველის დაჭრა–ფინანსურ გასაჭირსა და სამსახურში კოლეგებისაგან უკმაყოფილებას ნიშნავს. თუ სიზმარში ხორცს ჭრით, ცხადში თქვენს კაპიტალს არასაიმედოდ დააბანდებთ

გედი – სიზმარი წყნარ წყალში მოსეირნე თეთრ გედზე გპირდებათ პერსპექტივასა და სასიამოვნო მღელვარებას. შავი გედი სუფთა წყალში–ნიშანია საეჭვო სიამოვნებისა. თუ ნახეთ მკვდარი გედი–ეს ნიშნავს, რომ გელით ჯავრი და წყენა. თუ ნახავთ მფრინავ გედს–ელოდეთ ყველა სასიამოვნო წამოწყების სწრაფად დამთავრებას

გემბანი – თუ დაგესიზმრათ, რომ შტორმის დროს დგახართ გემბანზე, ეს მოსალოდნელ გაჭირვებას მოასწავებს. შესაძლებელია, თქვენი ქორწინება უიღბლო აღმოჩნდეს. თუ ზღვა წყნარია და წინ კარგად ჩანს შუქურა, თქვენთვის წარმატების გზა ხსნილია. განსაკუთრებით კარგია ეს სიზმარი შეყვარებულთათვის

გემი – თუ გემი სანაპიროს უახლოვდება–ეს ბედისაგან ნაბოძებ მოულოდნელ გართობას ნიშნავს. ზღვაში გამავალი გემი მცირეოდენ დანაკარგსა და იმედგაცრუებაზე მიანიშნებს

გენეალოგიური შტო – სიზმარში თქვენი გენეალოგიური შტოს ნახვა–ზრუნვა და ოჯახური შფოთია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, თქვენ სიხარულსა და სიმშვიდეს იგრძნობთ არა თქვენს, არამედ სხვის სახლში. თუ თქვენ უყურებთ სხვებს, რომლებიც თავის წარმომავლობას სწავლობენ, ე.ი. მოგიწევთ სიმართლისაგან უკან დახევა. თუ გენეალოგიურ ხეს შტოები აკლია, ცხადში მოგიწევთ მეგობრების მიღწევების იგნორირება

გეოგრაფია – სიზმარში გეოგრაფიის სწავლა–მშვენიერი წინასწარმეტყველებაა საინტერესო შორეული მოგზაურობის შესახებ

გეორგინები – კარგი ბედი ელის მას, ვისაც დაესიზმრება ახალი, ღია ფერის გეორგინები.

გეტრები (ნახევარწინდა) – თუ სიზმარში იცვამთ ლამაზ გეტრებს–ცხოვრებაში ელოდეთ მრავალ სასიამოვნო მოვლენას

გვალვა – გვალვა სიზმარში ძალიან ცუდია. ის მიმანიშნებელია შეუწყვეტელი ეროვნებათაშორისი კონფლიქტებისა, რომელიც შეიძლება სისხლისღვრაში გადაიზარდოს: შესაძლოა ხომალდების ჩაძირვა და კატასტროფები, ოჯახში–გაყრამდე მისული ჩხუბები, მძიმე ავადმყოფობა, ფინანსური კრახი. საერთოდ, ასეთი სიზმრის მერე საქმეები ალმაცერად მიდის

გვამი – სიზმარში გვამის ნახვა მოასწავებს გაუხარებელ მომავალს; აგრეთვე, მოსალოდნელია ცუდი პერსპექტივები კომერციაში. თუ გვამი შავებშია ჩაცმული, მაშინ მალე გაიგებთ ახლობლის სიკვდილს ბრძოლის ველზე ჯარის კაცების გვამები ნიშნავს სერიოზულ კონფლიქტებს პოლიტიკურ დაჯგუფებებს შორის.
ცხოველის გვამი იმის ნიშანია, რომ თქვენ აღმოჩნდებით ძნელ მდგომარეობაში ან ავად გახდებით. თუ სიზმარში ხედავთ რომელიმე თქვენი ნათესავის გვამს, ეს მისი ავადმყოფობის მომასწავებელია ან მეტყველებს მასთან თქვენი ურთიერთობების გაუარესებაზე. შეყვარებულისათვის ასეთი სიზმარი უტყუარი ნიშანია იმისა, რომ ისინი დაიცავენ ერთმანეთისადმი მიცემულ ფიცს. სიზმარში, რომელშიც თქვენ უხუჭავთ გვამს მონეტებით თვალებს, ნიშნავს, რომ ცხადში თქვენ უსინდისოდ გაგძარცვავენ კონკურენტები. თუ თქვენ ადებთ მონეტას მხოლოდ ერთ თვალზე, გექნებათ შანსი, დაიბრუნოთ დანაკარგი დიდი, უიმედო ბრძოლის შემდეგ. ქალიშვილისათვის ეს სიზმარი იმის ნიშანია, რომ მისი ნდობით ისარგებლებენ არაკეთილსინდისიერი ადამიანები.
თუ მაღაზიის თანამშრომელი თავის უფროსს ხედავს მკვდარს–ცხადში მისი თაყვანისმცემელი მის მიმართ გულგრილი გახდება; თუ ამ სიზმარში გვამის თავი სხეულს არის მოცილებული–მას ემუქრება ვიღაცის ინტრიგები; თუ კუბო გვამით დგას მაღაზიაში, რომელიც გარდაცვლილს ეკუთვნის, მაშინ მისი პირადი უსიამოვნებები გავრცელდება გარშემომყოფებზე

გველგვესლა – თუ გველგვესლამ სიზმარში უკბინა თქვენს მეგობარს, განსაკუთრებით თუ ეს ორჯერ მოხდა, შემდეგ კი ბუჩქებში მიიმალა, ნიშანია სამწუხარო მოვლენისა, რომელიც შეგეხებათ შენ და შენს ახლობლებს.
ახალგაზრდა ქალს სიზმარი აფრთხილებს: მის გვერდით ფარისეველი ადამიანია, რომელიც ცდილობს უსიამოვნების

გველთევზა – თუ სიზმარში გველთევზა დაიჭირეთ–ძალიან კარგია, მაგრამ თუ არ გაგიმართლათ თევზაობაში–იღბალი ზურგს შეგაქცევთ. გველთევზა, რომელიც სუფთა, კამკამა წყალში მიცურავს, ქალებს ჰპირდება წუთიერ სიხარულს. მკვდარი გველთევზა მტერზე გამარჯვებას ნიშნავს. შეყვარებულებს ეს სიზმარი უქადის ხანგრძლივი და მტანჯველი რომანის დასრულებას

გველი – სიზმარი გველებზე, ნებისმიერი ფორმით, ბოროტების მაუწყებელია, თუ გველი ვიღაცას თავზე ესხმის–ბედთან ბრძოლისა და სინდისის ქენჯნის ნიშანია.
სიზმარში გველის მოკვლა ნიშნავს, რომ ისწავლი ნებისმიერი, ყველაზე მცირე შესაძლებლობის შენს სასარგებლოდ გამოყენებას, ასევე, სხვა ადამიანების ინტერესების დასაცავად. სიზმარში გველებს შორის სიარული ცხადში ნიშნავს, რომ იცხოვრებთ ავადმყოფობისა და ვიღაც ადამიანთან ურთიერთობის მუდმივ შიშში, რომელიც ცდილობს თქვენი ადგილი დაიკავოს ბიზნესში.
თუ გველები გკბენენ–ცხოვრებაში შეგიპყრობთ ბოროტი გრძნობა, ხოლო მტრები შეძლებენ თქვენს ბიზნესში ხელის შეშლას.
შესაძლოა, სიზმარში ნახეთ, მწვანე ბალახიდან როგორ გამოძვრა ბრტყელლაქებიანი გველი, თქვენ სწრაფად გადახტით, ის კი გაცოცდა. შემდეგ თქვენ დაგავიწყდათ ეს ინციდენტი, გველი კი ხელახლა მოგიახლოვდათ, ზომაში გაიზარდა და თქვენი ტოლი გახდა. თუ სიზმარში, წუთიერი დაბნეულობის შემდეგ, შეძელით თავიდან აგეცილებინათ თავდასხმა და ის მხედველობიდან დაკარგეთ, ე.ი რეალურ ცხოვრებაში თქვენ ყურადღებას ზედმეტად გაამახვილებთ ავადმყოფობასა და უსიამოვნებაზე, მაგრამ ნუ აღელდებით, ყველაფერი კარგად დამთავრდება, ხოლო თქვენ მიერ აღებულ უსარგებლო ვალდებულებებს უკუაგდებთ.
თუ სიზმარში ხედავთ, რომ გველი გარს გევლებათ და თქვენი დაკბენა უნდა–ცხადში უძლური იქნებით მტრების წინაშე ან გელით ავადმყოფობა. თუ იცით, როგორ უნდა მოიქცეთ მასთან, ე.ი. შეძლებთ მტრებთან გამკლავებას. თუ სიზმარში ნახეთ, რომ თმები გადაიქცნენ გველებად, მაშინ ის ინციდენტი საქმეში, რომელიც უმნიშვნელოდ მიგაჩნდათ, ძალიან აღგაშფოთებთ.
თუ გველი დაიგრაგნა უცნაური გორგალივით, მიანიშნებს უსიამოვნებაზე იმ შემთხვევაში, თუ, მთელი თქვენი ნებისყოფის მოკრეფით, მისდამი განეწყობით გულგრილად და მშვიდად. დაინახოთ ან დაადგათ ფეხი გველს ბანაობისას ან მდინარეზე გადასვლისას, ნიშნავს, რომ სიძნელეები და უსიამოვნებები დაგხვდებათ იქ, სადაც მას არ მოელოდით.
თუ გველი ვინმეს კბენს–თქვენი კრიტიკით მეგობარს გაანაწყენებთ. პატარა გველის ნახვა ნიშნავს, რომ ძალიან სტუმართმოყვარე და კაცთმოყვარე იქნებით იმ ადამიანებთან, რომლებიც საიდუმლოდ ცდილობენ თქვენი და თქვენი შორსმიმავალი გეგმების დისკრედიტაციას. თუ თქვენ ხედავთ გველებთან მოთამაშე ბავშვებს, ეს ნიშნავს, რომ სავსებით არ შეგიძლიათ მტრისა და მოყვრის გარჩევა.
თუ ქალი გრძნობს, რომ ბავშვმა თავზე დაადო მოსისინე გველი– შეეცდებიან მის დაყოლიებას, რათა თავისი საკუთრება დაუთმოს სხვას, ვითომდა, მის სასარგებლოდ, მაგრამ მოგვიანებით აღმოაჩენს, რომ გაეხვა ინტრიგაში, რომლიდანაც მხოლოდ მისი მტრები ისარგებლებენ. თუ სიზმარში ხედავთ, როგორ წამოყო გველმა თავი ბილიკზე, რომელზეც ახლახან თქვენმა მეგობარმა გაიარა–ცხადში გახსნით როგორც თქვენი, ისე მეგობრის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებას.
სიზმარში ისეთი სიტუაციის ნახვა, რომელშიც თქვენი მეგობარი აკონტროლებს გველის ქცევას, ნიშნავს, რომ თქვენ მოკავშირედ შეიძენთ ძლიერ სააგენტოს, რომელიც თქვენზე იმუშავებს და დაგიცავთ არასასურველი ყურადღებისაგან. თუ ქალი აჰიპნოზებს გველს–თქვენი უფლება საფრთხის ქვეშ დადგება, მაგრამ დაგიცავენ კანონი და გავლენიანი მეგობრები.

გვიმრა – გვიმრა სიზმარში არასასიამოვნო განცდების ნიშანია. თქვენი არსებობა სევდიანი იქნება. გვიმრის ყვითელი, გამხმარი ფოთლები თქვენი ახლობლების ავადმყოფობაზე მიანიშნებენ

გვირაბი – თუ სიზმარში გვირაბში მიდიხართ, ნიშნავს უსიამოვნებებს თქვენი ცხოვრების ყველა სფეროში. თუ თქვენსკენ მოდის მატარებელი–გემუქრებათ ავადმყოფობა. თუ მანქანით მგზავრობთ გვირაბში, რეალურ ცხოვრებაში სამსახურით არ იქნებით კმაყოფილი და თუ სადმე აპირებთ გამგზავრებას, მზად იყავით იმისათვის, რომ გექნებათ გულისწყვეტა. თუ სიზმარში იყურებით გვირაბში, გელით საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღება არც თუ ისე უბრალო სიტუაციაში

გვირგვინი – გვირგვინი სიზმარში ნიშნავს ცხოვრეების სტილის მთლიანად შეცვლას. გვირგვინის ნახვის შემდეგ სწრაფად წახვალთ სამოგზაუროდ, სადაც ბევრ ახალ მეგობარს შეიძენთ. ამ სიზმარს ცუდი მხარეც აქვს–განუკურნებელი ავადმყოფობა.
სიზმარში თუ თავზე გადგათ გვირგვინი–საკუთრებას დაკარგავთ. თუ თქვენ ადგამთ ვიღაცას თავზე გვირგვინს–ირგვლივ მყოფებმა კარგად იციან თქვენი ფასი. თუ სიზმარში ელაპარაკებით ამერიკის პრეზიდენტს, დაგაინტერესებთ სახელმწიფოებრივი საქმეები; შესაძლოა, მოგინდეთ პოლიტიკოსობა.

გვირგვინი (მცენარეების) – სიზმარში ახალი ყვავილებისაგან გაკეთებული გვირგვინის ნახვა ნიშანია სიმდიდრისა და დიდების არც თუ შორი პერსპექტივისა. დამჭკნარი გვირგვინი–ავადმყოფობა და სიყვარულის გაქრობაა. პატარძლის გვირგვინის ნახვა მოასწავებს გაწელილი და გართულებული მდგომარეობის დიდი ხნის ნანატრ ბედნიერ დასასრულს

გზა – მოგზაურობა სიზმარში მოკირწყლული უცნობი ქუჩით, ნიშნავს ახალ საქმეს, მცდელობას, რომელიც მოგიტანთ არა კმაყოფილებას, არამედ მხოლოდ მწუხარებას და დროის ტყუი–უბრალოდ კარგვას. გზა, რომლის კიდეებზეც ხეები და ყვავილებია, გპირდებათ მოულოდნელ წარმატებას. თუ თქვენ ამ გზაზე დასეირნობთ მეგობრებთან ერთად, შეძლებთ ისეთი იდეალური ოჯახური კერის შექმნას, სადაც ბავშვები ბედნიერი, ცოლ–ქმარი კი ერთმანეთის ერთგულნი იქნებიან.
გზის აცდენა–ფინანსური დანაკარგი საკუთარი შეცდომების გამო.
თუ სიზმარში გზა დაგებნათ, ეს დროებით უსიამოვნებებს მოასწავებს. საქმეები თქვენს აქტიურობას ითხოვენ.

გზატკეცილი – გზატკეცილი სიზმარში სასიამოვნო და სასარგებლო მოგზაურობას მოასწავებს

გზაჯვარედინი – თუ სიზმარში გზაჯვარედინზე აღმოჩნდით, ცხადში ვერ მოახერხებთ ბედისგან ნაბოძები სასიკეთო მდგომარეობის გამოყენებას. თუ დაგესიზმრათ, რომ გზაჯვარედინზე დგახართ და ვერ გადაგიწყვეტიათ, რომელ მხარეს წახვიდეთ, ეს მოასწავებს ბევრ უსარგებლო, მაგრამ მოსაბეზრებელ საქმეს. თუ სიზმარში გზაჯვარედინზე გზის არჩევას დაუფიქრებლად შეძლებთ–ფორტუნა გაგიღიმებთ

გიტარა – თუ თქვენ სიზმარში ხელში იღებთ გიტარას ან მასზე უკრავთ, მოწმობს იმას, რომ მოხვდებით მხიარულ საზოგადოებაში, სადაც იპოვით თქვენს დიდ სიყვარულს. თუ გოგონა ხედავს აუწყობელ ან სიმგაწყვეტილ გიტარას, მას მალე გაუცრუვდება იმედები სიყვარულზე. თუ მას სიზმარში ესმის გიტარის ხმა, წინ უნდა აღუდგეს პირფერობასა და შეგონებას, რომლის უკან საფრთხე იმალება. მამაკაცებისათვის გიტარის დასიზმრება მოწოდებაა უაზრო გართობისაგან თავშეკავებისაკენ

გიშერი – სიზმარში გიშრის ნახვა ნიშნავს საქმეში მცირეოდენ წინსვლას

გლოვა – თუ სიზმარში ძაძებს ატარებთ, გემუქრებათ ავადმყოფობა. ძაძები სხვა ხალხზე–ვიღაცა უსაფუძვლოდ დაგადანაშაულებთ საკუთარ წარუმატებლობაში. შეყვარებულებს ეს სიზმარი ემუქრება გაუგებრობით ან განხეთქილებით

გობელენი – სიზმარში ლამაზი გობელენით ტკბობა ნიშნავს, რომ თქვენ დაბადებული ხართ ლამაზი ცხოვრებისათვის, რომელზეც ოცნებობდით. თუ გობელენი მთელი, მაგრამ გაცვეთილია, ე.ი თქვენ ყველა სურვილს დაიკმაყოფილებთ. თუ ახალგაზრდა გოგონას ესიზმრება გობელენებით მორთული თავისი ოთახი, ის გათხოვდება მდიდარ და ცნობილ ადამიანზე

გოგირდი – გოგირდი სიზმარში გაფრთხილების ნიშანია: საქმეში სიფრთხილე გამოიჩინეთ, თქვენ წინააღმდეგ ბინძური თამაში მზადდება. გოგირდის დაწვა ქონების დაკარგვის საშიშროებაა. თუ სიზმარში გოგირდი გადაყლაპეთ, თქვენ სიბერემდე შესანიშნავი ჯანმრთელობა გექნებათ

გოგონები – ჯანმრთელი და ლამაზი გოგონები სიზმარში მოასწავებენ კარგ პერსპექტივასა და ოჯახურ სიხარულს. თუ გოგონა გამხდარი და ფერმკრთალია, მაშინ თქვენს ოჯახში ვიღაც ავად გახდება. თუ კაცი თავის თავს ნახავს გოგოდ–ცხადში მას ემუქრება განსჯის უნარის დაკარგვა, ან მსახიობი გახდება და შეასრულებს ქალის როლს

გოლიათი – თუ სიზმარში უეცრად თქვენ გვერდით გოლიათი აღმოჩნდება, მზად იყავით სიძნელეებთან შესახვედრად. თუ გოლიათი შეძლებს თქვენს შეჩერებას, თქვენი მარცხი გარდაუვალია. თუ ის გარბის–ჯანმრთელობა და კეთილდღეობა გარანტირებული გაქვთ.

გოლფი – თუ სიზმარში გოლფის მოთამაშე ხართ ან უყურებთ ამ ულამაზეს თამაშს–ელოდეთ სურვილების ასრულებას. თუ თამაშისას რაღაც გაუგებრობა წარმოიქმნა–ცხადში ვიღაც ბრიყვი ადამიანი დაგამცირებთ

გომბეშო – გომბეშო სიზმარში წარუმატებელი თავგადასავალია. თუ გომბეშო დაესიზმრა ქალს–მისი რეპუტაცია საფრთხის ქვეშ დადგება. სიზმარში ბაყაყის მოკვლის შემთხვევაში, ცხადში თქვენი შეხედულებები მკაცრად იქნება დაგმობილი. ბაყაყზე ხელის დადება ცუდის მომასწავებელი ნიშანია–შეიძლება დამნაშავედ გცნონ მეგობრის სიკვდილში

გრამატიკა -თუ სიზმარში სწავლობთ გრამატიკას–ცხადში ძალიან მალე გააკეთებთ ბრძნულ არჩევანს იმ ვარიანტებიდან, რომელიც ბედმა შემოგთავაზათ.

გრიგალი – თუ სიზმარში გრიგალმა დაგინგრიათ სახლი, რეალურ ცხოვრებაში მოგიხდებათ ხშირი გადასვლები და სამსახურის შეცვლა. თუ სიზმარში მხოლოდ თვალს ადევნებთ გრიგალის შედეგებს–უბედურებები თქვენ არ შეგეხებათ

გუბე, წუმპე – თუ სიზმარში ჩავარდით სუფთა წყლის გუბეში–წააწყდებით მცირე უსიამოვნებას, რომელსაც შეცვლის სასიხარულო მოვლენა. თუ გუბე ჭუჭყიანია–მაშინ უსიამოვნებანი გარკვეული დროის განმავლობაში თქვენი თანამგზავრი იქნება. თუ გუბეში ფეხები დაგისველდათ, ნიშნავს: რაც დღეს გახარებდათ, სამწუხაროდ შემოგიტრიალდებათ.
თუ გუბურის ზედაპირზე თევზის მიერ დატოვებულ წრეებს ხედავთ, თქვენი საქმეები იმაზე წარმატებული იქნება, ვიდრე ვფიქრობდით. სუფთა გუბურაში ჩავარდნა–წარმატების ნიშანია, ჭუჭყიანში–უბედურებისა

გუგული – თუ სიზმარში ხედავთ გუგულს, ეს მაუწყებელია თქვენი უზრუნველყოფილი ცხოვრების დასასრულისა. შესაძლოა, გაჭირვების მიზეზად იქცეს თქვენი მეგობრის სიკვდილი. სიზმარში გუგულის ხმის გაგონება ნიშანია ახლობლის ავადმყოფობისა და დიდი განსაცდელისა

გუთანი – გუთანი სიზმარში განსაკუთრებული წარმატების ნიშანია. თუ დაგესიზმრათ გლეხი, რომელიც გუთანს მიჰყვება, მოგელით ძალზე შრომატევადი საქმიანობა, სწავლა და თქვენ ამას სერიოზულად მიუდგებით. თუ გოგონას დაესიზმრა შეყვარებული მთესველის სახით, მისი ქორწინება ბედნიერი და მყარი იქნება. თუ თავად მიჰყვებით გუთანს, მალე დიდი ქონების პატრონი გახდებით

გულახდილობა – თუ გესიზმრათ თქვენი სასიამოვნო გულახდილობა–გელით სასიამოვნო პერსპექტივები. თუ სევდიანი გულახდილობა დაგესიზმრათ–წინააღმდეგობანი გადაგეღობებათ

გული – თუ სიზმარში გულის ტკივილს გრძნობთ, საქმიან ურთიერთობებში სიძნელეები გელით. სიზმარში საკუთარი გულის ნახვა–ავადმყოფობის ნიშანია. რაიმე ცხოველის გული–ძლიერ მოწინააღმდეგეებთან კონფლიქტურ სიტუაციაში ჩავარდნის მაუწყებელია

გულყვითელა (ყვავილი) – სიზმარში გულყვითელას ნახვა გპირდებათ დიდი წარმატებების მიღწევას თქვენი თავმდაბლობის წყალობით

გულყრა – თუ სიზმარში გონებას კარგავთ, ვიღაცა ახლობელთაგან ავად გაგიხდებათ; ან შეიტყობთ ამბავს, რომელიც გეწყინებათ. თუ ასეთი სიზმარი ნახა ახალგაზრდა ქალმა, ე.ი. მისი ცხოვრების წესი მომავალში ბევრ იმედგაცრუებასა და მწუხარებას მოუტანს

გუმბათი – თუ სიზმარში დგახართ შენობის გუმბათის ქვეშ და ათვალიერებთ უცნობ პეიზაჟს–ეს სიზმარი თქვენს ცხოვრებაში კარგი ცვლილებების მაუწყებელია: თქვენ საზღვარგარეთ ცნობილი ადამიანი გახდებით. გუმბათს თუ შორს ხედავთ, ეს ნიშნავს, რომ ვერასდროს ვერ დაკმაყოფილდებით თქვენი სურვილებით: თუ შეყვარებული ხართ, თქვენი შეყვარებული თქვენ მიმართ უყურადღებობას გამოიჩენს

გუნდი (მომღერალთა) – თუ სიზმარში გუნდის სიმღერას ისმენთ–სიხარულს მალე მოწყენილობა შეცვლის. თუ ქალს დაესიზმრა, რომ იგი გუნდში მღერის, ცხოვრებაში ერთგული არ იქნება

დაბადება – ბავშვის დაბადება ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას ნიშნავს, ასევე, მოასწავებს მოსალოდნელ შთამომავლობასაც. თუ გოგონას ასეთი სიზმარი გათხოვებამდე ესიზმრება, იგი თავის რეპუტაციას უნდა გაუფრთხილდეს. ზოგჯერ ასეთი სიზმარი დიდ მემკვიდრეობასაც მოასწავებს

დაბადების დღე (აღნიშვნა) – საკუთარი დაბადების დღის ნახვა ნიშნავს ხანგრძლივ, მშვიდ სიცოცხლეს. სხვის დაბადების დღეზე ყოფნა არასასიამოვნო ამბის გაგება, ავადმყოფობა.

დაბნელება – მზის დაბნელება გპირდებათ საქმეების მხოლოდ დროებით გართულებას, უთანხმოებას თქვენს ახლობლებს შორის, თუმცა გაუგებრობის პერიოდი ხანმოკლე იქნება. მთვარის დაბნელება გიქადით ინფექციურ დაავადებებს ან სიკვდილს

დაგირავება – თუ სიზმარში აგირავებთ თქვენს საკუთრებას–ფინანსური პრობლემები ჩაგაგდებენ რთულ მდგომარეობაში. თუ თქვენ იღებთ გირაოში სხვის ქონებას, ცხადში გექნებათ საკმარისი საშუალება თქვენი ვალდებულების შესასრულებლად. გირავნობის საბუთების თვალიერება გიწინასწარმეტყველებთ ახალ პერსპექტივას თქვენს პირად ცხოვრებაში ან სიყვარულში. თუ სიზმარში დაკარგეთ გირავნობის ქვითარი და მისი პოვნის არანაირი შანსი არ გაქვთ, ეს მოასწავებს დანაკარგსა და მწუხარებას

დავალება – თუ სადმე რაიმე დავალებით მიდიხართ, ცხადში თქვენს თანამოაზრეებთან შეხვედრა მოგიწევთ. თუ ქალს ესიზმრა, რომ ვინმეს აძლევს დავალებას, ის დაკარგავს შეყვარებულს, რომელიც ვერ ურიგდება მის გულგრილობას

დათვი – დათვი სიზმარში დამღუპველი მეტოქეობაა საქმიანობის თითქმის ყველა სფეროში. დათვის მოკვლა რთული სიტუაციიდან გამოსავალის პოვნას ნიშნავს. თუ ახალგაზრდა ქალს ესიზმრა დათვი, მას გამოუჩნდება საშიში მეტოქე; ასეთი სიზმარი, ამავე დროს, შეიძლება ნიშნავდეს უბრალო ხელმოცარულობასაც.

დაირა – სიზმარში დაირის ნახვა ნიშნავს, რომ თქვენ სულ მალე გახდებით უჩვეულო მოვლენის მონაწილე, რომელიც დიდ კმაყოფილებას მოგიტანთ

დაკრძალვა – თუ სიზმარში ნათესავის დაკრძალვის საქმეებით ხართ დაკავებული და, ამავე დროს, კონკრეტულად გესიზმრებათ სამგლოვიარო პროცესია და მზიანი დღე, ცხადში თქვენს ახლობელს დიდი ხნის სიცოცხლე უწერია. ზოგიერთი შეიძლება კიდეც დაქორწინდეს; მაგრამ თუ მოდის წვიმა და ცივა–ავადმყოფობა, ცუდი ამბავი და გაღარიბება გარდაუვალია.
თუ დაკრძალვაზე ნამდვილი სამგლოვიარო სიტუაციაა მოწყენილი და მოტირალი სახეებით ე.ი. ცხადში თქვენი გარემოცვა მტრულად განეწყობა თქვენ მიმართ. თუ თქვენს თავს სიზმარში ცოცხლად დამარხულს ხედავთ–დაუშვებთ გამოუსწორებელ შეცდომას, რომელსაც თქვენი მტრები მაშინვე გამოიყენებენ თქვენ საწინააღმდეგოდ; მაგრამ თუ მოახერხებთ საფლავიდან ამოსვლას, დიდი ძალისხმევის შედეგად შეცდომებს და უსიამოვნებებს ასცდებით.

დაკრძალვის ყუთი – დაკრძალვის ყუთი ცხადში წარმატებებისა და წარუმატებლობების პერიოდის მონაცვლეობას მოასწავებს, რაც ძალას შეგმატებთ და უდარდელობის საშუალებას არ მოგცემთ. გატეხილი ყუთი უსიამოვნებას ნიშნავს.

დალაგება – სახლის დალაგება სიზმარში ქალს ჰპირდება ბედნიერ ოჯახურ ცხოვრებას და დამჯერ შვილებს. თუ სიზმარში თქვენი ბინა დალაგებას საჭიროებს, თქვენ კი რაღაც მიზეზით ამას ვერ აკეთებთ, მაშინ ცხადში თქვენი უსიამოვნებების მიზეზი თქვენივე პასიურობა გახდება

დამალვა – თუ გესიზმრებათ, რომ რაიმე უნდა დამალოთ, ცხადში გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოჩნდებით. დამალულის მოძებნა–მოულოდნელი სიხარულია. თუ ქალი რაიმეს მალავს, ჭორებს ნიშნავს, მაგრამ მისი რეპუტაცია არ შეილახება

დამალობანა – თუ გესიზმრებათ ეს მხიარული ბავშვური თამაში, ე.ი. ტყუილუბრალოდ იღებთ თქვენს თავზე ახალ ვალდებულებას, რადგანაც ის დაგაკავშირებთ საეჭვო პარტნიორებთან, რომლებიც დაგამცირებენ და რომლისგანაც ფულადი დანაკარგი გექნებათ

დამბლა (პარალიჩი) – თუ სიზმარში დამბლა დაგემართათ, ეს მიუთითებს ფინანსურ და ლიტერატურულ საქმიანობაში წარუმატებლობაზე. შეყვარებულებს ეს სიზმარი დაშორებას უქადის.
თუ ხედავთ პარალიზებულ მეგობარს, მაშინ თქვენს ურთიერთობებში ყოვლად აუხსნელი სირთულეები წარმოიქმნება, რაც უარყოფითად იმოქმედებს თქვენს რეპუტაციაზე. თუ პარალიზებული თქვენი საყვარელი ადამიანია, ეს იმას ნიშნავს, რომ სასიყვარულო დუეტში ერთგვარი დაუკმაყოფილებლობის გრძნობა არსებობს, რომელიც თქვენს ბედნიერებას დაარღვევს

დამდუღვრა – თუ სიზმარში დაიმდუღრეთ–სამწუხარო ვითარება გააცამტვერებს თქვენს ლამაზ იმედებს

დამნაშავე – თუ თქვენ სიზმარში იმყოფებით დამნაშავე ადამიანთან–თქვენი მეგობრები შეეცდებიან თქვენი ურთიერთობის გამოყენებას თავიანთი მიზნებისათვის. თუ დამნაშავე მართლმსაჯულებას ემალება–თქვენ ბედის ნებით გახდებით სხვისი საიდუმლოს მფლობელი, რის გამოც საფრთხე შეგექმნებათ.

დამოუკიდებლობა – თუ სიზმარში დამოუკიდებლობის განცდა გაქვთ ე.ი. გყავთ მეტოქე, რომელიც უსამართლოდ გექცევათ. თუ სიზმარში სიმდიდრესა და დამოუკიდებლობას მიაღწევთ, ცხადშიც ასე იქნება, ოღონდ უფრო გვიან, ვიდრე თქვენ გეგმავთ

დამშვიდება – სიზმარში, რომელშიც ცდილობთ, ვინმე დაამშვიდოთ, ნიშნავს, რომ გარშემომყოფები დააფასებენ თქვენს სულიერ თვისებებს. ქალიშვილს ასეთი სიზმარი ჰპირდება ერთგულ ქმარს და სანდო მეგობარს. თუ სიზმარში თქვენ ამშვიდებთ გაბოროტებულ ადამიანს, მაშინ ცხადში გელით ფუსფუსი გარშემომყოფების კეთილდღეობისათვის. თუ შეყვარებულს ესიზმრება, რომ ვიღაც აპირებს ეჭვების გაფანტვას, ცხადში ის მიხვდება თავისი რჩეულის შეცდომებს

დამშვიდობება – მხიარული დამშვიდობება–სასიამოვნო ვიზიტებისა და გართობის ნიშანია; სევდიანი–დანაკარგს ნიშნავს. ხალხთან ან ქვეყანასთან დამშვიდობება–მიანიშნებს უშედეგო მგზავრობაზე. ხანდახან ეს სიზმარი არასასიამოვნო ამბის მაუწყებელია. თუ გოგონა თავის მეგობარს ემშვიდობება, ცხადში მოსალოდნელია მათი ურთიერთობების გაციება; მაგრამ თუ იგი ამ დროს მხიარულია, შესაძლებელია ძველი შეყვარებულის ადგილი ახალმა დაიკავოს

დამცინავი, გამკილავი – თუ დაგესიზმრათ, რომ ვინმე დაგცინით, ახლო მეგობრისაგან მიპატიჟებას მიიღებთ, თქვენ საქმეებს კი წარმატება ელის. თუ გოგონას ესიზმრა დაჭრილი ან მკვდარი დამცინავი, ქილიკი პიროვნება, იგი თავის მეგობარს წაეჩხუბება.

დამცირება – თუ სიზმარში გაქვთ დამცირების განცდა, ცხადში გაიგებთ გულსატკენ ამბავს, დაემორჩილებით ეჭვებს და შეწყვეტთ დაწყებულ საქმეს. თუ სხვა ხალხის დამცირების მოწმე გახდით სიზმარში–მიგანიშნებთ თქვენი მეგობრების ვერაგობაზე: იყავით ფრთხილად მოსალოდნელია ჩხუბი

დამწვრობა – დამწვრობა სიზმარში კარგ ამბავს ნიშნავს. თუ დაიწვით სუფთა და ნათელი ალით–თქვენი აზრები იქნება უბოროტო და მეგობრები ამას გაგებით მოეკიდებიან.
თუ სიზმარში ფეხები დაიწვით შიშველი ფეხით ფერფლზე ან ნაკვერჩხალზე გავლისას–გარშემომყოფთა უნდობლობის მიუხედავად, ნებისმიერი საქმის დასაწყისი წარმატებული იქნება. ამას გარდა, ასეთი სიზმარი მყარი ჯანმრთელობის ნიშანია; თუ ცეცხლი მთლიანად მოგედებათ და იწვით, მაშინ რეალურ ცხოვრებაში გიღალატებენ ისინი, ვინც მეგობრად მიგაჩნდათ

დანა – დანა გაყრის, დაცილების ნიშანია; ასევე მოასწავებს ჩხუბსა და ფულის ხარჯს. ჟანგიანი დანა ნიშნავს ოჯახური ცხოვრებით დაუკმაყოფილებლობას და შესაძლო დაცილებას საყვარელ ადამიანთან.
მჭრელი, ბასრი, ლივლივა დანები მომავალ განცდებს გიქადიან. გატეხილი დანა დამსხვრეული ოცნებების ნიშანია. დანით მიყენებული ჭრილობა ოჯახში აშლილობის ნიშანია, ხოლო უცოლოებისათვის–ღირსების შელახვის. თუ სიზმარში თქვენ დაარტყით დანა ვიღაცას, ცხოვრებაში შეიძლება ჩაიდინოთ უღირსი საქციელი; განავითარეთ საკუთარ თავში სამართლიანობის გრძნობა

დანაკარგი – სიზმარში ნათესავების ან მეგობრების დაკარგვა მოასწავებს კარგად მოფიქრებულ გეგმებში იმედგაცრუებას და უმნიშვნელო სამომავლო პერსპექტივებს.
ბავშვების დაკარგვა იმაზე მეტყველებს, რომ იქ, სადაც თქვენ წარმატების იმედი გქონდათ, გელით სრული ჩავარდნა

დარბაზობა, სტუმრების მიღება – თუ სიზმარში დარბაზობაზე ხართ, ცხადში სასიამოვნო შეხვედრა გელით. თუ ამ შეხვედრაზე უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდით

დასვენება – თუ გესიზმრათ, რომ ისვენებთ, ელოდეთ უცხო, მაგრამ სასიამოვნო სტუმრებს. თუ გოგონა უკმაყოფილოა დასვენებით–იგი ისე უხეშად მოექცევა მეტოქეს ყოფილი თაყვანისმცემელის წასართმევად, რომ თვითონაც გაუკვირდება საკუთარი სიმამაცის.

დასჯა – თუ თქვენ სიზმარში ისჯებით, ე.ი. გამძიმებთ თქვენი მოვალეობანი და, ამიტომაც, მას არაკეთილსინდისიერად ექცევით. თუ მშობლებს ესიზმრებათ, რომ ისინი ზრდიან შვილებს, უნდა დაფიქრდნენ იმაზე, აღზრდის მართებული მეთოდი აირჩიეს თუ არა და ხომ არ აჯობებდა ბავშვებისადმი მეტი პატივისცემის გამოჩენა

დაუთოება – სიზმარში დაუთოება გპირდებათ ოჯახურ სიმშვიდესა და თქვენი ცხოვრების წყნარ დინებას. თუ სიზმარში ქალი დაიწვა უთოთი, უნდა უფრთხილდეს ავადმყოფობას ან ეჭვიანობას, რომელმაც შეიძლება შეარყიოს მისი სულიერი წონასწორობა. თუ უთოობისას მან დაწვა რაიმე–ელოდეს მეტოქეს, რომელიც ბევრ უსიამოვნებას მოუტანს. თუ ის ხელში იღებს ცივ უთოს– დაკარგავს ახლობლის სიყვარულს ოჯახში.

დაფა, ფიცარი – მღვრიე ნაკადზე ჭუჭყიანი ფიცრით გადასვლა გოგონასათვის ნიშნავს, რომ ის ნერვიულობს საყვარელი ადამიანის გულგრილობის გამო და შეიპყრობს ნაღველი. ამას გარდა, შეიძლება მისი პატიოსნება საფრთხის ქვეშ დადგეს. მაგარი, კარგი ფიცარნაგი–კეთილი ნიშანია, მაგრამ ადამიანი, რომელსაც დაესიზმრა მსგავსი სიზმარი განსაკუთრებით წინდახედულად უნდა მოიქცეს

დაფიცება – სიზმარში დაფიცება–უსიამოვნებაა ცოლ–ქმარს ან შეყვარებულებს შორის. თუ სიზმარში იგებთ ვიღაცის დაფიცებას–ფრთხილად იყავით მეგობრებთან, ისინი გულწრფელნი არ არიან

დაფნა – სიზმარში დაფნის ნახვა დიდებასა და წარმატებას მოგიტანთ. საქმე წარმატებული იქნება და თქვენ საკუთრება გაგიჩნდებათ. თუ ახალგაზრდა ქალი თავის შეყვარებულს თავზე ადგამს დაფნის გვირგვინს, ეს ნიშნავს, რომ მას ერთგული თაყვანისმცემელი ეყოლება.

დაქირავებული მუშაკი – თუ თქვენი მუშაკებიდან რომელიმე აგრესიულად იქცევა–უსიამოვნებები გელით. თუ გესიზმრათ, რომ მუშაკი ზრდილობიანი, კეთილგანწყობილი და შრომისმოყვარეა–გარემოებანი თქვენს სასიკეთოდ წარიმართება

დაღლილობა – დაღლილობის გრძნობა სიზმარში მოასწავებს ავადმყოფობას და პრობლემებს სამსახურში. ქალიშვილს, რომელსაც ესიზმრება დაღლილი ხალხი, უნდა მიხედოს თავის ჯანმრთელობას

დაღუპვა, მარცხი – თუ თქვენ სიზმარში ხედავთ დაღუპვას–ეს იმის მაუწყებელია, რომ თქვენ გაწუხებთ გაჭირვების ან საქმის მოულოდნელი ჩავარდნის შიში

დაშნა – თუ სიზმარში დაშნას იღებთ ხელში–ცხადში მაღალ თანამდებობას დაიკავებთ. თუ თქვენ დაშნას გართმევენ, ცხადში მოწინააღმდეგეებზე სერიოზული გამარჯვება გელოდებათ. თუ დაშნებით შეიარაღებული ხალხის გარემოცვაში ხართ–თავი უნდა აარიდოთ ჩხუბს. გატეხილი დაშნა სასოწარკვეთილების ნიშანია

დაშორება, მანძილი – თუ სიზმარში სახლიდან შორს იმყოფებით, ეს ხანგრძლივ მოგზაურობას და ბევრ ახალ ნაცნობებს ნიშნავს, რომლებიც დაგეხმარებიან ცხოვრების უკეთესობისაკენ შეცვლაში.
სიზმარში იმ ადამიანების ნახვა, რომლებიც თქვენგან შორს არიან–მსუბუქ წყენას ნიშნავს; რაც შეეხებათ ქალებს, განსაკუთრებით, თუ მათ შებინდებისას ხედავთ, უსიამოვნო შეხვედრის მაუწყებელია

დახლი – სუფთა დახლი სიზმარში კარგი ნიშანია: შეგიძლიათ მშვიდად იყოთ–სიზარმაცე და არასასიამოვნო ამბები თქვენგან შორს იქნება. ცარიელი და ჭუჭყიანი დახლები უნაყოფო ჩანაფიქრებს ნიშნავს

დახმარება – თქვენ მიერ გაწეული დახმარება სიზმარში დიდ თანამდებობას ნიშნავს, რომელსაც ბედნიერი შემთხვევის წყალობით მიაღწევთ. თუ თქვენ გეხმარებიან, ე.ი. შეგიძლიათ მთლიანად ენდოთ მეგობრებს

დახრჩობა – თუ სიზმარში იხრჩობით, ცხადში უბედური შემთხვევა გელით; მაგრამ თუ თავს შველით, მაშინ უბედურებები გვერდით ჩაგივლიან და თქვენი მიღწევებით გარშემომყოფთაგან მყარ პატივისცემას დაიმსახურებთ. თუ სიზმარში თქვენ წყალწაღებულს გადაარჩენთ, მაშინ ცხადში მეგობარს საზოგადოებაში მაღალი მდგომარეობის მიღწევაში დაეხმარებით. თუ ქალს ესიზმრება, რომ მისი შეყვარებული იხრჩობა, ცხადში მას უბედურება ელის

დედა – თუ სიზმარში ხედავთ, რომ დედათქვენი შემოდის სახლში, შეგიძლიათ ივარაუდოთ ყველა საქმის კარგ დასაწყისზე. თუ თქვენ მას ელაპარაკებით–უახლოეს მომავალში შეიტყობთ კარგ ამბავს, რომელსაც დიდი ხანია ელოდით.
ქალისათვის დედის ნახვა სიზმარში ნიშნავს სასიამოვნო საზრუნავს და ცოლ–ქმრულ იდილიას. სიზმარში თუ ვიღაცის დედა მოკვდა ან ავადაა, მოასწავებს ვიღაცის სიკვდილთან ან შერცხვენასთან დაკავშირებულ მწუხარებას. თუ სიზმარში დედა გეძახით, ეს ნიშნავს, რომ თქვენ უღალატეთ თქვენს ჩვევებს და აირჩიეთ არასწორი გზა. თუ ის სიზმარში ტირის ტკივილის გამო–ეს მოასწავებს მის ავადმყოფობას ან იმ უბედურებას, რომელიც თქვენ გემუქრებათ

დედამთილი – ეს სიზმარი ოჯახურ წრეში სერიოზულ უთანხმოებებზე მიუთითებს, მაგრამ ასეთი სიზმრის შემდგომ შერიგებაც გელით. თუ ქალს დაესიზმრა, რომ იგი დედამთილს შეურიგდა–ცხადში მას უგულო ადამიანები ძალზე მოაბეზრებენ თავს

დედოფალი – დედოფლის დასიზმრება გპირდებათ წარმატებულ საქმიანობას, მაგრამ თუ სიზმარში ის გამოიყურება მოხუცებულად ან შეწუხებულად–გელით იმედგაცრუება

დეზები – თუ თქვენ დეზებიანი ჩექმები გაცვიათ, ცხადში რაღაც კონფლიქტში მოგიწევთ მონაწილეობის მიღება.
თუ დეზები სხვას აქვს, ცხადში გარშემომყოფნი თქვენ მიმართ მტრულად იქნებიან განწყობილნი.

დეიდა – თუ ქალიშვილს ესიზმრება თავისი დეიდა, ცხადში ის რაღაც ისეთ საქციელს ჩაიდენს, რომელიც საყოველთაო დაგმობას გამოიწვევს. მეორეს მხრივ, თუ დეიდა სიზმარში მხიარულია და კარგ განწყობაზეა, ე.ი ოჯახში არსებული უთანხმოებები შეწყდება

დელფინი – დელფინის ნახვა–შეიძლება მოხვდეთ ახალი მთავრობის ან ხელმძღვანელბის გავლენის ქვეშ. ეს არასასურველი სიზმარია

დეპეშა – თუ სიზმარში დეპეშას ღებულობთ, არასასიამოვნო ამბები გელით; ასევე, გაიგებთ თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელსაც დამახინჯებულად მოგაწვდიან. ზოგჯერ ასეთი სიზმარი თქვენი მხრიდან რაღაც სახიფათო საქმის წამოწყებას ნიშნავს, მაგრამ წარმატების შემთხვევაში სოლიდურ ჯილდოს მიიღებთ. სიზმარი, რომელშიც თვითონ აგზავნით დეპეშას, სამსახურში უამრავ მითქმა–მოთქმას და უსიამოვნებებს მოასწავებს. თუ სიზმარში ტელეგრაფის შენობას ხედავთ ან მასში შედიხართ, მაშინ საქმე, რომელიც თქვენ დაიწყეთ, წარუმატებლად დასრულდება.

დიდება, საყოველთაო აღიარება – თუ თქვენი თავი ცნობილ ადამიანად გესიზმრებათ, თქვენი სანუკვარი ოცნებები აგისრულდებათ.
საკუთარი თავის ხილვა ცნობილ ადამიანთა გარემოცვაში–საქმეებში წარმატების ნიშანია

დილა – თუ გესიზმრებათ ნათელი და წყნარი დილა–მალე იქნებით კმაყოფილი თქვენი ცხოვრებითა და საკუთარი თავით

დინამიტი – თუ გესიზმრებათ რაიმე დინამიტთან დაკავშირებით–ცხადში მზად იყავით ცვლილებებისა და თქვენი საქმეების გაფართოებისათვის. თუ სიზმარში შეგაკრთოთ დინამიტმა, ე.ი. ცხადში თქვენ წინააღმდეგ მოქმედებს იდუმალი მტერი და თუ ფრთხილად იმოქმედებთ, მაშინ ის თავისთავს თვითონ გამოავლენს

დინგი, დრუნჩი – თუ თქვენ გარშემორტყმული ხართ დინგებით, ე.ი. საშიშროება მოგელით

დო – სიზმარში დოს დალევა სევდის ნიშანია, შესაძლოა ჯანმრთელობის გაუარესება, დოს გადაქცევა ან მისი ღორებისთვის საჭმელად დასხმა–ცუდი სიზმარია

დოლი – დოლის გამაყრუებელი ხმის გაგონება გაფრთხილებთ, რომ თქვენი მეგობარი განსაცდელშია და დახმარება სჭირდება. დოლი გიწინასწარმეტყველებთ ვიღაცის მეგობრობას, თანასწორ, მშვიდ ურთიერთობას. მეზღვაურებისა და მეთევზეებისათვის ეს არის ნიშანი წარმატებისა და კეთილდღეობისა, ასევეა გლეხებისა და ვაჭრებისათვის

დომინო – სიზმარში დომინოში წაგება ნიშნავს, რომ მეგობარი შეურაცხგყოფთ. ამას გარდა, სიზმარი გაფრთხილებთ იმის შესახებ, რომ თქვენს ახლობლებს მოსვენებას დაუკარგავთ ქალებთან თქვენი გაუაზრებელი ურთიერთობებით და საქმეებით, რომლებიც მოითხოვენ დიდ ყურადღებას. სიზმარი გაფრთხილებთ აგრეთვე, რომ სერიოზული საფუძველი გაქვთ თქვენს ცხოვრებაზე სანერვიულოდ. თუ გესიზმრებათ, რომ მოიგეთ პარტია, ასეთი სიზმარი მიგანიშნებთ საკმაოდ საეჭვო გატაცებაზე, რომელიც თქვენ ეგოისტურ კმაყოფილებას მოგიტანთ, თქვენ მეგობრებს კი მწუხარებას

დოქი – თუ დაგესიზმრათ დოქი სავსე წყლით ეს არის კარგის ნიშანი, სიმდიდრე. ცარიელი დოქის ნახვა – იმედგაცრუებას მოგიტანს, გატეხილი ან გაბზარული დოქი – ავადმყოფობას და არასასიამოვნო ამბის გაგებას ნიშნავს

დრაკონი – დრაკონი დაუშვებელი სიმკვეთრით გამოხატული ვნებიანობის ნიშანია სხვებთან მიმართებით, განსაკუთრებით თავისი არაკეთილისმსურველებისადმი. დრაკონი განსაკუთრებული, თავისებური გაფრთხილებაა კონფლიქტებისა და უსიამოვნებებისაგან

დრამა – თუ სიზმარში თქვენ სცენაზე უყურებთ დრამას, შესაძლოა, მეგობრები, რომლებიც დღეს ასე შორს არიან, დაბრუნდნენ, მაგრამ თუ დრამა მოსაწყენია, ელოდეთ უსიამოვნო სტუმრებს, რომლებიც უნდა მიიღოთ და გაართოთ; თუ სიზმარში თქვენ წერთ დრამას, მიგანიშნებთ რაღაც ბედნიერ შემთხვევაზე, რომელიც გიხსნით ფულთან დაკავშირებული სიძნელეებისაგან.

დროშა – თუ თქვენი ქვეყნის დროშა დაგესიზმრათ, მალე საყოველთაო კეთილდღეობის დრო დადგება. თუ ამ დროს ომია–გამარჯვებით დასრულდება. ქალისათვის სიზმარში დროშა იმის ნიშანია, რომ მას სამხედრო პირი შეუყვარდება. სხვა ქვეყნების დროშები კონფლიქტებს მოასწავებენ. სასიგნალო დროშები იმაზე გაფრთხილებთ, რომ დროა თქვენს ჯანმრთელობასა და რეპუტაციაზე იზრუნოთ–ორივე საფრთხის წინაშეა

დუეტი – სიზმარში მუსიკალური ინსტრუმენტების დუეტის მოსმენა–კარგის მომასწავებელი ნიშანია. შეყვარებულებისათვის მოასწავებს ჰარმონიას, რომელსაც ხელს ვერაფერი შეუშლის. საქმიანი ადამიანებისათვის–ჩვეულებრივი საქმიანი წინააღმდეგობაა. მუსიკოსებს სიზმარი აფრთხილებს მუსიკალური კონკურსების მოახლოებაზე და მოუწოდებს შრომისმოყვარეობისაკენ. დუეტის ხმები თქვენს სიზმარში მოასწავებს იქ არმყოფ ადამიანზე უსიამოვნო ახალ ამბებს, რომელიც მალევე შეიცვლება სასიამოვნო განცდებით

დურბინდი – სიზმარში დურბინდში ყურება არასასიამოვნო ცვლილებებს მოასწავებს. გაფუჭებული დურბინდი ვიღაც პიროვნებასთან მტრულ დამოკიდებულებაზე მიგანიშნებთ; შეიძლება მეგობარიც დაკარგოთ

დურგალი – დურგალის დასიზმრება ნიშნავს, რომ წარმატების მისაღწევად ყოველგვარი დასვენება დაგავიწყდებათ და ცხადშიც ბევრს მიაღწევთ. თუ სიზმარში დურგალი სამუშაო სიტუაციაში დაგესიზმრათ, თქვენ ისეთ საქმეებში აღმოჩნდებით, რომელიც თავიდან საჭიროდ მოგეჩვენებათ, მაგრამ შემდეგ იმედები გაგიცრუვდებათ.

დღე – თუ თქვენ გესიზმრებათ ნათელი დღე, ცხადში ბევრი კარგი რამ არ გელით. მოღუშული, უმზეო დღე მოასწავებს დანაკარგს, ახალი საქმე კი წარუმატებელი იქნება

დღესასწაული, ბანკეტი – დღესასწაული სასიამოვნო მოულოდნელობებს ნიშნავს; მაგრამ თუ სიზმარში დაგაგვიანდათ დღესასწაულზე–მოუსვენარი დღეები გელით. ხმაურიანი დღესასწაული, რომელშიც აქტიურად მონაწილეობთ, ცხადში გაუმართლებელ რისკს მოასწავებს. ეს სიზმარი ასევე ნიშნავს თქვენს სწრაფვას დამოუკიდებლობისაკენ. თუ დღესასწაულს არეულობაც ახლავს–ელოდეთ ვიღაცის გაუფრთხილებლობის გამო გამოწვეულ უბედურებას

ევა – სიზმარში ბიბლიური პერსონაჟის ნახვა–მერყეობის, ეჭვიანობის ნიშანია, შეიძლება მალე წააწყდეთ თქვენი ჩანაფიქრის წინააღმდეგობას ბიზნესსა და საზოგადოებაში და ყოველივე ამის გამო წარმოქმნილ თავდაუჯერებლობას.
თუ გოგონა თავის თავს ხედავს ევას სახეთ, სიზმარი აფრთხილებს: იყავი ფრთხილად, ის შეიძლება იყოს თავის ბიბლიურ წინამორბედზე ფრთხილი, მაგრამ ეშმაკს ჯერ კიდევ ჰყავს ყოვლისშემძლე დამხმარეები მიმზიდველი მამაკაცების სახით: უყურე შენს უმწიკვლო ევას, ახალგაზრდავ, იმ ვაშლის ხეს ჯერ კიდევ შეუძლია ნაყოფის მოსხმა და შენ შეგიძლია, შენი სურვილის წინააღმდეგ, იგემო მისი სიტკბო

ევროპა – თუ სიზმარში მოგზაურობთ ევროპაში, ცხადში შეგიძლიათ გაემგზავროთ ხანგრძლივ მოგზაურობაში, რომლის დროსაც გაიმდიდრებთ თქვენს ცოდნას ცხოვრების წესისა და ამ ქვეყნის ხალხთა ადათ–ჩვეულებების შესახებ. ამას გარდა, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, გაიუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა. თუ ახალგაზრდა პერსონა აღფრთოვანებულია ევროპის ღირსშესანიშნაობებით–ე.ი. ცხადში მას შეუძლია გამოიყენოს თავისი შანსი საზოგადოებაში თვითდამკვიდრებისათვის. არ არის გამორიცხული, რომ მან გააოცოს თავისი მეგობრები და შეყვარებული

ეკიპაჟი (გადაადგილების საშუალება) – გასამგზავრებლად გამზადებული ეკიპაჟი იმის ნიშანია, რომ თქვენ ბევრი ვიზიტი მოგიწევთ, მაგრამ ეს ვერ შეგაშინებთ, პირიქით, სიამოვნებასაც კი მიიღებთ. თუ გესიზმრებათ, რომ ეკიპაჟით მგზავრობთ, ცხადში ჯანმრთელობის მცირედი პრობლემები შეგექმნებათ, რის გამოც თქვენი საქმეები შეფერხდება, მაგრამ მალე ყველაფერი მოგვარდება. თუ სიზმარში თავისუფალ ეკიპაჟს ეძებთ, ახლო მომავალში მოგიწევთ მძიმე, მაგრამ კარგად ანაზღაურებადი საქმის შესრულება

ეკიპაჟი (თანამოაზრეთა გუნდი) – თუ სიზმარში სამოგზაუროდ მომზადებულ ეკიპაჟს ხედავთ, ცხადში რაღაც გაუთვალისწინებელი სიტუაციები ხელს შეგიშლიან თქვენი გეგმების განხორციელებაში. თუ ეკიპაჟი თავისი კაპიტნის მეთაურობით გმირულად ებრძვის შტორმს, თქვენს ცხოვრებაში სტიქიური უბედურებაა მოსალოდნელი

ეკლები – ეკლები სიზმარში იმის ნიშანია, რომ თქვენ გაგიჭირდებათ დასახული მიზნის მიღწევა. თუ ეკლებს შორის მწვანე ფოთლები გამოჩნდა, ე.ი. თქვენი პირადი კეთილდღეობა საქმეშია.

ეკლესია – ეკლესია სიზმარში იმ მომვლენების გამო იმედგაცრუებას ნიშნავს, რომელთაც თქვენ ასე ძლიერ ელოდით. თუ სიზმარში ბნელ ეკლესიაში შედიხართ, ცხადში დაკრძალვაზე მოგიწევთ დასწრება. ეს სიზმარი ასევე იმის მაუწყებელია, რომ თქვენი პერსპექტივები ძალზე ბუნდოვანია და თქვენ კიდევ დიდხანს მოგიწევთ უკეთესი მომავლის ლოდინი.

ელამი, სიელმე – თუ გესიზმრებათ ელამი ხალხი გადააწყდებით უსიამოვნო საზოგადოებას. თუ კაცს ესიზმრება, რომ მისი შეყვარებული ცერად უყურებს მას, ე.ი. ის ძალიან გაიტაცეს ქალებმა და ამას შედეგად დაკარგვა მოჰყვება. თუ ქალი ხედავს ასეთივე სიზმარს, მაშინ ის რისკავს თავის რეპუტაციას

ენა – თუ სარკეში თქვენს ენას ხედავთ, კარგ მეგობრებს წაეჩხუბებით. თუ სიზმარში ენა გამოგიყვეს–გრანდიოზული სკანდალი მოგიწევთ. თუ სიზმარში ენა გტკივათ, ბევრი ლაპარაკით სიკეთეს ვერ მიაღწევთ–ეს გამაფრთხილებელი სიზმარია

ენაბლუობა, ლიყიანობა – თუ სიზმარში ენა გებმით–გელით ავადმყოფობა და მოუსვენრობა. თუ ვიღაცას ებმის ენა, ე.ი. თქვენდამი მტრულად განწყობილი ხალხი ისიამოვნებს თქვენი მოთმინებიდან გამოყვანითა და უაზრო ხლაფორთში ჩაგდებით.

ეპიდემია – თუ სიზმარში საშიში ეპიდემიის შესახებ შეიტყვეთ, ე.ი. გადაიღალეთ და დასვენება გესაჭიროებათ, ვინაიდან, სამომავლოდ კიდევ ბევრი საქმეები გელით. ხანდახან ასეთი სიზმარი ახლობელი ადამიანის ავადმყოფობასაც მოასწავებს

ეპისკოპოსი – მასწავლებლების, მწერლებისა და მახლობელი პროფესიის ადამიანებისათვის ეპისკოპოსის დასიზმრება მოასწავებს რთული საქმეებით გამოწვეულ სულიერ განცდებს. ვაჭარს სიზმარი მიანიშნებს ცუდ შენაძენსა და წამგებიან გარიგებაზე.
ბევრისათვის ეს სიზმარი გაფრთხილებაა: ბევრი უნდა იშრომონ, რათა თავი დააღწიონ ცხოვრებისეულ სიძნელეებს. თუ ეპისკოპოსი კეთილგანწყობილია თქვენდამი და გაქებთ–გელით წარმატებები ყველა თქვენს კეთილ წამოწყებაში, განსაკუთრებით კი სიყვარულში

ეპოლეტები – თუ ჯარისკაცს ესიზმრება, რომ ოფიცრის ეპოლეტები უკეთია, იგი ხელმძღვანელობასთან ცუდ ურთიერთბაში აღმოჩნდება, მაგრამ შემდგომ ჯილდოს მიიღებს. თუ ქალს ესიზმრება რომ მას ბრჭყვიალა ეპოლეტებიანი პიროვნება გააცნეს, ცხადში მასთან რომანი სკანდალური ხასიათის იქნება

ეტლი – თუ სიზმარში სადმე მიემგზავრებით ეტლით, ეს გპირდებათ კარგ შესაძლებლობას, რომლის გამოყენების შემთხვევაში შეიძლება დიდ წარმატებას მიაღწიოთ. ჩამოვარდნა ან იმის დანახვა, თუ სხვები როგორ ვარდებიან ეტლიდან, გიწინასწარმეტყველებთ მაღალი პოსტის შეთავსებას

ექიმბაში – ექიმბაშის ნახვა ნიშნავს, რომ ცხადში თქვენი ამბიციები უცნაურად შეიცვლება და გამოსცდით იმედგაცრუების გრძნობას

ექიმი – ექიმის დასიზმრება ყოველთვის თქვენი ჯანმრთელობისა და გალაღების მომასწავებელია. თუ ექიმს ხვდებით საზოგადოებაში, შეიძლება ისე მოხდეს, რომ აუცილებელი არ გახდეს მომსახურების საფასურის გადახდა. თუ ამ სიზმარს ნახავს ახალგაზრდა ქალი, რომელიც გათხოვებას ექიმზე აპირებს–გაფრთხილებაა: შეიძლება მოგატყუონ. თუ თქვენ ექიმთან მიღებაზე ხართ–ეს ნიშნავს მოსალოდნელ ავადმყოფობას ან უთანხმოებას ოჯახში

ექო – ექო სიზმარში–სევდის ნიშანია. სერიოზული ავადმყოფობა სამსახურის თავის დანებებას გაიძულებთ, მეგობრები კი ზურგს შეგაქცევენ

ექსტაზი – თუ სიზმარში ექსტაზის გრძნობა განიცადეთ, ცხადში დიდი ხნის ნანატრ მეგობართან მოგიწევთ შეხვედრა; მაგრამ თუ ამ დროს ცუდი გრძნობები დაგეუფლათ–უბედურებას უნდა ელოდოთ

ეშმაკი – თუ ეშმაკი სიზმარში გამოეცხადება გლეხს, ის მზად უნდა იყოს ცუდისათვის: მოუსავლიანობა, საქონლის გაწყვეტა და ავადმყოფობა სახლში. სპორტსმენებს, განსაკუთრებით მათ, ვინც მიემგზავრებიან სახლიდან შორს, სიზმარი მოუხმობს სიფრთხილისა და ყურადღებისაკენ. მქადაგებლისათვის ეს სიზმარი იმის უდავო მაჩვენებელია, რომ ის ზედმეტად განმკითხავია და უფრო მომთმენი უნდა იყოს, როცა მეზობელს აკრიტიკებს.
ელეგანტური ჯენტლმენის ნიღბით და ძვირფასი სამკაულებით მორთული ეშმაკი–გამაფრთხილებელი ნიშანია. თქვენ არ უნდა წამოეგოთ პირფერი ადამიანების მიერ შემოთავაზებულ არანაირ წინადადებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ შეიძლება გაებათ მახეში. ასეთი სიზმრის შემდეგ ახალგაზრდა გოგონა უნდა იყოს წინდახედული და უფრო მეტად დაეყრდნოს მეგობრებს. ცუდი რეპუტაციის ქალები შეიძლება გაქურდონ ადამიანებმა, რომლებსაც, როგორც ისინი ფიქრობდნენ, იცნობდნენ. გაუფრთხილდით ეშმაკთან ურთიერთობას სიზმარშიც კი. მას ყოველთვის უბედურება მოაქვს. თუ სიზმარში ხედავთ, რომ გითვალთვალებთ ეშმაკი, ე.ი გაებმებით იმ მტრების მიერ დაგებულ მახეში, რომლებიც თავს მეგობრებად გაჩვენებდნენ. შეყვარებულისათვის სიზმარი ლაპარაკობს, რომ ვიღაც უზნეოს გამო შეიძლება გახდე მოღალატე.
ეშმაკები სიზმარში იმის მაუწყებელია, რომ თქვენი გართობისადმი ლტოლვა შესაძლოა უსიამოვნებებით შემოგიბრუნდეთ. თუ თქვენი თავი გესიზმრებათ ეშმაკის სახით, საკუთარი დაუფიქრებლობისა და ცუდი ზრახვების გამო სიღატაკეში აღმოჩნდებით

ეშმაკობა – თუ სიზმარში ვინმე მოატყუეთ, თქვენს გარემოცვაში კეთილგანწყობილი და წარმატებული ადამიანები გამოჩნდებიან. თუ სიზმარში ეშმაკი ადამიანების მხარდაჭერას იგრძნობთ, თქვენი საქციელი, შესაძლოა, თქვენსავე წინააღმდეგ გამოიყენონ, ხოლო მომავალში, თუ იმავე მეთოდებით გააგრძელებთ მოქმედებას, ეს მხოლოდ თქვენი მოწინააღმდეგეების წისქვილზე დაასხავს წყალს

ეჭვიანობა – თუ ქმარს ესიზმრება, რომ ცოლზე ეჭვიანობს, ცხადში მასზე გავლენის მოხდენას შეეცდებიან არცთუ ჭკვიანი ადამიანები. თუ ქალს დაესიზმრა, რომ ქმარზე ეჭვიანობს, ე.ი მათ შორის ისეთი ჩხუბი მოხდება, რომელიც ოჯახურ ბედნიერებას საფრთხეს შეუქმნის

ვაგონი – ვაგონი თუ დაგესიზმრათ–ძალიან მალე წახვალთ სამოგზაუროდ. ვაგონში შესვლა მიგანიშნებთ, რომ მგზავრობა, რომელსაც აპირებდით, მთლად ისე არ ჩაივლის, როგორც გეგონათ. დაგვიანება მატარებელზე–გეგმები ჩაგეფუშებათ. თუ სიზმარში გამოდიხართ ვაგონიდან, წარმატებას მიაღწევთ საინტერესო საქმეში, რითაც შეგიძლიათ თავს გამარჯვება მიულოცოთ.
სიზმარში საძილე ვაგონის ნახვა ნიშნავს, რომ კეთილდღეობის მისაღწევად თქვენი მოქმედება გააქტიურდება, მაგრამ უნდა აკონტროლოთ თქვენი ეგოისტური პრინციპები.
სიზმარში ტრამვაის ნახვა გაფრთხილებაა: ვიღაცა დაინტერესებულია, უსიამოვნება მოგაყენოთ. ტრამვაით მგზავრობა–ეჭვიანობა დაანგრევს თქვენს ბედნიერებას.
მოძრავი ტრამვაის ბაქანზე დგომა ნიშნავს, რომ გინდათ განაგრძოთ ძალზე სახიფათო საქმე, მაგრამ თუ მგზავრობა კარგად დასრულდება, ე.ი. წარმატება გელით. თუ ტრამვაის პლატფორმა ძალიან მაღალია–საშიშროება უფრო დამაჯერებელია, მაგრამ თუ ძალიან მაღალი არაა, ადვილად მიაღწევთ მიზანს

ვაზნა – თუ ვაზნა დაგესიზმრათ, ცხადში ჩხუბს უნდა ელოდეთ. ცარიელი ვაზნები–უმნიშვნელო მიზეზის გამო უაზრო გაბრაზებისა და უთანხმოების მომასწავებელია

ვალდებულებანი – თუ თქვენს თავზე იღებთ ვალდებულებას, ვიღაცის უსაფუძვლო საჩივრები და უსამართლო მოთხოვნები წონასწორობას დაგაკარგვინებთ და შეგნებულად წახვალთ დათმობაზე. თუ გესიზმრათ, რომ ვალდებულებას თქვენთან დაკავშირებით ვიღაც სხვა იღებს საკუთარ თავზე–გარშემომყოფთა დაფასებას დაიმსახურებთ

ვალი, ფულის სესხება – ვალის აღება სიზმარში საკმაოდ ცუდია. ის წინასწარმეტყველებს ხელმოცარულობას საქმეებში და ბრძოლას მატერიალური კეთილდღეობისათვის, მაგრამ თუ გაისტუმრეთ ყველა ვალი, მაშინ ცხადში თქვენი საქმე საკეთილდღეოდ შემოტრიალდება.
თუ ბანკირს ესიზმრება, რომ ვალს იღებს სხვა ბანკირისაგან, ცხადში მის ბანკს კრახი ემუქრება, თუ არ გაითვალისწინებს სიზმრის გაფრთხილებას. თუ სიზმარში თქვენგან იღებენ სესხს–დახმარებას მიიღებთ მაშინ, როცა დაგჭირდებათ; ჭეშმარიტი მეგობრები არ მიგატოვებენ

ვალსი – წყვილის ტრიალი ვალსის დროს–მომასწავებელია საყვარელ, მაგრამ ავანტიურის მოყვარე ადამიანთან სასიამოვნო ურთიერთობისა.
თუ გოგონა თავის შეყვარებულთან ერთად ცეკვავს–მას ეყოლება ბევრი თაყვანისმცემელი, რომელთაგან არცერთი ხელს არ სთხოვს. თუ მისი შეყვარებული სიზმარში მის მეტოქეს აცეკვებს, ცხადში მან უნდა გამოიჩინოს კეთილგონიერება და თავშეკავება მსგავს სიტუაციაში.
თუ ქალი სიზმარში ქალთან ცეკვავს–მას შეიყვარებენ მიზანდასახულობისა და იმისათვის, რომ შეუძლია გამარჯვება. თუ ის ხედავს, რომ ნასვამი ხალხი ცეკვავს, მაშინ ის მხოლოდ სასწაულმა შეიძლება იხსნას შეყვარებულისა და ახლო მეგობრების მაცდური წინადადებისაგან

ვარდები – თუ სიზმარში გაშლილ ვარდებს ხედავთ, ცხოვრებაში სასიხარულო მოვლენები და საყვარელი ადამიანის ერთგულება გელით. თუ გოგონას ესიზმრება, რომ იგი ვარდებს კრეფს, მას მალე ხელს სთხოვენ და ისიც დასთანხმდება.
დამჭკნარი ვარდები იმაზე მიუთითებენ, რომ თქვენ სიყვარული გაკლიათ. თეთრი ვარდები, რომლის ფოთლებზე ნამის არცერთი წვეთიც კი არ არის გაფრთხილებთ მოსალოდნელ ავადმყოფობაზე. ვარდის სურნელი სიზმარში სუფთა და უღრუბლო ცხოვრებასა და სიხარულს ნიშნავს, ვარდის კვირტები კი მყარი მატერიალური კეთილდღეობის ნიშანია.
გამხმარი ვარდის ბუჩქი–ახლობლის ავადმყოფობაზე მიანიშნებს. წითელი ვარდები–ოცნების ასრულებაა; მაგრამ თუ შეყვარებულ გოგონას დაესიზმრა, რომ იგი თმებში იწნის წითელ ვარდებს–მას შეყვარებული მოატყუებს. თუ სიზმარში გაჩუქებენ წითელ ვარდების თაიგულს და ეს გაზაფხულზე მოხდება–წარმატება გელით, ზამთარში–ხანგრძლივი და ტყუილი მოლოდინია

ვარსკვლავები – თუ სიზმარში უყურებთ ვარსკვლავებით მოჭედილ ცას, ეს გპირდებათ ჯანმრთელობასა და გახარებას. თუ ვარსკვლავები თქვენს სიზმარში ბუნდოვანი და მეწამულია–მაუწყებელია მომავალი ხიფათისა და უბედურებისა. თუ ხედავთ ვარსკვლავის აალებას ან მის მოწყვეტას, მოიწყენთ და დამწუხრდებით.
თუ გესიზმრათ იდუმალად აალებული და მიმქრალი ვარსკვლავი, ახლო მომავალში მოგელით უცნაური მოვლენები და ცვლილებები. თუ დაგესიზმრათ, რომ ვარსკვლავი პირდაპირ თქვენ დაგეცათ–თქვენს ოჯახს მოელის მძიმე დანაკარგი. თუ ხედავთ, რომ ვარსკვლავი დედამიწის გარშემო ბრუნავს, ნიშანია გლობალური კატასტროფებისა და განკითხვისა.

ვატიკანი – თუ სიზმარში თქვენ მოხვდით ვატიკანში, ბედი გიმზადებთ მოულოდნელ კეთილგანწყობასა და ახლობლების ყურადღებას. თუ სიზმარში ხედავთ პაპის შეხვედრას სამეფო ოჯახის წევრებთან ან სხვა ცნობილ პირებთან, ცხადში გელით ნაცნობობა ცნობილ ადამიანებთან და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები

ვაშლები – მწიფე, წითელი ვაშლები მწვანე ფოთლებში–ძალზე კარგი სიზმარია, მაგრამ თქვენ გადაწყვეტლების მიღებამდე ყველაფერი კარგად უნდა აწონ–დაწონოთ. თუ თქვენ ჭიან ვაშლებს ჭამთ, თქვენი საქმეები უარესობისაკენ შეიცვლება. თუ ვაშლები მაღლა ხეებზე იზრდება, ეს იმის გამაფრთხილებელია, რომ თქვენი შესაძლებლობები და სურვილები უნდა შეათანხმოთ ერთმანეთთან. ჩამოსავარდნად მომზადებული ვაშლები–გაფრთხილებაა ქლესა ადამიანებისაგან თავდაცვაზე. ჭკვიანი ვაშლები–თქვენი უშედეგო საქმიანობის ნიშანია

ვაჭრობა – სიზმარში ვაჭრობა ნიშნავს, რომ თქვენ ყველა გაბედულ წამოწყებას წარმატება ელის. თუ სიზმარში ვაჭრობა არც ისე წარმატებულად მიდის, მაშინ დაგეუფლებათ ნაღველი და ჯავრი

ვედრო – რძით სავსე ვედრო ნიშანია კეთილდღეობისა, შემოსავლისა და კეთილმეზობლობისა. ცარიელი ვედრო მოასწავებს შიმშილსა და ცუდ მოსავალს. ახალგაზრდა ქალი ვედროთი ხელში–ოჯახური ზრუნვის ნიშანია

ველი – თუ სიზმარში ველზე მოხვდით, ცხადში ლამაზ ადგილებში მოგზაურობა მოგიწევთ. ზაფხულში ნანახი ველი სიხარულს ნიშნავს. შიშველი, ცარიელი ველი დანაკარგსა და მარტოობას მოასწავებს. თუ სიზმარში ველზე დაიკარგეთ, ცხადში დიდი უბედურება დაგატყდებათ თავზე

ველოსიპედი – ველოსიპედით გორაკზე ასვლა ბრწყინვალე მომავლის მაუწყებელია. თუ ქალი სიზმარში ძირს ეშვება, ის უნდა გაუფრთხილდეს სახელს: უბედურება შეიძლება სადღაც გვერდით იყოს

ვენახი – ვენახის ნახვა ხიზმარში მოასწავებს თქვენი საქმეების კარგად წარმართვასა და ბედნიერებას. ვენახი, რომელიც მოუვლელია და ცუდი სუნიც დგას, ნიშნავს, რომ თქვენი კარგი ცხოვრება არ შედგება. ლამაზი ვაზების ყურება გპირდებათ წარმატებასა და ბედნიერებას. ჯანმრთელობა ელის მას, ვინც ნახავს ვაზის ყვავილობას. გამხმარი ვაზის ნახვა კარგს არაფერს მოასწავებს.

ვენები – სიზმარში თუ თქვენს სხეულზე ხედავთ ჯანმრთელ ვენებს, გაიმარჯვებთ ღვარძლიან ადამიანზე. ვინაიდან სისხლის დენა მოასწავებს დიდ ნაღველს, რომელიც გარდაუვალი იქნება. დაბერილი ვენები–საზოგადოებრივ კიბეზე აღმასვლის მცდელობაა

ვერაგობა – თუ სიზმარში ნახეთ სიტუაცია, რომ მეგობრებმა გაგყიდეს–იმას ნიშნავს, რომ ცხადში გარემოცული იქნებით მათი ყურადღებითა და პატივისცემით. შეყვარებულთათვის ეს ნიშანია ბედნიერი რომანის გაბმისა

ვერცხლი – ვერცხლი სიზმარში გაფრთხილებთ, რომ ბედნიერებისათვის მარტო ფული არ არის საკმარისი. სიზმარში ვერცხლის ფულის პოვნა–მატერიალურ სიძნელეებზე მიუთითებს. სუფრის ვერცხლეული (დანა–ჩანგალი, კოვზები) დაუკმაყოფილებელ სურვილებს მოასწავებს

ვერცხლისწყალი – თუ ქალს დაესიზმრა, რომ იგი ვერცხლისწყალმა მოწამლა, მას ცუდი გარდაქმნები ელის–შეიძლება მეუღლემ მიატოვოს, ხოლო თუ გაუთხოვარია, სხვა უსიამოვნო ამბავი მას ოჯახთან დააშორებს

ვეფხვი – თუ სიზმარში ვეფხვი თქვენზე შემოხტომას აპირებს, წინ წარუმატებლობა და სასოწარკვეთილება გელოდებათ; მაგრამ, თუ თქვენ აიცილებთ თავდასხმას, ან ვეფხვს მოკლავთ, მაშინ ცხადში, ყველაფერში, რასაც კი ხელს მოჰკიდებთ, წარმატება გელით.
გაქცეული ვეფხვი მტრებზე გამარჯვებას ნიშნავს. გალიაში მჯდომარე ვეფხვი გეუბნებათ, რომ შეძლებთ თქვენი კონკურენტების თქვენს ნებაზე თამაშს

ვეშაპი – სიზმარი, რომელშიც ვეშაპი უახლოვდება გემს, სიმბოლოა ბრძოლისა, როდესაც თქვენ აღმოჩნდებით ვალდებულებასა და აუცილებლობის არჩევანის წინაშე თქვენი ქონების დაკარგვის საფრთხის დროს. თუ ვეშაპი მოკლულია, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გააკეთებთ სწორ არჩევანს სასურველსა და არსებულს შორის და მიაღწევთ წარმატებას, რომელიც მოგიტანთ კმაყოფილებასა და სიმშვიდეს. თუ ნახეთ, რომ ვეშაპი თავს დაესხა ხომალდს და გადააბრუნა იგი, გელით მთელი რიგი უბედურებისა, თვით კატასტროფის ჩათვლითაც კი

ვეშაპის ულვაში – სიზმარში ვეშაპის ულვაშის ნახვა ან მისგან რაიმეს გაკეთება ნიშნავს, რომ თქვენ გააფორმებთ ხელშეკრულებას, რომელიც სოლიდურ მოგებას მოგიტანთ

ვიზიტი – თუ თქვენ სიზმარში ვიღაცას მოინახულებთ, ცხადში შეიძლება სასიამოვნო რაღაც შეგემთხვეთ. თუ ვიზიტისას უხერხულობას გრძნობთ, მაშინ თქვენს გულს დაამძიმებს ბოროტი ადამიანების ჩარევა თქვენს ცხოვრებაში. მეგობრების მონახულება სიზმარში ყოველთვის კარგის მომასწავებელია. ცუდ ნიშნად გვევლინება თქვენი მეგობრების მხოლოდ დაღლილი, მოწყენილი სახეები, ასევე მათი თეთრი ან შავი ტანსაცმელი.

ვიოლინო – ვიოლინოს ხმა სიზმარში მთელი თქვენი ოჯახისათვის სიმშვიდესა და ჰარმონიას მოასწავებს.
თუ გოგონას დაესიზმრა, რომ იგი ვიოლინოზე უკრავს, ეს გაურკვევლობის ნიშანია. თუ მას ვიოლინოზე დაკვრა არ გამოსდის, ცხადში იგი ვიღაცის კეთილგანწყობას დაკარგავს. ზოგჯერ ეს სიზმარი მიუწვდომელ ოცნებასაც ნიშნავს. გატეხილი ვიოლინო–დანაკარგისა და განშორების ნიშანია

ვირთხა – ვირთხების ნახვა ნიშნავს მეზობლების მოტყუებასა და გაბრაზებას, ასევე, კომპანიონებთან შესაძლო ჩხუბს, მაგრამ თუ შეძლებთ ვირთხის დაჭერას ან მის მოკვლას, თქვენ ღირსეულად გაუმკლავდებით არაკეთილისმსურველებს. ვირთხის მოკვლა ყოველთვის საქმეში გამარჯვების ნიშანია

ვირთხის საჭერი – თუ სიზმარში თქვენ მოხვდით ვირთხის საჭერში, შეიძლება გაგქურდონ ან მოგპარონ რაღაც ფასეული. ცარიელი ვირთხის საჭერის ნახვა იმის ნიშანია, რომ თქვენ გემუქრებათ არც ცილისწამება, არც მეტოქეობა.
გატეხილი ვირთხის საჭერი გიქადით თქვენთვის არასასიამოვნო კავშირისაგან თავის დაღწევას. სიზმარში ვირთხის საჭერის დაგება კარგია– თქვენთვის ცნობილი გახდება მტრების ჩანაფიქრი; თქვენი წინდახედულება კი მოგცემთ საშუალებას, რომ გააცუროთ ისინი.

ვირი – ვირი გიქადით უსიამოვნებებსა და წინააღმდეგობებს დასახული მიზნების მიღწევის გზაზე. თუ ვირი ყროყინებს, მძიმე სამუშაო გელით, რომელიც დიდ გამძლეობას მოითხოვს თქვენგან; თუ სიზმარში ვირს გაურბიხართ–ვიღაც ჭორებს გაგივრცელებთ; ვირის ხმამაღალი ყროყინი შეურაცხყოფას გიქადით.
თუ ვირის ყროყინი შორიდან გესმით, ვალებს გაისტუმრებთ და გამდიდრდებით. ვირზე ჯდომა საინტერესო მოგზაურობას გპირდებათ, რის შედეგადაც თვალსაწიერს გაიფართოვებთ. თუ სხვები სხედან–ვირზე–თქვენს ახლობელს მძიმე ცხოვრება ელის. თუ ვირს აგდებთ–სახელი გაგიტყდებათ.
თუ ვირი ზემოდან დაგაწვათ, ე.ი. უბედურებაში, რომელიც გეწვევათ, დამნაშავე თავად იქნებით. თუ ვირი თავდაჯერებულად მიგყავთ–წარმატებით გადალახავთ რთულ სიტუაციას. ვირზე ამხედრებული ბავშვის დასიზმრება სიკეთეს მოასწავებს. მკვდარი ვირი გაფრთხილებთ შეცდომის დაშვების შესაძლებლობაზე.ვირიდან ჩამოვარდნა უბედურების მაუწყებელია.
სიზმარში ვირის რძის სმა ნიშნავს მოვალეობების უგულებელყოფით საკუთარი კაპრიზების ასრულებას. თუ სხვისი ვირი მოვიდა თქვენს სახლთან, წარმატება და იღბლიანი ქორწინება გექნებათ. თეთრი ვირი–სიყვარულით აღსავსე უზრუნველი ცხოვრებაა.

ვისკი – თუ სიზმარში ხედავთ ვისკით სავსე ბოთლებს, ე.ი. აქტიურად იმოქმედებთ თქვენი ინტერესებისათვის. თუ სიზმარში მარტო სვამთ ვისკის, დაკარგავთ მეგობრებს, რისი მიზეზიც იქნება თქვენი ეგოიზმი და პატივმოყვარეობა. თუ სიზმარში გაგიტყდათ ვისკის ბოთლი, დაკარგავთ მეგობრებს და ამის მიზეზი, ისევ და ისევ, თქვენი არაკეთილშობილური საქციელი იქნება.
ვისკის დასიზმრება ყოველთვის ცუდია. თუ ასეთი სიზმრის მერე რაღაცას მიაღწევთ, მაინც იმედგაცრუება გელით. ნახვა ან დალევა ვისკისა, მიუხედავად ხშირი იმედგაცრუებისა, ყოველთვის ნიშნავს სასურველის მიღწევის მცდელობას; მაგრამ თუ თქვენ მხოლოდ ხედავთ სასმელს, ვერასოდეს მიაღწევთ იმ შედეგს, რისი იმედიც გქონდათ.

ვუალი (პირბადე) – თუ თქვენს თავზე ხედავთ ვუალს, ე.ი. არაგულწრფელი ხართ შეყვარებულის მიმართ და მოგიწევთ ხრიკების გამოყენება მის შესანარჩუნებლად. ძველი, დახეული ვუალი გაფრთხილებთ: თქვენ გარშემო ინტრიგებს ხლართავენ. ახალგაზრდა ქალისათვის ვუალის დაკარგვა ნიშნავს, რომ შეყვარებული მიუხვდება მას სიცრუეს და სიცრუითვე უპასუხებს. საქორწინო ვუალის ნახვა კარგია–მომასწავებელი უახლოეს მომავალში კარგი ცვლილებებისა.
თუ ახალგაზრდა ქალი თავის თავზე ხედავს საქორწინო ვუალს, ე.ი. ჩაებმება რაღაც წარმოებაში, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოუტანს შემოსავალსა და სიხარულს; მაგრამ თუ ვუალი მოულოდნელად გძვრება თავიდან, გელით ავადმყოფობა და მწუხარება. ვუალის გადაგდება ნიშნავს ურთიერთობების ჩაშლასა და უპატიოსნებას. სამგლოვიარო ვუალი უსიამოვნებაა, განსაკუთრებით ბიზნესში.

ვულკანი – ვულკანის დასიზმრების შემდეგ მოგიწევთ გააფთრებული კამათი, რომელიც დიდ დარტყმას მიაყენებს თქვენს, როგორც პატიოსანი მეწარმისა და წესიერი მოქალაქის, რეპუტაციას. ახალგაზრდა ქალისათვის ეს სიზმარი მიმანიშნებელია, რომ საკუთარი ეგოიზმი და სიძუნწე ჩააგდებს ძალიან უსიამოვნო სიტუაციაში

ზაზუნა – თუ ზაზუნა დაგესიზმრათ, ე.ი. უბედურება შენიღბულად გიახლოვდებათ. ქალს ეს სიზმრი აფრთხილებს, რომ ცდუნებას არ აჰყვეს: შესაძლოა, ამან მისი კეთილი სახელი შებღალოს

ზამთარი – სიზმარში ზამთრის ნახვა–ავადმყოფობის, ახლო მომავალში შეუძლოდ ყოფნის, ცუდი განწყობილებისა და ბურუსით მოცული პერსპექტივის მაუწყებელია. ასეთი სიზმრის მერე ტყუილადღა გექნებათ იმედი სიყვარულის სფეროში კარგი პერსპექტივისა

ზარალი – თუ სიზმარში ვინმეს ზარალს აყენებთ, ცხადში გელით ჯანმრთელობისათვის მავნე სამუშაო.
თუ ზარალი თქვენ მოგაყენეს, ცხადში წააგებთ კონკურენტებთან ბრძოლაში.

ზარბაზანი – ეს სიზმარი იმის მომასწავებელია, რომ თქვენს სახლსა და ქვეყანას საფრთხე ემუქრება. თუ ახალგაზრდა ომში მიდის, შეიძლება სახლში არც კი დაბრუნდეს.
თუ გოგონა სიზმარში ზარბაზანს ნახავს, იგი სამხედროს მეუღლე გახდება. მაგრამ სასურველია, ეს სიზმარი არსებული მდგომარეობის მიხედვით ავხსნათ. მაგ: თუ თქვენი პროფესიული საქმიანობა დაკავშირებულია სამხედრო საქმესთან, ან თქვენ იარაღის კოლექციონერი ხართ და სიზმრი მშვიდობიან დროს დაგესიზმრათ, ეს საქმეებსა და პირად ცხოვრებაში მოსალოდნელ კონფლიქტურ სიტუაციას ნიშნავს

ზარების რეკვა – ზარების რეკვა სიზმარში იმაზე მეტყველებს, რომ თქვენ სერიოზული მიზეზი გაგიჩნდებათ მღელვარებისათვის. სიზმარში ზარის რეკვის ხმის გაგონება მაუწყებელია შორეული მეგობრის სიკვდილისა ან ცრუ ინფორმაციისა, რომელიც აგაღელვებთ. სადღესასწაულო ზარის რეკვა გპირდებათ მოწინააღმდეგეზე გამარჯვების სიხარულს

ზარი (კარისა) – თუ თქვენ სიზმარში რეკავთ ვიღაცის კარზე ან გესმით ზარი თქვენს კარზე–მალე მიიღებთ რაღაც მოულოდნელ ინფორმაციას და სასწრაფო გამოძახებას სასამართლოში ან ცნობას თქვენი ახლო ნათესავის შეუძლოდ ყოფნის შესახებ

ზაფრანა – ზაფრანა სიზმარში ნიშნავს, რომ თქვენი მტრების ძალისხმევით შესაძლოა თქვენი იმედი ვერ განხორციელდეს. თუ ზაფრანის ჩაის მიირთმევთ, ოჯახში განხეთქილება მოხდება

ზებრა – ზებრას დასიზმრება მოწმობს თქვენს გატაცებას სხვადასხვა საქმიანობით, რომელიც მალე გაგივლით. ველური ზებრას ნახვა თავის სტიქიაში იმის მაუწყებელია, რომ დაუწყებთ დევნას წარმოსახვით ქიმერებს, მაგრამ თქვენი გაუმაძღარი წყურვილი ბედნიერებისა ამით დაკმაყოფილდება

ზევით, რაღაცაზე ყოფნა – თუ სიზმარში რაღაც საგანი ჰკიდია თქვენ ზევით და სადაცაა ჩამოვარდება, მოასწავებს საშიშროებას. თუ საგანი მაინც ვარდება, მაგრამ თქვენ არ გეხებათ, თავს აარიდებთ დიდ მატერიალურ დანაკლისსა და სხვა უსიამოვნებებს. თუ საგანი ჰკიდია თქვენ ზევით და მაგრად არის დამაგრებული, მშვიდად იყავით: თქვენი ცხოვრება გამოსწორდება ყველა თვალსაზრისით.

ზეთი, საცხი – თუ გესიზმრებათ, რომ რაღაცას უსვამთ ზეთს, მოასწავებს მოვლენას, რომელშიც თქვენ წამყვანი ძალა იქნებით. დიდი რაოდენობით ზეთი–თქვენთვის საჭირო საქმით ზედმეტად გატაცებაა. მამაკაცისათვის ზეთით ვაჭრობა მოასწავებს მარცხს სიყვარულში, მაშინ, როდესაც ის იოლ გამარჯვებას ელოდა. ქალისათვის რაღაცისათვის ზეთის წასმა იმის ნიშანია, რომ მის წინაშე გაიხსნება ახალი ფართო შესაძლებლობანი.

ზეთისხილი – თუ დაგესიზმრათ , რომ ზეთისხილს აგროვებთ მხიარულ მეგობრებთან ერთად, ბედი აუცილებლად შემოგთავაზებთ ბრწყინვალე სიურპრიზებს და წარმატება თქვენი თანამდევი გახდება. თუ ხსნით ზეთისხილიან ქილას, სიხარული და მხიარულება გელით, მაგრამ თუ გაგიტყდათ, სიამოვნება იმედგაცრუებით შეგეცვლებათ. ზეთისხილის ჭამა–კმაყოფილი იქნებით საკუთარი ცხოვრებით და გარემოცვით

ზეითუნის ზეთი – ზეითუნის ზეთი მიგანიშნებთ, რომ ახლობლები მძიმე განსაცდელის დროს გულგრილობას გამოიჩენენ

ზვიგენი – ზვიგენის ნახვა სიზმარში ნიშნავს მრისხანე, საშიშ მტერს. თუ ზვიგენები მოგდევენ და თავს გესხმიან, გელით იმედგაცრუება, რომელიც დაგამწუხრებთ. თუ ხედავთ მოთამაშე ზვიგენს კამკამა წყალში, ნიშნავს, რომ ვიდრე თქვენ ხარობთ და ერთობით ქალთა საზოგადოებით, თქვენი მოშურნე ცდილობს დაგაკარგვინოთ მოსვენება და ბედნიერება. თუ გესიზმრებათ მკვდარი ზვიგენი, მაშინ თქვენ ხელახლა მოიპოვებთ სიმშვიდესა და კეთილდღეობას

ზვირთსაქცევი – თუ სიზმარში დგახართ ზვირთსაქცევზე, თქვენ ვაჟკაცურად დაიცავთ თავსა და საკუთარ სახელს, რის გამოც მოიპოვებთ საყოველთაო პატივისცემას, აგრეთვე დაიკავებთ პასუხსაგებ თანამდებობას. თუ სიზმარში უშედეგოდ ცდილობთ ზვირთსაჭრელზე ასვლას, მაშინ ჯილდოს, რომელსაც ასე ელოდით, ვერ მიიღებთ

ზიზილა – ზიზილების თაიგულების ნახვა ნიშნავს გაბრაზებას, მაგრამ ზიზილებით მოფენილი მინდვრის ნახვა გიწინასწარმეტყველებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობასა და გალაღებას

ზიზღი, სიძულვილი – თუ გესიზმრებათ, რომ ეზიზღებით ადამიანებს, რომელთა აზრებსაც პატივს სცემთ, ცხადში მათ კეთილგანწყობას მოიპოვებთ; მაგრამ თუ სიზმარში გრძნობთ, რომ დამსახურებულად ეზიზღებით, ცხადში თქვენი მეგობრები და პარტნიორები ზურგს შეგაქცევენ. თუ სიზმარში ჯარიმა უნდა გადაიხადოთ სასამართლოში უღირსი საქციელის გამო. ცხადში ელოდეთ შეცდომებს თქვენს საქმეებში

ზოდიაქოს ნიშნები – ზოდიაქოს ნიშნების დასიზმრება ნიშნავს კეთილდღეობის უმაგალითო ზრდას, ასევე, უღრუბლო ბედნიერებას და ოჯახში მშვიდობას. თუ ნიშანი რაღაც უცნაურია, ნიშნავს, რომ მალე გეწვევათ რაღაც უბედურება და მოგიწევთ უდიდესი ძალისხმევის დახარჯვა მის დასაძლევად.
სიზმარში ნიშნების სწავლა–ე.ი. მალე გახდებით ცნობილი და მოეწყობით, ოღონდ ვიღაც უცხოს დახმარებით. თუ თქვენ მიმართავთ ნიშანს ან ის მოგმართავთ თქვენ–ეს სიზმარი გიწინასწარმეტყველებთ წარმატებას საქმეებში, ისე, რომ სხვასაც გაუკვირდება და თქვენც. სიზმარში ზოდიაქოს ნიშნების ხატვა სწრაფი შენაძენის მაუწყებელია

ზოოპარკი – თუ გესიზმრებათ, რომ დაბორიალობთ ზოოპარკში, დაფიქრდით, ბედი ძალიან ცვალებადია: ხანდახან გეჩვენებათ, რომ მტრები უკვე გაგისწორდნენ, თქვენ კი მაინც წარმატების მოპოვების წინა ხაზზე ხართ, ეს სიზმარი ასევე გპირდებათ მოგზაურობას შორეულ ქვეყნებში, ახალ ცოდნას და ნათელ შთაბეჭდილებებს

ზუმბა – ზუმბა სიზმარში ცუდი იღბლის ნიშანია. თუ ქალს გატეხილი ზუმბა დაესიზმრა, შეყვარებული ან მეგობრები უღალატებენ

ზურგი – შიშველი ზურგი იმაზე მიუთითებს, რომ თქვენ გარემოცვაში მყოფი ერთ–ერთი პიროვნება თავის ძველ გავლენას დაკარგავს, მაგრამ მოერიდეთ მისთვის როგორც ფულის, ასევე რჩევის მიცემას. თქვენგან მიმავალი ადამიანის ზურგის ნახვა გაფრთხილებთ:თქვენ ერთდროულად გელოდებათ როგორც შური, ასევე ეჭვიანობა

ზურგჩანთა – სიზმარში ახალი ზურგჩანთა სიამოვნებას ნიშნავს, რომელსაც თქვენი ახალი ნაცნობები მოგანიჭებენ. ძველი ზურგჩანთა–სიღარიბის ნიშანია

ზურმუხტი – ზურმუხტის დასიზმრება–ცხადში თქვენ ქონებას მიიღებთ მემკვიდრეობით, თუმცა ეს დაკავშირებული იქნება მცირე საზრუნავთან. თუ საქმრო სიზმარში თავის საცოლეზე ხედავს ზურმუხტის სამკაულს–ის თითქმის უკვე უარყვეს მდიდარი მეტოქის გამო. ზურმუხტის ყიდვა ნიშანია მომავალი უიღბლო გარიგებისა

ზღუდე – თუ ზღუდე გესიზმრათ, ეს იმის ნიშანია, რომ ვიღაც ცდილობს ხელი შეგიშალოთ სიყვარულსა და მუშაობაში. სიზმარი, რომელშიც თქვენ მოაჯირზე იმაგრებთ თავს, იმაზე მეტყველებს, რომ სასოწარკვეთილი შეეცდებით საყვარელი ადამიანის შენარჩუნებას

თაბაშირი, მებათქაშე – სიზმარში შებათქაშებული კედლების ნახვა ნიშნავს წარმატებას, თუმცა არასტაბილურს. თუ ბათქაშის ნატეხი გეცემათ–ეს აშკარა ნიშანია მოახლოებული უბედურებისა. მომუშავე მებათქაშეების ნახვა მოწმობს, რომ თქვენ ყველა მონაცემი გაქვთ იმისათვის, რათა უდარდელად იცხოვროთ

თავბრუსხვევა – სიზმარში თავბრუსხვევის შეგრძნება უსიამოვნებაა ოჯახსა და ბიზნესის სფეროში

თავდებობა – სიზმარში თავდებობა–ცხადში სერიოზული უსიამოვნებებია, თუ თავად უდგებით ვინმეს თავდებად, უსიამოვნებები არც ისე დიდი იქნება

თავი – სიზმარში ვიღაცის სასიამოვნო ფორმის თავის ნახვა მაუწყებელია სასურველ შეხვედრაზე გავლენიან ადამიანთან, რომელმაც, შესაძლოა, საჭირო მხარდაჭერა აღმოგიჩინოთ. თავის ნახვა სიზმარში ავადმყოფობის ნიშანია.
მოკვეთილი და სისხლიანი თავის ნახვა გიქადით საქმეების წახდენას და ყველაზე დიდი იმედების განადგურებას.
თუ სიზმარში თავზე ორი ან მეტი თავი გაქვთ, შესაძლოა დაწინაურება სამსახურში ან სხვა წარმატება. თუმცა არაა გამორიცხული, რომ წარმატება ხანგრძლივი არ აღმოჩნდეს.
სიზმარში თავის ტკივილის განცდა ზრუნვის მაუწყებელია. თუ თავი დასიებული გაქვთ, ცხოვრებაში ცუდზე მეტი სასიამოვნო გექნებათ. ბავშვის თავის ნახვა რაღაც კარგის მაუწყებელია. გარეული მხეცის თავის ნახვა ნიშნავს, რომ თქვნ გაინტერესებთ მხოლოდ მატერიალური ფასეულობები. თავის დაბანვა–რჩევის მისაღებად დაიწყებთ ცნობილი ადამიანის ძებნას

თავის მართლება – თუ სიზმარში ვინმეს წინაშე თავს იმართლებთ, გარკვეულ ქონებას დაეუფლებით, მაგრამ მანამდე სასამართლო გისწრებთ; თუ სხვების თავის მართლება გესიზმრებათ–მეგობრები გაგილამაზებენ დასვენებას და საქმეებიც დაგეხმარებათ

თავის ქალა – სიზმარში კბილებდაკრეჭილი თავის ქალის ნახვა ოჯახურ აშლილობას მოასწავებს. თუ მას ხელით შეეხეთ, საქმეებში უსიამოვნებები გელოდებათ. თუ თქვენი მეგობრის თავის ქალა დაგესიზმრათ, ცხადში იგი სამაგიეროს გადაგიხდით იმის გამო, რომ თქვენ უფრო წარმატებული აღმოჩნდით, ვიდრე თავად არის. თუ საკუთარი თავის ქალა დაგესიზმრათ–სინდისის ქენჯნას იგრძნობთ

თავკომბალა – წყალში თავკომბალას ნახვა მიგანიშნებთ საეჭვო გარიგებაზე. თუ გოგონას დაესიზმრება თავკომბალა ანკარა წყალში–ელის შეხვედრა მდიდარ, მაგრამ ზნედაცემულ ადამიანთან

თავმჯდომარე – რაიმე სხდომის ან ორგანიზაციის თავმჯდომარის დასიზმრება მიანიშნებს თქვენს სწრაფვას კარიერისაკენ. იყავით მიზანსწრაფული და სასურველს მიაღწევთ. თუ სიზმარში თავმჯდომარე რაიმეთი უკმაყოფილოა, ჯანმრთელობა შეგერყევათ. თუ თავად ხართ თავმჯდომარე, ცხადში თქვენი სიკეთე და სიმართლე დაფასდება

თავსხმა, კოკისპირული წვიმა – თუ სიზმარში ნახეთ თავსხმა–ე.ი. მალე მიიღებთ არაჩვეულებრივ კმაყოფილებას ხელოვნების ნაწარმოების გაცნობით, აგრეთვე, იმ ეგოისტური ქცევების ჭკვიანური შეფასებით, რომლებსაც მოაქვთ საეჭვო კმაყოფილება

თავშალი, მოსახვევი – თუ სიზმარში მოსახვევში გაეხვიეთ, ცხადში მლიქვნელი პიროვნება შეეცდება თავბრუ დაგახვიოთ. თავშალის დაკარგვა მოუსვენრობასა და მოწყენილობას მოასწავებს, ახალგაზრდა გოგონას კი ეს სიზმარი საბედისწერო სიყვარულს უქადის

თაიგული – ლამაზი, ხასხასა თაიგული სიზმარში ნიშნავს ვიღაც მდიდარი, უცნობი ნათესავისაგან მემკვიდრეობის მიღებას: ახალგაზრდებს ეს სიზმარი ჰპირდება სასიამოვნო, მხიარულ შეხვედრებს. დამჭკნარი თაიგულის ნახვა ავადმყოფობა და სიკვდილია

თალგამი – თალგამის მწვანე ფოთლები ბრწყინვალე მომავალსა და ოპტიმისტურ განწყობას გპირდებათ. სიზმარში თალგამის ამოძირკვა კეთილის ნიშანია–მოვლენები თქვენთვის სასიკეთოდ წარიმართება და ყველაფერს მიაღწევთ. სიზმარში თალგამის ჭამა, განსაკუთრებით კი მწვანესი–ჯანმრთელობის გაუარესებას მოასწავებს. თუ გოგონას დაესიზმრა, რომ იგი თალგამს ჭამს–კარგი მემკვიდრეობა და ბედნიერი ქორწინება ელოდება

თამბაქო – მშრალი თამბაქოს ნახვა სიზმარში გიწინასწარმეტყველებთ წარმატებას მეწარმეობაში, მაგრამ წარუმატებლობას სიყვარულში. მშრალი თამბაქოს ფოთლები მიწათმოქმედს ჰპიდება კარგ მოსავალს.
თუ სიზმარში ჩიბუხს ეწევით, ცხადში ძველ მეგობარს შეხვდებით; თუ მასთან ნაჩხუბარი ხართ–აუცილებლად შერიდგებით

თაფლი – თუ სიზმარში იხილეთ თაფლი–მალე მნიშვნელოვანი ქონების მფლობელი გახდებით. გამოხდილი თაფლის ნახვა გპირდებათ სიმდიდრეს, სიმსუბუქეს. ამავე დროს, ნიშნავს, რომ ცხოვრებაში თან გდევთ რაღაც უსარგებლო ჟინი. თაფლის ჭამა სიზმარში–მოიპოვებთ სიყვარულსა და სიმდიდრეს. შეყვარებულებისათვის ეს არის სიმბოლო მხიარული განცდებისა და ბედნიერი ცოლ–ქმრული თანაცხოვრებისა

თაყვანისცემა – თუ თქვენ თაყვანს გცემენ, კარგი სიზმარი გინახავთ. მიუხედავად მაღალი თანამდებობისა, რომელსაც დაიკავებთ, ამასთანავე, სიყვარულსა და გარშემომყოფთა კარგ დამოკიდებულებას შეინარჩუნებთ

თახვები – თახვების დასიზმრება ნიშნავს, რომ თქვენი სიჯიუტითა და მოთმინებით მიაღწევთ ძალიან კარგ შედეგებს. თუ თქვენ თახვს კლავთ ბეწვის ბეწვის გულისათვის, სინამდვილეში დაგადანაშაულებენ თაღლითობასა და უდანაშაულო ადამიანისადმი უღირს საქციელში

თეატრი – თუ სიზმარში თეატრში წახვედით, ე.ი. მალე გამოგიჩნდებათ ახალი მეგობრები, რომლებთან მეგობრობაც თქვენთვის ძალიან სასარგებლო იქნება. თუ საკუთარ თავს სპექტაკლში დაკავებულს ნახავთ, მოემზადეთ იმისათვის, რომ სიხარული, რომელსაც თქვენ განიცდით, ცხადში წუთიერი იქნება.
თეატრი–ვარიეტე მიგანიშნებთ, რომ, შესაძლოა, თქვენი მოუსაზრებლობით ქონება დაკარგოთ; მაგრამ საოპერო თეატრი ყველა თქვენი სურვილებისა და ოცნებების ასრულებას ნიშნავს. თუ გესიზმრებათ, რომ ხანძარმოდებული თეატრიდან გაქცევით შველით თავს, ცხადში სარისკო საქმეში მიიღებთ მონაწილეობას

თებერვალი – თებერვალი სიზმარში ხანგრძლივ ავადმყოფობას მოასწავებს. შესაძლოა, ცუდი განწყობა და ხასიათი დიდხანს გაგყვეთ; მაგრამ თუ მზიანი თებერვლის დღე გათენდა–რაღაც ბედნიერი მოვლენა სულიერ სიმტკიცესა და კმაყოფილებას მოგიტანთ

თევზი, თევზის დაჭერა – თუ თევზი სუფთა წყალში დაცურავს, თქვენ ბედის დიდი საჩუქარი გელით. გოგონასათვის ასეთი სიზმარი ბედნიერ ქორწინებას მოასწავებს. მკვდარი თევზი–უბედურების ნიშანია. წარმატებული თევზაობა ნიშნავს, რომ თქვენ ცხოვრებისეული გამოცდა გელით და მას თავს წარმატებით გაართმევთ. თუ დაგესიზმრათ, რომ სხვა თევზაობს, ეს ენერგიის მოზღვავებას და მოვლენების სასიკეთოდ წარმართვას ნიშნავს, რომელსაც თქვენდა სასიკეთოდ გამოიყენებთ.
თუ სიზმარში დადიხართ თევზის რიგებში–გელით შემოსავალი და სიხარული. თუ თქვენ უაზროდ იჭერთ თევზს, თქვენი ინდმეწარმეობით მიაღწევთ კეთილდღეობას, მაგრამ თუ ვერაფერი ვერ დაიჭირეთ, იმედები გაგიცრუვდებათ. თევზსაჭერი ბადე ნიშნავს მომგებიან შენაძენს, მაგრამ თუ ის გახეულია–შესაძლოა, უფრო მეტი დაკარგოთ, ვიდრე შეიძინოთ

თერმომეტრი – თუ სიზმარში დასცქერით თერმომეტრს–გექნებათ დისკომფორტი ოჯახსა და სამსახურში. გატეხილი თერმომეტრი მოასწავებს ავადმყოფობას. თუ გესიზმრებათ, რომ თერმომეტრზე ვერცხლისწყლის სვეტი დაბლა ეშვება–შეგაწუხებთ თქვენი საქმეების მდგომარეობა, მაგრამ თუ სვეტი მაღლა ადის–შეძლებთ თქვენს საქმეებთან დაკავშირებული ყველა უსიამოვნების გადალახვას

თესვა – თუ გლეხს დაესიზმრა, რომ თესავს, მას კარგი მოსავალი მოელის. თუ ეს სიზმარი ისეთ პიროვნებას დაესიზმრა, ვინც შორს არის სოფლის მეურნეობისაგან ეს სხვა სფეროებში საქმიანობას მისი შრომის დაფასებას მოასწავებს

თესლი – თესლი სიზმარში წარმატების ნიშანია, თუმცა ეს წარმატება შეიძება ცოტა მოგვიანებით მოვიდეს

თეფში – ქალიშვილი, რომელსაც თეფშები ესიზმრება, მომჭირნე იქნება და იღბლიანად გათხოვდება

თვალი – სიზმარში თვალის ნახვა გაფრთხილებთ ფარულ მტერზე, რომელიც ხელსაყრელ დროს უცდის, რათა გავნოთ. იგივე შეიძლება ითქვას სასიყვარულო ურთიერთობებშიც.
ელამი თვალები–ნიშანია ვერაგობისა, ცბიერებისა. სიზმარში თქვენზე მოპყრობილი ცისფერი თვალები მიგანიშნებთ წარუმატებლობაზე, რომელიც გელით თქვენი თავდაუჯერებლობის მიზეზით. რუხი თვალები მიგანიშნებთ ცბიერ ადამიანთან დაკავშირებულ უსიამოვნებაზე.
თუ სიზმარში თქვენ თვალის ანთება გაქვთ ან კარგავთ თვალს–საგანგაშო მოვლენის ნიშანია. ასევე ცუდია სიზმარი, რომელშიც ცალთვალა კაცი გამოგეცხადებათ. ის ისეთ უბედურებას მოასწავებს, რომელიც არც კი დაგსიზმრებიათ

თვითმკვლელობა – თუ სიზმარში თავის მოკვლა გადაწყვიტეთ, ეს უბედურების ნიშანია, რომელიც დიდხანს არ მოგშორდებათ. თუ სიზმარში თვითმკვლელობის მოწმე გახდით ან მის შესახებ გაიგონეთ, ცხადში სხვისი წარუმატებლობა თქვენს საქმეებს ხელს შეუშლის. თუ ახალგაზრდა გოგონას ესიზმრა, რომ მისი შეყვარებული თვითმკვლელობით ამთავრებს სიცოცხლეს, ე.ი. იგი მას ღალატობს.

თივა – თივის ზვინი მიუთითებს, რომ ახლო მომავალში თქვენი საქმეები არც თუ წარმატებით წარიმართება, ხოლო ჯანმრთელობა გაგიუარესდებათ. დაფანტული თივა უშედეგო საქმიანობაზე მიანიშნებს. ქალისათვის თივის დასიზმრება უსარგებლო გარჯაზე მიუთითებს. თუ თივა იწვის, ეს სასიკეთო პერიოდის მოახლოებას მოასწავებს თქვენს ცხოვრებაში. თუ თივას პირუტყვს აჭმევთ, ცხადში გაჭირვებულ ადამიანებს დაეხმარებით. როცა თივით თქვენი სახლის სახურავს ფარავთ, ეს მოსალოდნელ უბედურებას მოასწავებს, რომლის ასაცილებლად დიდი ძალისხმევის დახარჯვა მოგიწევთ.
თუ თქვენ თივის ზვინს ამზადებთ, ეს კეთილის ნიშანია. გლეხისთვის ასეთი სიზმარი დიდი მოსავლის მომასწავებელია. ახლადმოთიბული ბალახის ზოლი სიზმარში უდიდესი წარმატების ნიშანია. თუ თივის ზვინები დაგესიზმრათ, სასიამოვნო და საჭირო ნაცნობობა გელით

თივის ლეიბი – თივის ლეიბი სიყვარულში სერიოზულ სიძნელეებს, გოგონასათვის კი ეჭვიანი მოწინააღმდეგის გამოჩენას მოასწავებს

თითები – თუ საკუთარი ცერი დაგესიზმრათ–ვიღაც თაღლითი მოგატყუებთ; თუ დიდი თითი გტკივათ, საქმეებში უსიამოვნებები არ აგცდებათ; თუკი სიზმარში თქვენს ხელს უყურებთ და ხედავთ, რომ ცერი არ გაქვთ, მოგელით მარტოობა და სიდუხჭირე. თუ ცერი არაბუნებრივად პატარაა, თქვენი სიხარული ხანმოკლე იქნება; თუ იგი არაპროპორციულად დიდია–გელით სწრაფი წარმატება.
რაიმეთი დასვრილი დიდი თითი იმაზე მიუთითებს, რომ თქვენ გრძნობებს აყევით და დიდ სიამოვნებას განიცდით. ძალზე გრძელი ფრჩხილი ცერზე–თქვენს საეჭვო სიამოვნებებზე ხელმოცარულობას გულისხმობს. თუ თითები ჭუჭყიანი და დაკაწრულია, ცხოვრებაში უსიამოვნებებს ელოდეთ.
თუ დაგესიზმრათ კარგად მოვლილი ლამაზი ხელები–თქვენი გულღიობა, კეთილგანწყობა და სიუხვე აღიარებას მოიპოვებს. თუ ხელზე თითები აქ გაქვთ, ეს მსხვილი მატერიალური დანაკარგის ნიშანია

თილისმა – თუ გესიზმრებათ, რომ თილისმას ატარებთ, ცხოვრებაში იმედიან მეგობარს შეხვდებით და ამა ქვეყნის უძლიერესის კათილგანწყობას მიაღწევთ. თუ ქალიშვილს ესიზმრება, რომ მას შეყვარებული თილისმას ჩუქნის, მისი ქორწინება ისეთი იქნება, როგორზეც ოცნებობდა

თირკმელები – საკუთარი თირკმელები–სერიოზული ავადმყოფობა ან ცოლქმრული უსიამოვნებებია. თუ გესიზმრებათ, რომ თირკმელები გაწუხებთ, ცხადში რაღაც ექსტრაორდინალური მოვლენის გამო უსიამოვნება შეგხვდებათ. თირკმელების ჭამა–უცნობისაგან თქვენ სასიყვარულო საქმეში ჩარევას ნიშნავს

თიხა – თიხა სიზმარში მიგანიშნებთ მოსალოდნელ გაკოტრებაზე. თუ თხრით ორმოს თიხიან ნაპირზე–ცხადში მოგიწევთ დათმობა მტრების ყველაზე დაუჯერებელი მოთხოვნებისადმი. მიწის თხრისას თუ უცბად წააწყდებით თიხას–ცუდი ნიშანია: თქვენი ყველა პროგრესული წამოწყება უკუღმა წავა. ქალისათვის ასეთი სიზმარი ნიშნავს უსიამოვნებას სიყვარულში, საზოგადოებრივ ურთიერთობებსა და ბიზნესში

თმები – თუ ქალი სიზმარში ხედავს თავის ლამაზ თმებს, მიანიშნებს ქარაფშუტულ საქციელზე, რომელსაც მერე ინანებს. კაცი თუ ხედავს თავის გამეჩხერებულ თმას, ე.ი. გაუმართლებელი დიდსულოვნება მიიყვანს გამუდმებული შიშით გამოწვეულ ავადმყოფობაზე. გაჭაღარავებული თმები სამწუხარო ნიშანია–მაუწყებელი სიკვდილისა ან გადამდები ავადმყოფობისა ოჯახში, ნათესავებში ან ახლო მეგობრებში.
თმებით დაფარული საკუთარი თავის ნახვა ნიშანია მიტევებისა და მოწყალებისა. ქალებისათვის კი თავისი ზნეობის საზიანოდ ახირების დათმობას ნიშნავს. თუ კაცს ესიზმრება, რომ აქვს შავი, ხვეული თმები, მას შეუძლია თავისი მომხიბვლელი ღიმილით აცდუნოს ადამიანები. ასევე შეიძლება მოიქცეს ის ქალთან მიმართებაში. ქალს შავი კულულები მიანიშნებს, რომ უნდა იფრთხილოს, თორემ გააუპატიურებენ.
მიჯნურზე ქერა თმების ნახვა ნიშნავს, რომ ღალატისათვის უარგყოფენ. მწითური თმები ყოველთვის ცვლილებებს მოასწავებენ. თუ სიზმარში თქვენ შავი თმები გაქვთ–ცხადში არ გაგიმართლებთ კარიერის არჩევანში. სუფთა და კარგად მოვლილი თმების ნახვა თქვენი ბედის უკეთესობისაკენ ცვლილებას გულისხმობს. თუ სიზმარში ძალიან მოკლედ იჭრით თმებს, მეგობრებს სიკეთისათვის სიკეთით გადაუხდით.
რბილი და მბზინავი თმების ნახვა–ბედნიერება და განცხრომაა. თუ ქალი ხედავს სიზმარში, რომ შავ თმებში ჭაღარებიც ურევია, მაშინ ის ძალიან მალე დადგება არჩევანის წინაშე და კარგად უნდა დაფიქრდეს, რომელი წინადადება მიიღოს, თორემ არჩევანმა შეიძლება დანაკარგი მოუტანოს. აწეწილი, მოუვლელი თმები–წარუმატებლობა, განხეთქილება და უსიამოვნებაა ოჯახში.
თუ ქალი სიზმარში ძლივს ივარცხნის აწეწილ თმებს, ის თავისი აუტანელი ხასიათის გამო დაკარგავს ღირსეულ ადამიანს. როცა ახალგაზრდა ქალი სიზმარში ხედავს ჭაღარა ქალს, მაშინ მის ოჯახში შემოვა მეტოქე. თუ სიზმარში თმებს გაჭრიან, ელოდეთ იმედგაცრუებას.
თუ ქალი სიზმარში მელოტდება, ბედი ზურგს აქცევს და თვითონ მოუწევს მუშაობა თავის სარჩენად. მამაკაცებს და ქალებს თოვლივით თეთრი თმები ჰპირდება სასიამოვნო ცნობას, მოგზაურობას, შეხვედრებს.
თუ მამაკაცი სიზმარში ქალს ეფერება თმებზე–ის მოიპოვებს კარგი მდგომარეობის მქონე ქალის სიყვარულსა და ნდობას, რომელიც საზოგადოების აზრს და განსჯას ყურადღებას არ მიაქცევს.
ყვავილები თმებში–ლაპარაკობენ მოახლოებულ უსიამოვნებაზე, რომელიც ახლოს ისე საშინელი არ აღმოჩნდება, როგორც შორიდან ჩანდა. თუ შეკრული ჭაღარა თმები იშლება, ელოდეთ უსიამოვნებას საქმეში–თქვენს ფერად ოცნებებს ავადმყოფობა დაჩრდილავს. ერთ ღამეში გაჭაღარავებული კაცის ნახვა ნიშნავს მწუხარებასა და სიღარიბეს. ახალგაზრდა ქალს ეს სიზმარი უქადის შეყვარებულის დაკარგვას ავადმყოფობის ან უბედური შემთხვევის გამო. მან ფრთხილად უნდა შეაფასოს თავისი გარემოცვა.

თმის დავარცხნა – თმის დავარცხნა ცუდი სიზმარია. იგი მეგობრებთან უსიამოვნებას, ახლობლის ავადმყოფობას და ქონების დაკარგვას ნიშნავს

თოვლი – თოვლი ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში ცხოვრებაში სერიოზული სიძნელეები გელოდებათ. ქარბუქი მოულოდნელ შფოთვას და შეძრწუნებას მოასწავებს ისეთი ამბის გაგების გამო, რომელსაც დიდი ხანია მოუთმენლად ელით. თუ სიზმარში თოვლს ჭამთ–მოსალოდნელია თქვენი იდეალების დამსხვრევა. ჭუჭყიანი თოვლი იმის ნიშანია, რომ ბედს დაემორჩილეთ და იმ ადამიანების დაცინვას, ვისაც ეჯავრებით, გულგრილად შეხვდებით.
თუ გესიზმრებათ, რომ თოვლი დნება, თქვენი დღევანდელი შიში დიდი სიხარულით შეიცვლება. თუ თოვლის ფიფქებს ფანჯრიდან უყურებთ–ახლო მომავალში საყვარელ ადამიანს წაეჩხუბებით, სიტუაციას დაამძიმებს ფულის უქონლობაც. თოვლით დაფარული მწვერვალი ნიშნავს, რომ თქვენი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად შეეცდებით დაუმსახურებელი წარმატებისათვის იბრძოლოთ.
ზამთრის მზით განათებული თოვლის პეიზაჟი თუ დაგესიზმრათ, ფორტუნა თქვენსკენ შემობრუნდება. თუ გოგონა ციგაზე ზის და თოვლში მიექანება, ცხადში თავისი სიყვარულისათვის ბრძოლა მოუწევს. გუნდაობა ოჯახურ სირთულეებს მოასწავებს, რომლის მოსაგვარებლად დიდ ძალისხმევას დახარჯავთ. თუ დაგესიზმრათ, რომ თოვლში დაიკარგეთ, თქვენს ცხოვრებაში უსიამოვნებების პერიოდი დაიწყება

თოლია – სიზმარში თოლიას ნახვა ცხადში თქვენი საქმიანი პარტნიორების სიძუნწესა და არაკეთილსინდისიერებას მოასწავებს. მკვდარი თოლიები მეგობრებთან განშორებას ნიშნავს

თრობა – თუ სიზმარში თვრებით, რეალურად გაქვთ ლტოლვა სიამოვნებისაკენ

თუთა – თუთის ნაყოფის ნახვა სიზმარში ნიშნავს უცაბედ ავადმყოფობას, რომლის გამოც აგერევათ ყველა გეგმები და ხელი შეგეშლებათ დასახული მიზნების განხორციელებაში. თუ სიზმარში მიირთმევთ თუთას–ელოდეთ მწარე გულგატეხილობას

თუთია – თუ სიზმარში თუთია დაგესიზმრათ, ცხადში სოციალურ კიბეზე სწრაფი და ენერგიული წინსვლა მოგიწევთ

თუთიყუში – თუთიყუში დროის ფუჭად გატარების სიმბოლოა. თუ მოლაპარაკე თუთიყუში დადუმდა, ეს ოჯახში უთანხმოების შეწყვეტას ნიშნავს. თუ გოგონას ესიზმრება, რომ მას თუთიყუში ჰყავს, შეყვარებული ცუდი ქცევის გამო უსაყვედურებს. თუ თუთიყუშს ლაპარაკს ასწავლით, მაშინ პირად საქმეში უსიამოვნებები გექნებათ. მკვდარი თუთიყუში მეგობრის დაკარგვას მოასწავებს

თხა – სიზმარში თქვენს ეზოში თხის ნახვა კარგი ნიშანია, რომელიც მოასწავებს მშვენიერ სეზონურ ამინდსა და მარცვლეულის კარგ მოსავალს. ასეთი სიზმარი შეიძლება ნიშნავდეს ასევე საქმიანობის კარგად წარმართვასა და ქონების ზრდას.
თუ სიზმარში თხა გრჩოლით, ფრთხილად იყავით კონკურენტებთან მიმართებაში, რომლებსაც ძალიან უნდათ თქვენი გეგმების გაგება. თუ ქალი თავის თავს ხედავს თხაზე მჯდომარეს, შესაძლოა თავისმა უღირსმა საქციელმა რეპუტაცია შეულახოს. თუ ქალი სიზმარში სვამს თხის რძეს, ის გათხოვდება მდიდარ ადამიანზე და იცხოვრებს ბედნიერად

თხილი – თხილის შეგროვება წარმატებულ მეწარმეობასა და ბედნიერ სიყვარულს გპირდებათ; თუ თხილს ჭამთ–შეძლებთ ნებისმიერი ოცნების ახდენას. თხილი ქალს უწინასწარმეტყველებს ბედნიერ მომავალს. ძირს მობნეული შემოსული თხილი გპირდებათ წყნარ ოჯახურ ცხოვრებას და კარგ შენაძენს

თხოვნა – თუ სიზმარში ვინმეს დაჟინებულ თხოვნას ასრულებთ, ცხადში ისეთი საქმე გაგიჩნდებათ, რომელიც დიდ დანახარჯებთან იქნება დაკავშირებული. თუ სიზმარში გადაუდებელი თხოვნით მოგმართავენ, ცხადში ხელმოკლედ იქნებით, მაგრამ, თქვენი ენერგიისა და მიზანსწრაფულობის წყალობით, გამოხვალთ ამ სიტუაციიდან. სიზმარში თქვენთვის წამოყენებული დასაბუთებული თხოვნა–თქვენს საქმეში დიდ წარმატებას გიწინასწარმეტყველებთ

თხრა – სიზმარში თხრა ნიშნავს, რომ წინ გელით ძნელი, მაგრამ არაღირებული ცხოვრება. თუ თქვენ ამოთხარეთ და იპოვეთ რაღაც მბრწყინავი ფასეულობა, ეს მოასწავებს თქვენი ბედის საკეთილდღეოდ შემობრუნებას, მაგრამ თუ ორმო ცარიელია, ე.ი. მოგელით უბედურება. თუ ორმოში, რომელიც ამოთხარეთ, წყალია, მიუხედავად თქვენი დიდი მცდელობისა, ვერ შეძლებთ მდგომარეობის შეცვლას

თხრილი – თხრილში ჩავარდნა დეგრადაციისა და პირადი დანაკარგის ნიშანია, მაგრამ თუ გადაახტით–გარშემომყოფებს გაუფანტავთ ყველა ეჭვს, რომელიც გამოწვეული იყო თქვენ მიერ გამოწვეული შეცდომებით

თხუნელა – თხუნელა გაფრთხილებთ, რომ გყავთ ფარული მტრები. თუ თქვენ დაიჭირეთ თხუნელა, შეძლებთ ყოველგვარი წინააღმდეგობის დაძლევას და დაიკავებთ განსაკუთრებულ მდგომარეობას თქვენს წრეში.

ია (იები) – თუ სიზმარში იებს უყურებთ, აგროვებთ და ამით სიამოვნებას იძენთ, ცხადში ბედნიერი შემთხვევა ძალზე საინტერესო ადამიანს შეგახვედრებთ. დამჭკნარი და გამხმარი იები უარყოფით სიყვარულს ნიშნავს

იანვარი – იანვარი სიზმარში იმის ნიშანია, რომ ბავშვები სადარდელს გაგიჩენენ და საქმიანი პარტნიორებიც თქვენგან დიდ ყურადღებას მოითხოვენ

იარაღი – ცეცხლსასროლი იარაღი უბედურების მომასწავებელია. თუ გესმით გასროლა–დანახარჯი გექნებათ. თუ თქვენ ესვრით ვიღაცას–უფრთხილდით უპატიოსნებას. თუ გესროლათ ვინმემ–არაკეთილმოსურნენი ბევრ თავსატეხს გაგიჩენენ; შესაძლოა ამას ავადმყოფობაც დაერთოს. გოგონას თუ ესიზმრება სროლა, ჩაითრევენ რაღაც სკანდალში, რომელიც მის რეპუტაციას შელახავს. გათხოვილ ქალს ასეთი სიზმრი უქადის უბედურებას, რომელშიც დამნაშავე მისი მეგობარი იქნება

იასპი (ქვა) –ბედნიერი სიყვარულის ნიშანია. თუ გოგონას დაესიზმრა ,რომ მან იასპის მორთულობა დაკარგა, მას და მის შეყვარებულს შორის მოულოდნელი გაუგებრობა მოხდება

იახტა – სიზმარში ლამაზი იახტის ნახვა სასიამოვნო დასვენების ნიშანია, რითაც თქვენ თავს განარიდებთ მომაბეზრებელ მეგობრებსა და ნათესავებს. თუ იახტა ნაპირზეა გამორიყული, ეს იმის ნიშანია, რომ გართობა არ დაგაკმაყოფილებთ და მოსაწყენად მოგეჩვენებათ

იგავ–არაკი – თუ გესიზმრებათ, რომ იგავ–არაკს ყვებით, სერიოზული არჩევანის წინაშე დადგებით, რისთვისაც საკუთარ თავში დარწმუნებული და თავდაჯერებული უნდა იყოთ. შეყვარებულებსა და გოგონებს ასეთი სიზმარი უსიამოვნებებსა და შეყვარებულის ღალატს უქადის. ახალგაზრდებს იგავების კითხვა ან მოყოლა ჰპირდება რომანტიკულ სიყვარულს. მითების მოსმენა ან საუბარი რელიგიურ თემებზე–ნიშანია ღვთისმოსაობისა

იდაყვები – იდაყვების ნახვა მიგანიშნებთ, რომ მოგიწევთ რაღაც, ძალზე დაძაბული სამუშაოს შესრულება, რომლისთვისაც მცირეოდენ გასამრჯელოს მიიღებთ. ახალგაზრდა ქალისათვის ეს წარმატებული ქორწინების პერსპექტივაა. თუ იდაყვები გასვრილია, მაშინ ის ხელიდან გაუშვებს გათხოვებისა და ამით მდგომარეობის გაუმჯობესების შანსს

იდეალი – თუ ახალგაზრდა ქალი სიზმარში ხედავს თავისი იდეალის მამაკაცს, ცხადში მას ელის მთელი რიგი უწყვეტი სიამოვნებისა და მრავალი სურვილის შესრულება. თუ უცოლო კაცი ნახავს თავის იდეალს–ეს საქმეში კარგი ცვლილებების ნიშანია

იდიოტი – თუ სიზმარში შეხვდით იდიოტს, ელოდეთ დანაკარგს. თქვენი თავის ნახვა იდიოტად–გეგმების ჩაფუშვას მოასწავებს. სიზმარი ჭკუასუსტ ბავშვებზე მოასწავებს დანაღვლიანებას და ბედის არასასურველ ცვლილებას

იეროგლიფები – იეროგლიფების დასიზმრება ნიშნავს, რომ თქვენი გაუბედაობა გახდება თქვენი გასაჭირისა და ფულადი დანაკარგის მიზეზი. თუ სიზმარში შეძლებთ იეროგლიფების წაკითხვას, სინამდვილეში შეძლებთ რაღაც სიძნელეების სწრაფად გადალახვას

იზოლირებული ბინა – თუ სიზმარში იმყოფებით იზოლირებული ბინის მისაღებ ოთახში, რაღაც მოულოდნელი მოვლენა დაგირღვევთ მშვიდ ცხოვრებას. თუ უბრალოდ, ათვალიერებთ იზოლირებული ბინის ოთახს, გახდებით სოლიდური ქონების პატრონი. თუ შორიდან ტკბებით ლამაზი შენობის ყურებით–გპირდებათ უკეთეს მომავალს

იმპერატორი ქალი – სიზმარი, რომელშიც გესიზმრებათ იმპერატორი ქალი, გაუწყებთ, რომ თქვენ მალე მოგანიჭებენ დიდ პატივს, მაგრამ თქვენი სიამაყე ბევრს უკან უბიძგებს და მათ მტრობისათვის განაწყობენ. იმპერატორისა და ქალი–იმპერატორის ნახვა განსაკუთრებით ცუდი არ არის, მაგრამ მომავალ სიკეთეს მაინც გიქადით

ინგლისელი – სიზმარში, რომელშიც თქვენ თავს ხედავთ ინგლისში ან ხვდებით ინგლისელს, გიქადით ხლაფორთსა და შიშს

ინდაური – ინდაურის დასიზმრება ბიზნესმენს ჰპირდება შემოსავალს საქმეში, ხოლო გლეხებს–მდიდარ მოსავალს. გასაყიდად გამზადებული ინდაურის ნახვა იმის ნიშანია, რომ თქვენი საქმეები გაუმჯობესდება.
ავადმყოფი ან მკვდარი ინდაურების ნახვა ნიშნავს გარემოების გამო შევიწროებას, რომელიც თქვენს სიამაყეს ტანჯვას მიაყენებს. თუ სიზმარში ჭამთ ინდაურის ხორცს–ელოდეთ სასიამოვნო მოვლენას. მფრინავი ინდაურის ნახვა ნიშნავს წარმატებასა და პოპულარობას, რომელიც უახლოეს მომავალში გეწვევათ.
ინდაურს ესროლოთ გასართობად, ნიშნავს, რომ თქვენს სიმდიდრეს ყოველთვის პატიოსანი გზებით არ მოიპოვებთ

ინვალიდი – ინვალიდის დასიზმრება გპირდებათ უსიამოვნო პარტნიორებს, რომლებიც შეეცდებიან თქვენი ინტერესების ხელყოფას. დასიზმრება, თითქოს თქვენ ხართ ინვალიდი–ნიშნავს, რომ გემუქრებათ უსიამოვნებანი

ინჟინერი – ინჟინრის დასიზმრება მოასწავებს საკმაოდ დამღლელ მოგზაურობას, მაგრამ სამსახსოვრო და მხიარულ შეხვედრებს

ინსტრუმენტები – სამუშაო ინსტრუმენტების დასიზმრება გპირდებათ რაღაც სამუშაოს წარუმატებლად დასრულებას. თუ გესიზმრებათ დამტვრეული ინსტრუმენტები, გემუქრებათ სერიოზული ავადმყოფობა, ნათესავის სიკვდილი ან წარუმატებლობა საქმეში.

ირემი – ირმის ნახვა სიზმარში კარგი ნიშანია–ახალგაზრდებს მტკიცე მეგობრობას, ხოლო ცოლ–ქმარს გაწონასწორებულ ცხოვრებას ჰპირდება. შველი სიმბოლოა საიმედო და სამართლიანი მეგობრებისა, შეყვარებულთათვის კი ნიშნავს ერთგულებასა და სიწმინდეს. თუ ირემი მიკალით, ცხადში მტრები მოგწამლავენ. ფერმერებისა და საქმიანი ადამიანებისათვის ირემზე ნადირობა საქმის ჩავარდნას ნიშნავს

ისარი – თუ სიზმარში ისარი გიჭირავთ ხელში, უსიამოვნებები დიდი ხნით დაგტოვებენ. გატეხილი ისარი სიყვარულში იმედგაცრუებას მოასწავებს

იხვები – გარეული იხვები წყნარი წყლის ზედაპირზე გპირდებიან ბედნიერ მოგზაურობას. შინაური იხვები–სახლის აყვავებას და კარგ მოსავალს იმას, ვინც მიწათმოქმედებით არის დაკავებული. თუ სიზმარში იხვებზე ნადირობთ, უნდა გადახედოთ დასახულ გეგმებს. მფრინავი იხვები მეტყველებენ იმაზე, რომ იღბალი თქვენ მიმართ იქნება კეთილგანწყობილი. შესაძლოა, კარგად დაქორწინდეთ და გადახვიდეთ ახალ სახლში, სადაც გეყოლებათ შესანიშნავი ბავშვები

იჯარა – თუ თქვენ სიზმარში იჯარით აძლევთ სახლს, ეს ნიშნავს თქვენს ცხოვრებაში ახალ, საკმაოდ შემოსავლიან მოლაპარაკებას. თუ გესიზმრებათ, რომ ვერ შეძელით საკუთარი ქონების იჯარით გაცემა, ეს ნიშნავს თქვენს არასაკმარის აქტივობას ცხოვრებაში: გმართებთ უფრო ენერგიული და დაჟინებული მოქმედება თქვენი მიზნის მისაღწევად.
სიზმარში საიჯარო ქირის გადახდა ცხადში დამაკმაყოფილებელი მდგომარეობაა ფინანსურ საქმიანობაში.თუ თქვენ სიზმარში არ გაქვთ იჯარის ქირის გადახდის საშუალება, ცხადში თქვენი საქმეები მალე წახდება, რასაც ხელს შეუწყობს თქვენი ელიტარული გართობები

კაბა – თუ გოგონას დაესიზმრა კარგად შეკერილი კაბა–მეგობრები აღტაცებულნი იქნებიან მისი ქცევით. თუ მას კაბა დაეხა, იგი უღირსად იქცევა და ამისთვის შენიშვნებს მიიღებს. თუ ქალი კაბას იზომებს, მალე თავის მეტოქეს შეხვდება. თუ მას დაესიზმრა, რომ ახალი კაბის საყიდლად გახდომას აპირებს, ცხადში იგი წარმატებას მოიპოვებს და თავის მეტოქეს აჯობებს

კადრილი – თუ თქვენ ცეკვავთ კადრილთან, ე.ი. გელოდებათ სასიამოვნო დროსტარება

კავალერია, ცხენოსანი ჯარი – კავალერიის დივიზიონის ნახვა მიგანიშნებთ პირად წარმატებასა და ჯილდოზე, მაგრამ თქვენს დაწინაურებას შეიძლება ახლდეს პატარა სენსაცია

კაზაკი – კაზაკის დასიზმრება ნიშნავს დამცირებას, ლაქას თქვენს რეპუტაციაზე, გამოწვეულს სულმდაბალი გართობითა და უზნეო საქციელით

კათედრა – სიზმარში კათედრის დასიზმრება მოასწავებს ნაღველსა და ჯავრს. თქვენი თავი ნახოთ კათედრასთან–ნიშნავს ავადმყოფობას ან სამუშაოს დამაკმაყოფილებელ შედეგს

კაიუტა – სიზმარში ხომალდის კაიუტაში ყოფნა ნიშნავს, რომ თქვენ გეწვევათ უბედურება, უფრო სწორედ, ეს იქნება სასამართლო პროცესი, რომელსაც წააგებთ თქვენი მოწმის არადამაჯერებელი ჩვენებით

კაკაბი – კაკაბის ნახვა სიზმარში გპირდებათ სიმდიდრის მოსაპოვებლად კარგი პირობების შექმნას. კაკაბის დაჭერა კაკანათით ნიშნავს, რომ თქვენი იმედები გამართლდება. კაკაბის მოკვლა–მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შესანიშნავად უძღვებით საქმეს, თქვენი ქონების დიდი ნაწილი სხვების ხელში გადავა. კაკაბის ჭამა–მიიღებთ კმაყოფილებას დამსახურებული პატივისაგან. მფრინავი ფრინველის ნახვა–ბრწყინვალე მომავლის პერსპექტივაა

კაკალი – კაკალი სიზმარში მაუწყებელია ჭეშმარიტი სიხარულისა და ბედის კეთილგანწყობისა. თუ სიზმარში თქვენ ამტვრევთ ჭიან კაკალს–თქვენი მოლოდინი შეიცვლება მწუხარებითა და იმედგაცრუებით. თუ ახალგაზრდა ქალი სიზმარში ხედავს, რომ ხელები გასვრილი აქვს კაკლით, ე.ი. მისი შეყვარებული თავის ყურადღებას გადაიტანს სხვა ქალზე, რის გამოც იგი ბევრს ინანებს გაუაზრებელი საქციელის გამო.

კაკანი, კრიახი – თუ სიზმარში გესმით ქათმების კრიახი–ნიშანია რაღაც ცნობისა, რომელიც გაგაოცებთ; შესაძლოა გაიგოთ ვიღაცის ნაადრევი სიკვდილი, შეიძლება, ავადმყოფობამ თქვენთვის საყვარელი ადამიანი გაკოტრებამდე მიიყვანოს

კაკაო – თუ კაკაო დაგესიზმრათ, მეგობრობას დაამყარებთ არასასიამოვნო ხალხთან სამსახურში დაწინაურების მიღწევის მიზნით

კალათი – თუ სიზმარში თქვენ მიგაქვთ სავსე კალათი, გელით უდიდესი წარმატება. ცარიელი კალათი მოგიტანთ მწუხარებასა და დაუკმაყოფილებლობას

კალეიდოსკოპი – სიზმარში კალეიდოსკოპის ნახვა თქვენს ცხოვრებაში სწრაფი ცვლილებებისა და მცირე სიხარულის მომასწავებელია

კალენდარი – თუ სიზმარში კალენდარში აწარმოებთ ჩანაწერებს–მთელი წლის განმავლობაში არ უღალატებთ თქვენს ჩვევებს და იქნებით წესიერი სიტყვასა და საქმეში. უბრალოდ, ნახვა კალენდრისა–გაწბილებაა თქვენს ვარაუდებში

კალია – კალია სიზმარში წინააღმდეგობებს მოასწავებს. იგი საქმეებში შეფერხებას ნიშნავს. თუ კალია ქალს დაესიზმრა, მას მომაბეზრებელი თაყვანისმცემელი გამოუჩნდება. თუ კალია ბოსტნეულზე მიცოცავს, უსიამოვნო მოვლენები თქვენს ინტერესებს ზიანს მიაყენებს. თუ კალიების გუნდით მინდორი დაიფარა–ეს ავადმყოფობის ნიშანია. თუ კალიების გუნდი მზეს ჩრდილავს–ცუდი ამბებია მოსალოდნელი

კალმახი – კალმახი სიმდიდრისა და ბედნიერების ნიშანია. ამავდროულად, მნიშვნელობა არ აქვს, კალმახს ნახავთ, დაიჭერთ თუ მიირთმევთ. მაგრამ თუ სიზმარში კალმახი ანკესს მოწყდა და წყალში ჩავარდა, თქვენი ბედნიერება დიდხანს არ გასტანს. თუ მას მღვრიე წყალში ხედავთ, თქვენ სიყვარულში იმედგაცრუება გელით

კალმისტარი – სიზმარში კალმისტრის ნახვა ნიშნავს, რომ თქვენი მიდრეკილება მოგზაურობების მიმართ სიკეთეს არ მოგიტანთ. თუ კალმისტარი სიზმარში არ წერს, ცხადში თქვენ ამორალურ ქმედებაში დაგადანაშაულებენ

კალომელი (ფარმ.) – სიზმარში კალომელის ნახვა ნიშნავს, ვიღაცას თქვენი მოტყუება უნდა და დარტყმის მოყენებას ცდილობს თქვენი მეგობრების დახმარებით, რომლებიც გაუცნობიერებლად მოქმედებენ. თუ ახალგაზრდა ქალს ესიზმრება, რომ იღებს კალომელს–ის გახდება მსხვერპლი ხრიკებში დაოსტატებული ადამიანებისა,რომლებსაც არ ენდობა. თუ სიზმარში ხედავს, რომ კალომელს იღებს გარედან–ე.ი. ის თვალს ხუჭავს ტყუილზე, რათა დატკბეს კმაყოფილებით, თუნდაც ხანმოკლე დროით

კამათელით თამაში – თუ სიზმარში თამაშობთ კამათელს, ე.ი. გელით წარუმატებელი თამაში ბირჟაზე, რასაც შედეგად მოჰყვება სიღარიბე და სასოწარკვეთილება, ასევე ინფექციური დაავადება. ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ხედავს, რომ მისი შეყვარებული ყრის კამათელს, ეს სიზმარი ფარდას ხდის მისი რჩეულის უმაქნისობას

კამათი, შეკამათება – უსაფუძვლო, ტყუილი კამათი სიზმარში ჯანმრთელობის გაუარესებას მოასწავებს; ეს, ასევე, გარშემომყოფთა უსაფუძვლო გაკიცხვასაც ნიშნავს. თუ სიზმარში მონაწილეობას ღებულობთ სამეცნიერო დისკუსიაში, ე.ი. თქვენში დაფარული ნიჭი იმალება, რომლის გამოვლენაც ძალზე გეზარებათ

კამეა – კამეას ნახვა ნიშნავს, რომ მალე რაღაც სამწუხარო მოვლენა მოითხოვს თქვენს ყურადღებას

კამეჩი – თუ ქალს ესიზმრება, რომ ხოცავს კამეჩებს, ის ხელს მოკიდებს რაღაც რთულ საქმეს, მაგრამ მიზანდასახულობისა და უანგარობის წყალობით დაიმსახურებს მამაკაცების კეთილგანწყობას და მიიღებს დიდი ხნის ნანატრს. ბევრისათვის სიზმარში კამეჩის ნახვა მოასწავებს ძლიერი, მაგრამ არც თუ ჭკვიანი, მოწინააღმდეგის გამოჩენას, თუმცა თავშეკავება და ტაქტიკური მოქმედება დაეხმარებიან გამკლავებაში

კამპანია – პოლიტიკური კამპანიის წარმოება ნიშნავს, რომ თქვენ არ ეთანხმებით კომერციული საქმიანობის წარმოების საზოგადოდ მიღებულ ხერხებს და თქვენს თავს უყენებთ საკუთარ პრინციპებს; მიუხედავად მტრების ხრიკებისა, შესაძლოა, რომ მათ, ვინც იმყოფებიან ხელისუფლებაში, წააგონ.
თუ გესიზმრებათ, რომ მრევლი ატარებს კამპანიას ცოდვიანობის წინააღმდეგ, ეს ნიშნავს, რომ ცხადში თქვენ მოგმართავენ თხოვნით, საქველმოქმედო ორგანიზაციას დაეხმაროთ პირადი სახსრებით. თუ ქალი ხედავს სიზმარში, რომ ინტერესდება გახრწნილ ქალთა წინააღმდეგ მიმართული კამპანიისადმი, ის შეძლებს რაღაც წინააღმდეგობის გადალახვას და საჭიროების შემთხვევაში სიმტკიცეს გამოიჩენს

კანარის ჩიტი – სიზმარში ნახოთ ეს ტკბილხმიანი მომღერალი–ნიშანია მოულოდნელი სიხარულისა. თუ ახალგაზრდებს ესიზმრებათ, რომ ეს ფრინველი ჰყავთ, ბედი მათ უმზადებს სამწერლო პოპულარობას, ოცნებებისა და ახალგაზრდული იმედების ასრულებას. თუ კანარის ჩიტს გჩუქნიან–მალე მემკვიდრეობას მიიღებთ. ფრინველის გამოშვება გალიიდან–ყველაზე სანუკვარი იმედების გაცრუებაა.
მომაკვდავი კანარის ჩიტი გაფრთხილებთ მეგობრის გაიძვერობაზე. მფრინავი და მხიარულად მოჭიკჭიკე ჩიტი გპირდებათ მდიდრულ აპარტამენტში დღესასწაულს და ცხოვრებას, რომელიც სავსე იქნება სინატიფით, შემოსავლითა და შესანიშნავი მეგობრებით. თუ ჩიტის ფერი უცნაური და არაბუნებრივად ნათელია–ე.ი. თქვენი იდუმალი ოცნება ფუჭია, ხოლო თქვენი თავდაჯერებულობა–ყველაზე დიდი მტერი. ქალი ასეთი სიზმრის მერე ფრთხილად უნდა იყოს, რათა მლიქვნელური დაპირებები მისი იმედგაცრუებით არ დამთავრდეს. ასეთი სიზმრის ზღაპრული სცენები ქალს კარგს არაფერს უქადის, რადგან ისინი დააბნევენ მას.

კანაფი – სიზმარში კანაფის ნახვა საწინდარია თქვენი წარმატებისა ნებისმიერ საქმეში, განსაკუთრებით კი მსხვილ ბიზნესში. ახალგაზრდა ქალი თუ სიზმარში გაურკვეველი მიზეზით მიდის კანაფის ველზე–ნიშნავს ჩხუბს და მეგობართან დაცილებას.
კანაფის თესლის დასიზმრება რეალურ ცხოვრებაში გპირდებათ მგრძნობიარე და ერთგული მეგობრის პოვნას. საქმიან ადამიანს ეს სიზმარი აფრთხილებს, რომ დადგა დიდი ფულის შოვნის დრო

კანის დაავადება – თუ სიზმარში ნახეთ, რომ კანის დაავადება გაქვთ, იგი შეიძლება ცხადშიც დაგემართოთ, მაგრამ ეს საშიში არ იქნება. თუ სიზმარში ეს ავადმყოფობა სხვა ადამიანებს დაემართათ, ცხადში დასახმარებლად ღარიბ–ღატაკები მოგმართავენ

კანფეტი – თუ გესიზმრებათ, რომ თქვენ თვითონ აკეთებთ კანფეტებს, ე.ი. ეს საქმიანობა იქცევა თქვენი კეთილდღეობის რეალურ წყაროდ. თუ სიზმარში გემრიელად მიირთმევთ კანფეტს, გელით გართობა მაღალ საზოგადოებაში და ახალი სიყვარული, მიუხედავად იმისა, ახალგაზრდა ხართ თუ არა. უგემური კანფეტი ნიშანია ავადმყოფობისა ან გაუწყებთ, რომ თქვენს კარგ სულიერ მდგომარეობას შეცვლის გაღიზიანება და გაბოროტება.
თუ თქვენ ჩუქნით ვიღაცას კანფეტს ყუთით–ცხადში მალე შესთავაზებთ ვინმეს წინადადებას

კაპიტანი – თუ სიზმარში გამოგეცხადათ ნებისმიერი ეკიპაჟის კაპიტანი, ეს ნიშნავს, რომ თქვენი კეთილშობილური მიზნები ასრულდება. თუ ქალს ესიზმრება, რომ მისი შეყვარებული კაპიტანია, მას ელის მწარე განცდები ეჭვიანობის ნიადაგზე

კარადა – თუ თქვენ რამეს ეძებთ კარადაში ან ნივთებს ალაგებთ თაროებზე, ცუდი წინათგრძნობა დაგეუფლებათ, მაგრამ ამის რეალური საფუძველი არ იარსებებს. თუ კარადაში ნივთები მოწესრიგებულად აწყვია, ცხადში დიდი წარმატება გელით

კარავი – თუ დაგესიზმრათ, რომ ცხოვრობთ კარავში, თქვენი ცხოვრება უახლოეს მომავალში რადიკალურად შეიცვლება. რამდენიმე კარავი ან კარვების ქალაქი–იმ ადამიანებთან ერთად მოგზაურობაა, რომლებიც თქვენ გულზე არ გეხატებათ. დახვეული ან ქარისაგან წაქცეული კარვები მოუსვენრობას მიანიშნებს

კარანტინი – თუ თქვენ სიზმრში იმყოფებით კარანტინში, თქვენ არც თუ კარგი მეგობრების ინტრიგების წყალობით აღმოჩნდებით რთულ სიტუაციაში

კარაქი – სიზმარში ახალი, ოქროსფერი კარაქის ჭამა ნიშნავს, რომ იქნებით ჯანმრთელი და თქვენი გეგმები წარმატებით რეალიზდება. შესაძლოა, თქვენ გახდეთ სოლიდური უძრავი ქონების მფლობელი და გაიფართოოთ თვალსაწიერი. თუ ჭამთ დამძაღებულ კარაქს, მომავალში მდგომარეობის მისაღწევად მძიმე შრომა მოგიწევთ. კარაქით ვაჭრობა შემატებას ნიშნავს, თუმცა უმნიშვნელოს.
კარაქის ათქვეფა სიზმარში–დაისახავთ ძნელად მისაღწევად მიზანს, მაგრამ თქვენი შრომისმოყვარეობითა და გულითადობით მიაღწევთ სასურველს და გახდებით მდიდარი ადამიანი. გლეხს ასეთი სიზმარი ჰპირდება კარგ მოსავალს, ქალს კი–მშრომელ და ენერგიულ მამაკაცს.

კარდინალი – სიზმარში კარდინალის ნახვა თავის ტანსაცმელში–წარუმატებლობაა. ცხოვრების გზაზე შეგხვდებათ იმდენი უბედურება, რომ იძულებული იქნებით გადასახლდეთ სადღაც შორეულ მხარეს ან სხვა ქვეყანაში, რათა ხელახლა დაიწყოთ თქვენი გაბზარული ცხოვრება. ქალისათვის ასეთი ცხოვრება სიკვდილს ნიშნავს, თუ ის ცხადში დაიჯერებს ტყუილ დაპირებებს. თუ მღვდელი, რომელიც გესიზმრებათ, თქვენი მოძღვარია და გესაჭიროებათ მისი მხარდაჭერა, განსაკუთრებით ცდუნებისას, ეს სიფრთხილისაკენ მოწოდების ნიშანია

კარეტა – თუ სიზმარში ხედავთ ეკიპაჟს, ცხადში გელით დაჯილდოება და ნაირგვარი ვიზიტები. კარეტით მგზავრობა–სწრაფი, მაგრამ ხანგრძლივი ავადმყოფობაა, რომლის შემდეგაც შეძლებთ დატკბეთ ჯანმრთელობითა და კარგი შესაძლებლობებით. თუ თქვენ ეძებთ ეკიპაჟს–მოგიწევთ ბევრი მუშაობა, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ საკმაოდ უზრუნველყოფილი იქნებით მატერიალურად

კარზე კაკუნი – თუ სიზმარში კარზე კაკუნი მოგესმათ, სასიამოვნო ამბავს გაიგებთ. თუ სიზმარში კაკუნის ხმამ გაგაღვიძათ, ახალი ამბავი ძალზე სასიამოვნო იქნება

კარი – თუ სიზმარში შედიხართ კარებში–თქვენი მცდელობა, განთავისუფლდეთ ცილისმწამებლებისა და არაკეთილმოსურნეებისაგან, ფუჭად ჩაივლის. ერთ–ერთი კარები, საიდანაც თქვენს სიზმარში შეგიძლიათ უშიშრად გამოხვიდეთ–ეს არის თქვენი ბავშვობის სახლი. ის მომავალში გპირდებათ შეძლებულად ცხოვრებასა და სასიამოვნო გარემოცვას.
თუ სიზმარში წვიმიან ღამეს შედიხართ კარში–ეს ქალს მიანიშნებს შეუფერებელ საქციელზე, კაცისთვის კი მეტყველებს მის უპატიებელ ნაკლზე, ასევე მომავალ საიდუმლო შეხვედრაზე. სხვა ხალხი, შემავალი და გამომავალი კარებიდან, რომლის წინაც თქვენ დგახართ–გაფრთხილებაა მოსალოდნელ სიძნელეებზე, რომლებსაც შეხვდებით თქვენი საქმეების წესრიგში მოყვანის მცდელობისას.
ეს სიზმარი განსაკუთრებით ცუდის მომასწავებელი ნიშანია პოლიტიკური მოღვაწისათვის. მწერალს ასეთი სიზმარი უწინასწარმეტყველებს, რომ მკითხველს არ მოეწონება მისი წერის მანერა და ისინი დაკარგავენ მისდამი ინტერესს. თუ კარი დახურვისას მოულოდნელად მოწყდება ანჯამებიდან და ამის გამო ვიღაც დაზიანდება, ასეთი სიზმარი მოასწავებს საშიშროებას თქვენი მეგობრისათვის, რომელსაც ცუდი რჩევა მიეცით.

კარნავალი – სიზმარში კარნავალში მონაწილეობის მიღება–იმის მომასწავებელია, რომ თქვენ მალე დატკბებით არაჩვეულებრივი გართობით ან დასვენებით. კარნავალი ნიღბებით ან მახინჯი, უაზრო კლოუნის ფიგურებით, ნიშნავს უთანხმოებას, განხეთქილებას სახლში და უპასუხო სიყვარულს

კარტოფილი – კარტოფილის ნახვა–კარგი ახალი ამბავია. სიზმარში კარტოფილის ამოღება–წარმატებული მომავლის ნიშანია. კარტოფილის ჭამა ნიშნავს არსებით სარგებელს. კარტოფილის მოხარშვა ან შეწვა–კარგი სამსახურის შოვნაა. თუ სიზმარში რგავთ კარტოფილს, ე.ი. თქვენი სურვილები ახდება. დამპალი კარტოფილის ნახვა მოასწავებს თქვენი სიხარულისა და კმაყოფილების დასასრულს, აგრეთვე ბინდით მოცულ მომავალს.

კარუსელი – თუ დაგესიზმრათ კარუსელი, ე.ი. თქვენი მცდელობა, მოიპოვოთ წარმატება ცხოვრებასა და სიყვარულში, ამაო აღმოჩნდება

კასრი – წყლით სავსე კასრი ოჯახში შემატების ნიშანია. ცარიელი კასრი უსიამოვნებას მოასწავებს: წარმატება გარკვეული დროით ზურგს გაქცევთ

კატასტროფა – თუ ნახეთ, რომ საქალაქო ავტოტრანსპორტით მოხვდით ავარიაში, გელოდებათ რაღაც საკუთრების დანაკარგი ან დაშავება. თუ ახალგაზრდა ქალი თავის თავს ხედავს კატასტროფის მონაწილედ, ე.ი. ის მალე განიცდის საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეულ სიმწარეს. მეზღვაურისთვის კატასტროფა ზღვაზე ნიშნავს უბედურებას და შემოსავლის დაკარგვას; მაგრამ თუ ხედავთ, რომ გადარჩით, მაშინ ცხადში თქვენ თავს დააღწევთ ძალზე სახიფათო სიტუაციას.
თუ სიზმარში გახდით სარკინიგზო კატასტროფის მონაწილე, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ანგარების მიზნით დაინტერესდებით რაღაც უბედური შემთხვევით ან წარმოგექმნებათ სიძნელეები ბიზნესში

კატაფალკა – კატაფალკა სიზმარში ნიშნავს დაძაბულობას ოჯახურ ურთიერთობაში და წარუმატებლობას საქმეებში. ასეთი სიზმარი მოასწავებს აგრეთვე მწუხარებას, ავადმყოფობას ან ახლობლის სიკვდილს. თუ სიზმარში კატაფალკამ გზა გადაგიღობათ–მოგიწევთ ბრძოლა სასტიკ მოწინააღმდეგესთან

კატები კატა სიზმარში ყოველთვის უბედურებას მოასწავებს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა თქვენ მოკლავთ მას ან გააგდებთ თქვენგან შორს. თუ კატა თავს გესხმით–თქვენი მტრები შეეცდებიან, ჩრდილი მიაყენონ თქვენს რეპუტაციას და გაანადგურონ; მაგრამ თუ შეძლებთ კატის გაგდებას, გადალახავთ ყველა წინააღმდეგობას და გახდებით მდიდარი და ცნობილი.
თუ კატა ჭუჭყიანი და გამხდარია–ელოდეთ ცუდ ამბებს: შესაძლოა, ვინმე თქვენი ახლობელი ავად გახდეს, მაგრამ თუ გააგდებთ კატას, იგი გამოჯანმრთელდება. სიზმარში კატის კრუტუნისა და კნავილის მოსმენა იმის მაუწყებელია, რომ თქვენი მეგობარი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გავნოთ. თუ სიზმარში კატამ დაგჩხაპნათ, თქვენი მტერი შეძლებს წაგართვათ შემოსავალი იმ საქმიდან, რომელზეც მრავალი დღე მუშაობდით.
თუ ახალგაზრდა ქალს ხელში უჭირავს კატა ან კნუტი. ის ჩათრეულ იქნება უკეთურ საქმიანობაში. სუფთა, თეთრი კატა ნიშნავს რაღაც ჩახლართულობას, რომელიც ერთი შეხედვით თითქოს უმნიშვნელოა, მაგრამ შეიძლება იქცეს ქონების დაკარგვისა და მწუხარების საბაბად. თუ მსხვილ ვაჭარს ესიზმრება კატა, მან სასწრაფოდ უნდა მიხედოს თავის საქმეს, რადგან კონკურენტებმა თითქმის უკვე გაანადგურეს მისი საქმის მართვის სისტემა და ის იძულებული იქნება მიიღოს ზომები და გაყიდოს თავისი საქონელი იაფად, რათა საბოლოო ჯამში მოიგოს.
ერთმანეთის გვერდით მშვიდად მყოფი კატა და გველი დასაწყისია სასტიკი ბრძოლისა. ეს ნიშნავს, რომ თქვენ, საიდუმლო ინფორმაციის მიღების მიზნით, თქვენთან იღებთ მტერს და გეჩვენებათ, რომ ეს თქვენ გეხებათ და საზოგადოების განსჯის საგნად არ უნდა იქცეს.

კაჭკაჭი კაჭკაჭი ყოველთვის ხანგრძლივ ჩხუბს მოასწავებს.ეს რომ თავიდან აიცილოთ, შეეცადეთ კარგად აწონ–დაწონოთ თქვენი საქციელი და ლაპარაკი.

კბენა – სიზმარში თუ მწერი გკბენთ–ელოდეთ ბოროტებასა და უბედურებას. თუ ასეთ სიზმარს ნახულობს გოგონა–ცხადში მას შეაწუხებს ნაღველი და სინანული მამაკაცებისადმი უჩვეულო მიმნდობლობის გამო.
თუ სიზმარში დაგკბინეს, მოასწავებს ავადმყოფობას და წარუმატებლობებს: შემთხვევითი შეცდომის გამო თქვენ შეიძლება გააფუჭოთ საქმე, რომელშიც ბევრი შრომა ჩადეთ

კბილები – თუ სიზმარში ნახავთ კბილებს, გელოდებათ ავადმყოფობასთან დაკავშირებული უსიამოვნება. თუ კარგავთ კბილებს–გელით წარუმატებლობა ან ცუდი ცნობა. თუ ექიმმა ამოგიღოთ კბილი, გელოდებათ ხანგრძლივი ავადმყოფობა, შესაძლოა სიკვდილიც.
თუ სიზმარში გიპლომბავენ კბილებს–ე.ი. მრავალგვარი გამოცდის შემდეგ თქვენ დაგიბრუნდებათ დაკარგული ღირებულებები. თუ სიზმარში იწმენდთ კბილებს–ბედნიერების შესანარჩუნებლად მოგიწევთ ბრძოლაც და მსხვერპლიც. თუ გესიზმრებათ, რომ გიდგამენ ხელოვნურ კბილებს–თავს დაგატყდებათ საშინელი ბოროტება, რომლისთვისაც მოგიწევთ თავის არიდება.
თუ სიზმარში კარგავთ კბილებს–ზრუნვის მძიმე ტვირთი გაანადგურებს თქვენს სიამაყეს და უარყოფითად იმოქმედებს საქმეზე. თუ დაგესიზმრათ, რომ კბილი ამოგძვრათ–ნიშნავს მოულოდნელ უბედურებას: ან თქვენი ბიზნესი იზარალებს, ან სიკვდილია სადმე ჩასაფრებული. თუ სიზმარში ათვალიერებთ თქვენს კბილებს–ყურადღებით უნდა იყოთ საქმესთან დაკავშირებით, რადგან თქვენი მტრები არ ისვენებენ.
თუ სიზმარში დამტვრეული კბილები გაქვთ–უფრთხილდით ჯანმრთელობას. თუ პირიდან აფურთხებთ კბილებს–ე.ი. ავადმყოფობა გემუქრებათ თქვენ ან თქვენს ნათესავს. არასწორი, გაფუჭებული კბილები ცუდია. იგი მის მნახველს მრავალ უსიამოვნებას უქადის: ესაა უძრავი ქონების დაკარგვა, პირადი გეგმებისა და იმედების მსხვრევა, სერიოზული ავადმყოფობა და, ასევე, ნერვების დასუსტება ჯანმრთელი ადამიანისათვისაც კი.
სიზმარში ერთი კბილის ამოვარდნა ცუდი ამბავია. თუ ორი–ელოდეთ რიგ უსიამოვნებებს, რომელშიც აღმოჩნდებით თქვენი გაუფრთხილებლობის წყალობით. თუ ამოვარდება სამი კბილი–გელით კატასტროფა. ნახოთ, როგორ გცვივათ კბილები–უმეტესად ვინმეს სიკვდილია. თუ კბილები გაფუჭებულია და ამიტომ გიღებენ–ასევე სიკვდილის ნიშანია, ოღონდ თქვენი.
თუ გესიზმრებათ, რომ კბილებიდან გცვივათ მუქი ნადები, კბილები კი თეთრი და ჯანმრთელნი ხდებიან ე.ი. მალე გამოჯანმრთელდებით. თუ სიზმარში აღფრთოვანებული ხართ თქვენი კბილების ბრწყინვალებითა და სილამაზით, გელით სასიამოვნო საქმიანობა და თქვენი სურვილის შესრულებით მიღებული სიხარული.
შესაძლოა, სიზმარში დაკარგეთ ერთი კბილი, მაგრამ მერე ენით დაუწყეთ ძებნა ამოვარდნილ ადგილს და ვერ იპოვეთ. შემდეგ ამ ღრმულს ეძებს ექიმი, მაგრამ გამოცანა ამოუხსნელი რჩება. ასეთი სიზმარი ნიშნავს, რომ გელით რაღაც შეხვედრა, რომელსაც საერთოდ არ ელით და გსურთ თავის არიდება, მაგრამ შემდეგში კვლავ გააგრძელებთ შეხვედრას იმ ადამიანთან და, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი მეგობრები არ იწონებენ ამას, მაინც მიიღებთ ამ შეხვედრისაგან დადებით ემოციებს.
თუ გესიზმრებათ, რომ ექიმმა მშვენივრად გაგისუფთავათ კბილები, მაგრამ შემდეგში აღმოაჩინეთ, რომ ისინი კვლავ გაყვითლდნენ, ე.ი. თქვენ გჯერათ, რომ ვიღაც პიროვნება იცავს თქვენს ინტერესებს, მაგრამ მალე აღმოაჩენთ, რომ ის ვერ უმკლავდება ვიღაც

კბილის საწმენდი სიზმარი, რომელშიც ნახულობთ კბილის საწმენდს, მიგანიშნებთ, რომ ბოროტება და უმნიშვნელო გაბრაზება ვერაფერს გავნებთ, ოღონდ იმ პირობით, თუ თავს ფლობთ. თუ სიზმარში ხმარობთ კბილის საწმენდს–ე.ი. მალე გაანაწყენებთ მეგობრებს.

კედარები – მწვანე და მაღალი კედარები მოასწავებენ რაღაც სასიამოვნო წარმატებას. გამხმარი და ავადმყოფი კედარები იმედგაცრუებას. ასეთი სიზმრის ნახვის შემდეგ კეთილის მოლოდინი ნუღარ გექნებათ

კედელი – თუ გზაზე კედელი გადაგეღობათ, ცხადში ზეწოლას ვერ გაუძლებთ და იძულებული გახდებით, უარი თქვათ იმაზე, რასაც უკვე მიაღწიეთ. თუ სიზმარში კედელზე გადადიხართ, ცხადში თქვენი მიზნების მისაღწევად ყველა წინააღმდეგობას გადალახავთ. კედელში გაკეთებული ხვრელი თქვენი სულის სიმტკიცეზე მიუთითებს, რომლის გამოვლენით ყველა წინააღმდეგობას გადალახავთ.
დანგრეული კედელი–მტრებზე გამარჯვებას მოასწავებს. თუ დაგესიზმრათ, რომ კედელს აშენებთ, წარმატების მისაღწევად მოგიწევთ საკუთარი ცხოვრების დეტალურად დაგეგმვა. თუ სიზმარში ქალი მიფოფხავს კედელზე, მისი ბედნიერება მყარი იქნება. თუ ქალი ვინმეს ემალება კედლის უკან, ცხადში მას თავისი სიყვარულის შერცხვება. თუ იგი კედელთან სეირნობს, ცხოვრებაში იგი ძალიან გალამაზდება

კეთილგანწყობა – თუ სიზმარში ვიღაცის კეთილგანწყობას ეძებთ, ე.ი. თქვენ მალე გამდიდრდებით და გაჭირვება უკან დარჩება. თუ ვინმეს ჩუქნით თქვენს კეთილგანწყობას–გელით დანაკარგი

კენგურუ – კენგურუ სიზმარში ნიშნავს, რომ თქვენ გააცურებთ თქვენს ძლიერ მტრებს, რომლებიც ოცნებობენ, ცუდად წარმოგადგინონ იმ ადამიანებთან, რომელთა გადმობირებასაც ცდილობთ თქვენს მხარეზე. თუ კენგურუ გესხმით თავს, თქვენი რეპუტაცია საფრთხეშია. თუ კლავთ კენგურუს–გელით წარმატება თქვენი მტრების ეშმაკობისა და მოქმედების მიუხედავად. კენგურუს თავშესაფარი მიგითითებთ, რომ თქვენ პატიოსანი წარმატების გზას ადგახართ.

კენჭის ყრა, ხმის მიცემა – თუ სიზმარში ბიულეტენს აგდებთ ამომრჩევლის ყუთში–გელით სულიერი აფორიაქება, რომელიც გავლენას მოახდენს თქვენს მეგობრებზე და ახლობლებზე. თუ ხმის მიცემისას ეშმაკობთ–ე.ი. თქვენი უპატიოსნება იმოქმედებს თქვენს საუკეთესო პარტნიორზე.

კერპი – კერპებისადმი თაყვანისცემა სიზმარში ნიშნავს, რომ თქვენ ზედმეტად წვრილმანი საქმიანობით მიიწევთ დიდებისა და წარმატებისაკენ. კერპების უარყოფა ნიშნავს, რომ თქვენ ხართ თავდაჭერილი ადამიანი–ვერაფერი ვერ შეგაჩერებთ საყოველთაო პატივისცემის მოპოვების სწრაფვისაგან.
თუ ხედავთ, სხვები როგორ სცემენ კერპებს თაყვანს, ეს მიანიშნებს თქვენს უთანხმოებაზე უახლოეს ადამიანთან. კერპთაყვანისმცემლობის განსჯა გიქადით პოპულარობასა და პატივს, რაშიც დაგეხმარებათ თქვენი უნარი–ჩასწვდეთ ადამიანების შესაძლებლობებსა და მიდრეკილებებს.

კვანძი – თუ სიზმარში კვანძს ხსნით–ცხადში დაიწყებთ წვრილმანებზე წუხილს. კვანძის შეკვრა–გამოიჩენთ გაბედულებას და თავს დააღწევთ თქვენთვის არასასიამოვნო ადამიანს

კვარტეტი – თუ სიზმარში ხედავთ კვარტეტს ან მღერით მასში–გპირდებათ თქვენი საქმის მომგებიან წარმართვას, მხიარულ მეგობრებს და სასიამოვნო დროსტარებას. სიზმარში კვარტეტის დაკვრის ნახვა და მოსმენა ნიშანია იმისა, რომ თქვენ ჯიუტად ცდილობთ თქვენთვის მიუღწეველი რაღაცის მიღწევას

კვერთხი – თუ დაგესიზმრათ, რომ ხელში კვერთხი გიჭირავთ, მეგობრები თავიანთ წინამძღვრად, ლიდერად აგირჩევენ, ხოლო თქვენ მათ იმედებს გაამართლებთ. თუ კვერთხი სხვას უჭირავს, ცხადში ინიციატივის გამოვლენას უფრო სხვა ადამიანის დამორჩილებას ამჯობინებთ.

კვერცხი – თუ კვერცხებიანი ჩიტის ბუდე დაგესიზმრათ, ბედნიერი ქორწინება გელით. არ არის გამორიცხული, რომ დიდძალი მემკვიდრეობაც მიიღოთ. ქალისათვის ასეთი სიზმარი იმის ნიშანია, რომ ხშირად იცვლის თავის გატაცებებს. თუ სიზმარში კვერცხს მიირთმევთ, თქვენ სადარდებელი გაგიჩნდებათ.
გატეხილი კვერცხები იმის ნიშანია, რომ ბედი ძვირფას საჩუქრებს გიბოძებთ, თქვენი ჭკუითა და ამაღლებული გრძნობებით საყოველთაო აღიარებას მოიპოვებთ. გაფუჭებული კვერცხები მატერიალურ დანახარჯს მოასწავებენ, კვერცხებიანი კალათი კი სარფიან საქმეებში მონაწილეობას გპირდებათ

კვიცი, ულაყი – სიზმარში კვიცის ნახვა მაუწყებელია იმისა, რომ თქვენთვის დგება კარგი დრო და თქვენს გარემოცვაში დაიკავებთ ღირსეულ ადგილს.
ლამაზ კვიცზე ჯდომა და სეირნობა ნიშნავს, რომ თქვენი პრესტიჟი და საზოგადოებრივი მდგომარეობა ძალიან მალე გაიზრდება, თუმცა ეს მოხდება თქვენი შეხედულებებისა და პრინციპების ხარჯზე. გაშმაგებული კვიცის ნახვა გაფრთხილებთ იმაზე, რომ გარემომცველი ფუფუნება გაქცევთ ამპარტავან და ქედმაღალ ადამიანად, ეს კი დაგაცილებთ მეგობრებს და გიბიძგებთ საეჭვო გართობისკენ

კიბე – ფართო, ლამაზი კიბე ნიშნავს აღმასვლას. ასვლა კიბეზე–გალაღება და უღრუბლო ბედნიერებაა. კიბეზე ჩასვლა–არც ერთ საქმეში არ გაგიმართლებთ. ფართო, ლამაზი კიბის ნახვა–სიმდიდრისა და პატივის მაუწყებელია. კიბეზე ჩამავალი ხალხის ნახვა ნიშნავს, რომ კმაყოფილებას შეცვლის უსიამოვნო მოვლენები. კიბის საფეხურზე ჯდომა–კეთილდღეობისაკენ ნელი სვლაა. თუ ჩამოვარდით კიბიდან, ე.ი. იქნებით ზიზღისა და შურის ობიექტი

კიბორჩხალები = თუ დაგესიზმრათ კიბორჩხალები, ე.ი. შეგხვდებათ უამრავი პრობლემა, რომელთა გადასაწყვეტად დაგჭირდებათ გონიერების მოხმობა. შეყვარებულებს ასეთი სიზმარი უწინასწარმეტყველებს არშიყობის ხანგრძლივ პერიოდს

კითხვა – თუ სიზმარში კითხვით ხართ დაკავებული, ცხადში წარმატებით გაართმევთ თავს იმ ამოცანებს, რომელიც თავდაპირველად შეუსრულებელი გეგონებათ. თუ სიზმარში სხვა პიროვნება კითხულობს–ცხადში მეგობრები გვერდში დაგიდგებიან, და თქვენი საქმეები საუკეთესოდ აეწყობა.
თუ სიზმარში გაურკვეველი ტექსტის გარჩევას ცდილობთ, ცხადში მოუსვენრობა და იმედგაცრუება დაგეუფლებათ. თუ სიზმარში ვინმეს თხოვთ რაიმე ტექსტის წაკითხვას ან მასთან ერთად განიხილავთ წაკითხულ ტექსტს, ცხადში ამ სფეროში დიდ წარმატებას მიაღწევთ.

კირი – სიზმარში კირის ნახვის შემდეგ გაჭირვება დროებით დაგაკარგვინებთ წონასწორობას, მაგრამ გონს მოეგებით, რათა უფრო თავდაჯერებული და წარმატებული გახდეთ, ვიდრე იყავით

კისერი – თუ სიზმარში საკუთარ კისერს ათვალიერებთ, ცხადში თქვენი ოჯახური უსიამოვნებები სამსახურზეც აისახება. თუ სიზმარში ვინმეს კისერი მოგწონთ, ე.ი. ცხადში, საკუთარი ცინიზმის გამო, შეეცდებით ვიღაცის ოჯახის დანგრევას. თუ ქალს დაესიზმრა, რომ ძალზე წვრილი კისერი აქვს, იგი რეალურ ცხოვრებაში ახლობლების მიმართ ანჩხლი და მოუთმენელი იქნება. საჭიროა, მან თავი ხელში აიყვანოს

კიტრი – კიტრის დასიზმრება ჯანმრთელობისა და საქმეებში წინსვლის საწინდარია; თუ ავად ხართ, მალე გამოჯანმრთელდებით; თუ შეყვარებული ხართ–თქვენი სიყვარული ბედნიერი იქნება

კლარნეტი – კლარნეტის ნახვა მიუთითებს თქვენს თავქარიან საქციელზე, რომელიც ჩრდილს მიაყენებს თქვენს ღირსებას. თუ კლარნეტი გატეხილია, გამოიწვევთ მეგობრის უკმაყოფილებას

კლდეები – სიზმარში ნანახი კლდეები საქმეში წარუმატებლობასა და ნათესავებთან ურთიერთობაში გაურკვევლობას მოასწავებს. თუ კლდეზე მიცოცავთ, ეს არსებული მდგომარეობიდან თავდაღწევის დიდ სურვილზე მიუთითებს

კლიტის ჭუჭრუტანა – თუ სიზმარში ვინმეს უთვალთვალებთ კლიტის ჭუჭრუტანიდან, ცხადში ვიღაცას ავნებთ სხვისი საიდუმლოს გამხელით.თუ სიზმარში თქვენ დაიჭირეთ ადამიანი, რომელიც სხვას უთვალთვალებდა, ცხადში მოჩვენებითი მეგობრები უსირცხვილოდ დაიწყებენ ქექვას თქვენს საქმეებში, რათა თქვენზე მაღლა დადგნენ. თუ სიზმარში ვერ აგნებთ კლიტის ჭუჭრუტანას–მოულოდნელად ზიანს მიაყენებთ თქვენს მეგობარს

კნუტი – თუ ხედავთ კნუტებს, გექნებათ მცირე უსიამოვნებანი–დაიწყებთ ფიქრს დაკარგულ სამუშაოზე, მაგრამ ეს ფიქრები მაშინვე გაქრებიან, თუ სიზმარში მოკლავთ კნუტს. ნახვა, თუ გველი როგორ კლავს კნუტს, ნიშნავს, რომ თქვენ გყავთ მტრები, რომლებიც ცდილობენ გაზარალონ, თუმცა ამით მხოლოდ თავს ივნებენ.
ახალგაზრდა ქალისათვის ლამაზი, ფუმფულა, თეთრი კნუტის ნახვა ნიშნავს, რომ მას ტყუილების ბადეში გაახვევენ, მაგრამ ნათელი განსჯა და გონება დაეხმარებიან მდგომარეობიდან თავის დაღწევაში. თუ კნუტი ჭუჭყიანი და გამხდარია, სიზმრის მნახველი ცხოვრებაში გახდება ვიღაცის უმსგავსი საქციელის მსხვერპლი

კომბოსტო – სიზმარში კომბოსტოს ნახვა ყოველთვის ცუდია. ეს არის ყოველგვარი უწესრიგობის ნიშანი. მწვანე კომბოსტო–ცბიერებაა სიყვარულში და ღალატი ოჯახურ ცხოვრებაში. თუ თქვენ ჭრით კომბოსტოს, სიზმარი გაფრთხილებთ, რომ თქვენი უაზროდ ხარჯვის ჩვევა დამღუპველია

კომედია – თუ თქვენ ესწრებით მსუბუქ, მხიარულ სპექტაკლს თეატრში, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გახდებით სულელური გართობის უნებლიე მონაწილე. სიზმარში კარგი კომედიის ნახვა გპირდებათ მცირე კმაყოფილებასა და სასიამოვნო ზრუნვას

კომერცია – თუ სიზმარში დაკავებული ხართ კომერციით–საკმაოდ კარგად ისარგებლებთ თქვენ წინაშე წარმოქმნილი მდგომარეობით. თუ სიზმარში კომერციული საქმიანობისას განიცდით წარუმატებლობას, ეს მიგანიშნებთ მღელვარებასა და პრობლემებზე რეალურ ცხოვრებაში

კომეტა – სიზმარში კომეტას ნახვა ცაზე ნიშნავს, რომ გელით მოულოდნელი გამოცდა, რომელსაც თქვენ გმირულად გაუმკლავდებით და შედეგად მიაღწევთ დიდების მწვერვალს. ახალგაზრდა ქალს კომეტა უქადის მძიმე დანაკარგსა და მწუხარებას

კომპასი – კომპასი სიზმარში ნიშნავს, რომ თქვენი მიზნის მიღწევისათვის ბრძოლისას თქვენი მოქმედება მოექცევა ძალიან ვიწრო ჩარჩოში. გამარჯვება იქნება ძნელი, მაგრამ დამსახურებულ ღირსებას მოგიტანთ. სიზმარში თუ ჩვეულებრივი ან საზღვაო კომპასი ნახეთ, ე.ი. გიმართლებენ გარემოებები და პატიოსანი ადამიანები. არასწორი მიმართულების მაჩვენებელი კომპასი მაუწყებელია დანაკარგისა და სიცრუისა

კონვერტი – კონვერტი სიზმარში გპირდებათ არც თუ ისე სასიხარულო ახალ ამბებს

კონცერტი – სიზმარში თუ გესმით მშვენიერი მუსიკის ხმა, ეს გპირდებათ ბრწყინვალე გართობას, მწერალს კი–წარმატებულ ლიტერატურულ მოღვაწეობას. ახალგაზრდა გოგონას ასეთი სიზმარი ჰპირდება ღვთაებრივ სიყვარულს, ბიზნესმენს კი საქმის კარგად წარმართვას.
კონცერტი მომღერლებისა და ბალეტის მსახიობების მონაწილეობით ნიშნავს, რომ თქვენი მეგობრები იქნებიან უმადურები და, შესაძლოა, თქვენ გვერდით აღმოჩნდნენ არასასურველი თანამგზავრები, ბიზნესის ჩარჩოები დავიწროვდება

კორსეტი – სიზმარში კორსეტის ნახვა ნიშნავს, რომ უკმაყოფილო იქნებით იმ ყურადღებისა, რომელიც თქვენ თვითონ მოიპოვეთ. თუ ქალი ნერვიულობს კორსეტის გახსნისას ან შეკვრისას, ე.ი. მას აქვს მეგობრებთან წაჩხუბების მიდრეკილება უმნიშვნელო მიზეზზე

კოქსი – კოქსი თუ დაგესიზმრათ, უახლოეს მომავალში ელოდეთ უბედურებასა და უთანხმოებას.

კოქტეილი – სიზმარში კოქტეილის ნახვა ცუდი ნიშანია და ნიშნავს, რომ თქვენ აბნევთ მეგობრებს თქვენი მიდრეკილებებით და გართობით უწესო და თავქარიანი ადამიანების საზოგადოებაში, რაც სხვა პიროვნებად გაქცევთ. ქალებს ასეთი სიზმარი უქადის აწეწილ ცხოვრებას, რომელიც არ ემორჩილება მიღებულ ნორმებს

კოღო – თუ სიზმარში ნახეთ კოღო, მაშინ თქვენი მტრების წინააღმდეგ მიმართული თქვენი ძალისხმევა ამაოა, რადგან ეს ადამიანები ძალიან გაზარალებენ. თუ კლავთ კოღოებს, ბოლოს და ბოლოს, დაძლევთ სიძნელეებს და იქნებით მდიდარი და ბედნიერი

კოშკი – თუ დაგესიზმრათ კოშკი, ე.ი. ცხოვრებაში დიდი წარმატებების მიღწევა გსურთ. თუ სიზმარში აძვერით კოშკზე–ბევრს მიაღწევთ, მაგრამ თუ კოშკი მაშინვე დაინგრა, როგორც კი ჩამოხვედით–იმედი გაგიცრუვდებათ

კოშმარი – კოშმარული სიზმრები,ჩვეულებრივ, მიანიშნებენ ჩხუბსა და უთანხმოებაზე. ახალგაზრდა ქალს მსგავსი სიზმარი უწინასწარმეტყველებს სხვადასხვა ხასიათის იმედგაცრუებას და აფრთხილებს, რომ მას დაუმსახურებლად უგულებელყოფენ; ასევე მოუწოდებს, რომ ყურადღებით მოეკიდოს თავის ჯანმრთელობასა და კვებას

კოცნა – თუ სიზმარში ბავშვები კოცნიან ერთმანეთს, ოჯახში მშვიდობა და სიწყნარე იქნება; დედის კოცნა–საქმეში წარმატება და მეგობრების პატივისცემაა; ძმის ან დის კოცნა–მტკიცე მეგობრობა; შეყვარებულების კოცნა ბნელ ადგილას–საშიშროების ნიშანია; თუ იგივე სინათლეში ხდება–თქვენ კეთილშობილი იქნებით ქალების მიმართ. უცნობი ქალის კოცნა–უსინდისო საქციელის ნიშანია.
თუ მეტოქე კოცნის თქვენს შეყვარებულს, ცხადში მის პატივისცემას დაკარგავთ. ცოლ–ქმრისათვის სიზმარში კოცნა მთელი ცხოვრების მანძილზე სულიერ თანხმობას ნიშნავს. მტრის კოცნა–მეგობართან შერიგებაა. თუ გოგონას დაესიზმრა, რომ იგი დაინახეს შეყვარებულის კოცნის დროს, ე.ი. მეგობრები მას მკაცრად მოექცევიან. ჰაეროვანი კოცნა მგზავრობას ნიშნავს, რომლითაც ძალიან კმაყოფილი დარჩებით

კოჭლი – კოჭლის დასიზმრება–აუსრულებელი იმედებისა და ადამიანებზე იმედგაცრუების ნიშანია

კოჭლობა – საკუთარი კოჭლობა სიზმარში უმნიშვნელო წარუმატებლობას მოასწავებს. თუ სხვა ვინმე კოჭლობს, ცხადში თქვენი მეგობარი რაღაცით გაწყენინებთ

კოხტაპრუწა – თუ სიზმარში თვით კმაყოფილ პიროვნებას ნახავთ–არასწორი ზრახვები გამოძრავებთ, საჭიროა სულიერებაზე მეტად იზრუნოთ

კრავი – თუ მდელოზე ნახეთ კრავები,ეს მყარი და ხანგრძლივი მეგობრობის ნიშანია. გლეხისათვის ეს სიზმარი უხვი მოსავლის სიმბოლოა. მკვდარი კრავი სიღატაკეს მოასწავებს. კრავის თეთრ ბეწვზე სისხლი იმაზე მიუთითებს, რომ თქვენ უსამართლო ბრალდების ობიექტი გახდებით.
თუ სიზმარში ფარადან დაკარგულ კრავს ეძებთ, საქმეში მეტი დაფიქრება გმართებთ. თუ დაგესიზმრათ, რომ კრავს კლავენ, ისეთი კეთილდღეობის ნიშანია, რომლისთვისაც ბევრი რაიმეს დათმობა მოგიწევთ. ცხვრის შემწვარი ხორცი ავადმყოფობის ნიშანია.
თუ კრავი დედის რძეს წოვს, თქვენს სახლში მშვიდობა და სიმშვიდე დაისადგურებს. თუ კრავს მგელი მიათრევს, ეს სიზმარი გაფრთხილებთ თქვენც და თქვენს ახლობლებსაც–არ გახდეთ ინტრიგების მსხვერპლი. თუ კრავის ბღავილი გესმით, ცხადში თქვენი დიდსულოვნების გამო გარშემომყოფთა პატივისცემას დაიმსახურებთ.
გათოშილი კრავები იმედგაცრუებას ნიშნავს. თუ კრავი ხელში გიჭირავთ–თქვენ მიმართ დიდ მზრუნველობას და ყურადღებას გამოიჩენენ. თუ კრავს კრეჭთ, ეს პარტნიორებთან თქვენს პატიოსან დამოკიდებულებას მოასწავებს, მაგრამ თქვენ, ამავე დროს, მკაცრი და შეუწყნარებელი იქნებით

კრემაცია – სიზმარში კრემაცია ნიშნავს, რომ მოწინააღმდეგეები საქმიან წრეებში თქვენს გავლენას შეასუსტებენ. თუ თქვენ გიკეთებენ კრემაციას, გელით წარუმატებლობა მეწარმეობაში, განსაკუთრებით, თუ მოისმენთ უცხოთა რჩევებს და არ დაუჯერებთ თქვენს ინტუიციას

კუ – თუ კუ დაგესიზმრათ, ცხადში რაღაც სასიამოვნო ამბავი სიხარულს მოგიტანთ და ძალას შეგმატებთ, რაც მომენტალურად აისახება თქვენს საქმეებზეც. სიზმარში კუს წვნიანის ჭამა–საეჭვო სიამოვნებებია.

კუდი – თუ რაიმე ცხოველის კუდი დაგესიზმრათ, მწუხარე მომავალი გელოდებათ. თუ სიზმარში რამეს აჭრით კუდს, უბედურება თქვენივე გაუფრთხილებელი საქციელის გამო მოგელით. თუ დაგესიზმრათ, რომ კუდი გაბიათ და იგი გაგეზარდათ, ცხადში თქვენი ცუდი განწყობილება გარშემომყოფთა ნერვიულობის მიზეზი გახდება. სანამ გვიან არ არის, სჯობს გადახედოთ თქვენს დამოკიდებულებას ადამიანებთან

კუზი – სიზმარში კუზიანის ნახვა ნიშანია თქვენი მომავალი გეგმების მოულოდნელი გართულებისა.

კუთხე – თუ სიზმარში შიშით იმალებით კუთხეში, უსიამოვნებები გელით. თუ გესიზმრებათ, რომ უცხო ხალხი კუთხეში რაღაცაზე ჩურჩულებს, ე.ი. მტრები ცდილობენ დათრგუნონ თქვენი ნებისყოფა; შესაძლოა, აგრეთვე, რომ ვიღაც თქვენი მეგობრებიდან თქვენდამი გულწრფელი არ იყოს.

კუნძული – თუ დგახართ კუნძულზე სუფთა წყლის გარემოცვაში–გელით მშვენიერი მოგზაურობა ან ქორწინება. გაპარტახებული კუნძულის დასიზმრება დაგაკარგვინებთ მდგომარეობას და გაუბედურდებით.
გამწვანებული კუნძულის ნახვა–თქვენი მწუხარება სიმშვიდითა და თავისუფლებით შეიცვლება. გარშემომყოფნი, დამსახურებისამებრ, მადლიერნი იქნებიან. ხალხი კუნძულზე–მოასწავებს თქვენს ხანგრძლივ ბრძოლას საზოგადოებაში უფრო მაღალი მდგომარეობის დასაკავებლად

კურდღელი – თუ სიზმარში ხედავთ თქვენგან გაქცეულ კურდღელს, ე.ი. მოულოდნელად დაკარგავთ რაღაც ფასეულს. თუ შეიჩვიეთ კურდღელი–თქვენ გარშემო იქნებიან კარგი, მაგრამ არაინტელექტუალური კეთილისმსურველები. მკვდარი კურდღელი მომასწავებელია ახლობლის სიკვდილისა. კურდღლის ნახვა, რომელსაც ძაღლები მისდევენ–მაუწყებელია თქვენს ახლობლებს შორის ჩხუბისა და უთანხმოებისა და მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ძველი მეგობრული ურთიერთობის აღდგენა. თუ სიზმარში ესვრით კურდღელს, ცხადში იძულებული იქნებით, ახლობლებთან მიმართებით, მიიღოთ ძალიან მკაცრი ზომები თქვენი კანონიერი საკუთრების შესანარჩუნებლად.

კურთხევა – სიზმარში კურთხევის ნახვა ნიშანია ახალი, ძალზე სასიამოვნო ნაცნობობისა და მეგობრობისა გამოჩენილ ადამიანებთან. თუ სიზმარში ახალგაზრდა ქალი მონაწილეობს კურთხევის ცერემონიაში, ეს ნიშნავს, რომ მას ელის ყურადღება ცნობილ ადამიანთაგან; მაგრამ თუ კურთხევა მის სიზმარში იღებს უსიამოვნო ჩახლართულობას, ელის ცუდი მოვლენა, რომელიც იმოქმედეს მის დროსტარებაზე.

კუტკალია – მწვანე ბალახზე კუტკალიას ნახვა ნიშნავს, რომ მტრები ემუქრებიან თქვენს ყველაზე დიდ ინტერესს. თუ კუტკალია გამხმარ ბალახზეა, მაშინ გემუქრებათ ჯანმრთელობის გაუარესება ან იმედგაცრუება ბიზნესში. თუ კუტკალიას ხედავთ მზის ფონზე–უახლოეს ხანს მოგიწევთ ერთი არასასიამოვნო პრობლემის გადაწყვეტა და ფრთხილი მოქმედებით შეძლებთ საქმის თქვენს სასარგებლოდ შემოტრიალებას. თუ სიზმარში ვიღაცას აჩვენებთ კუტკალიას, ე.ი. თქვენ თავშეკავებული ხართ და ადვილად გასცემთ თქვენი ბიზნესის საიდუმლოებებს.

ლაბა (კულინარიაში გამოყენება) – ლაბას დასიზმრება ცხადში დასახული მიზნის მისაღწევად ყველა წინააღმდეგობის იოლად გადალახვას ნიშნავს. თუ ქალს დაესიზმრა, რომ იგი ლაბას ამზადებს–მეგობრებთან სასიხარულო შეხვედრას მოასწავებს

ლაბადა – თუ თქვენ ლაბადა დაგესიზმრათ, შესაძლოა საკუთარი სიჯიუტის მსხვერპლი გახდეთ. თუ სიზმარში ვინმეს ლაბადას სთხოვთ, თქვენი წარუმატებლობის მიზეზი სხვისი შეცდომები გახდება. თუ თქვენ ახალი ლაბადა დაგესიზმრათ, სურვილები აგისრულდებათ.
თუ სიზმარში ხვდებით, რომ სხვისი ლაბადა გაცვიათ, ეს გართულებულ სიტუაციას მოასწავებს, სადაც მეგობრების მხარდაჭერა დაგჭირდებათ. დახეული ლაბადა დიდ უსიამოვნებებს ნიშნავს. თუ სიზმარში კარგავთ ლაბადას–მოგიწევთ თქვენი ბედის ხელახლა მოწყობა; მწარედ ინანებთ თქვენი მიმნდობი ხასიათისა და საქმეში დაუდევრობის გამო

ლაბირინთი – თუ გესიზმრებათ ლაბირინთი, შესაძლოა, ცხადში თქვენი ბიზნესისათვის მაინტრიგებელი და გასაოცარი პირობები გაგიჩნდეთ. ცოლი ოჯახში თქვენს ყოფნას აუტანელს გახდის, ხოლო ბავშვები გამოავლენენ თავიანთი ხასიათის ცუდ მხარეებს. თუ ლაბირინთში თქვენს თავს ხედავთ სიბნელეში–ელოდეთ რაღაც უსიამოვნებებს. შესაძლოა, ეს იყოს ყველაზე სწრაფწარმავალი ავადმყოფობა ან არეულობა ბიზნესში. ვაზების ან ხეების ლაბირინთი უფრო სერიოზული ნიშანია: ერთი მოულოდნელი ბედნიერება შეიძლება თქვენთვის იქცეს შესაძლო დანაკარგის ან სასოწარკვეთილების მიზეზად. თუ ხედავთ არხების ქსელს ან რკინიგზას, თქვენ მალე გელით ხანგრძლივი მგზავრობა, სადაც საინტერესო ადამიანებს შეხვდებით, ბიზნესის მხრივ კი, ეს მგზავრობა მომგებიანი იქნება

ლაბორატორია – სიზმარში თუ ლაბორატორიაში იმყოფებით–ე.ი. დახარჯავთ უზარმაზარ ენერგიას უსარგებლო საქმიანობაზე მაშინ, როცა პრაქტიკული საქმიანობით უფრო დიდ წარმატებას მიაღწევდით. თუ გესიზმრებათ, რომ ხართ ალქიმიკოსი და ცდილობთ რკინის ოქროდ გადაქცევას–სინამდვილეში შექმნით საინტერესო პროექტს, მაგრამ მიზნის მიღწევისას წარუმატებლობას განიცდით: სიმდიდრე აღმოჩნდება მითად, ხოლო თქვენი საყვარელი ქალი არაგულწრფელი იქნება თქვენ მიმართ

ლაგუნა – თუ დაგესიზმრათ ლაგუნა–ჩათრეულ იქნებით ეჭვიანობის მორევისა და გაუგებრობაში თქვენივე სისულელის გამო

ლალი – ლალი სიზმარში ყოველთვის კეთილის მაუწყებელია. თუ ქალმა დაკარგა ლალი, შეყვარებული მას მიატოვებს

ლამპა – ნავთის ლამპა ნიშნავს საქმიან აქტიურობას, საიდანაც თქვენ კარგ შედეგს ელით. ლამპა ნავთის გარეშე მოასწავებს დეპრესიისა და სასოწარკვეთილებას. სუფთად და ლამაზად მანათობელი ლამპა მოასწავებს ოჯახურ ბედნიერებასა და წარმატებულ საქმიანობას. თუ თქვენ სიზმარში დაგაქვთ ლამპა, ე.ი. თავდაჯერებული და დამოუკიდებელი ხართ, ცხოვრობთ საკუთარი ჭკუით და თქვენს აზრებს სხვებთან შედარებით უპირატესობას ანიჭებთ. თუ სიზმარში შეშინდით და ლამპა ფანჯრიდან ისროლეთ, ეს ნიშნავს, რომ მტრები მოჩვენებითი მეგობრობისა და ვითომ თქვენი წარმატების ინტერესით მახეს დაგიგებენ. თუ ლამპა ბოლავს–დაგეუფლებათ ყველაზე მდაბალი გრძნობები–ეჭვიანობა და შური, მაგრამ ბრძოლის შედეგად შეიცნობთ თქვენი უბედურების ჭეშმარიტ დამნაშავეს.
თუ სიზმარში იატაკზე დაგივარდათ ანთებული ლამპა–ე.ი. მთელი თქვენი გეგმები დაიმსხვრევიან. გატეხილი ლამპა მოასწავებს მეგობრის ან ნათესავის სიკვდილს. თუ ლამპა ბჟუტავს–გელით უბედურება. თუ ლამპის ცეცხლით დაგეწვათ კაბა–დაგამცირებენ ადამიანები, რომლებიც, ერთი შეხედვით, მეგობრებად გაჩვენებდნენ თავს, ბიზნესში კი გელით საშიშროება.

ლანგარი, სინი – თუ ლანგარი დაგესიზმრათ, ქონებას უმიზნოთ გაფლანგავთ. თუ ლანგარზე ძვირფასეულობა აწყვია–წარმატება გელით

ლანდო – თუ მეგობართან ან შეყვარებულთან ერთად მიდიხართ ლანდოთი–თქვენს ცხოვრებაში ერთმანეთს მიჰყვებიან ბედნიერი წუთები; მაგრამ თუ ლანდო გადაბრუნდა, სიხარული მოულოდნელად მწუხარებით შეიცვლება, თუმცა თქვენ სულიერად არ დაეცემით

ლაპარაკი – თუ სიზმარში ვინმეს ელაპარაკებით, მალე ახლობლის ავადმყოფობის ამბავს გაიგებთ. ხმამაღალი და მოსაბეზრებელი ლაპარაკი, რომელიც სიზმარში გაწუხებთ, ცხადში სხვის საქმეებში ჩარევას ნიშნავს. თუ სიზმარში თქვენზე ვინმე ლაპარაკობს, მეგობრები თქვენდამი არაკეთილგანწყობილნი იქნებიან. სიზმარში რაიმე ჭურჭლიდან დალევა ნიშნავს სიყვარულით ტკბობას. გატეხილი ვაზა (ფინჯანი)–უბედურების ნიშანია. თუ ახალგაზრდა ქალი სიზმარში საჩუქრად იღებს ლარნაკს–ის შეისრულებს სანუკვარ ოცნებას

ლატარეა – თუ სიზმარში ნახეთ ლატარეა და თვითონაც მონაწილეობდით მის გათამაშებაში–ცხადში ჩაერევით რაღაც უნაყოფო საქმიანობაში და ტყუილად წახვალთ ჩაფიქრებულ მოგზაურობაში. თუ ხელში ბედნიერი ბილეთი გიჭირავთ, ცხადში შეიძენთ რაღაც სასიამოვნოს, თუმცა ეს დაკავშირებული იქნება ხლაფორთსა და ნერვიულობასთან.
ნახვა, თუ როგორ იგებენ სხვები, ნიშნავს, რომ მონაწილეობას მიიღებთ სასიამოვნო ქმედებაში, როცა თქვენი მეგობრების უმეტესობა შეიკრიბება. წაგება–ე.ი. იზარალებთ სხვა ხალხის მტრობით და თქვენი საქმე მხოლოდ დარდს შეგმატებთ.
ახალგაზრდა ცოლი, რომელიც ხედავს ან თვითონ მონაწილეობს ლატარეაში, მეტყველებს, რომ მისი არასერიოზული დამოკიდებულება საგნებისა და მოვლენებისადმი მას მოუტანს იმედგაცრუებას, ხოლო მეუღლე აღმოჩნდება არასანდო და ცვალებადი. საერთოდ, ლატარეის ნახვა სიზმარში–არასანდო პარტნიორებია ბიზნესში, ხოლო სასიყვარულო ურთიერთობანი დროებითი კმაყოფილების მომტანია

ლაქა – ხელებზე ან ტანსაცმელზე გაჩენილი ლაქები იმაზე გაფრთხილებთ, რომ არაკეთილმოსურნე ადამიანებს თქვენთვის ზიანის მოყენება სურთ და თქვენ მათგან თავის დაცვა მოგიწევთ

ლაქი – ნახვა, თუ როგორ უსვამთ ლაქს რაიმე საგანს, ნიშანია გაფრთხილებისა: ნუ შეეცდებით პოპულარობის მიღწევას თაღლითობით. თუ ნახეთ, რომ სხვა ადამიანები უსვამენ ლაქს რაიმეს–ასევე საშიშროების ნიშანია იმათი მხრიდან, ვინც ნებისმიერი ხერხით ცდილობს გამდიდრებას

ლეიბი – ლეიბის ნახვა–უახლოეს მომავალში მოგემატებათ ვალდებულებები. თუ სიზმარში გძინავთ ახალ ლეიბზე–კმაყოფილი იქნებით თქვენი გარემოცვით. ფაბრიკის ნახვა, სადაც კერავენ ლეიბებს, გპირდებათ, რომ თქვენ გამოგიჩნდებიან მდიდარი პარტნიორები და თქვენი შემოსავლები გაიზრდება

ლეოპარდი, ჯიხვი – თუ სიზმარში თავს გესხმით ლეოპარდი, ეს ნიშნავს, რომ, თუმცა მომავალი მიმზიდველად გეჩვენებათ, წარმატების მიღწევა ბევრ სიძნელესთან იქნება დაკავშირებული, განსაკუთრებით, თუ მიმნდობი იქნებით. ლეოპარდის მოკვლა წარმატების საწინდარია. ლეოპარდი ნახოთ გალიაში–მტრები, რომლებიც ცდილობენ თქვენთვის ხელის შეშლას, დამარცხდებიან.
თუ თავის სტიქიაში მყოფი ლეოპარდი თქვენგან გაქცევას ლამობს–ელოდეთ გართულებას ბიზნესსა და სიყვარულში, მაგრამ თქვენი ძალისხმევით მას გადალახავთ. ლეოპარდის ტყავი ნიშნავს, რომ თქვენს ინტერესებს ემუქრება საფრთხე თქვენთვის პატივსაცემი, მაგრამ უსინდისო ადამიანისაგან

ლექსიკონი – როცა სიზმარში ლექსიკონს იყენებთ, ეს თქვენი სიმორცხვის ნიშანია და თქვენ ძირითადად გარემოცვაზე ხართ დამოკიდებული. თუ ამ სიმორცხვეს გადალახავთ–საქმეები უკეთ წაგივათ

ლეღვი – ლეღვის ჭამა სიზმარში მიმანიშნებელია რაღაც აფორიაქებისა, რომელიც ცოტა ხნით მოგიცავთ. გაზრდილი ლეღვის ნახვა კარგია და მოასწავებს საქმეების წყნარად წარმართვასა და კარგ ჯანმრთელობას. განსაკუთრებით კარგია თუ ასეთ სიზმარს ხედავს გოგონა–ეს მას ჰპირდება ღირსეულ და მდიდარ ქორწინებას

ლიმონათი – თუ სიზმარში სვამთ ლიმონათს, სინამდვილეში თქვენ გამოავლენთ შემოქმედებითობას, რათა აჯობოთ სხვებს და წარმოადგინოთ საკუთარი გეგმები და პროგრამა თქვენი საქმის განსავითარებლად; თუმცა იყავით მზად იმისათვის, რომ, ბოლოს და ბოლოს, ყველა ინტერესი თქვენი ძალისხმევით შესრულდება

ლიმონები – დაფოთლილი და ნაყოფით დახუნძლული ლიმონის ხე მოასწავებს საყვარელი ადამიანისადმი ეჭვიანობას, თუმცა არსებული მტკიცებულებები გამოავლენენ თქვენი ეჭვიანობის აბსურდულობას. ლიმონის ჭამა–დამცირება და იმედგაცრუებაა. მწვანე ლიმონი მოასწავებს ავადმყოფობას. გამხმარი ლიმონის ნახვისას ცოლ–ქმარს გაყრა, ხოლო შეყვარებულებს დაცილება ემუქრებათ

ლიფტი – თუ სიზმარში ადიხართ ლიფტით–მალე მიაღწევთ მაღალ მდგომარეობას და სიმდიდრეს, მაგრამ თუ დაბლა ეშვებით, გელით წარუმატებლობა და დიდი იმედგაცრუება. თ ხედავთ დაბლა დაშვებულ ლიფტს, რომლიდანაც ეს–ესაა ხალხი გამოვიდა–გემუქრებათ საშიშროება

ლოგინი – სუფთა ლოგინი საზრუნავისაგან თავის დაღწევას ნიშნავს. თუ თქვენ შლით ლოგინს, ახალი სიყვარული გელით. ლოგინი უცნობ საძინებელში–მეგობრების ჩამოსვლაა. ლოგინი სუფთა ჰაერზე ნიშნავს ფართო შესაძლებლობებს, რომელიც გადაიშლება მის წინაშე, ვისაც სურს ცხოვრების შეცვლა

ლოკოკინა – ლოკოკინა სიზმარში მიგითითებთ, რომ თქვენ გარშემო შეიქმნა არასასურველი გარემო. თუ თქვენ გაჭყლიტეთ ლოკოკინა, მაშინ ცხადში საქმე გექნებათ არასასიამოვნო ხალხთან

ლოკომოტივი – თუ გესიზმრებათ დიდი სისწრაფით მოძრავი ლოკომოტივი, ეს მოასწავებს თქვენი კეთილდღეობის უსწრაფეს ზრდას და მომავალ მოგზაურობას საზღვარგარეთ, მაგრამ თუ თბომავალი დგას–უსიამოვნებები უშლიან საქმეს, ხოლო მოგზაურობა უკეთეს დრომდე გადაიდება. ძველი, დამტვრეული თბომავლის ნახვა ცუდის ნიშანია–მომასწავებელი უბედურების ან საკუთრების დაკარგვისა.
სიზმარში მოახლოებული თბომავლის თვლების ხმის გაგონება–ახალი ამბავია უცხოეთიდან. შესაძლოა, თქვენი საქმეები უკეთესობისაკენ შეიცვალოს და ყველა სფეროში წარმატებას მიაღწიოთ. მისი საყვირის ხმის გაგონება–გაგიკვირდებათ და გაგიხარდებათ დიდი ხნის უნახავი მეგობრის გამოჩენა ან მისი დაწინაურება სამსახურში

ლომბარდი – სიზმარში ლომბარდში შესვლა ცუდი სიზმარია, რომლის შემდეგ თქვენ განიცდით იმედგაცრუებას ან შეიტყობთ დანაკარგის შესახებ. ლომბარდში ნივთების ჩაბარება ნიშანია შეყვარებულების ან ცოლ–ქმარის დაცილებისა ან ბიზნესში დანაკარგისა.
თუ ქალი შედის ლომბარდში–ე.ი. ის თავს დამნაშავედ თვლის და უკვე ნანობს დაკარგულ მეგობრებზე. თუ თქვენ შედიხართ ლომბარდში თქვენი ნივთების გამოსასყიდად–ისევ დაგიბრუნდებათ თავდაჯერებულობა და ხელახლა დაიკავებთ ცხოვრებისეულ პოზიციას.
უბრალოდ, ნახვა ლომბარდისა, ნიშნავს, რომ ზედმეტად მიმნდობი ხართ, რის გამოც არსებობს იმის საფრთხე, რომ თქვენი შეუბღალავი სახელი მსხვერპლად მიიტანონ რაღაც უხამსი საქმის გამო

ლომი – თუ დაგესიზმრათ ლომი, ნიშნავს, რომ გმართავენ ძლიერი ძალები. თუ სიზმარში იმორჩილებთ ლომს, ცხადში ნებისმიერ საქმეში გამარჯვება გელით. თუ სიზმარში ლომი გამარცხებთ–მტრებისაგან დაუცველი დარჩებით. ლომის ნახვა გალიაში ნიშნავს, რომ თქვენი გამარჯვება მთლიანად დამოკიდებული იქნება თქვენს შესაძლებლობაზე–გაანეიტრალოთ თქვენი მოწინააღმდეგეების მოქმედება. სიზმარში ლომის მომთვინიერებლის ნახვა–საქმეში წარმატების საწინდარია: ქალები კეთილგანწყობილნი იქნებიან თქვენ მიმართ.
სიზმარი ახალგაზრდა ლომზე მიუთითებს, რომ თქვენი ახალი სამეწარმეო საქმიანობა წარმატებული იქნება, თუ საჭირო ყურადღებას დაუთმობთ მას. თუ სიზმარში გესმით ლომის ბრდღვინვა, გელით მოულოდნელი წარმატება ბიზნესსა და სასიყვარულო საქმეში. ლომზე შეჯდომა–გამოავლენთ ვაჟკაცობასა და დაჟინებას სიძნელეთა გადალახვისას.
თუ ახალგაზრდა ქალს ესიზმრება დანიელ წინასწარმეტყველი ლომების ღრიალის თანხლებით, მისი ინტელექტი და პირადი მიმზიდველობა მისდამი განაწყობს ბედს და მისთვის სასურველ მიჯნურს. ლომის ტყავი ნიშნავს ბედნიერებასა და სიმდიდრეს. თქვენზე ნახოთ მოღრიალე და კბილებდახრჭენილი ლომის თავი, მიგანიშნებთ, რომ თქვენი მისწრაფება ძალაუფლებისაკენ საშიშროების ქვეშაა.
თუ სიზმარში თქვენს ბავშვებს დანით იცავთ ლომისაგან, ნიშნავს, რომ მტრები, რომლებიც გემუქრებიან, წარმატებას მიაღწევენ, თუ წამოეგებით მათ ხრიკებს და, თუნდაც დროებით, ხელს აიღებთ თქვენი ვალისა და საქმისადმი მოვალეობისაგან

ლორი – ლორის ნახვა ნიშნავს, რომ ვიღაც გიყენებთ ცუდი ზრახვებით. ლორის დაჭრა დიდ ნაჭრებად–ღირსეულად მოიგერიებთ უღირს ადამიანთა თავდასხმებს. გატყავებული საქონლის დანაწილება–დაიმსახურებთ გარშემომყოფთა კეთილგანწყობას.
თუ სიზმარში ვაჭრობთ შაშხით, ნიშნავს, რომ მალე შეიძენთ სიმდიდრეს, მაგრამ თუ ჭამთ–მაშინ რაღაც ფასეულს დაკარგავთ. განსაკუთრებით ცუდია, თუ გესიზმრებათ, რომ ამარილებთ ბეკონს და თან ბოლის სუნს გრძნობთ

ლუდი – თუ სიზმარში სვამთ ლუდს, ეს ცხოვრებაში იმედგაცრუებაზე მიუთითებს. თუ ხედავთ სიზმარში იმ ადამიანებს, რომელიც ლუდს სვამენ–ვიღაცის ინტერესები თქვენ იმედებს გაგიცრუებთ. ხოლო თუ ლუდის გურმანი, სასიამოვნო გარემოში წყნარად მიირთმევს საყვარელ სასმელს, მისი ცხოვრება ძალზე კარგად აეწყობა

ლუდის ბარი – ვისაც ლუდის ბარი ესიზმრება, მან განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს საქმეში, ვინაიდან მტრები ცხადში ყოველ მის ნაბიჯს უთვალთვალებენ

ლუდის გამოხდა – თუ თქვენი თავი ლუდის გამოსახდელში დაგესიზმრათ–თქვენ ბიუროკრატიზმისა და უსაფუძვლო განცხადებების გამო დაისჯებით, თუმცა დიდი ჯაფის შემდეგ სიმართლეს მაინც დაამტკიცებთ. ნებისმიერი საგანი, რომელსაც შეხება აქვს ლუდის გამოხდასთან, მიანიშნებს, რომ თქვენი ჯაფა კარგად დასრულდება და მიიღებთ როგორც მორალურ, ისევე მატერიალურ მოგებას.

ლუპა – სიზმარში ლუპიდან ყურება გაუწყებთ, რომ შეიძლება საქმის დამთავრება შესაბამის დონეზე. ქალი თუ ნახავს, რომ ლუპა უჭირავს ხელში–ის მიიპყრობს ადამიანის ყურადღებას, რომელიც შემდეგ იგნორირებას გაუკეთებს მას.

ლურსმანი – თუ თქვენ სიზმარში ხედავთ ლურსმნებს–გელით მრავალი კონფლიქტი და არც თუ ისე ბევრი სიხარული. თუ თქვენს სიზმარში თქვენი ბიზნესი ლურსმნების წარმოებაა–მიიღებთ წინადადებას პრესტიჟული, მაგრამ მცირეხელფასიანი სამსახურის შესახებ. დაჟანგული ან დაღუნული ლურსმნები–ავადმყოფობა და წარუმატებლობაა ბიზნესში

მაგია – თუ გესიზმრებათ, რომ მაგიით ხართ დაკავებული, გელით სასიამოვნო სიურპრიზები. თუ სხვები არიან მაგიით დაკავებულნი–გექნებათ კარგი ცვლილებები. მაგია ან ჯადოქარი–ნიშანია მოსალოდნელი მოგზაურობისა, რომელიც გამოიწვევს თქვენი საგანმანათლებლო სტატუსის ზრდასა და ბიზნესში წარმატებას.
შენიშვნა: მაგია, რომელიც აქ განიხილება, არ განეკუთვნება ჯადოქრობასა და სპირიტიზმს. თუ მკითხველი ამას ასეთი აზრით გაიგებს, მზად უნდა იყოს სიზმრის საწინააღმდეგო მნიშვნელობით ახდენაზე. ჭეშმარიტი მაგია–ეს არის ბუნების უდიდეს მოვლენებში წვდომა

მაგნიტი – მაგნიტი ნიშნავს, რომ ვიღაცას უნდა თქვენზე გავლენის მოხდენა და ჭეშმარიტი გზიდან გადაგდება–ეს უფრო ქალია. სხვა მხრივ, ქალისათვის ასეთი სიზმარი ნიშნავს ჯანმრთელობასა და ვიღაცის მფარველობას

მავთული – თუ მავთული გესიზმრათ, საქმიანი მოგზაურობის შემდეგ მიხვდებით, რომ უფროსი არ გაფასებთ. ძველი, ჟანგიანი მავთული თქვენ ცუდ ხასიათს გამოხატავს, რის გამოც თქვენ და თქვენს ახლობლებს უსიამოვნებები გელით. მავთული ღობეზე–თაღლითობის ნიშანია. თუ თქვენ რაიმე საქმე ჩაიფიქრეთ, იყავით ფრთხილად და ყურადღებით

მათრახი – მათრახის ნახვა სიზმარში ნიშნავს მეგობრებთან უთანხმოებას, კამათსა და გაუგებრობას

მაიმუნი – მაიმუნის დასიზმრება ცრუ ამბავს ნიშნავს, რომლის მეშვეობითაც არაკეთილმოსურნენი შეეცდებიან, გამოგიყენონ საკუთარი მიზნების მისაღწევად. მკვდარი მაიმუნი მოასწავებს თქვენი არაკეთილმოსურნეების ფიასკოს. თუ აჭმევთ მაიმუნს–უფრთხილდით ცუდ ადამიანებს.
ახალგაზრდა ქალს თუ დაესიზმრა მაიმუნი, მან უნდა იჩქაროს გათხოვება, თორემ, შესაძლოა, რჩეულმა უღალატოს. თუ სიზმარში აჭმევთ მაიმუნს–უნდა უფრთხილდეთ მლიქვნელ ადამიანებს. ზოგჯერ მაიმუნის დასიზმრება მოასწავებს რომელიმე ახლობლის ავადმყოფობას ან დამცირებას. თუ გესიზმრებათ ხეზე მხტუნავი პატარა მაიმუნი, უნდა უფრთხილდეთ ვერაგობას

მაისის ხოჭო – სიზმარში მაისის ხოჭოს ნახვა ნიშნავს საძაგელსა და ნერვების მომშლელ კომპანიონს იქ, სადაც თქვენ ელოდით კარგი კომპანიონის შეძენას.

მაკარონი – სიზმარში მაკარონის ჭამა მცირეოდენ დანაკრგს ნიშნავს. მისი დიდი რაოდენობით ნახვა–ჭკვიანური სიფრთხილის გამოჩენაა. ახალგაზრდა გოგონასათვის ასეთი სიზმარი ნიშნავს მის ცხოვრებაში ახალი ადამიანის შემოსვლას

მაკრატელი – მაკრატელი სიზმარში ცუდის მომასწავებელია: ეჭვიანობა და უთანხმოება გაგიფუჭებთ ურთიერთობას ახლობელ ადამიანთან. ბასრი მაკრატელი არასასურველი სამუშაოს მომასწავებელია.
თუ მაკრატელი გაგიტყდათ–მოსალოდნელია ჩხუბი ოჯახში; არ არის გამორიცხული ურთიერთობათა გაწყვეტა. თუ გატეხილი მაკრატელი გესიზმრათ–საკუთარი ექსცენტრულობის გამო დაკარგავთ მეგობრებს და წონას საზოგადოებაში.
მაკრატელის დაკარგვა–სულის სიღრმეში ცდილობთ უსიამოვნო მოვალეობათაგან გათავისუფლებას. საერთოდ, როცა მაკრატელი გესიზმრებათ–თქვენ ძუნწი და უცერემონიო ხდებით მეგობრებთან ურთიერთობაში

მალამო – თუ დაგესიზმრათ მალამო–გელით ახალი მეგობრობა, რომლითაც იამაყებთ. თუ ახალგაზრდა ქალი სიზმარში აკეთებს მალამოს, იგი ადვილად გაართმევს თავს ყველა საქმეს–პირადსა თუ საზოგადოებრივს

მამა – თუ გესიზმრათ მამა, ე.ი. თქვენი საქმეები მოიკოჭლებს და მათ გამოსასწორებლად ვინმეს ბრძნული რჩევა დაგჭირდებათ. თუ მამათქვენი კვდება, სიფრთხილე გამოიჩინეთ საქმიან საკითხებში. თუ ქალს ესიზმრა მკვდარი მამა, მას საყვარელი უღალატებს

მამალი – მამალი სიზმარში დიდ წარმატებას და იღბალს მოასწავებს, თქვენი პრესტიჟი ამაღლდება, მაგრამ აქვე იმის საფრთხეც არსებობს, რომ ამპარტავანი და პატივმოყვარე გახდეთ. თუ მამლების ჩხუბს ხედავთ, ეს მომავალში უთანხმოებასა და მეტოქეზე მიანიშნებს.
თუ დილით მამლის ყივილი გესმით, ეს კარგი სიზმარია, რომელიც ახალგაზრდებს ბედნიერ ქორწინებასა და ოჯახის ბარაქას ჰპირდება. თუ მამალი ყივის საღამოს ან ღამე, თქვენ ცრემლების მიზეზი გექნებათ. ასეთი სიზმრის მერე საშიში სიტუაციებისათვის უნდა მოემზადოთ

მამამთილი – თუ თქვენ მამამთილი დაგესიზმრათ, მეგობრებთან და ნათესავებთან ჩხუბი მოგელით

მანქანები (მექანიზმები) – სიზმარში მექანიზმების ნახვა მოასწავებს თქვენს დაინტერესებას პროექტით, რომელიც დიდ მღელვარებას განგაცდევინებთ, თუმცა, საბოლოოდ, თქვენთვის მაინც სასარგებლო იქნება. ძველი მანქანა იმის ნიშანია, რომ მავანნი ხელს შეგიშლიან–გახდეთ თქვენი ბედის გამგებელი. თუ თქვენ სიზმარში მექანიზმებში გითრევენ, ეს მოასწავებს საქმეში დანაკარგს, რომელსაც თან უბედურება მოჰყვება. როგორც წესი, ადამიანი ასეთი სიზმრის შემდეგ წამგებიან გარიგებას დებს.
თუ სიზმარში გატყდა მანქანა, ცხადში თქვენ გარისკავთ მეგობრის დაკარგვას. სახანძრო მანქანა მაუწყებელია ექსტრაორდინალურ მოვლენასთან დაკავშირებული შიშისა და მღელვარებისა. თუ ქალს ესიზმრება, რომ მგზავრობს სახანძრო მანქანით–უნდა გაფრთხილდეს, რათა არ ჩაითრიონ უსიამოვნო სიტუაციაში

მანქანით, ველოსიპედით მგზავრობა – თუ სიზმარში რომელიმე ამ ტრანსპორტით მგზავრობთ, თქვენს ბიზნესს საფრთხე დაემუქრება, შესაძლებელია ავადმყოფობაც. თუ თქვენ ნელა მიდიხართ, თქვენი შრომის შედეგები არ დაგაკმაყოფილებთ; ჩქარი სვლა საშიშ თავგადასავალს მოასწავებს

მანქანის (ტრანსპორტის) ტარება – სიზმარში, რომელშიც ავტომობილს ატარებთ, ნიშნავს, რომ უსამართლოდ დაგძრახავენ, რადგან მათ თქვენი საქციელი მიაჩნიათ სულელურად.
თუ თქვენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ატარებთ, მაშინ ცხოვრებაში მოგიხდებათ დამამცირებელი და დაუფასებელი სამუშაოს კეთება, რომელიც მოკლებულია ყოველგვარ პერსპექტივას.
თუ სიზმარში მატარებელს ატარებთ, ცხადში აღმოჩნდებით შემავიწროებელ გარემოებებში. თუ იმყოფებით მანქანის კაბინაში, მაგრამ შემადგენლობა სხვას მიჰყავს, მაშინ თქვენ გადალახავთ საფრთხეს

მარანი, სარდაფი – თუ დაგესიზმრათ ცივი სარდაფი, ეჭვები შეგიპყრობთ: თქვენ სიმტკიცე უნდა გამოიჩინოთ. ხანდახან ასეთი სიზმარი მატერიალურ დანაკარგებზეც მიანიშნებს.
ღვინის მარანი საეჭვო საქმეში წილის შემოთავაზებას ნიშნავს. ახალგაზრდა ქალისათვის ეს სიზმარი ბანქოს მოთამაშეზე ან საეჭვო რეპუტაციის ადამიანზე ქორწინებას ნიშნავს. თუ ქალს დაესიზმრა მარნიდან გამოსული ნაცნობი, ცხადში ისინი ერთად მოხვდებიან უსიამოვნო სიტუაციაში, მაგრამ ყველაფერი კარგად დამთავრდება

მარაო – მარაოს ნახვა სიზმარში ძალიან სასიამოვნო ცნობისა და მოახლოებული სასიხარულო მოვლენის მაუწყებელია. თუ ახალგაზრდა ქალი ლამაზი მარაოთი ინიავებს ან ვინმე უნიავებს მას–ცხოვრება დაასაჩუქრებს უმშვენიერესი შეხვედრით. ძველი მარაოს დაკარგვა–მისთვის ძვირფასი ადამიანი ინტერესდება სხვა ქალით

მარგალიტი – მარგალიტი სიზმარში ყოველთვის მაუწყებელია კარგი ბიზნესისა, ვაჭრობის განვითარებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მიღწევებისა. თუ ახალგაზრდა ქალი სიზმარში ხედავს, რომ შეყვარებული ჩუქნის მარგალიტს, მას ელის მხიარულება და კმაყოფილება, ასევე მოსიყვარულე, ყურადღებიანი და ეჭვიანი საქმრო, რომელთანაც ის ძალიან ბედნიერი იქნება.
თუ ქალი კარგავს ან ფანტავს მარგალიტებს–მას მწარე განცდები ექნება. ახალგაზრდა ქალისათვის სიზმარში მარგალიტებით ტკბობა იმის ნიშანია, რომ ის იბრძოლებს თავისი სიყვარულისათვის კარგი განზრახვით

მარილი – მარილი სიზმარში მიგანიშნებთ, რომ თქვენს გარემოცვაში თქვენთვის უცხო ადამიანები არიან. თუ დაგესიზმრათ მარილი, სახლში დაგეწყებათ ჩხუბი, რომელიც გაუცხოების შედეგია. სიზმარში ხორცის დამარილება დიდძალი ვალების დაგროვებას ნიშნავს. თუ გოგონას დაესიზმრა, რომ მარილს ჭამს, შეყვარებული მიატოვებს სხვა ქალის გამო

მარიონეტი – მარიონეტი დღესასწაულისა და გართობის სიმბოლოა, რომელიც მოგწყვეტთ სერიოზული და საჭირო საქმეებისაგან

მარსი – მარსის ნახვა გაფრთხილებთ მეგობართა სისასტიკეზე, რომელიც თქვენს ცხოვრებას არარაობად და აუტანლად აქცევს. მტრები შეეცდებიან თქვენს განადგურებას. მარსზე გაფრენა იმის ნიშანია, რომ თქვენ შორსმჭვრეტელობას გამოიჩენთ და გახდებით თქვენს მეგობრებზე განათლებული და მდიდარი

მარტოობა – თუ დაოჯახებულ ადამიანებს ესიზმრებათ, რომ ისინი არიან–რეალურ ცხოვრებაში მათი ქორწინება არასაკმარისად ჰარმონიული იქნება და მუდმივი დაუკმაყოფილებლობა მათი თანამგზავრი გახდება.

მარტორქა – მარტორქა მიგანიშნებთ, რომ გადაიტანთ არსებით დანაკარგს და უბედურება დაგატყდებათ თავს. მარტორქას მოკვლა ნიშნავს, რომ ვაჟკაცურად დაძლევთ წინააღმდეგობებს

მარში – თუ სიზმარში მარშირებთ ხმამაღალ მუსიკაზე, ეს მიანიშნებს თქვენს ჩანაფიქრზე–გახდეთ ჯარისკაცი ან თანამდებობის პირი, ოღონდ არ დაგავიწყდეთ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ყველაფერი კარგად აწონ–დაწონოთ. ქალისათვის მამაკაცთა მარშირების ნახვა ნიშნავს, რომ მისი გატაცების საგანი იქნება თანამდებობის პირი, ან უნდა გამოიჩინოს წინდახედულება, რამდენადაც მისი რეპუტაცია საფრთხის ქვეშაა

მარცვლეულობა – სიზმარში მარცვლეულობის ნახვა–ერთ–ერთ უბედნიერესი ნიშანია, რომელიც გპირდებათ კეთილდღეობასა და ბედნიერებას. ახალგაზრდა ქალს ბედი ამით მიანიშნებს, რომ ირწმუნოს თავისი ბედნიერებისა და რჩეულთან შეხვედრის გარდუვალობისა

მარწყვი – თუ სიზმარში ნახავთ მარწყვს, მიიღებთ სასიხარულო ცნობას; საქმეში გექნებათ წარმატებული რეზულტატი. სიზმარში მარწყვის ჭამა–გაყოფილი სიყვარულის ნიშანია. მარწყვით ვაჭრობა–კარგი მოსავალი და ბედნიერებაა

მარჯანი – მარჯანი სიზმარში ნიშანია მეგობრობისა, რომელსაც ყოველთვის შეგიძლიათ დაეყრდნოთ–ასეთი განმარტება აქვს ფერად მარჯანს. თეთრი მარჯანი გპირდებათ ღალატს და გაფრთხილებთ გაუმართლებელ სიყვარულზე

მასკარადი – თუ სიზმარში მონაწილეობთ მასკარადში–ცხადში თქვენი უაზრო გართობით ზარალს აყენებთ თქვენს საქმესა და ოჯახურ მოვალეობებს. გოგონა, რომელსაც ასეთი სიზმარი ესიზმრება, უნდა გაფრთხილდეს, რათა არ მოატყუონ

მასხარა – მასხარა სიზმარში სასაცილო ჩაჩითა და ჭრელი ტანსაცმლით იმის ნიშანია, რომ თქვენი საქციელით თქვენს პრინციპებსა და საქმეებს ზიანს მოუტანთ

მატარებელი – სამგზავრო მატარებელი სწრაფი მოგზაურობის ნიშანია, სატვირთო–ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებებს მოასწავებს. თუ დაგესიზმრათ მატარებელი რელსების გარეშე, ჩაფიქრებული საქმე ბევრ უსიამოვნებას მოგაყენებთ. თუ მატარებელში ზედა საწოლზე წევხართ, თქვენ არასასიამოვნო თანამგზავრები შეგხვდებათ, ეს, ასევე, ნიშნავს ფულის ტყუილად ხარჯვას

მატყუარა – სიზმარში ხალხის ნახვა, რომლებსაც მატყუარებად თვლით, ნიშნავს, რომ დაკარგავთ ინტერესს იმ საქმეზე, რომლის სწრაფად დაწყებას აპირებდით. თუ ვიღაცამ მატყუარა გიწოდათ, ნიშანია მოსალოდნელი უბედურებისა იმ ადამიანებისაგან, რომლებმაც გაგყიდეს. თუ ქალი სიზმარში ფიქრობს, რომ მისი შეყვარებული მატყუარაა, ასეთი სიზმარი გაფრთხილებთ: შეიძლება თქვენი უღირსი საქციელის გამო მეგობარი დაკარგოთ

მაღაზია – სურსათით სავსე მაღაზია ნიშნავს წარმატებასა და კეთილდღეობას. ცარიელი მაღაზია მიუთითებს დაწყებული საქმის ჩავარდნასა და მოსალოდნელ ჩხუბზე. ხანძარი თქვენს მაღაზიაში სიმბოლოა საქმეების განახლებისა და გართობისა. უნივერსალურ მაღაზიაში ყოფნა გიწინასწარმეტყველებთ ხეირს, რომელიც დაკავშირებულია შემოსავლის სხვადასხვა წყაროსთან.
რაიმეს ყიდვა წარმატებაა საქმეში–მოპოვებული თქვენი ენერგიულობითა და მეგობრების მხარდაჭერით. თუ ყიდულობთ ჭუჭყიან და ნაცრისფერ ქალის ხელთათმანებს–მაშინ თქვენი ურთიერთობა ქალებთან უსიამოვნებას მოგიტანთ. თუ ასეთი სიზმარი ესიზმრებათ ქალებს, მისი ფიზიკური მიმზიდველობა მამაკაცებში გამოხმაურებას არ პოვებს

მაღარო – მაღარო სიზმარში–გაფრთხილების ნიშანია: მტრები ცდილობენ გავნონ და თქვენს წარსულში იქექებიან, რათა თქვენი კეთილი სახელი შელახონ. თუ დაგესიზმრათ, რომ შახტასთან ახლოს იმყოფებით, ეს, როგორც წესი, ისეთ მოგზაურობას ნიშნავს, რომელიც უსიამოვნო იქნება თქვენთვის. მაღაროში მუშაობა–საქმეში წარუმატებლობაა. მიწის თხრა სასარგებლო წიაღისეულის ძებნის მიზნით–დროის ტყუილი, ფუჭი ხარჯვაა. თუ სიზმარში მაღაროს მფლობელი ხართ, ეს სიმდიდრის მაუწყებელია

მაყვალი – მაყვლის დასიზმრება ავადმყოფობის ნიშანია. მისი მოკრეფაც წარუმატებლობისა და დანაკარგის მაუწყებელია

მაშხალა, ჩირაღდანი – მაშხალა ყოველთვის წარმატების ნიშანია. თუ სიზმარში მაშხალა გიჭირავთ ხელში, იმის მაუწყებელია, რომ ძალზე რთულ და ჩახლართულ საქმეში დიდ წარმატებას მიაღწევთ

მაჩვი – მაჩვის ნახვა მოასწავებს წარმატებას ბედთან დიდი ხნის ბრძოლის შემდეგ

მაცივარი – მაცივარი სიზმარში თქვენი ეგოიზმის გამოხატულებაა, რომელიც შესაძლოა, გულზე მწარედ მოხვდეთ მათ, ვინც პატიოსანი შრომით ცდილობს ლუკმა–პურის მოპოვებას

მახრჩობელა გველი – სიზმარში მახრჩობელა გველის ნახვა–ეშმაკის ნახვაზე უკეთესი არ არის. ეს სიზმარი მოასწავებს მძიმე მდგომარეობასა და უიღბლობას. არ არის გამორიცხული, რომ გაჭირვებული გარემოებების გამო თქვენ გული გაგიტყდეთ ხალხზე. მახრჩობელა გველის მოკვლა–კარგი სიზმარია

მგელი – მგელი სიზმარში გაფრთხილებთ, რომ თქვენს თანამშრომლებს შორის არის მრუდე ხელის ადამიანი, რომელიც, ამავე, დროს, გასცემს თქვენი წარმოების საიდუმლოებებს. მგელის მოკვლა ნიშნავს, რომ გაუსწორდებით ეშმაკ მტრებს, რომლებიც ცდილობენ თქვენს ცილისწამებას. სიზმარში მგელი თუ ყმუის, თქვენ გამოაშკარავებთ თქვენ წინააღმდეგ მიმართულ შეთქმულებას და ღირსეულად გაიმარჯვებთ კონკრეტულ ბრძოლაში

მგზავრი – თუ სიზმარში ტვირთიანი მგზავრები დაგესიზმრათ, ე.ი. მოვლენები თქვენდა სასიკეთოდ შეიცვლება. თუ მგზავრები გასამგზავრებლად ემზადებიან, მაშინ მოსალოდნელი გარიგება არ შედგება. თუ თავად ხართ ერთ–ერთი მგზავრთაგანი, ცხადში თქვენი ცხოვრებით უკმაყოფილო იქნებით და შეეცდებით მისი გამოსწორების გზების მოძებნას

მდგმური – თუ სახლის პატრონს ესიზმრება თავისი მობინადრეები, სიზმარი მოასწავებს მისი ცხოვრების რაღაც არასასიამოვნო საიდუმლოს გამოვლენას. თუ მას ესიზმრება, რომ მდგმურს უნდა მისი ბინიდან გადასვლა გადაუხდელად, ცხადში მას მოელის იმედგაცრუება ცოლთან ან საყვარელთან. ბინის ქირის აღება მაუწყებელია წარმატებისა და მატერიალური დამოუკიდებლობისა

მდინარე – მდინარის წყნარი და სწორი ზედაპირი სასარგებლო პერსპექტივას გიქადით. ამღვრეული და აჩქარებული მდინარე გაურკვევლობას ნიშნავს. თუ მდინარე გზას გიღობავთ, სამსახურში უსიამოვნებებს ელოდეთ, ასევე, თქვენი რეპუტაცია საფრთხის ქვეშ დადგება თქვენივე წინდაუხედავი საქციელის გამო. თუ დაგესიზმრათ, რომ სუფთა მდინარეში ცურავთ და მდინარის ფსკერზე დამხრჩვალი ადამიანების გვამებს ხედავთ, წარმატება მიგატოვებთ. მდინარის გამშრალი კალაპოტი მწუხარების საწინდარია

მდინარეზე გადასასვლელი – თუ სიზმარში ნავს ელოდებით, რათა სწრაფი მღვრიე მდინარე გადალახოთ, ე.ი. გაუთვალისწინებელი მოვლენები თქვენს ყველაზე სანუკვარ ოცნებათა ახდენას ხელს შეუშლიან. თუ მდინარე წყნარია, ხოლო წყალი სუფთა, ეს სიზმარი მიუთითებს, რომ თქვენი მიზნების მიღწევა ზედმეტი გარჯის გარეშე მოხერხდება და ფორტუნა გაგიღიმებთ

მდინარის კიბო – ცოცხალი კიბოების ნახვა ნიშნავს, რომ შეძლებული მეგობრები შეუფასებელ დახმარებას გაგიწევენ. სიზმარში კიბოს ჭამა–ცხადში იმ მეგობრების რჩევის დაჯერებას ნიშნავს, რომლებიც სარისკო საქმეს წამოიწყებენ.
თუ რესტორანში ან ლუდის ბარში შეუკვეთეთ კიბოები, მაშინ საკმაოდ მაღალ თანამდებობას დაიკავებთ და მრავალრიცხოვან კოლექტივს უხელმძღვანელებთ

მდოგვი – მდოგვის მწვანე ველის ნახვა: ფერმერისათვის წარმატებაა, ზღვაოსნისათვის სიმდიდრე. მდოგვის მარცვლების ჭამა და მისი მწარე გემოს შეგრძნება ნიშნავს, რომ თქვენ მალე ძალიან მწარედ ინანებთ წინდაუხედავი საქციელის გამო.
სიზმარში მომზადებული მწვანე მდოგვის ჭამა მოასწავებს ფულის უაზროდ ფლანგვას და გონებრივ დაძაბულობას. თუ ახალგაზრდა პიროვნება სიზმარში ჭამს ახლახან მოკრეფილი მდოგვის თესლებს, ნიშნავს, რომ ის თავის ქონებას შეწირავს სანუკვარი ოცნების განხორციელებას

მეგობარი – თუ თქვენი მეგობრები გესიზმრებიან ჯანმრთელები და მხიარულები, ისინი გამოგზავნიან შეტყობინებას ან შეხვდებით მათ ან მათ ნათესავს. თუ გესიზმრებათ, რომ თქვენი მეგობარი დამწუხრებულია, ე.ი. ცხადში თქვენი მეგობარი ავადაა ან განსაცდელშია. მეგობრის ნახვა მუქი თმით–მაუწყებელია, მისი ან თქვენი ავადმყოფობისა. თუ თქვენს მეგობარს ხედავთ ცხოველის სახით, ე.ი. მტერი მალე დაგაცილებთ ახლობელს.
თუ მეგობარი თქვენდა მოულოდნელად გამოგეცხადათ ღია წითელ ფერებში ჩაცმული, ეს გიქადით შიშსა და დანაკარგს, რომელშიც ის იქნება ჩარეული. თუ გესიზმრებათ გორაკზე ქანდაკებასავით მდგომი მეგობარი, მოგიწევთ მრავალი ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანა და სამართლიანობის განცდა თქვენი თანამდევი იქნება. თუ თქვენ მას ხედავთ დაბლა, შორს–ე.ი. თქვენს მომავალ წარმატებებს უგულებელყოფთ თქვენი ძველი გატაცებების გამო. თუ ის დგას თქვენი სიმაღლის გასწვრივ–თქვენი აჩემება, მოხვდეთ მაღალ მწვერვალებზე, განუხორციელებელი აღმოჩნდება; თუ თქვენ მას ზურგს აქცევთ, ე.ი. მიუხედავად თქვენი დიდი მეგობრობისა, თქვენს თავს უბიძგებთ ცვლილებებისაკენ.
თეთრი მატერიით სახეშეხვეული მეგობრის ნახვა ნიშნავს, რომ გაგაბრაზებთ ის, ვისაც ყველაზე მეტად სურს თქვენთან მეგობრობა. თუ სიზმარში ხელს ართმევთ ადამიანს, რომელმაც ადრე გაგაბრაზათ, ის კი გამოიყურება დამწუხრებულად და უკვე ემზადება წასასვლელად, ცხადში გექნებათ უთანხმოება უახლოეს მეგობართან. ასეთი სიზმარი თითქმის ყოველთვის დანაკარგის მაუწყებელია

მედალიონი – თუ გოგონას ესიზმრება, რომ შეყვარებული კისერზე ჰკიდებს მედალიონს, ე.ი. ბევრნი მზად არიან მის სათხოვნელად და ის მალე საპატარძლო გახდება, შემდეგ კი მშვენიერი ბავშვების დედაც; მაგრამ თუ მან სიზმარში დაკარგა მედალიონი–დანაკარგით გამოწვეული მწუხარება მის ცხოვრებას შავ–ბნელს გახდის.
თუ შეყვარებულს ესიზმრება, რომ გულისწორი მას ნაჩუქარ მედალიონს უკან უბრუნებს, ელის იმედგაცრუება: მისი საყვარელი ქალი გააბრაზებს და ცუდად მოექცევა. სიზმარში მედალიონის გატეხვა ქალისათვის ნიშნავს უიღბლო გათხოვების საშიშროებას უნებისყოფო, სუსტ პიროვნებაზე, რომელიც არასანდოა როგორც საქმიან, ისე პირად ურთიერთობებში

მედროშე – თუ თქვენ სიზმარში მედროშე ხართ, მაშინ გელით სასიამოვნო, მაგრამ მეტისმეტად მრავალგვარი საქმიანობა. ვინმე ნახო მედროშედ–განიცდით შურსა და ეჭვიანობას მეგობრების მისამართით

მეზობლები – თუ მეზობლები დაგესიზმრათ, შესაძლოა დიდძალი დრო ტყუილ კამათში გაატაროთ. დამწუხრებული ან გაბრაზებული მეზობლები ვიღაცასთან სერიოზული უთანხმოების მომასწავებელია

მეთოფე – მეთოფე სიმბოლოა მომავალი ოჯახური უსიამოვნებებისა, ბავშვებზე და მომსახურეებზე ღელვისა. თუ გაისროლეთ თქვენი ორლულიანი თოფის ორივე ლულადან, ცხადში თქვენ გარშემომყოფნი გამოიჩენენ გაუგონარ უტაქტობას თქვენი პირადი ცხოვრების მიმართ, მაგრამ, საბედნიეროდ, მხოლოდ თქვენი თავშეკავება და დახვეწილი მანერები მოგცემენ საშუალებას, თავი დააღწიოთ ამ განსაცდელს და ზიანი არ მიაყენოთ თქვენს ღირსებას

მეკობრე – სიზმარში მეკობრე იმის მაუწყებელია, რომ თქვენს, ვითომდა, მეგობრებს ბოროტი ზრახვები ამოძრავებთ და თქვენ შეძლებთ მათ გამოაშკარავებას. თუ გესიზმრებათ, რომ თავად ხართ მეკობრე, თქვენი რეპუტაცია შეილახება. თუ გოგონას თავისი შეყვარებული ესიზმრება მეკობრის სახით, ეს ნიშნავს რომ საბედო უღირსია და არაკეთილსინდისიერად იქცევა. თუ გოგონა მეკობრეებმა ტყვედ ჩაიგდეს, ე.ი. ცრუ მიზეზით მას სახლს დაატოვებინებენ

მელა – თუ სიზმარში მელაზე ნადირობთ–ეს ნიშნავს, რომ თქვენი საქმიანობა საეჭვოა, სასიყვარულო ურთიერთობა კი სახიფათო. თუ მელა ჩუმად შემოაღწევს თქვენს ეზოში, ფრთხილად იყავით: ერიდეთ შურიან ადამიანებს, თქვენი რეპუტაცია საფრთხის ქვეშაა. მელას მოკვლა ყველა საქმის წარმატების საწინდარია

მელანი – თუ მელანით დასვრილი ტანსაცმელი გესიზმრებათ–მოშურნეები ცუდად მოგექცევიან. თუ მელანი გოგონას ესიზმრება, მტრები ჩირქს მოსცხებენ.
თუ თითები მელნითა გაქვთ დასვრილი, ეჭვიანობა დიდი ხნით დაისადგურებს თქვენს გულში. წითელი მელანი უბედურების ნიშანია. თუ მელანს დაასხამთ–ცხადში ცუდ საქმეში გაერევით. მელნის ფლაკონი საქმეებში წარუმატებლობის ნიშანია

მელანქოლია – თუ თქვენ სიზმარში გეწვევათ მელანქოლია, ცხადში გელით იმედგაცრუება იმით, რასაც ადრე გამართლებულად თვლიდით. შეყვარებულთათვის ასეთი სიზმარი დაცილების მიმანიშნებელია

მემკვიდრეობა – თუ გესიზმრებათ, რომ მემკვიდრეობა მიიღეთ, შეიძლება ისიც დაკარგოთ, რაც უკვე გაქვთ: უნდა გაუძლოთ მკაცრ გამოცდას. თუ გართმევენ მემკვიდრეობას–უნდა გადახედოთ საკუთარ შეხედულებებს ცხოვრებაზე. ქალისათვის ასეთი სიზმარი გამაფრთხილებელი ნიშანია–ახლო მომავალში შეიძლება ჩაიდინოს ისეთი საქციელი, რომელიც მის ბედზე ცუდად იმოქმედებს

მემორანდუმი (სამახსოვრო ჩანაწერი) – თუ თქვენ სიზმარში ასეთ ჩანაწერს აკეთებთ, ეს ნიშანია მოსალოდნელი წამგებიან კაპიტალდაბანდებასთან დაკავშირებული დარდისა და მღელვარებისა. სიზმარში თუ სხვები აკეთებენ ჩანაწერებს, ცხადში ვიღაცა თქვენგან მოითხოვს დახმარებას, რაც თქვენ შეგაწუხებთ. თუ სიზმარში დაკარგეთ სამახსოვრო ჩანაწერი, სავაჭრო საქმეში გელით მცირეოდენი დანაკარგი. თუ პირიქით, იპოვეთ, ცხადში დაიწყებთ ახალ საქმიანობას, რომელიც გაახარებს თქვენს მეგობრებსა და ამხანაგებს

მენუეტი – სიზმარში მენუეტის ცეკვა კარგია. მის მნახველს მოელის წარმატება საქმეში და ოჯახური ბედნიერება. თუ მენუეტს სხვები ცეკვავენ–გელით კარგი დროსტარება ახლობელ ადამიანთა გარემოცვაში

მერცხალი – მერცხალი სიზმარში გპირდებათ სიმშვიდესა და ჰარმონიას ოჯახში. დაჭრილი ან მკვდარი მერცხალი მწუხარების ნიშანია

მესერი – სიზმარში მესერზე აძვრომა–მნიშვნელოვანი საქმის წარმატებით დამთავრდება. მესერიდან ჩამოვარდნა–თქვენს თავს უფლებას აძლევთ, ისეთ საქმეს მოჰკიდოთ ხელი, რომლის შესრულებაც არ ძალგიძთ და თქვენს თავს წარუმატებლობისთვის წირავთ. თუ სიზმარში მეგობრებთან ერთად ზიხართ მესერზე, რომელიც მოულოდნელად იშლება, ცხადში მოსალოდნელია უბედური შემთხვევა, რომელშიც შეიძლება თქვენი მეგობარი ძალიან დაშავდეს.
თუ სიზმარში მესერზე გადაძვერით–ე.ი. თქვენი მიზნების მისაღწევად იყენებთ შეუფერებელ საშუალებას. სიზმარში მესერის გადაყირავება და ზედ გავლა ნიშნავს, რომ თქვენი ენერგიული მოქმედებით შეძლებთ დაამსხვრიოთ ყველაზე დიდი ბარიერი თქვენი წარმატების გზაზე.
თუ შინაური ცხოველები ხტებიან მესერზე და აღმოჩნდებიან თქვენს ადგილ–მამულში, მიიღებთ მოულოდნელ მხარდაჭერას, მაგრამ თუ ცხოველები გადახტებიან თქვენი მამულიდან–დანაკარგი გექნებათ ვაჭრობაში.
თუ სიზმარში აშენებთ მესერს, ე.ი. თქვენი გულმოდგინებითა და ეკონომიურობით საფუძველს ჩაუყრით თქვენს მომავალ კეთილდღეობას. ახალგაზრდა ქალს ასეთი სიზმარი უწინასწარმეტყველებს წარმატებას სიყვარულში, და პირიქით, თუ მას დაესიზმრება წაქცეული მესერი, ის თვითონ დაზარალდება სიყვარულის გამო

მეტოქე (ქალი, კაცი) – თუ სიზმარში მეტოქე გაგიჩნდათ, ცხადში გავლენიანი ადამიანების კეთილგანწყობას დაკარგავთ. თუ გოგონას დაესიზმრა, რომ მეტოქე გაუჩნდა, ცხადში მან შეიძლება გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვას თავისი შეყვარებულის მისამართით.
თუ სიზმარში თქვენმა მეტოქემ მოგატყუათ, ე.ი. სამსახურებრივ მოვალეობებს ძალზე მსუბუქად ეკიდებით. თუ დაგესიზმრათ, რომ თავად ხართ ბედნიერი მეტოქე, საქმიანი პარტნიორებისაგან სრული მხარდაჭერა გექნებათ

მეურვე – თუ დაგესიზმრათ თქვენი მეურვე–მოემზადეთ უსიამოვნო დავალებისათვის; თუ ის გაცილებთ სადმე–სამუშაო, რომლის შესრულებაც მოგიწევთ, მოსაწყენი და უფასური იქნება, თუმცა, ზოგჯერ ასეთი სიზმარი პატივისცემასა და სიყვარულს გპირდებათ ერთგული ადამიანისაგან; თუ მეურვე სიზმარში უსამართლოდ იქცევა–თქვენ დანაკარგი გექნებათ

მეფე – სიზმარში მეფის ნახვა ნიშნავს, რომ ებრძვით საკუთარ თავს, თქვენი მოქმედებით კი ავლენთ პატივმოყვარეობას. სიზმარში თქვენი თავის ნახვა გვირგვინდადგმულ მეფედ–ე.ი. თქვენ დადგებით თქვენს ამხანაგებზე და კოლეგებზე მაღლა.
თუ სიზმარში გასამართლებენ, ცხადში მიიღებთ საყვედურს თქვენი ვალდებულებების უგულებელყოფისათვის. ახალგაზრდა ქალი თუ ნახავს თავის თავს მეფის გვერდით–ის გათხოვდება კაცზე, რომლის შიშიც ექნება. თუ სიზმარში დაიმსახურა მეფის ყურადღება, მაშინ ის გათხოვდება სულიერად ახლობელ ადამიანზე

მექანიკოსი – სიზმარში მექანიკოსის ნახვა მიგანიშნებთ საცხოვრებელი ადგილის შეცვლასა და საქმეში აქტიურობაზე. თუ თქვენს სიზმარში მექანიკოსი საქმიანობს, როგორც წესი, ეს გპირდებათ ფინანსურ კეთილდღეობას

მექოთნე – მექოთნის დასიზმრება კარგი ნიშანია და გაუწყებთ, რომ გექნებათ მუდმივი სამუშაო ადგილი, რომელიც მოგიტანთ კმაყოფილებასა და სიხარულს. გოგონას ეს სიზმარი ჰპირდება ბედნიერ შეხვედრას

მეშველი კანჯო – თუ დაგესიზმრათ, რომ მეშველი კანჯოთი მიცურვთ, ცხადში დიდ უსიამოვნებას აარიდებთ თავს. თუ კანჯო იძირება, მეგობრებისაგან სერიოზული უსიამოვნებები გელით. თუ გაშლილ ზღვაში ხანგრძლივი თავგადასავლების შემდგომ ნაპირს მიადგებით, თქვენი ცხოვრება მალე დალაგდება

მეძავი – თუ თქვენ თავს მეძავთა შორის ხედავთ, ცხადში ამხანაგებისა და მეგობრების დამსახურებული შენიშვნების ობიექტი გახდებით. თუ ეს სიზმარი გოგონას დაესიზმრა, იგი, მიუხედავად თავისი პატიოსნებისა და ბუნებრივი ნატურისა, თავგზას აუბნევს თავის შეყვარებულს. გათხოვილი ქალისათვის ეს სიზმარი ჩხუბსა და ეჭვიანობას ნიშნავს

მეწაღე – მეწაღე სიზმარში მოვლენების თქვენ საწინააღმდეგოდ განვითარებას ნიშნავს. თუ ქალს მეწაღე შეუყვარდა, ან მას ცოლად გაყვა, ე.ი. დიდი ხნის ნანატრი აუსრულდება

მეჭეჭები – თუ სიზმარში ხელებზე და სახეზე მეჭეჭები გაქვთ და ძალიან ნერვიულობთ, ე.ი. ცხადში თქვენ ვერ შეძლებთ თავიდან ღირსეულად აიცილოთ სახელის გატეხვა. თუ ხედავთ, რომ მეჭეჭები თავისით ქრებიან, ე.ი. წარმატების გზაზე ყველა დაბრკოლებას გადალახავთ.
სხვის ხელებზე და სახეზე მეჭეჭების ნახვა ნიშნავს, რომ თქვენ გვერდით გაავებული მტერია. მეჭეჭების მოცილება–ჩაებმებით სასტიკ ბრძოლაში თქვენი და თქვენი ახლობლებისათვის მოსალოდნელი ხიფათის ასაცილებლად

მეხანძრე – თუ მეხანძრე დაგესიზმრათ, თქვენი მეგობრები არასდროს გიღალატებენ. თუ გოგონას დაესიზმრა დაშავებული მეხანძრე, მის მეგობარს უსიამოვნება ელის

მეჯლისი – ეს სიზმარი კარგია იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ტკბებით კარგ მუსიკაზე მოცეკვავე ლამაზი ადამიანების ცქერით. მაგრამ თუ მეჯლისზე მოწყენილი ხართ და განიცდით თქვენდამი უყურადღებობას, ელოდეთ ოჯახის ერთ–ერთი წევრის სიკვდილს

მზე – მზის ამოსვლა სიზმარში სიხარულსა და წარმატებას ნიშნავს. თუ მზე ზენიტშია, თქვენ შესანიშნავი შესაძლებლობა გაგიჩნდებათ, რათა ოცნებები ცხადში აისრულოთ. მზის ჩასვლა იმის მაუწყებელია, რომ თქვენთვის დამთავრდა წარმატების პერიოდი და ამიერიდან მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოთ მიღწეულის შესანარჩუნებლად.
თუ მზე ღრუბლებიდან ანათებს–ყველა უსიამოვნებები და სიძნელეები წარსულს ჩაბარდება და უკეთესობისაკენ მოტრიალების პერიოდი გეწყებათ. თუ ღრუბლები ხშირია და მზე ხანდახან გამოანათებს, თქვენთვის ხანმოკლე მოუსვენრობის ეტაპი იწყება. ძალიან მალე თქვენი ცხოვრების ჰორიზონტი ისევ განათდება

მზითვი – თუ გოგონას ესიზმრება, რომ მას მზითვები არ აქვს, ე.ი. მისი მომავალი სევდიანი იქნება: იგი ისეთ სიტუაციაში მოხვდება, რომლისგანაც თავის დაღწევა გაუჭირდება. სიზმარში მზითვის მიღება–თქვენი ოცნებების ახდენას ნიშნავს

მზის დაკვრა – თუ სიზმარში მზის დაკვრა მიიღეთ–ცხადში გელით გეგმების ჩაფუშვა მეგობრის გამყიდველობის გამო.

მთა – თუ ახალგაზრდა გოგონას დაესიზმრა, რომ ადის მთაზე თავის ბიძაშვილებთან და მკვდარ ძმასთან ერთად, რომელიც უღიმის, ე.ი. მის ცხოვრებაში დიდი ცვლილებები მოხდება უკეთესობისაკენ, მაგრამ ამავე დროს, ეს სიზმარი გაფრთხილებაა: ნუ მიენდობით მეგობრის მომხიბვლელობას, ვინაიდან, მათ შეიძლება გაგყიდონ. თუ ქალი სიზმარში დაიღალა და გზის გაგრძელება აღარ შეუძლია, მას მოლოდინზე იმედი გაუცრუვდება.
თუ სიზმარში ადიხართ მთაზე ლამაზი მწვანე ბილიკით, სინამდვილეში ადვილად გამდიდრდებით და საზოგადოებაში დაიკავებთ წამყვან მდგომარეობას. თუ მთა უსწორმასწოროა და ვერ შეძლებთ მწვერვალამდე მიღწევას, გელით ბედის უკუღმართობა და მოგიწევთ დიდი ძალისხმევის დახარჯვა თქვენი სუსტი ბუნების დასაძლევად. ამავე დროს, თუ თქვენ მაინც მიაღწიეთ სახიფათო წერტილამდე–კარგი ნიშანია: იპოვით თქვენი პრობლემებიდან თავდაღწევის გზას

მთვარე – სავსე მთვარე სიზმარში ნიშნავს წარმატებას სიყვარულსა და საქმის დაწყების კეთილად დაგვირგვინებაში. იდუმალი და არაბუნებრივად დიდი მთვარე ნიშნავს გაუმართლებელ სიყვარულს, ოჯახურ პრობლემებს. მთვარის დაბნელება ნიშნავს რაიმე ეპიდემიას, რომელიც ავნებს თქვენ გარშემომყოფებს. ახალი მთვარე ნიშნავს კეთილდღეობას, მომავალში კი ერთგულ მეუღლეს.
სიზმარი, რომელშიც ახალგაზრდა ქალი მთვარეს ეკითხება თავისი ბედის შესახებ, უწინასწარმეტყველებს მას ბედის საჩუქარს: სანუკვარ ქორწინებას საყვარელ ადამიანთან. თუ ის ხედავს ორ მთვარეს–დაკარგავს სიყვარულს თავისი მერკანტილობის გამო. თუ მთვარე მუქდება, ეს ნიშნავს, რომ თავისი ბედის გადამწყვეტ მომენტში უტაქტობას გამოიჩენს. სისხლისფრად წითელი მთვარე მოასწავებს ჩხუბსა და ომს: თქვენი შეყვარებული წავა ომში სამშობლოს დასაცავად

მთვარეული – შენი თავი ნახო მთვარეულად, ნიშნავს, რომ ცხადში უნებლიედ დათანხმდებით რაღაც წინადადებას, რომელიც მოგიტანს დიდ ხლაფორთს ან დამთავრდება თქვენი გეგმების განადგურებით

მთვრალი – თუ სიზმარში თავს მთვრალად იგრძნობთ ან ამ მდგომარეობაში სხვა ადამიანებს ნახავთ, ცხადში ბევრ რთულ საქმეს მსუბუქად აღიქვამთ, განსაკუთრებით ეს კოლეგებთან თქვენს დამოკიდებულებას შეეხება, რაც სამსახურის დაკარგვის საშიშროებას შეგიქმნით; თქვენ ამ შემთხვევაში არ იგრძნობთ სინდისის ქენჯნას და თან ამ პერიოდში სირთულეები შეგხვდებათ, მათ გადალახვის ნაცვლად შეეცდებით მათთვის გვერდის ავლას. ქალს ეს სიზმარი დაუფიქრებელი ქცევის ჩადენისაგან აფრთხილებს; წინააღმდეგ შემთხვევაში იგი მწარედ ინანებს

მთქნარება – თუ თქვენ მოწყენილობისაგან ამთქნარებთ ვიღაცის თანდასწრებით–მიიღებთ დამამშვიდებელ ცნობას შორეული მეგობრისაგან. თუ ახალგაზრდა პიროვნებას ესიზმრება, რომ მეგობარი ამთქნარებს მისი თანდასწრებით–კეთილის მომასწავებელია–მალე მას ხელს სთხოვენ. თუ ეს გოგონა თვითონ ამთქნარებს დემონსტრატიულად მის წინაშე, ის მალე თვითონვე დარჩება მარტო თავისი განცდების ახალი ობიექტის ძებნაში

მიბაძვა – თუ დაგესიზმრათ, რომ ვიღაცას ბაძავთ–ელოდეთ მოტყუებას

მიზანში ტყორცნა – ის, ვინც სიზმარში ამ თამაშს, ემუქრება კარგი თანამდებობის დაკარგვისა და შემთხვევით შემოსავალზე გადასვლის საშოშროება. ქულებით წაგება მოასწავებს ახლო მომავალში სატირალ მდგომარეობას

მიკიტანი – თუ მიკიტანი დაგესიზმარათ–ცხადში ვიღაცის გაჭირვებულის მდგომარეობა გამოიწვევს თქვენში თანადგომას და მსხვერპლად გასცემთ თქვენი შემოსავლების ნაწილს ამ ადამიანის დასახმარებლად. თუ ქალიშვილს დაესიზმრა მიკიტანი, მაშინ ცხადში მის შეყვარებულს მოუგვარებელი მდგომარეობა აიძულებს, რომ უარი თქვას გრძნობებზე

მიკროსკოპი – მიკროსკოპი მოასწავებს წარუმატებლობას საქმიან ურთიერთბებში ან მცირეოდენ მატერიალურ გაჭირვებას, თუმცა ის ისეთი უმნიშვნელო იქნება, რომ თქვენს სიმშვიდეს ვერ დაარღვევს

მილი – სიზმარში მილების ნახვა გპირდებათ, რომ ბრძოლა, რომელსაც ცხადში ეწევით, მალე დამთავრდება და თქვენს ცხოვრებაში დაისადგურებს მშვიდობა და სიწყნარე.
ქურის, ორთქლმავლის, ქარხნისა და სხვა სპეციალური დანიშნულების მილები გპირდებათ ღრმა პატივისცემას გარშემომყოფთაგან. ძველი ან გახეთქილი მილი–იმის ნიშანია, რომ თქვენი ჯანმრთელობა გაუარესდება, საქმეში კი უძრაობის პერიოდი დაისადგურებს

მინამბერი – თუ სიზმარში მინამბერი ხართ, ე.ი. ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა გსურთ და ამის იმედიც გაქვთ, მაგრამ თქვენი ძალისხმევა წარმატებით არ დასრულდება

მინდორი – მინდვრის ნახვა სიზმარში გპირდებათ ახლობელთან ბედნიერ ურთიერთობას და მომავალი ოჯახური ცხოვრების სასიხარულო პერსპექტივას.
მოცელილი მინდორი–წარუმატებლობას ნიშნავს; თავთავიანი ან მწვანე მინდორი–თქვენს ცხოვრებაში ბედნიერი ხანის დაწყების მომასწავებელია. გათოხნილი მინდორი–წარმატებას თქვენ შრომით მიაღწევთ

მინერალი – მადნის დასიზმრება გიწინასწარმეტყველებთ შესანიშნავ პერსპექტივას თქვენი საქმიანობის ყველა სფეროში. თუ გესიზმრებათ, რომ დადიხართ მადნის ფერდობებს შორის–თქვენ შეძლებთ გაექცეთ რაღაც უბედურებას და გაიმყაროთ თქვენი მდგომარეობა

მიპატიჟება – თუ სიზმარში მიპატიჟება მიიღეთ, ცხადში თქვენი მეგობრის სიყვარულში დარწმუნდებით. შეიძლება გამოჩენილიც კი გახდეთ, რითაც მათი მადლიერი დარჩებით. თუ თქვენ მოსაპატიჟებელ მოსაწვევებს არიგებთ, ცხადში მაღალ წრეში მიგიღებენ და შეძლებთ თქვენი თავის საუკეთესო მხარიდან წარმოჩენას. ვინმეს სტუმრად დაპატიჟება–ნერვიულობის ნიშანია. თუ თქვენ გეპატიჟებიან–ეს უსიამოვნებებს მოასწავებს.

მიტოვება, მიგდება – თუ სიზმარში თავს მიტოვებულად გრძნობთ, ცხადში გაგიჭირდებათ გეგმების განხორციელება. თუ თვითონ მიატოვებთ ვინმეს, ცხადში მოულოდნელ უსიამოვნებებს ელოდეთ. თუ სიზმარში სახლიდან წამოხვედით–ცხადში მუდმივად ბედის გამოცდა გელით.
თუ სიზმარში უარს ამბობთ სიყვარულზე, ცხადში მეგობრები ზურგს შეგაქცევენ. თუ თქვენ მიატოვეთ საყავრელი–ეს მოულოდნელი გამდიდრების ნიშანია; თუ მიატოვებთ ბავშვს–თქვენი დაუფიქრებელი და ქარაფშუტული საქციელი უსიამოვნებებს მოგიტანთ; თუ მიატოვებთ დაწყებულ საქმეს, ეს ან პირდაპირ აგისრულდებათ, ან უფროსებთან ჩხუბი მოგიხდებათ.
სიზმარში რელიგიაზე უარის თქმა ნიშნავს, რომ თავად დაზარალდებით თქვენი ცუდი ხასიათის გამო. თუ თქვენ ან თქვენი მეგობარი ტოვებთ ჩაძირულ გემს, თქვენ უიმედო საქმეს წამოიწყებთ, ხოლო თუ, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მიაღწევთ ნაპირს, თქვენი ინტერესები გამართლდება და საქმეში წარმატება გელით

მიწა – თუ სიზმარში ხედავთ კარგ, ნაყოფიერ მიწას–ეს კარგი ნიშანია. ქვიანი და გამხმარი მიწა–საქმეში წარუმატებლობაა. თუ ზღვაში ბანაობისას შორს დაინახეთ მიწა, ეს სიზმარი მაუწყებელია მოულოდნელი, ბრწყინვალე პერსპექტივისა, რომელიც თქვენ წინ იხსნება

მიწისქვეშეთი – თუ დაგესიზმრათ, რომ მიწისქვეშეთში ცხოვრობთ, თქვენს კეთილ სახელს საფრთხე ელის. მეტრო ან მიწისქვეშა რკინიგზა ნიშნავს, რომ თქვენ ისეთ საქმეებს აწარმოებთ, რომელიც წარმატებას არ მოგიტანთ

მიწისძვრა – სიზმარში მიწისძვრის ნახვა ცუდი ნიშანია. ის მიუთითებს ბიზნესის დაცემაზე და უბედურებაზე, რომელიც დაკავშირებულია ეროვნებათშორის ომებთან და არეულობასთან

მკერავი – მკერავი სიზმარში რთული მოგზაურობის ნიშანია. თუ თქვენსა და მკერავს შორის რაღაც გაუგებრობა წარმოიშობა–თქვენი ჩანაფიქრის განხორციელების შემდეგ კმაყოფილებას ვერ მიიღებთ. თუ მკერავი ზომას გიღებთ–მზად იყავით ხანგრძლივი ჩხუბისათვის

მკერდი – ახალგაზრდა ქალი თუ სიზმარში ხედავს, რომ მკერდშია დაჭრილი–ემუქრება უბედურება. ჭუჭყიანი ან გამხდარი მკერდის ნახვა სიყვარულში დიდი იმედგაცრუებაა–მოგიწევთ მრავალ მეტოქესთან გამკლავება. თუ მკერდი თეთრი და სავსეა–მოასწავებს წარმატებასა და ბედნიერებას. თუ სიზმარში თაყვანისმცემელი თავის მზერას თქვენს მკერდს აპყრობს–მალე დანებდებით მის დაჟინებულ არშიყს

მკვდარი, გარდაცვლილი – მკვდრის დასიზმრება გაფრთხილებას ნიშნავს. თუ გარდაცვლილი მამა დაგესიზმრათ ან მას დაელაპარაკეთ, ეს გაფრთხილებთ სარისკო გარიგებაზე, ფრთხილად იყავით საქმეში, თქვენ გარშემო მტრებია. ამ სიზმარის შემდეგ ქალიც და კაციც თავის რეპუტაციას უნდა გაუფრთხილდეს. თუ სიზმარში ხედავთ გარდაცვლილ დედას–უსიამოვნებები გელით. ეს ასევე ახლობლების ავადმყოფობას ნიშნავს. თუ გესიზმრებათ და, ძმა ან ნათესავი, ეს იმის ნიშანია, რომ ვინმე ფულად დახმარებას მოგთხოვთ.
თუ გარდაცვლილი მხიარული და ცოცხალია, ე.ი. ვიღაც თქვენზე ცუდ გავლენას ახდენს და შეიძება სერიოზული დანაკარგი განიცადოთ. თუ ადრე გარდაცვლილი რომელიმე ნათესავი სიზმარში თქვენგან რაიმე დაპირებას იღებს–ცუდი პერიოდი გელით და უმჯობესია მეგობრების რჩევას დაუჯეროთ.
გარდაცვლილის ხმა–ეს ერთადერთი ზებუნებრივი ძალაა, რომელსაც ადამიანის ტვინი აღიქვამს; მაგრამ მისი ახსნა ძალზე რთულია და ადამიანებს ისღა დარჩენიათ, რომ თავის სუბიექტურ შეგრძნებებს მიენდონ.
პარაცელისი ამის შესახებ წერდა,,…ისე ხდება,რომ ადამიანის სულები, ხშირად ჩვენთან სიზმრებში მოდიან და ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ, თუ რას გვეუბნებიან ისინი, რადგან ეს არც მირაჟი და არც ილუზია არ არის; ეს სიმართლეა და ისიც შეიძლება, რომ ადამიანმა სიზმარში სულებს უკეთ გაუგოს, ვიდრე ცხადში. თუ სულს ამ დროს შეკითხვას დაუსვამ, ეჭვიც არ უნდა შეგეპაროს, რომ სწორ პასუხს მიიღებ. ამგვარად, სწორად დასმული შეკითხვა ბევრის გაგების საშუალებას მოგცემს. ბევრია ისეთი ადამიანი, ვისაც ასეთი ხილვები ხშირად აქვს. ისინი ადრე ავად იყვნენ და მათ მიიღეს პასუხი, თუ როგორ განკურნებულიყვნენ. ეს შეიძლება ყველა რჯულისა და სარწმუნოების ადამიანს დაემართოს…” (ავტორის შენიშვნა).

მკვლელობა, მკვლელი – სიზმარში ნანახი მკვლელობა მოასწავებს რაღაც ბოროტებას, რომელიც დაჩრდილავს თქვენს ცხოვრებას. არ არის გამორიცხული, რომ თქვენ მართლაც აღმოჩნდეთ ვიღაცის ძალადობრივი სიკვდილის მოწმე.
თუ გესიზმრებათ, რომ თვითონ ჩაიდინეთ მკვლელობა, მაშინ ცხადში ჩათრეული იქნებით უსიამოვნო მოვლენებში, რომლებიც ჩრდილს მიაყენებენ თქვენს რეპუტაციას. თუ თქვენ მკვლელობის მსხვერპლი გახდით, ეცადეთ თავი დააღწიოთ კონკურენტების ხრიკებს.
თუ გესიზმრებათ, რომ მკვლელი აპირებს მოგაყენოთ დარტყმა –რაღაც განცდები რეალურ ცხოვრებაში თქვენგან მოითხოვენ ხასიათის სიმტკიცეს; თუ თქვენ თვითონ ჩაიდინეთ მკვლელობა თავდაცვის მიზნით, მაშინ რეალურ ცხოვრებაში გელით სწრაფი დაწინაურება; თუ მკვლელი მსხვერპლს ადგას თავზე–თქვენს უიღბლობაზე მიუთითებს.

მკითხავი, ჯადოქარი – თუ სიზმარში მკითხავს ხედავთ, ეს საეჭვო სიამოვნებისაგან თავის არიდებაზე გაფრთხილებთ, რამეთუ მას არასდროს მოაქვს ადამიანისათვის ბედნიერება.

მკითხაობა – თუ სიზმარში თქვენ გმკითხაობენ ან თავად მკითხაობთ ვინმეს–ორივე შემთხვევაში ნიშნავს, რომ თქვენ ზოზინობთ, მაგრამ საქმის ბოლომდე მიყვანის გადაწყვეტილების მიღებისას, სიფრთხილეს გამოიჩენთ. თუ ასეთ სიზმარს ნახულობს ახალგაზრდა პიროვნება, ბედი დააყენებს ორ თაყვანისმცემელს შორის არჩევანის წინაშე, მას აღელვებს ორივეს მდგომარეობა როგორც ბიზნესში, ისე საზოგადოებაში. თუ მას ესიზმრება, რომ დანიშნულია მკითხავზე, ე.ი. მან უკვე გააკეთა თავისი არჩევანი–ის უნდა მიენდოს თავის ინტუიციას, რათა თავი აარიდოს სიღარიბეს ქორწინების შემდეგ

მლესავი – მლესავის დასიზმრება–ცხადში ვიღაც ეცდება უცერემონიოდ ჩაერიოს თქვენს პირად ცხოვრებაში. ქალიშვილს ეს სიზმარი უქადის უიღბლო ქორწინებასა და მონოტონურ სამუშაოს, რომელიც მას არ მოუტანს სიხარულსა და არც შეძლებას

მლიქვნელობა – თუ თქვენ სიზმარში ეძებთ პატივსა და გამორჩენას–რეალურ ცხოვრებაში დაუმსახურებლად დაიკავებთ საპატიო თანამდებობას. თუ თავად იქცევით მლიქვნელურად–მალე რაღაც ძვირფასის გაღება მოგიწევთ მსხვერპლად მეტის შეძენის იმედად

მობათქაშება – კარგად მობათქაშებული კედლები თქვენი სწრაფი წარმატების ნიშანია. თუ დაგესიზმრათ, რომ ბათქაში ცვივა–უბედურება გელოდებათ

მოგზაური – როცა ქალს მოგზაური ესიზმრება–ელის მოულოდნელი, სასიამოვნო შეხვედრები. კაცისთვის ასეთი სიზმარი–გაფრთხილებაა, მან შეიძლება მოგზაურობისას ფული დაკარგოს

მოგზაურობა – მოგზაურობა სიზმარში–პირად ცხოვრებასა და საქმეებში წარმატებას მოასწავებს,; თუმცა, თუ ის ადგილები, სადაც თქვენ მოგზაურობთ, უცნობი და უინტერესოა–ავადმყოფობა გელით. მანქანით მოგზაურობა–თქვენი მოგზაურობა ძალზე რთული იქნება, მაგრამ თუ თქვენთან ერთად სხვებიც მოგზაურობენ, მაშინ იგი სასიამოვნო აღმოჩნდება.
როცა სიზმარში თქვენი მეგზურები კარგ ხასიათზე არიან, ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებები გელით. მაგრამ თუ მათთან განშორება მოწყენილობას იწვევს, ცხადშიც ხანგრძლივი დაცილება გელოდებათ; თუ სიზმარში სწრაფად დაბრუნდით მოგზაურობიდან, რომელიც, წესით, ხანგრძლივი უნდა ყოფილიყო, ეს თქვენი საქმიანობის შესანიშნავი პერსპექტივის მაუწყებელია

მოდელი, ნატურა – სიზმრად ნანახი პოზიორი, ნატურა გაფრთხილებთ, რომ უაზრო ხარჯი გაგაღატაკებთ და თქვენი ახლობლები დაგძრახავენ ამის გამო. თუ ახალგაზრდა ქალი სიზმარში თავის თავს ხედავს ნატურად ან ცდილობს გახდეს მოდელი, ეს რეალურ ცხოვრებაში ნიშნავს ეგოისტ ადამიანთან სასიყვარულო ურთიერთობას

მოლარე – სიზმარში მოლარის ნახვა უსიამოვნების მომასწავებელია. უცნობი ადამიანები გაიძულებენ, მისცეთ მათ ის, რაც თქვენ გეკუთვნით. თუ სიზმარში თქვენ სჭირდებით ვინმეს, ცხადში შეეცდებით იცრუოთ, დაემუქრებით რა ვიღაც შეძლებულ ადამიანს

მომავალი – სიზმარი მომავალზე დაგეხმარებათ თავი ხელში აიყვანოთ და არ გადადგათ მოუფიქრებელი ნაბიჯი

მომაკვდავი – სიზმარი მომაკვდავ ადამიანზე ნიშნავს, რომ უბედურება მოვა იმ მხრიდან, საიდანაც თქვენ ნაკლებად ელოდებით. თუ გესიზმრებათ, რომ კვდებით–ე.ი. ცხადში არაკეთილსინდისიერად ეპყრობით თქვენს მოვალეობებს. ზოგჯერ ეს სიზმარი მოასწავებს ავადმყოფობას, რომელიც, საბედნიეროდ, მძიმე არ იქნება.
თუ სიზმარში თქვენ თვალწინ კვდება გარეული ცხოველი, მაშინ რეალურ ცხოვრებაში წარმატებით დააღწევთ თავს სხვის ცუდ გავლენას; იგივე სიზმარი შინაური ცხოველების მიმართებაში გიქადით უსიამოვნებებს. მომაკვდავი არსების გამოსახულება არის ნათელი შთაბეჭდილება გამოღვიძებული ცნობიერებისა, რის შედეგად ადამიანი უფრო ძლიერად გრძნობს სიხარულს ან მწუხარებას ცხადში მომავალი მოვლენების გამო და უყურებს მას სხვა მხრიდან. ამ ახალი აზრის შეძენამ, რომელიც შეიქმნა მძიმე სიზმრის შედეგად, უნდა განამტკიცოს სული და დაეხმაროს, მშვიდი გადაწყვეტილებით შეხვდეს გარდაუვალს

ნადირობა – ნადირობა სიზმარში სიმბოლოა შეუსრულებელ გეგმათა განხორციელებისა. ნაკვალევს გაყოლა და ნადავლის მოპოვება ნიშანია წინააღმდეგობათა წარმატებით დაძლევისა. თუ სიზმარში ნადირობისას არ გაგიმართლათ–მალე მიიღებთ არასწორ გადაწყვეტილებებს, რომლებიც თქვენს საქმიან ურთიერთობებს შეეხებიან და დაზარალდებით. სიზმარში მონადირეების მხიარული შეძახილების გაგება ნიშნავს, რომ ბედი კეთილგანწყობილი იქნება თქვენ მიმართ

ნავი – ნავზე სინათლის ნახვა, თუ წყალი სუფთაა–ბრწყინვალე პერსპექტივის ნიშანია. თუ წყალი მღელვარეა–ეს სიზმარი მოასწავებს უსიამოვნო ცვლილებებს. თუ თქვენ მხიარულ კომპანიასთან ერთად ჩასხდებით ნავში, ყოველგვარი თავგადასავლების გარეშე–თქვენს თავზე ბედნიერების წვიმა წამოვა. უბედურია ის ადამიანი, ვინც სიზმარში ხედავს, თუ როგორ ვარდება მღელვარე წყალში ნავის ბორტიდან

ნათესავი (ბიჭი) – თუ თქვენი ნათესავი სიზმარში ჯანმრთელი და სიცოცხლით სავსეა–გამდიდრდებით; წინააღმდეგ შემთხვევაში უსიამოვნებები გელით. თუ ქალს დაესიზმრა ნათესავი, ბედი მას გამოცდას უმზადებს

ნათლობა, მონათვლა – თუ თქვენ სიზმარში ნახავთ ნათლობის ცერემონიას, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაიმყარებთ თქვენს რეპუტაციას, უფრო დამაჯერებლად იდგებით თქვენს შეხედულებებზე, მოიპოვებთ მეგობრების პატივისცემას. თუ სიზმარში თავად ინათლებით, ცხადში გელით დამცირება, მაგრამ მედგრად გაუმკლავდებით სხვების საკეთილდღეოდ.
თუ ხედავთ იოანეს მიერ ქრისტეს მონათვლას იორდანიაში–გიდგებათ სულიერ სიცარიელესთან ბრძოლის პერიოდი და თქვენ გააკეთებთ არჩევანს ახლობლების წინაშე ვალდებულებასა და ფარული ოცნების შესრულებას შორის, რომელიც უკავშირდება მდგომარეობისა და სიმდიდრის პატივმოყვარულ სურვილს

ნაკადული – სიზმარში ნაკადული მკვეთრ შთაბეჭდილებებს ნიშნავს. თუ ნაკადული წყალუხვია, თქვენ სანერვიულო გაგიჩნდებათ. დამშრალი ნაკადული იმედგაცრუებას მოასწავებს, მაგრამ ბედი დაკარგულის დასაბრუნებლად შანსს გაძლევთ

ნაკაწრი – თუ გესიზმრებათ, რომ ვინმეს კაწრავთ, ეს გარშემომყოფთა მიმართ თქვენს გადამეტებულ გაღიზიანებულობაზე მიუთითებს. თუ სიზმარში თქვენ დაგკაწრეს, ცხადში ვიღაც შეეცდება ჩირქი მოგცხოთ

ნაკელი – ნაკელის გროვა კარგი ნიშანია, განსაკუთრებით მეწარმეთა და მიწათმოქმედთათვის. ის მოასწავებს წარმატებულ გარიგებასა და უხვ მოსავალს. თუ ასეთი სიზმარი დაესიზმრა გოგონას, იგი წარმატებულად გათხოვდება

ნაკვერჩხლები – გავარვარებული, კაშკაშა ნაკვერჩხლები ნიშნავენ სასიამოვნო ცვლილებებს; თუ სიზმარში ნაკვერჩხლებს ურევთ–გელით უზარმაზარი სიხარული ჩამქრალი ნაკვერჩხალი გულგატეხილობას მოასწავებს

ნაკლი, მანკი – თუ თქვენ თავს სიზმარში ნაკლიან ადამიანად ხედავთ, ცხადში ბოროტი ჩანაფიქრები გაგიჩნდებათ და თქვენი რეპუტაცია ეჭვქვეშ დადგება. თუ მანკიერი ადამიანები გესიზმრებათ, ბედი თქვენი ახლობლების მიმართ მკაცრი იქნება

ნალი – მთლიანი ნალი წარმატების ნიშანია, გატეხილი–პირიქით. თუ დაგესიზმრათ ღობეზე მიჭედებული ნალი–მოულოდნელი, დიდი წარმატება გელოდებათ. თუ თქვენ ნალი იპოვნეთ და აიღეთ, მოულოდნელად დიდი თანხა გექნებათ

ნამსხვრევები – ნამსხვრევები თქვენს სხეულში უსიამოვნებას გიქადით, რომელსაც სხვები გიქმნიან. თუ ფეხი გაიჭერით ბასრი ნამსხვრევით–უსიამოვნო ადამიანის ვიზიტი გელით, ზოგჯერ კი საქმის გაუარესებას ნიშნავს

ნამცხვარი – თუ სიზმარში ნამცხვარს მიირთმევთ–იცოდეთ, გარემოცვაში არაკეთილმოსურნე ხალხი გყავთ, რომლებიც თქვენთვის ზიანის მოყენებას ცდილობენ. თუ გოგონას დაესიზმრა, რომ მან ნამცხვრები გამოაცხო, ცხადში შეიძლება საკუთარი ქარაფშუტობის გამო დაზარალდეს

ნანგრევები – ნანგრევები რთულ სამუშაოს მოასწავებენ, რომლის შედეგიც ძალზე უმნიშვნელო იქნება. თუ ნანგრევები შეყვარებულებს ესიზმრებათ, ერთ–ერთი მათგანი თავის პირობას დაარღვევს. მიწათმოქმედი ასეთი სიზმრის შემდეგ დაკარგავს მოსავალს. ერთი სიტყვით, თუ ძველებური შენობის ნანგრევები გესიზმრებათ, შორეულ ქვეყანაში მოგზაურობა მოგიწევთ, მაგრამ, სამწუხაროდ მარტოობაში

ნარდი – ნარდის თამაში სიზმარში ნიშნავს, რომ თქვენ ვიღაცას ესტუმრებით, სადაც არც თუ სიამოვნებით შეგხვდებიან, თუმცა თქვენი გულკეთილობა დაგეხმარებათ, აღადგინოთ მეგობრული ურთიერთბები. თუ სიზმარში თქვენ აგებთ ნარდში–წარუმატებლობა იქნება თქვენი თანამგზავრი ყოველგვარი ძალისხმევა უშედეგო აღმოჩნდება

ნარკოტიკები – თუ თქვენ სიზმარში ნარკოტიკს მოიხმართ, ე.ი. გაქვთ ხალხზე ზემოქმედების უნარი და გაფრთხილდით. თუ ვიღაცას უშლით ხელს ნარკოტიკის მიღებისას–ხალხს სიხარულს ჩუქნით და ბევრ კარგ საქმეს აკეთებთ.
თუ ვიღაცას აძლევთ ნარკოტიკს, ნიშნავს მცირე გაუგებრობას რომლიმე ახლობელთან. თუ გესიზმრათ, რომ თქვენი შეყვარებული ცხოვრებაზე იმედგაცრუების გამო მიეძალა ნარკოტიკს–გელით წარუმატებლობა საქმეში და მეგობრებთან წინააღმდეგობანი

ნარჩენები – ნარჩენები პირადი ხასიათის გაფუჭებას მოასწავებენ; ხშირად ეს მაუწყებელია წარუმატებლობებისა საქმის დასაწყისისას.

ნაქარგი – თუ ქალი თავის თავს ხედავს ნაქარგობასთან, ეს ნიშნავს, რომ ის თავისი ტაქტიანობით მალე მიიპყრობს ყურადღებას. ამით ის შეძლებს, წარმოაჩინოს თავისი შესაძლებლობები–აკეთოს ყველაფერი საუკეთესოდ, რასაც ხელს მოკიდებს. ცოლიანი მამაკაცისათვის ნაქარგობის ნახვა კარგი ნიშანია: მის ოჯახში მალე გამოჩნდება ახალი წევრი. შეყვარებული ბიჭისათვის ეს მიმანიშნებელია ჭკვიან და ყაირათიან გოგონაზე დაქორწინებისა

ნაღები, კრემი – თუ სიზმარში ათქვეფილ ნაღებს გაწვდიან, თქვენ სიმდიდრე და პროფესიული წარმატება გელით. გლეხებს ეს სიზმარი კარგ მოსავალს და ოჯახურ ბედნიერებას ჰპირდება, შეყვარებულებს კი სწრაფ დაქორწინებას

ნაყიდი, ნავაჭრი – თუ სიზმარში რაიმეს ყიდულობთ, ეს მოგებისა და სასიამოვნო მოვლენების მაუწყებელია

ნაცნობები – თუ დაგესიზმრათ, რომ შეხვდით ნაცნობს და მხიარულად საუბრობთ მასთან, ეს მიგანიშნებთ საქმეებში წარმატებაზე, ოჯახში მცირე უთანხმოების ფონზე; მაგრამ თუ თქვენ კამათობთ ან თქვენი საუბარი ხმამაღალია–ცხადში გელით დამცირება და ჩხუბი. თუ შეხვედრისას გრძნობთ უხერხულობას, ან გესიზმრებათ, რომ თქვენი შეხვედრა უადგილოა–დამნაშავე იქნებით უკანონო გარიგებაში, მეორე მხარე კი, ყოფილ საიდუმლოს აქცევს საზოგადოების საკუთრებად.
თუ ახალგაზრდა ქალი სიზმარში ხედავს რამდენიმე ნაცნობს ერთად, ასეთი სიზმარი ჰპირდება მას სიყვარულს, რომლის მოპოვების შემდეგ არასოდეს დაინანებს მასზე დახარჯულ ენერგიას. თუ სიზმარში მისი ნაცნობების წრე ფართო არ არის, მას ელის უინტერესო და ნაცრისფერი ცხოვრება. სიზმარში ნაცნობების ნახვის შემდეგ შეიძლება შეხვდეთ მათ ან გაიგოთ რაიმე მათ შესახებ

ნაძვის ხე – სიზმარი ნაძვის ხეზე სასიხარულო მოვლენის მაუწყებელია. თუ გესიზმრებათ, რომ ნაძვის ხიდან სათამაშოებს ხსნიან–დღესასწაულს სამწუხარო მოვლენები შეენაცვლებიან

ნაწლავები, კუჭ–ნაწლავი – თუ გესიზმრებათ ნაწლავები, ეს გაფრთხილებთ–თავს დაგატყდებათ სასიკვდილო საფრთხე–შეიძლება დაკარგოთ მეგობარი. თქვენი ნაწლავის ნახვაც ავადმყოფობასთან დაკავშირებულ საფრთხეზე მიგითითებთ, რომელიც იმოქმედებს მეგობრებთან ურთიერთობაზე. შესაძლებელია სერიოზული დანაკარგიც და აგრეთვე, მრავალი მცირე უსიამოვნება.
თუ დაგესიზმრათ, რომ მუცელს ითბობდით რადიატორთან და დაიწვით, გქონდათ უსიამოვნო განცდა და ითხოვდით შველას, გელით მოულოდნელი უბედურება ან უკურნებელი სენი. თუ ცდილობთ, თავი დააღწიოთ ამ საშინელ მდგომარეობას, ამით უფრო მიუმატებთ თქვენს თავს უსიამოვნებებს და ასე იქნება მანამ, სანამ თქვენ არ გაძლიერდებით სულიერად და მედგრად არ შეხვდებით ფათერაკებს

ნახერხი – ნახერხი სახლში აშლილობას გიქადით, რომელიც გამოუსწორებელი შეცდომით არის გამოწვეული

ნახირი – საქონლის ნახირი მწვანე მინდორზე–კეთილდღეობის ნიშანია. გამხდარი და ჭუჭყიანი ცხოველები–ცხადში სიღარიბეს და უიმედობას მოასწავებენ. თქვენ მყარი დასაყრდენი უნდა ეძებოთ.
თუ საქონლის ნახირი დამფრთხალი გარბის, თქვენი კარიერა საფრთხის წინაშე დადგება და ძალზე დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ მდგომარეობის გადასარჩენად. თუ დაგესიზმრათ, რომ ძროხას წველით–ცხადში დიდძალი ქონების პატრონი გახდებით. თუ ქალს დაესიზმრა ასეთი სიზმარი, იგი ისეთ ადამიანს შეხვდება, რომელიც მისი სიყვარულის ღირსია.
თუ ხბო დედის რძეს წოვს, ეს ნიშნავს ან შეყვარებულის დაკარგვას, ან ეს ადამიანი ძალზე აყოვნებს თავისი გრძნობების გამომჟღავნებას. ბევრი ხბო სიზმარში საყოველთაო სიყვარულსა და ლამაზი ქალის კეთილგანწყობას მოასწავებს. მაგრამ თუ ხბოები ცუდად გამოიყურებიან–თქვენ უფრო გაგიჭირდებათ თქვენი მიზნების ასრულება. გრძელრქებიანი ან შავი ხბოები მტრების გაჩენას მოასწავებს.

ნაჯახი – ნაჯახის დასიზმრება მიგანიშნებთ, რომ თქვენი ბედნიერება და კეთილდღეობა მთლიანად თქვენს ხელშია. თუ გესიზმრებათ ადამიანი, რომელსაც ხელში ნაჯახი უჭირავს–თქვენ ბევრი მხიარული მეგობარი გეყოლებათ. ქალს ასეთი სიზმარი უქადის არა მდიდარ, მაგრამ საკმაოდ ღირსეულ ქმარს. გატეხილი ან დაჟანგული ნაჯახი–ავადმყოფობა და დანაკლისია

ნეკნები – თუ სიზმარში ნეკნები დაგესიზმრათ, სიდუხჭირე და სიღარიბე არ აგცდებათ

ნეკროლოგი – ნეკროლოგის ნახვა ნიშნავს, მძიმე და უსიამოვნო მოვალეობებს. თუ თქვენ ყურადღებით კითხულობთ ნეკროლოგს, ცუდ ამბებს შეიტყობთ შორი გზიდან

ნემსი – ნემსის ხმარება სიზმარში მოახლოებული მწუხარების ნიშანია, რომელსაც განიცდით თქვენი ახლობელი ადამიანის სიმპათიის დაკარგვის გამო. ნახვა, თუ როგორ უყრით ნემსში ძაფს, ნიშნავს, რომ საკუთარზე მეტად სხვების პრობლემებით ხართ დატვირთული. ნემსის ძებნა–ნიშანია ტყუილი შიშისა. ნემსს თუ იპოვით, ე.ი. შეიძენთ ახალ მეგობარს, რომელსაც ეყვარებით და პატივს გცემთ. გატეხილი ნემსი–სიმარტოვისა და სიღარიბის ნიშანია

ნესვი – ნესვი ნიშნავს ცუდ ჯანმრთელობასა და ბიზნესის ცუდ განვითარებას. სიზმარში ნესვის ჭამა ნიშნავს, რომ რომელიღაც წინდაუხედავი მოქმედება შეგაშფოთებს. თუ თქვენ ხედავთ ნესვსს ბაღის კვლებში, ე.ი. უსიამოვნებები მოულოდნელად შემოტრიალდებიან თქვენს სასიკეთოდ

ნიანგი – თუ გესიზმრებათ ეს სისხლისმსმელი არსება, ე.ი. გემუქრებათ ტყუილი ყველაზე ახლო მეგობრისაგან, მტრებიც ყოველ კუთხეში დაგიყარაულდებიან. თუ თქვენ ნიანგის ზურგსუკან გაივლით–გელით უსიამოვნებანი, რომლებთანაც დამოუკიდებლად მოგიწევთ ბრძოლა და წარმატებით გაუმკლავდებით. იყავით ყურადღებით–ყველაზე ახლო მეგობარსაც კი ნუ გაუხსნით გულს

ნიახური – ნიახურის დიდი კონა ნიშნავს, რომ მალე თქვენ ძალაუფლებას მოიპოვებთ და დიდი წარმატება გელოდებათ. დამპალი და დამჭკნარი ნიახური მოვლენების სამწუხარო შემობრუნებას მოასწავებს. თუ სიზმარში ნიახურს მიირთმევთ, ვიღაცის უსაზღვრო სიყვარულსა და ერთგულებას მოიპოვებთ. თუ გოგონა ნიახურს საყვარელ ადამიანთან ერთად მიირთმევს, მას დიდძალი მემკვიდრეობა ელის

ნიმუშები – თუ სიზმარში საქონლის ნიმუშებს მიიღებთ სავაჭროდ, საქმე კარგად წაგივათ; თუ მოგზაურს ესიზმრება, რომ მან კოლექციისათვის შეგროვილი ნიმუშები დაკარგა, ცხადი გახდება, რომ რეალურ ცხოვრებაში იგი დაიბნა საქმეებში ან სასიყვარულო ურთიერთობებში. თუ ქალი სიზმარში ხედავს მისთვის გამოგზავნილი საქონლის ან ხელოვნების საგანთა ნიმუშებს, მალე მას მშვენიერი შესაძლებლობა ექნება, რათა გაამრავალფეროვნოს თავისი დასვენება

ნიმფა – წმინდა წყალში მობანავე ნიმფა გიწინასწარმეტყველებთ გართობას, ყველა სხვა შემთხვევაში ნიმფების დასიზმრება იმედგაცრუების ნიშანია. თუ გოგონას ესიზმრება ნიმფების ბანაობა–ბედის კეთილგანწყობას მოასწავებს, თუმცა სიხარული საეჭვო იქნება. თუ გოგონა ნიმფაში საკუთარ თავს ხედავს, ე.ი. თავის სილამაზეს ის ეგოისტური მიზნებისათვის იყენებს, რითაც მამაკაცებს იმედებს უცრუებს

ნიორი – თუ სიზმარში ნივრის თესვით ხართ დაკავებული, ცხადში სიღარიბის შემდეგ უეცრად დიდ სიმდიდრეს მიაღწევთ. გოგონას ეს სიზმარი გარიგებით ქორწინებას უქადის. თუ სიზმარში ნიორს მიირთმევთ, ცხადში მაღალ იდეალებს მოსახერხებელი ცხოვრებისეული პოზიციით შეცვლით

ნიჟარები – თუ სიზმარში ნიჟარებს აგროვებთ–დაფიქრდით თქვენი ხასიათის იმ თვისებაზე, რასაც ზედმეტი ხელგაშლილობა ფლანგველობა ჰქვია, და არამარტო ფულის, არამედ დროისაც. თუ ფეხქვეშ ბევრ ლამაზ ნიჟარას ხედავთ–თქვენი ძალისხმევა უკვალოდ არ ჩაივლის

ნისლი – სიზმარში თუ ნისლში ხართ გახვეული, გელით საეჭვო გამარჯვება და უსიამოვნებები ოჯახში. თუ ნისლი იფანტება–თქვენი წარუმატებლობა ხანმოკლე იქნება. თუ ხალხი თავს აღწევს ნისლს, ცხადში წარმატებას მიაღწევთ სხვების უბედურების ფასად

ნიღაბი – თუ სიზმარში ატარებთ ნიღაბს, ეს ნიშნავს ურთიერთობის დროებით გართულებას თქვენთვის ძვირფას ადამიანთან, ხოლო რჩევები, რომელსაც თქვენ მისცემთ მას, არასწორად იქნება გაგებული. ერთი სიტყვით, ამ დროებითი დაშორებით თქვენ სარგებელს მიიღებთ.
თუ ნიღაბში სხვები არიან–წააწყდებით სიცრუესა და შურს. თუ უბრალოდ ნიღაბს ხედავთ–გელით ღალატი და საქმეების წახდენა. ახალგაზრდა ქალისათვის ნიღბის გაკეთება იმის მაუწყებელია, რომ ის მოატყუებს მისდამი მეგობრულად განწყობილ ადამიანს. თუ ქალი იცლის ნიღაბს, ან ხედავს, ამას სხვები აკეთებენ, ეს ნიშნავს, რომ მისი თვალის ახელის მცდელობა წარუმატებელი იქნება. ასეთი სიზმრები გახსენებენ, რომ მორიდებული იყოთ

ნიშადურის სპირტი – თუ დაგესიზმრათ ნიშადურის სპირტი, უკმაყოფილო იქნებით თქვენი მეგობრის საქციელით, რასაც შეიძლება მოჰყვეს ჩხუბი, ურთიერთობის გაწყვეტა. თუ გოგონა ნახავს ასეთ სიზმარს–შეიძლება შეცდეს მასში, ვინც მეგობრად მიაჩნდა

ნიშნობა – ნიშნობა სიზმარში ახალნაცნობობას, მეგობრებს გპირდებათ

ნიშნობის ბეჭედი – ქალისათვის გაწმენდილი, მბზინავი ნიშნობის ბეჭდი იმის ნიშანია, რომ მის ცხოვრებაში ღალატსა და წინააღმდეგობებს ადგილი არ ექნება.
თუ ბეჭედი დაგეკარგათ ან გაგიტყდათ, მწუხარე ცხოვრება გელოდებათ. თუ თქვენი მეგობრის თითზე წამოცმული ნიშნობის ბეჭედი გესიზმრათ, ვიღაცის დაპირებას სერიოზულად არ მიიღებთ; ასეთი სიზმარი სულიერ სიღრმეზე მიანიშნებს

ნიჩაბი – ნიჩბის დასიზმრება ნიშნავს, რომ გამოგიჩნდებათ რაღაც შრომატევადი, მაგრამ სასიამოვნო საქმე. გატეხილი ნიჩაბი–იმედების მსხვრევაა

ნიძლავი – სიზმარში ნიძლავის დადება ცხადში მიზნის მიღწევისათვის შეუფერებელი ქმედებების გამოყენებას ნიშნავს. წაგებული სანაძლეო იმ ზარალზე მიანიშნებს, რომელსაც თქვენი ნათესავი მოგაყენებთ. თუ სიზმარში უარს ამბობთ ნიძლავის დადებაზე ცხადში მოვლენები თქვენს საწინააღმდეგოდ წარიმართება, ხოლო პირიქით, თუ მოიგებთ ნიძლავს, ბედისწერა კვლავ თქვენკენ შემობრუნდება

ნოტარიუსი – სიზმარში ნოტარიუსის ნახვა ნიშნავს, რომ სასამართლო პროცესი გელით; გარდა ამისა, სიზმარი მოასწავებს დაუკამყოფილებელ სურვილებს და საიდუმლო ჩანაფიქრს. თუ ქალმა მიმართა ნოტარიუსს, იგი რისკის ფასად სასწორზე დადებს თავის რეპუტაციას

ნუში – ნუში სიზმარში კარგის მაუწყებელია. ის აღნიშნავს კარგ მდგომარეობას, შემატებას, თუმცა ბედნიერება შეიძლება მალე შეცვალოს მწუხარებამ. თუ ნუშის ნაყოფი გაფუჭებულია, დასახულ მიზანს ვერ მიაღწევთ, თუნდაც გარემოებები იშვიათად წარმატებულად განვითარდეს

ობელისკი – ქვის ცივი ობელისკი სევდიან ამბებს მოასწავებს; სიზმარში ობელისკთან მდგარი შეყვარებულები ცხადში წინააღმდეგობათა ბადეში გაებმებიან

ობობა – ობობა სიზმარში საქმისადმი ყურადღებიან და კეთილსინდისიერ დამოკიდებულებას ნიშნავს, რომელიც აუცილებლად დაგიფასდებათ. ობობა, რომელიც ქსელს აბამს თქვენს სახლში, ბედნიერებასა და კათილდღეობას მოასწავებს.
თუ სიზმარში ობობა გიკბენთ, ცხადში ღალატს ელოდეთ. თუ დაგესიზმრათ ობობას ქსელი ობობებით კარგის მომასწავებელია–იგი ჯანმრთელობას, წარმატებასა და მეგობრების მხარდაჭერას გპირდებათ. თუ სიზმარში დიდი ობობა დააფრთხეთ, ე.ი. ცხოვრებაში სწრაფი წარმატება გელით და საშიში ადამიანებიც კი მხარს დაგიჭერენ. თუ დაგესიზმრათ ერთი დიდი, ერთი კი პატარა ობობა, რომლებიც თქვენკენ მორბიან, ეს სიზმარი წარმატების მაუწყებელია; მაგრამ თუ დიდი ობობა გიკბენთ, მაშინ მტრები წარმატებას წაგართმევენ, თუ პატარა ობობა გიკბენთ, ვიღაცის შურს და მცირეოდენ უსიამოვნებას უნდა ელოდოთ.
თუ თქვენ გარბიხართ დიდი ობობისაგან, ნიშნავს, რომ წარმატება ზურგს გაქცევთ. თუ მას მოკლავთ, გეძლევათ წარმატების დიდი შანსი. თუ ობობა გაცოცხლდა და ისევ დაგედევნათ, გელით ავადმყოფობა და თქვენი ბედი შეიცვლება. თუ გოგონას ესიზმრება ოქროს ობობები–მისი ბედი მოახლოებულია

ობობას ქსელი – ობობის ქსელი–სასიამოვნო საზოგადოებისა და საქმიანი წარმატებების ნიშანია

ობოლი – თუ სიზმარში ობოლის მიმართ სინანულს განიცდით, ცხადში მიტოვებულ ადამიანებს დახმარებას აღმოუჩენთ. თუ ობოლთან ნათესაობა გაკავშირებთ, მეგობრების წინაშე აღებული ვალდებულებები დიდ ტვირთად დაგაწვებათ და ეს მათ მხრიდან თქვენ მიმართ გაუცხოებას გამოიწვევს

ობსერვატორია – თუ სიზმარში ტელესკოპით ათვალიერებთ პლანეტას და ვარსკვლავებს–წინ წაიწევთ საზოგადოებრივ საფეხურებზე და საპასუხისმგებლო თანამდებობას დაიკავებთ. გოგონასათვის ასეთი სიზმარი სიხარულის სიმბოლოა, მაგრამ თუ ცა დაფარულია ღრუბლებით, მაშინ თქვენი სწრაფვა განუხორციელებელი დარჩდება

ოთხთვალა – ოთხთვალა სიზმარში მოულოდნელი სტუმრების გამო ადრე დაგეგმილი მოგზაურობის გადადებას ნიშნავს

ოკეანე – სიზმარში წყნარი ოკეანის ნახვა კარგია–მეზღვაურს ელის წარმატებული ზღვაოსნობა, მეწარმეს ფინანსური წარმატებები, ახალგაზრდებს კი ნათელი და სუფთა სიყვარული. ოკეანეში შორს გაცურვა და იმის მოსმენა, როგორ ეხეთქებიან ტალღები თქვენს გემს, ნიშნავს იმას, რომ თქვენს ოჯახში ჩხუბისა და გაყრის პერიოდი იწყება. თუ სიზმარში თქვენ ნაპირზე დგახართ და ხედავთ, როგორ ეწევიან ტალღები ერთმანეთს, გათავისუფლდებით იმ ადამიანთა ზეგავლენისაგან, რომლებიც არ გსიამოვნებენ.
თუ ისევ ოკეანე გესიზმრებათ თავისი სიგრძე–სიგანითა და სიღრმით–თქვენს ცხოვრებაში კეთილდღეობა და სიძნელეები ერთმანეთის მონაცვლეები იქნებიან. წყნარ, მშვიდ ოკეანეში ცურვა ყველა საქმეში წარმატებას გპირდებათ

ოკულისტი – ოკულისტის კონსულტაცია ცხოვრებით უკმაყოფილების ნიშანია. ეს სიზმარი გიქადით აგრეთვე, რომ თქვენ საკმაოდ ღირებულ საშუალებებს მიმართავთ, რათა საკუთარი ცხოვრება გახადოთ ისეთი, როგორიც გინდათ

ომი – ომის ნახვა სიზმარში ნიშნავს თქვენი საქმეების მძიმე მდგომარეობას და ოჯახში განხეთქილებას. თუ ახალგაზრდა ქალს ესიზმრება, რომ მისი შეყვარებული ომში მიდის, მაშინ ის გაიგებს რაღაც არასასიამოვნოს მისი ზნე–ჩვეულებების შესახებ.
თუ სიზმარში ხედავთ, რომ თქვენმა ქვაყანამ ომი წააგო, ნიშანია მომავალი სოციალური და პოლიტიკური კრიზისისა, თუმცა თქვენს პირად ინტერესებს ეს არ შეეხება. თუ გესიზმრებათ გამარჯვება, მაშინ თქვენს ოჯახში დაისადგურებს ჰარმონია, საქმიანობაში კი წარმატება.

ომლეტი – თუ სიზმარში ომლეტს წვავთ–უფრთხილდით ცბიერ და მლიქვნელ მეგობრებს. შესაძლოა, თქვენი მოტყუება სცადოს იმ ადამიანმა, ვისაც ენდობით

ოპერა – სიზმარში მოსმენილი ოპერა სულიერად მიანიშნებს ახლობელ ადამიანებთან უეცარ ნაცნობონაზე და კეთილ გარემოებებზე საქმიან სფეროში

ორაგული თუ ორაგული დაგესიზმრათ, მაშინ მრავალი სასიამოვნო ვალდებულებებისა და ბედნიერების განცდა დიდხანს გაჰყვება თქვენს ცხოვრებას. თუ ახალგაზრდა ქალს ესიზმრება, რომ ჭამს ორაგულს, მაშინ ის გათხოვდება მხიარულ და მზრუნველ ადამიანზე, რომელიც მის ცხოვრებას უზრუნველყოფილსა და სასიამოვნოს გახდის

ორანგუტანი – ორანგუტანის დასიზმრება–ვიღაც თქვენს გავლენას გამოიყენებს თავისი უკეთური მიზნების განსახორციელებლად; გოგონას ასეთი სიზმარი რჩეულის ღალატს უქადის

ორატორი – თუ სიზმარში მოხიბლული ხართ ორატორის ტკბილსიტყვაობით–სინამდვილეში წამოეგებით ვიღაცის მზაკვრობას და დაეხმარებით ადამიანს, რომელიც ამას არ იმსახურებს. თუ ქალს სიზმარში შეუყვარდა მჭერმეტყველი ადამიანი, ცხადში მის სიყვარულში დიდ როლს ითამაშებს გარეგნული მხარე

ორთქლის ღუმელი – ორთქლის ღუმელი უსიამოვნებაზე მიანიშნებს თქვენი საქმეების გაძღოლის უცოდინარობითაა გამოწვეული. თუ ქალი ორთქლის ღუმელის შესამოწმებლად ჩადის სარდაფში, მას ცხადში ელის დანაკარგი ან, შესაძლოა, ავადმყოფობაც

ორკესტრი – თუ გესიზმრებათ, რომ უკრავთ ორკესტრში–წინ მხიარული გართობა გელით; ასევე არ იდარდოთ თქვენი შეყვარებულის ერთგულებაზე–ის არ გიღალატებთ. თუ გესიზმრათ, რომ ორკესტრი უკრავს, ნებისმიერ გარემოებაში კეთილგანწყობილი იყავით ხალხის მიმართ და ისინიც ასევე გიპასუხებენ, ბედი კი მუდამ თქვენს მხარეზე იქნება

ორმო – თუ ღრმა ორმოში იხედებით, საქმეებში გაურკვეველ რისკზე წახვალთ. თუ ამ სიზმარს გოგონა ნახავს, მას თავისი შეყვარებულის გამო ნერვიულობა მოუწევს. თუ თქვენ ორმოში ჩავარდით, დიდი უბედურება გელით; მაგრამ თუ დროულად გაგეღვიძათ, შეიძლება ყველაფერი კარგად დამთავრდეს. თუ თქვენ ორმოში ჩადიხართ, ე.ი. ჯანმრთელობა მსხვერპლად მიგაქვთ მაქსიმალური წარმატების მისაღწევად

ორსულობა – თუ ქალი სიზმარში ორსულადაა, ის ქმართან ვერ იქნება ბედნიერი, ხოლო ბავშვები ლამაზები არ ეყოლება. ქალიშვილს ეს უქადის შერცხვენასა და დაცემას. ფეხმძიმე ქალს ასეთი სიზმარი ჰპირდება კეთილ დასასრულს და ძალების სწრაფ აღდგენას

ორღანი – ორღანის საზეიმო და ამაღლებული მუსიკა მტკიცე მეგობრობასა და საიმედო კეთილდღეობას გპირდებათ; თუ გესიზმრათ ორღანი ტაძარში–ე.ი. თქვენი ოჯახი დაშლის პირასაა. თუ ორღანი ასრულებს მელოდიურ მუსიკას–გელით წარმატება და დიდება. სევდიანი სიმღერა ორღანის თანხლებით მიანიშნებს თქვენს მომქანცველ სამუშაოზე

ორღანისტი – ტაძარში ან საკონცერტო დარბაზში დანახული ორღანისტი ნიშნავს შფოთვას, რომელსაც მეგობარი მოგანიჭებთ; თუ ახალგაზრდა ქალს ესიზმრება თავისი თავი ორღანისტად, რეალურ ცხოვრებაში მისი გადამეტებული მოთხოვნილება შეყვარებულის მიმართ მათი გაუცხოების მიზეზი გახდება

ოქრო – თუ სიზმარში ხელში გიჭირავთ ოქრო–ძალიან გაგიმართლებთ ყველა წამოწყებაში. თუ ქალმა საჩუქრად მიიღო ოქროს ნივთი, მონეტა ან სამკაული, ის გათხოვდება მდიდარ, მაგრამ ანგარებიან ადამიანზე. სიზმარში ნაპოვნი ოქრო ნიშნავს, რომ თქვენი ღირსება დაგეხმარებათ, ადვილად მოიპოვოთ პატივი და სიმდიდრე. თუ სიზმარში დაკარგეთ ოქრო–საკუთარი დაუდევრობით ხელიდან გაუშვებთ საუკეთესო შანსს თქვენს ცხოვრებაში.
თუ სიზმარში განიზრახეთ ოქროს ზოდის გადამუშავება, ცხადში თქვენ შეეცდებით უკანონოდ ისარგებლოთ სხვების უფლებით იმ დროს, როცა თქვენ უნდა ფიქრობდეთ სახლზე, სადაც მწიფდება ჩხუბი.

ოფლი, ოფლის დასხმა – თუ თქვენი თავი ოფლიანი დაგესიზმრათ, წარმატებით გადალახავთ წინააღმდეგობებს, რომლებისაც არ გეშინოდათ

ოფიციანტი – ის, ვისაც დაესიზმრა ოფიციანტი, შეძლებს დროის სასიამოვნოდ გატარებას მეგობართა წრეში. კუშტი და მოუწესრიგებელი ოფიციანტი მიგანიშნებთ, რომ მოგიწევთ სტუმართმოყვარეობის გამოჩენა იმ ადამიანების მიმართ, ვინც არ გესიმპათიურებათ

ოსპი (ბოტ.) – ოსპი სიზმარში იმის ნიშანია, რომ თქვენს ოჯახში არაჯანსაღი ატმოსფერო ჩამოყალიბდა. გოგონა ასეთი სიზმრის შემთხვევაში, თავის საქმროთი უკმაყოფილო იქნება, მაგრამ მშობლების ძალდატანებით შესაძლოა მაინც გაყვეს მას ცოლად

ორცოლიანობა – მამაკაცისათვის სიზმარში ორცოლიანობა ნიშნავს, რომ მას არ ჰყოფნის ვაჟკაცობა და საღი აზრი. ქალისათვის ასეთი სიზმარი მოასწავებს, რომ მის პატიოსნებას საფრთხე ემუქრება, თუ ის არ იქნება წინდახედული და გონიერი

ოქროს თევზი – სიზმარში ოქროს თევზის ნახვა კარგი ნიშანია, რომელიც გპირდებათ მრავალ სასიკეთო მოვლენას. ახალგაზრდა ქალს ეს სიზმარი ჰპირდება ლამაზ, უზრუნველყოფილ ქმარს. თუ თევზი მძინარე ან მკვდარია, ქალს ელის მძიმე განსაცდელი

ოჩოფეხები – თუ ოჩოფეხები დაგესიზმრათ, ეს თქვენს მყიფე საზოგადოებრივ მდგომარეობაზე მიანიშნებს. თუ სიზმარში ოჩოფეხიდან ჩამოვარდით, ცხადში ზედმეტად მიმნდობი ხასიათის გამო უბედურება გემუქრებათ. როგორც წესი, ეს საქმიან ურთიერთობებს ეხება

ოხრახუში – ოხრახუში ისეთ წარმატებას მოასწავებს, რომელიც დიდი შრომით არის მიღწეული; იგი ასევე ჯანმრთელობას და კარგ გარემოცვას ნიშნავს. თუ ოხრახუში ხშირად გესიზმრებათ–დიდი ოჯახი და ბევრი სასიამოვნო გარჯა მოგელით

ოჯახი – თუ სიზმარში თქვენს ბედნიერ და მეგობრულ ოჯახს ხედავთ, უზრუნველყოფილი ცხოვრება გელით. თუ დაგესიზმრათ მშვიდი და ბედნიერი ოჯახი, ცხადში იმედგაცრუება და მწუხარება გელით

პამიდორი – პამიდვრის ჭამა გამოჯანმრთელებას ნიშნავს. პამიდორი ბოსტანში–ბედნიერ ოჯახს გპირდებათ

პანორამა – სიზმარში ნანახი პანორამა პროფესიის ან ადგილსამყოფელის შეცვლაზე მეტყველებს. ეს ასევე მიგანიშნებთ, რომ საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება გაკლიათ

პანტერა – თუ სიზმარში პანტერას დანახვაზე შიშის გრძნობა შეგიპყრობთ, მოემზადეთ თქვენთვის უმნიშვნელოვანესი საქმიანი კონტრაქტის დარღვევისათვის. თუ პანტერა მოკალით–საქმეში წარმატება გარანტირებული გაქვთ, უფრო მეტიც, ბედის წყალობა თქვენს გარემომცველ ადამიანებზეც გადავა.
თუ სიზმარში პანტერა გესხმით თავს, თქვენი საქმიანი პარტნიორი თავის დანაპირებს არ შეასრულებს. სიზმარში პანტერას გამყინავი ყვირილი იმაზე მიანიშნებს, რომ გელით არასასიამოვნო ინფორმაცია თქვენი ფინანსური მდგომარეობის შესახებ და თქვენი ავტორიტეტი საზოგადოების თვალში შეირყევა. ამავე დროს, რაც მეტად შეგეშინდებათ სიზმარში, მით უფრო გაგიჭირდებათ შექმნილი სიტუაციიდან გამოსვლა

პანტომიმა – თუ გესიზმრებათ, რომ უყურებთ პანტომიმას, მეგობრებისაგან მოტყუებას ელოდეთ. თუ თავად მონაწილეობთ პანტომიმაში, ცხადში შეურაცხყოფას მოგაყენებენ ან დაუმსახურებელ ბრალდებას წაგიყენებენ; მოსალოდნელია უსიამოვნებანი საქმიან ურთიერთობებშიც

პარაზიტები – თუ გესიზმრებათ შემაწუხებელი პარაზიტები, მაშინ თქვენს ცხოვრებაში თავს იჩენს დამანგრეველი ფაქტორი. თუ სიზმარში პარაზიტები ვინმე სხვას აწუხებენ–რაღაც არასასიამოვნო ამბავი დიდი ხნით გამოგიყვანთ მწყობრიდან

პარიკი – სიზმარში პარიკის ნახვა თქვენი ცხოვრებისა და მდგომარეობის შესაცვლელად გაწეული ქმედებების არასასიკეთო დასასრულს მოასწავებს; თუ სიზმარში პარიკი დაკარგეთ, მტრების დაცინვის ობიექტი გახდებით. პარიკიანი ადამიანები სიზმარში იმის მაუწყებელია, რომ თქვენ სიცრუის ხლართებში ხართ

პარიკმახერი – პარიკმახერი სიზმარში იმის ნიშანია, რომ საქმეში თქვენი პრინციპულობა და კეთილსინდისიერება წარმატებას მოგიტანთ. თუ გოგონას ესიზმრება პარიკმახერი, ე.ი. მისი კეთილდღეობა მხოლოდ გარეგნული, მოჩვენებითია და ცხოვრებისაგან კმაყოფილებას ვერ მიიღებს.
თუ სიზმარში პარიკმახერთან მიდიხართ–გელოდებათ სენსაციური თავგადასავალი, რომლის უშუალო მონაწილეც თქვენ იქნებით. ქალს ასეთი სიზმარი ოჯახში უსიამოვნებებს უქადის და ამაში იგი თავადაა დამნაშავე. პარიკმახერის მიერ გაკეთებული ლამაზი ვარცხნილობა უმნიშვნელო მოვლენებისადმი ქარაფშუტულ სწრაფვას მოასწავებს

პარკი (ბაღი) – მოვლილი პარკი სიზმარში სიხარულსა და გართობას მოასწავებს. თუ პარკში მამაკაცთან ერთად სეირნობთ–ბედნიერი ქორწინება გელით. მოუვლელი, მიტოვებული პარკი–მოვლენების მოულოდნელ და არასასიამოვნო შემობრუნებას ნიშნავს

პარმაღი- – თუ გესიზმრებათ პარმაღი, ე.ი. თქვენ მონაწილეობას მიიღებთ რაღაც ახალ საქმეში, თქვენი მომავალი კი გაურკვეველი დარჩება. თუ ახალგაზრდა გოგონას ესიზმრება, რომ თავის რჩეულთან ერთად დგას პარმაღთან, ე.ი. მას ეჭვი ეპარება მის პატიოსნებაში. თუ აშენებთ პარმაღს, ეს ნიშნავს, რომ თქვენ თავზე იღებთ ახალ ვალდებულებას

პასუხისმგებლობა – საპასუხისმგებლო სამუშაო სიზმარში ცხადში ნიშნავს უმნიშვნელო წარმატებებს სავაჭრო და სამართლებრივ სფეროში; თუ სიზმარში ხართ დიდი ორგანიზაციის პასუხისმგებელი პირი–თქვენი რისკიანი ჩანაფიქრი წარმატებით განხორციელდება

პატარძალი – გოგონა, რომელსაც ესიზმრება, რომ პატარძალი გახდა, მიიღებს მდიდარ მემკვიდრეობას; მაგრამ თუ სიზმარში მას აწუხებს გათხოვების პერსპექტივა–ელის იმედგაცრუება. თუ რეალურ პატარძალს ესიზმრება, რომ იგი გულგრილია მომავალი ქმრის მიმართ, ე.ი. მისი ცხოვრების დასაწყისი წინააღმდეგობებით იქნება სავსე.
თუ სიზმარში პატარძალს აკოცეთ, აუცილებლად შეურიგდებით მეგობრებს. თუ პატარძალმა გაკოცათ, ჯანმრთელობას ნიშნავს. გამორიცხული არ არის, რომ თქვენმა მეგობარმა ქალმა მემკვიდრეობა მიიღოს. თუ გესიზმრებათ, რომ პატარძალი სხვებს კოცნის–გელით ახალი მეგობრობა და მრავალი სასიამოვნო რამ.
თუ პატარძალს კოცნისას ამჩნევთ, რომ ის დაღლილი და უკმაყოფილოა,–წარმატებები, რომელსაც თქვენ აღწევთ, სიხარულს ვერ მოგიტანთ და მეგობართა საქციელითაც უკმაყოფილო დარჩებით

პატიების თხოვნა (პატიება) სიზმარში თუ იძულებული ხართ პატიება ითხოვოთ იმ ქმედებისათვის, რომელიც არ ჩაგიდენიათ, ცხადში თქვენი საქმეების გამო ნერვიულობა მოგიწევთ. თუ დანაშაული მაინც ჩაიდინეთ–შეეცდებით გაერკვეთ ამ სიტუაციაში. თუ სიზმარში პატიება მიიღეთ, ცხადში წარუმატებლობის პერიოდი დამთავრდება და წარმატების დრო დაგიდგებათ

პატიმარი, ტუსაღი – სიზმარში ტუსაღის ნახვა უბედურების, კატასტროფისა და ცუდი ახალი ამბების მაუწყებელია.
თქვენი თავი ნახოთ პატიმრად–შეგაშფოთებთ რაღაც საქმე, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, შეძლებთ გაუგებრობის თავიდან აცილებას ან შეცდომების გამოსწორებას. თუ ახალგაზრდა ქალი თავის შეყვარებულს ხედავს ტუსაღის ტანსაცმელში–ცხადში მას ექნება მის სიყვარულში ეჭვის შეტანის საფუძველი

პატრონი, მეპატრონე – თუ თქვენ მეპატრონე გყავთ სიზმარში, ეს თქვენი არაკომპეტენტურობის ნიშანია, რის გამოც ხელმძღვანელ თანამდებობას ვერ დაიკავებთ. თუ დაგესიზმრათ, რომ რაიმე ქარხნის მეპატრონე გახდით, ე.ი. თქვენი უნარები დაფასდება, ხოლო თქვენ მაღალ თანამდებობას მიიღებთ

პელიკანი – პელიკანი იმის ნიშანია, რომ წარმატებები და წარუმატებლობები ცხადში ერთმანეთს შეენაცვლებიან, თუ თქვენ სიზმარში პელიკანი დაიჭირეთ, სევდიან გრძნობებს მოერევით. თუ სიზმარში კლავთ პელიკანს–სინამდვილეში გარემომცველთა უფლებებს უხეშად დაარღვევთ. მფრინავი პელიკანი ბედისადმი შეგუების მაჩვენებელია

პენსია, შემწეობა – თუ დაგესიზმრათ, რომ პენსიას იღებთ–გექნებათ მეგობრის მხარდაჭერა. თუ პენსიის მისაღებად დიდი ძალისხმევის დახარჯვა გიწევთ და მაინც ვერ ღებულობთ, ცხადში სამუშაოს ან კარგ მეგობარს დაკარგავთ

პეპელა – სიზმარში მწვანე ბალახებსა და ყვავილებში მფრინავი პეპლის ნახვა ძალიან კარგი ნიშანია–სიმდიდრისა და კეთილდღეობის მომასწავებელი. ეს სიზმარი მიგითითებთ, რომ მალე მიიღებთ ამბავს მისგან, ვისთანაც დაცილებული ხართ. ახალგაზრდა ქალისათვის ეს სიზმარი ბედნიერი სიყვარულის ნიშანია, რომელსაც მტკიცე ოჯახის შექმნა მოჰყვება

პერანგი – თუ სიზმარში პერანგს იცმევთ, ცხადში თქვენს საყვარელ ადამიანს თქვენზე გული აუცრუვდება და ეს თქვენი თავქარიანობის ბრალი იქნება. თუ პერანგი რაიმეთია დასვრილი–ავადმყოფობა გელით. პერანგის დაკარგვა ცხადში უსინდისო საქციელის ჩადენას ნიშნავს; დახევა–უბედურების ნიშანია. ეს სიზმარი იმასაც ნიშნავს, რომ ბოროტი ადამიანები ცხოვრებას გაგიმწარებენ

პიკნიკი – პიკნიკი სიზმარში წარმატებისა და სიხარულის ნიშანია, განსაკუთრებით თუ ეს ახალგაზრდებს ესიზმრებათ. პიკნიკის დროს მოულოდნელი შეფერხებები და ჭექა–ქუხილი–მატერიალურ მოგებას მოგიტანთ; გაგიმართლებთ ასევე საქმესა და სიყვარულში

პინცეტი – პინცეტი ძალზე უხერხულ სიტუაციას მიანიშნებს და იგი თქვენ ბევრ უსიამოვნებას მოგიტანთ. მოერიდეთ მეგობრებს, ისინი უღირსად მოგექცევიან

პირამიდა – პირამიდები დიდი ცვლილებების მომასწავებელია, სიზმარში პირამიდებზე ასვლა მოსალოდნელია მოგზაურობის მიმანიშნებელია. ამ მგზავრობაში მარტო წახვალთ და თქვენს ჩანაფიქრებს განახორციელებთ. გოგონას ეს სიზმარი აფრთხილებს იმაზე, რომ მისი მომავალი საბედო უღირსი კაცი აღმოჩნდება. პირამიდების საიდუმლო ცხადში სიყვარულში გამართლებას მოასწავებს. მისი ამოხსნით თქვენ კიდევ უფრო სრულყოფილად შელებთ ამ ხელოვნების დაუფლებას

პირღებინება – თუ სიზმარში გაღებინებთ, ცხადში ავადმყოფობა ან უსიამოვნო სკანდალური ისტორია გელით. სისხლიანი ღებინება–ავადმყოფობაა. თუ დაგესიზმრათ, რომ ვინმეს გული ერევა–ის ადამიანები, ვისაც ენდობით და გიყვართ, გიღალატებენ და მიხვდებით, რომ ისინი თქვენ მიმართ გულწრფელნი არ არიან. თუ ქალმა ფანტასტიკურ სიზმარში ნახა, ღებინებასთან ერთად ბარტყებიც გამოფრინდებიან, მისი ოცნებები და იმედები გაცრუვდება

პირშუშხა – თუ პირშუშხა დაგესიზმრათ, მოგიწევთ თქვენი დონის ხალხთან ურთიერთობა. თუ პირშუშხათი რაიმე საჭმელს კმაზავთ–ცხადში მეგობრული გათამაშების ობიექტი გახდებით

პისტოლეტი – პისტოლეტი სიზმარში უბედურებას მოასწავებს. თუ პისტოლეტი, რომელიც სიზმარში ნახეთ, თქვენ გეკუთვნით, ცხადში თქვენს ამაღლებულ გრძნობებს არ უწერიათ ასრულება და ამის მიზეზი თქვენთვის ჩვეული აფორიაქება იქნება.
პისტოლეტიდან სროლა ნიშნავს, რომ თქვენ შური გიღრღნით გულს და ცდილობთ სამაგიეროს გადახდას იმ ბოროტებისათვის, რომელიც რეალურად თქვენთვის არ მოუყნებიათ. თუ სიზმარში პისტოლეტზე ლაპარაკობენ, ცხადში შეძლებთ თქვენ წინააღმდეგ მომართული არასასიამოვნო საუბრების დროულად აღკვეთას

პისუარი – პისუარი სიზმარში სახლში უწესრიგობისა და არეულობის ნიშანია

პლანეტა – თუ პლანეტა გესიზმრებათ, მძიმე მოგზაურობა და სამუშაო გელით

პოლარული დათვი – პოლარული დათვი მოასწავებს სიცრუეს, უბედურებას, რომელიც სიკეთის ნიღბით გამოგეცხადებათ. თქვენი მტრები საუკეთესო მეგობრებად მოგევლინებიან და სანამ თქვენ გაერკვევით, შეეცდებიან ზიანი მოგაყენონ. პოლარული დათვის ტყავი–კარგი წინასწარმეტყველებაა. თქვენ გადალახავთ ყველა წინააღმდეგობებს და დროულად გაანადგურებთ მტრებს

პოლიტიკოსი – თუ დაგესიზმრათ, რომ ურთიერთობა გაქვთ ცნობილ პოლიტიკოსთან, ცხადში გემუქრებათ უინტერესო ადამიანებთან დროის ტყუილი ფლანგვა. თუ პოლიტიკურ დებატებში ხართ ჩართული, ე.ი. ვიღაც მოხერხებულად იყენებს თქვენ წინააღმდეგ რაღაც გაუგებრობას ან თქვენს ცუდ განწყობილებას. თუ გოგონა სიზმარში დაინტერესდა პოლიტიკოსით, უნდა უფრთხილდეს მოტყუებას

პოლიცია – პოლიციელის დასიზმრება ნიშნავს, რომ მაღალი მდგომარეობის მქონე პირები შეგავიწროვებენ. თუ პოლიციამ დაგაპატიმრათ იმ დანაშაულისათვის, რაც თქვენ არ ჩაგიდენიათ, ცხადში მოწინააღმდეგეებზე გაიმარჯვებთ. თუ სიზმარში სამართლიანად დაგაპატიმრეს ჩადენილი დანაშაულისათვის, ცხადში მძიმე პერიოდი დაგიდგებათ და უსიამოვნებები ერთმანეთს მიჰყვებიან. თუ თავდებით გამოგიშვეს, თქვენი ცხოვრება არასტაბილური იქნება

პოლიციის აგენტი, მაძებარი – თუ სიზმარში მაძებარი გითვალთვალებთ, ხოლო თქვენ იცით, რომ დამნაშავე არ ხართ, წარმატება და ბედნიერება გიახლოვდებათ; მაგრამ თუ თქვენი უდანაშაულობა საეჭვოა, ცხადში არ აგცდებათ სასჯელი იმ საქციელის გამო, რომელიც ოდესღაც ჩაგიდენიათ. განსაკუთრებით ცუდია ეს სიზმარი ახალგაზრდა გოგონასათვის

პოლკა (ცეკვა) – თუ სიზმარში პოლკას ცეკვავთ, ცხადში სასიამოვნო დროსტარება გელით.

პოლკოვნიკი – თუ დაგესიზმრათ პოლკოვნიკი, რომელთანაც მსახურობთ, ცხადში ვერ დაიკავებთ შესაფერის საზოგადოებრივ მდგომარეობას. სამაგიეროდ, თუ სიზმარში მხრებზე პოლკოვნიკის სამხრეები გიკეთიათ, ბედი სხვა წარმატებას გიმზადებთ: თქვენ მეგობრებს შორის ლიდერი გახდებით

პონი – პონი სიზმარში მოკრძალული, მაგრამ სარფიანი გარიგების ნიშანია

პორთფელი – პორთფელი–ეს გაფრთხილებაა იმაზე, რომ სამსახური არ დაგაკმაყოფილებთ და მოგიწევთ სხვა სამსახურის მოძებნა

პორტი – საპორტო ქალაქის ნახვა სიზმარში ნიშნავს, რომ ცხადში მოგეცემათ სასიამოვნო მგზავრობის შესაძლებლობა, მაგრამ საღირო იქნება ხასიათის სიმტკიცის გამჩენა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის განხორციელებას ვერ შეძლებთ

პორტრეტი – ლამაზი ქალის პორტრეტი იმაზე მიანიშნებს, რომ სილამაზის უკან ხშირად ბოროტება იმალება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ თქვენ გესიზმრებათ პორტრეტები, თქვენი ყოველდღიური საქმიანობა ზარალს მოგიტანთ

პროცესია – როცა სიზმარში პროცსია გხვდებათ, ე.ი. თქვენ არ ხართ დარწმუნებული თქვენს სამომავლო გეგმებში. სამგლოვიარო პროცესია გაუწყებთ სევდას, რომელიც თქვენს ახლანდელ ბედნიერებას ჩრდილში მოაქცევს. ჩირაღდნებიანი პროცესია თქვენს მონაწილეობას ნიშნავს საეჭვო სახის საქმეებში, რის გამოც თქვენს მეგობრებს თქვენზე წარმოდგენა უარესობისაკენ შეეცვლებათ

პუდინგი – პუდინგი სიზმარში ნიშნავს მსხვილი კაპიტალდაბანდებით მხოლოდ მცირეოდენი მოგების მიღებას. თუ თქვენ პუდინგს ჭამთ–ეს თქვენი საქმის კრახია. თუ გოგონა პუდინგს აკეთებს–მისი შეყვარებული უღირსი გამოდგება და მასზე გათხოვებით ის თავს დაიღუპავს

პულსი – სიზმარში თქვენი პულსის შეგრძნება იმის მაუწყებელია, რომ ძალზე წუხხართ თქვენი ჯანმრთელობისა და საქმიანობის გამო. სხვა ადამიანის პულსის მოსმენა ნიშნავს, რომ თქვენ უარს ამბობთ სასიამოვნო სიტუაციაზე.

პუნში – პუნშის დალევა ზოგჯერ ნიშნავს, რომ თქვენ, უატყოფთ რა, საზოგადოებრივ მორალსა და შეხედულებებს, დამორჩილდებით თქვენს ეგოისტურ ზრახვებს. ხშირად ასეთი სიზმარი თქვენი ცხოვრებისეული გეგმების შეცვლას მოასწავებს

პური – თუ ქალი სიზმარში პურს ჭამს, ცხადში, შესაძლოა, რაღაც უბედურება ეწვიოს. თუ პურს ვინმეს უნაწილებთ–თქვენს კეთილდღეობას არაფერი ემუქრება. გამხმარი პური–გაჭირვებისა და წვალების ნიშანია. პურის ნამცეცები–იმაზე მიანიშნებს, რომ საკუთარი უპასუხისმგებლობის გამო შესაძლოა სამუშაო დაკარგოთ. ჭვავის პური თქვენს სახლში დიდი ხნით სიკეთისა და მხიარულების დამკვიდრებას მოასწავებს

პურის ოთხკუთხედი (ბუხანკა) – ეს პური შეგახსენებთ სიფრთხილეზე, რომელიც თქვენ, როგორც ჩანს, არ გყოფნით. თუ სიზმარში ხედავთ დიდ კექსს, გიხაროდეთ; ეს სიზმარი წარმატების მომასწავებელია სიყვარულსა და სიმდიდრეში. დატეხილი პურები შეყვარებულებს შორის კამათს ნიშნავენ. თუ ხედავთ, რომ თქვენ თვალწინ იზრდება პურების რაოდენობა, ბედი დიდ წარმატებას გიმზადებთ. შეყვარებულები გაიხარებენ ნამდვილი ბედნიერებით

ჟანგი – დაჟანგული საგნები მიგანიშნებენ, რომ თქვენი ურთიერთბები გარშემომყოფებთან ჩიხში შევიდა და ნაცნობების შეძენის მცდელობა შემდგომშიც წარუმატებელი იქნება: შესაძლოა, ისევ არასანდო მეგობრები შეიძინოთ

ჟასმინი – ჟასმინის დასიზმრება გპირდებათ ძალიან სასიამოვნო განცდებს, რომლებიც, სამწუხაროდ, მალევე გაფრინდებიან

ჟიური, ნაფიცი მსაჯულები – თუ სიზმარში თქვენს თავს ხედავთ ნაფიც მსაჯულად, ცხადში ძალიან უკმაყოფილო იქნებით თქვენი სამუშაოთი და მისი რეზულტატით და მდგომარეობის გასაუმჯობესებლად დაიწყებთ ახალი სამუშაოს ძებნას.
თუ გესიზმრებათ, რომ თქვენ წარდექით სასამართლოს წინაშე და გაგამართლეს, ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც გსურთ. სასამართლოს მსაჯულების მიერ მსჯავრის დადება გაფრთხილებთ იმის აუცილებლობაზე, რომ იყოთ მედგრად მოწინააღმდეგეებთან ბრძოლაში

ჟოკეი – ჟოკეის დასიზმრება მოულოდნელი საჩუქარია. თუ ახალგაზრდა ქალი თავის გვერდით ხედავს ჟოკეის ან აცნობიერებს, რომ ის მისი შეყვარებულია, ეს ნიშნავს, რომ ის გათხოვდება თავისი წრის ადამიანზე.
ცხენიდან ჩამოვარდნილი ჟოკეის ნახვა გაფრთხილებთ, რომ ვიღაც უცნობი ადამიანები მოგმართავენ დახმარებისათვის

ჟოლო – ჟოლო სიზმარში მოასწავებს სიძნელეებს, რომელთა გადალახვა თქვენთვის სასიამოვნოც კი იქნება. ქალისთვის ჟოლოს ჭამა ნიშნავს, რომ მას ჭორები დააზარალებენ

ჟურნალისტი – თუ გესიზმრებათ ჟურნალისტი, რომელიც, რატომღაც, იწვევს თქვენს მტრობას, მოგიწევთ ჭორიკნობა და, შესაძლოა, ყველაზე მდაბალ ფორმებში ჩხუბი. თუ სიზმარში თქვენ თავს ხედავთ ჟურნალისტად–ცხადში შემოგთავაზებენ მოგზაურობას და, თუმცა ის დაკავშირებულია გარკვეულ რისკთან და უსიამოვნებებთან, თქვენ მოიხვეჭთ პატივს და მიიღებთ დიდ ჯილდოს

რაიმეს დათვლა – თუ დაგესიზმრათ, რომ ბავშვებს ითვლით, თქვენი საკუთარი შვილები პრობლემებს არ შეგიქმნიან და ზრდასთან ერთად მხოლოდ სიხარულს მოგიტანენ. თუ სიზმარში ფულს ითვლით, თქვენი მატერიალური მდგომარეობა ძალზე მყარი იქნება. ფულის გადათვლა სხვისთვის გადასაცემად–ცუდი ნიშანია. იგივე შეიძლება ითქვას, როდესაც რაიმე ნივთებს ითვლით. თუ ყოველივე ამას თქვენთვის აკეთებთ, სიზმარი სიკეთისაა; თუ სხვისათვის–უბედურება

რაკეტა – აფრენილი რაკეტა სწრაფ და მოულოდნელ წარმატებას ნიშნავს; ზოგ შემთხვევაში ეს სიზმარი წარმატებულ მაჭანკლობას ან კარგ ადამიანთან ნაცნობობას მოასწავებს. რაკეტის ჩამოვარდნა წარუმატებელი ქორწინებაა

რევანდი (მცენარე) – რევანდი ხანმოკლე, მაგრამ სასიამოვნო გართობას ნიშნავს. სიზმარში რევანდისაგან საჭმლის მომზადება–გიწინასწარმეტყველებთ დიდ კამათს, რის შედეგადაც მეგობარს დაკარგავთ. თუ რევანდს ჭამთ–სამსახურით უკმაყოფილო იქნებით

რევმატიზმი – თუ სიზმარში ნახეთ, რომ რევმატიზმი გაქვთ, დასახული გეგმები განუსაზღვრელი ვადით გადაგედებათ

რეზინი – რეზინის ფეხსაცმელი ან ტანსაცმელი ერთხელ არჩეული გადაწყვეტილების მიმართ თქვენს მტკიცე პოზიციას ნიშნავს, რითაც კარგ რეპუტაციას დაიმკვიდრებთ. თუ ეს ფეხსაცმელი ან ტანსაცმელი სიზმარში გაგეხათ, წინდახედულება გამოიჩინეთ–შესაძლოა, თქვენი სახელის ირგვლივ სკანდალი წარმოიშვას.
თუ დაგესიზმრათ, რომ რეზინის ხელები და ფეხები გაქვთ, ცხადში მოტყუება ან სამსახურში უსიამოვნება გელით. რეზინის ნივთები სიზმარში თქვენი გულდახურულობის ნიშანია, რეზინის გაწელვა კი თქვენ მიერ ჩაფიქრებული მნიშვნელოვანი საქმის შესრულებას მოასწავებს

რელიგია – თუ სიზმარში რელიგიურ თემებზე ლაპარაკობთ ან რელიგიის მოზღვავება იგრძენით, თქვენი სიმშვიდე დაირღვევა. თუ მორწმუნე გოგონას უცებ რელიგიური ფანატიზმი დაემუქრა, ცხადში იგი შეყვარებულს ძალიან გააღიზიანებს თავისი პატიოსნების დემონსტრაციით.
თუ გოგონა არ არის რელიგიური, მაგრამ არც ცოდვილია, ასეთი სიზმარი მისთვის გარშემომყოფთა პატივისცემას მოასწავებს. თუ მან იცის, რომ დაარღვია რელიგიური აღთქმა, ცხადში ცხოვრება მას დაანახვებს, რომ არ შეიძლება მორალური ნორმების ხელყოფა.
თუ გოგონას სევდა იპყრობს რელიგიური იდეალების გამო, ცხადში მას სიყვარულში იმედგაცრუება ელოდება. თუ რელიგიური ღვთისმსახურების დროს თქვენ სინდისი გქენჯნით, ცხადში საკუთარ თავს მსხვერპლად მიიტანთ ისეთი პიროვნებისათვის, რომელსაც ადრე პატივს სცემდით.
თუ სიზმარში რაიმე სექტის რელიგიურ რიტუალს ესწრებით, ცხადში ოჯახური უსიამოვნებები გელით. თუ თავად ხართ ამ პროცესის მონაწილე, ცხადში თქვენი საქციელი გარშემომყოფთა გაღიზიანებას გამოიწვევს

რემონტი – თუ ქალს ესიზმრება, რომ იგი რემონტს აკეთებს, ცხადში სიამოვნებით დაეხმარება მეუღლეს სხვადასხვა საქმეში და ოჯახში თანხმობა დაისადგურებს. ძველი და ჭუჭყიანი ტანსაცმლის საკუთარი მცდელობით შეკეთება ნიშნავს, რომ თქვენ შეეცდებით სამართლიანობის აღდგენას, მაგრამ ამისათვის არახელსაყრელ მომენტს შეარჩევთ. თუ ტანსაცმელი სუფთაა, საგრძნობ მოგებას მიიღებთ

რეცხვა – რეცხვა სიზმარში ჩხუბს ნიშნავს, რომლიდანაც თქვენ გამარჯვებული გამოხვალთ. თუ სარეცხი კარგად გარეცხეთ, იმედები გაგიმართლდებათ, მაგრამ თუ გგონიათ, რომ იგი ისევ ჭუჭყიანია–წარუმატებლობა გარდაუვალია. თუ სიზმარში ლამაზი გოგონა რეცხავს სარეცხს, ეს მის აკრძალულ სიამოვნებაზე მიუთითებს

რკინა – რკინის ნახვა სიზმარში უბედურების ნიშანია. სიზმარი, რომელშიც თქვენ რკინის წნეხის ქვეშ გრძნობთ თავს და ცდილობთ იქიდან გათავისუფლებას, გიქადით სულიერ დაბნეულობას და მატერიალურ დანაკარგს. რკინით დარტყმა ნიშნავს, რომ თქვენზე დამოკიდებული ადამიანებისადმი გამოიჩენთ ეგოიზმსა და უხეშობას.
თუ სიზმარში ამუშავებთ რკინას, ე.ი. ცხადში, გამდიდრებისათვის, ისარგებლებთ მიუღებელი მეთოდებით. თუ სიზმარში ყიდით რკინას–გელით საეჭვო წარმატება, თქვენი მეგობრები კი აღმოჩნდებიან საკმაოდ უწესო ადამიანები.
სიზმარში დაჟანგული რკინის ნახვა მაუწყებელია სიღარიბისა და იმედგაცრუებისა. ნახვა, თუ როგორ ეცემა ფასი რკინაზე–თვალის ახელაა: თქვენ მალე მიხვდებით, რომ წარმატება ყველაზე სანდო ფაქტორი არ არის თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ თუ ფასი იწევს–მალე თქვენ გვირაბის ბოლოში დაინახავთ სინათლეს. გამოწრთობილი ფოლადი გიქადით წარუმატებლობას, რომელიც გამოწვეული იქნება თქვენი ენერგიის ბოროტად გამოყენებით.

რკინიგზა – თუ გესიზმრებათ რკინიგზა, ე.ი. თქვენი საქმე თქვენგან მალე მოითხოვს გაძლიერებულ ყურადღებას, რადგან ვიღაც შეეცდება ხელის შეშლას და ინიციატივის ხელში აღებას რთულ სიტუაციაში. ახალგაზრდა პიროვნება, რომელსაც დაესიზმრა რკინიგზა, შესაძლოა, მალე გაემგზავროს მეგობრებთან და ცნობილი გახდეს. შეფერხება რკინიგზაზე ნიშნავს დაბრკოლებას საქმეში.
თუ სიზმარში დადიხართ შპალებზე, ეს მიგანიშნებთ, რომ დადგა შიშისა და მძიმე შრომის დრო. რელსებზე სიარული იმის ნიშანია, რომ მიაღწევთ წარმატებასა და ბედნიერებას, თუ გამოიჩენთ გერგილიანობას საქმეში.
სიზმარში სუფთა წყლით დატბორილი რკინიგზის ნახვა ნიშნავს, რომ თქვენი სასიხარულო ცხოვრება მწუხარებით შეიცვლება, მაგრამ მსგავსად ფენიქსისა, რომელიც ფერფლიდან აღდგა, კვლავ ბედნიერი იქნებით.

რკო – რკოს დასიზმრება ყოველთვის სასიამოვნო მოვლენისა და მომავალი შენაძენის მაუწყებელია. თუ რკოს კრეფთ მიწიდან–ცხადში თქვენი მძიმე შრომა ღირსეულად დაფასდება.
თუ ქალი სიზმარში ჭამს რკოს, სიზმარი ჰპირდება მას ბედის საკეთილდღეოდ შემობრუნებას–ის მძიმე სამუშაოს იოლით შეიცვლის. რკოს ჩამოყრა ხიდან მაუწყებელია ბიზნესსა და სიყვარულში სანუკვარი ოცნების ასრულებისა.
მწვანე რკოები ტოტებზე ან დაყრილი მიწაზე–სიმბოლოა ცხოვრების საკეთილდღეოდ ცვლილებისა. მიწიდან რკოს აკრეფა კარგს არაფერს გიქადით. რკოს ჩამობერტყვა ხიდან–ე.ი. აჩქარებითა და უპასუხისმგებლობით თქვენს ინტერესებს ზიანს მიაყენებთ

როზეტი – თუ თქვენ კოსტიუმს როზეტი ამშვენებს–სიამოვნებისაკენ ზედმეტი სწრაფვა გაგიტაცებთ, თუმცა, საკუთარი გამოცდილებიდან იცით, რომ ეს კარგს არაფერს მოგიტანთ

როზმარინი – როზმარინი სიზმარში მოწყენილობისა და უბედურების ნიშანია

რტო – ნედლი ფოთლებითა და ნაყოფით დახუნძლული რტო ნიშნავს სიმდიდრესა და მეგობრებთან გატარებულ საოცარ საათებს. გამხმარი რტოები–თქვენგან შორს მყოფ ადამიანზე სამწუხარო ცნობაა

რჩევა – სიზმარში თუ რჩევას ღებულობთ, ცხადში კეთილსინდისიერი გზით მიაღწევთ დამოუკიდებლობასა და კეთილდღეობას. თუ სიზმარში რჩევისთვის იურისტს მიმართავთ, ცხადში ეს მოასწავებს თქვენს საქმიან ოპერაციებში პარტნიორებისაგან ეჭვის შეტანას

რძალი – თუ თქვენი რძალი გესიზმრებათ, ელოდეთ უჩვეულო ამბავს, რომელიც სიხარულს მიგანიჭებთ იმ შემთხვევაში, თუ მას კარგად ექცევით, მაგრამ მწუხარებას, თუ პირიქით ხდება

რწყილები – ქალებისათვის რწყილები სიზმარში გაფრთხილებაა–ახლობელი ადამიანი თავისი ბოროტი ხრიკებით მიგიყვანთ გაგიჟებამდე, მეგობრები კი ცილს დაგწამებენ. თუ რწყილს ხედავთ შეყვარებულზე, სიზმარი მიგითითებს მის ვერაგობასა და მოღალატეობაზე

რუკა – სიზმარში რუკის ნახვა ნიშნავს ცვლილებებს, რომელიც მოხდება თქვენს ცხოვრებაში: გაბედული ცვლილებებითა და დროებითი იმედგაცრუებით მოხდება შემოსავლის გაზრდა. თუ სიზმარში ეძებთ რუკას–თქვენი გარემოცვით მოულოდნელი უკმაყოფილება აგავსებთ ახალი ენერგიით და მოგცემთ შესაძლებლობას, ახვიდეთ კეთილდღეობის ცოტა მაღალ საფეხურზე. ახალგაზრდა გოგონასათვის ასეთი სიზმარი ნიშნავს, რომ ძლიერი თავმოყვარეობა დაეხმარება მას აიწიოს მაღალ წრეებში

საათი – სიზმარში საათის ნახვა ბირჟაზე წარმატებულ თამაშს მოასწავებს. თუ ხშირად უყურებთ საათს დროის გასაგებად, თქვენი მოწინააღმდეგენი ყველანაირად შეეცდებიან ხელი შეგიშალონ ყველა წამოწყებაში. გატეხილი საათი უბედურების ნიშანია; გატეხილშუშიანი საათი იმას მოასწავებს, რომ, შესაძლოა, თქვენთვის უსიამოვნო საზოგადოებაში მოხვდეთ, სადაც ძალზე ქარაფშუტულად მოიქცევით. თუ ქალმა სიზმარში საათი დაკარგა, ცხადში ოჯახური პრობლემები ცხოვრებას გაუმწარებენ.
თუ სიზმარში საათი მოგპარეს, ცხადში ვიღაც შეეცდება თქვენი კეთილი სახელის შებღალვას. თუ თავად ჩუქნით ვინმეს საათს, პირად უსიამოვნებებს უნდა ელოდეთ. თუ საათის რეკვის ხმა გესმით, უსიამოვნო ახალ ამბავს გაიგებთ

საამქრო, სახელოსნო – თუ თქვენი თავი სახელოსნოში დაგესიზმრათ, ცხადში მხოლოდ დიდი ძალისხმევის შედეგად შეძლებთ საკუთარი რეპუტაციის დაცვას

საბანი – თუ საბანი ჭუჭყიანია–ვერაგობასა და ღალატს ნიშნავს, ხოლო ახალი და სუფთა–მძიმე დაავადებისაგან განკურნებას, აგრეთვე, წარმატებას იქ, სადაც ჩავარდნა ელოდით

საბაჟო – თუ დაგესიზმრათ საბაჟო–ცხადში სამუშაო თქვენგან სრულ დატვირთვას მოითხოვს, სხვა შემთხვევაში კონკურენტები შეგავიწროვებენ. თუ სიზმარში საბაჟოს შენობაში შედიხართ, ცხადში იმ სოციალური სტატუსისათვის მოგიწევთ ბრძოლა, რომლისკენაც თქვენ დიდი ხანია მიისწრაფვით; მაგრამ თუ სიზმარში გამოდიხართ საბაჟოდან, თქვენი საზოგადოებრივი მდგომარეობა გაუარესდება და სავაჭრო საქმეებში წარუმატებლობა მოგელით

საბრძოლო მასალები – საბრძოლო მასალები თუ ნახეთ, ე.ი. წარმატებით დაამთავრებთ დაწყებულ საქმეს. თუ ბრძოლისას უეცრად გაგითავდათ საბრძოლო მასალები–რაღაცის მცდელობა და ბრძოლა შედეგს ვერ მოგიტანთ

სადავე – თუ სიზმარში სადავეები გიჭირავთ–გადალახავთ ყველა წინააღმდეგობას ბედნიერებისა და წარმატების გზაზე. თუ თავისით გაწყდა ან თქვენ გაწყვიტეთ მოულოდნელად, მოგიწევთ მტრებთან დათმობა

სადილი – თუ სიზმარში მარტო სადილობთ–უნდა გადახედოთ ცხოვრებისეულ პოზიციებს. თუ გოგონა სადილობს შეყვარებულთან ერთად–სიზმარი უქადის ჩხუბსა და ურთიერთბის გაწყვეტას; მაგრამ თუ სადილი სასიამოვნოდ ჩაივლის, ურთიერთობა პირიქით, კარგად წარიმართება; თუ მიიღეთ მიწვევა სადილზე, ისიამოვნებთ თქვენდამი კეთილგანწყობილი ადამიანების სტუმართმოყვარეობით

სადღვებელი – სიზმარში თუ ხედავთ სადღვებელს–თქვენი ყველაზე სანუკვარი ოცნება ახდება

სათბური, ორანჟერია – სათბურის დასიზმრება იმის ნიშანია, რომ ცხადში მოგიხდებათ ფარისევლური სიტყვების მოსმენა, რომლებიც, მათი მოკრძალული ფორმის მიუხედავად, თქვენთვის აშკარა გახდება. თუ გოგონას ესიზმრება, რომ სათბურში ცხოვრობს–რაღაც უსიამოვნო მოვლენამ შეიძლება ავნოს მის რეპუტაციას

სათვალეები – სათვალეები უსიამოვნო ცვლილებებს მოასწავებენ; მლიქვნელები შეეცდებიან თქვენი ნდობის ბოროტად გამოყენებას. გატეხილი სათვალეები–საყვარელ ადამიანთან დაშორება გიბიძგებთ აკრძალული სიამოვნებისაკენ; დამცავი სათვალეები–ე.ი. თქვენ გვერდით იმყოფებიან გავლენიანი, მაგრამ ცუდი რეპუტაციის ადამიანები. თუ გოგონას ესიზმრება ასეთი სიზმარი–ცრურწმენები მას სწორი გზიდან ააცდენენ; თუ ცხვირზე ჩამოვარდნილი სათვალეები გესიზმრათ–ჩხუბი ან ურთიერთობის გაწყვეტა გარდაუვალია

სათითე – თუ სიზმარში კერვისას ხმარობთ სათითეს, უეჭველად კეთილშობილურად მოიქცევით, რითაც სიხარულს მიანიჭებთ გარშემომყოფთ. თუ სათითეთი კერავს სხვა ადამიანი, რაღაც მოვლენა სერიოზულ ზემოქმედებას მოახდენს თქვენს ცხოვრებაზე.
სიზმარში სათითეს დაკარგვა ნიშნავს გასაჭირსა და სევდას. თუ დაგესიზმრათ ძველი დაჟანგული სათითე, გაფრთხილებაა–დაუფიქრებლად ნუ იმოქმედებთ. თუ სიზმარში იყიდეთ ახალი სათითე–მოულოდნელი შეხვედრა გაგახარებთ. თუ სათითე ვერ მოირგეთ თითზე, უბედურება გელით, მაგრამ მასთან გამკლავებაში დაგეხმარებიან.

საიდუმლო საზოგადოება (ორდენი) – სიზმარში, რომელშიც მოვლენები დაკავშირებულია რაღაც საიდუმლო საზოგადოებასთან, ნიშნავს, რომ თქვენ მგრძნობიარე პიროვნება ბრძანდებით და მზად ხართ, უანგაროდ ემსახუროთ სათნოებისა და სიკეთის იდეებს, ამ გზაზე თქვენ შეიცნობთ ჭეშმარიტ ბედნიერებას და სახელს მოიხვეჭთ. ქალიშვილმა, რომელსაც რომელიმე ორდენის დამფუძნებელთა საბჭო ესიზმრება, დროულად უნდა მოიცილოს მავნე ჩვევები, რომელთაც მისი კომპრომენტირება შეუძლიათ.
თუ სიზმარში გოგონა ჩუმად ხდება საიდუმლო საზოგადოების ხელმძღვანელი, ცხადში ახალგაზრდული პირდაპირობით და უკომპრომისობით უარყოფს ცდუნებებს, რომელზეც ასე ეხმარებიან მშვენიერი სქესის წარმომადგენლები. თუ სიზმარში მას აწუხებს საკუთარი დედის წევრობა საიდუმლო ორდენში, მაშინ ცხადში ის იქნება სამაგალითო და მოსიყვარულე ქალიშვილი.
სიზმარში თუ გაიგებთ ამბავს საიდუმლო საზოგადოების ხელმძღვანელის სიკვდილის შესახებ–საშინელი განცდები, რომელიც გელოდებათ, უახლოეს მომავალში მშვიდობიანად დასრულდება; მაგრამ თუ ხედავთ რომელიმე საიდუმლო საზოგადოების წევრებს ან თქვენ თვითონ შედიხართ მასში, ცხადში უბედურების აცილებაში მეგობრების ერთგულება დაგეხმარებათ.

საიდუმლოება – თუ სიზმარში ზოგიერთმა საიდუმლო მოვლენამ დაბნეულობაში ჩაგაგდოთ, ცხადში თქვენთვის უცხო ხალხი თხოვნით შეგაწუხებენ. ეს სიზმარი გაფრთხილებთ, რომ არ უგულებელყოთ მოვალეობანი და არ იყოთ გულგრილი გარშემომყოფთათვის. არ გამოირიცხება საწყენი გართულებები საქმეში. თუ სიზმარში რატომღაც დაინტერესდით სამყაროს შექმნის საიდუმლოებით, მაშინ თქვენს ცხოვრებაში ისეთი ცვლილებები მოხდება, რომლებიც თქვენს სულიერ ზრდას შეუწყობენ ხელს.

საიუველირო ნაწარმი – გატეხილი ან ჩამოტეხილი საიუველირო ნაწარმი იმის მაუწყებელია, რომ დასახული მიზნის მიღწევის შემდეგ დიდი იმედგაცრუება გელით. ეს სიზმარი იმასაც ნიშნავს, რომ მეგობრები ზურგს შეგაქცევენ და თქვენ დიდი ტვირთი დაგაწვებათ მხრებზე.

საკერებელი – თუ სიზმარში თქვენს ტანსაცმელზე დაინახავთ საკერებელს–მალე თქვენ მთელი სიამაყით მოიხსნით ვალდებულებას, რომელიც თქვენ არ გეკუთვნოდათ. თუ სიზმარში საკერებლით დადიან სხვები–ე.ი. გიახლოვდებათ სიღარიბე და გაჭირვება.
თუ ახალგაზრდა გოგონა სიზმარში თავის ახალ კაბაზე შენიშნავს საკერებელს–უბედურება თავს წაადგება იმ წამს, როდესაც ის თავს ჩათვლის უბედნიერესად. თუ ის შეეცდება, გარშემომყოფებს დაუმალოს საკერებელი–ცხოვრებაში შეეცდება, შეყვარებულთან არ გამოავლინოს თავისი უარყოფითი თვისებები.
თუ ახალგაზრდა ქალი ხედავს, რომ ტანსაცმელზე ადებენ საკერებელს, ცხოვრებაში თავისთავზე აიღებს არასასიამოვნო მოვალეობას. თუ ქალი მთელი ოჯახისთვის აკერებს ტანსაცმელს–ე.ი. მას ძალიან მეგობრული და მოსიყვარულე ოჯახი აქვს. თუ ქალი სიზმარში საკერავს ლამბავს, ე.ი. გულის სიღრმეში იგი ბრაზდება საკუთარ თავქარიანობასა და მფლანგველობაზე.

საკლასო დაფა – თუ ნახეთ, რომ თეთრი ცარცით წერთ დაფაზე, ნიშანია თქვენი ჯანმრთელობის შესახებ ცუდი ცნობისა ან დიდი კატასტროფისა; შესაძლებლია, თქვენი ფინანსური დამოუკიდებლობა შეირყეს კომერციულ წრეებში პანიკის შედეგად

საკონდიტრო ნაწარმი – თუ სიზმარში ხედავთ არეულ საკონდიტროს, ნიშნავს, რომ მტრები მეგობრის ნიღბით მოიპოვებენ თქვენს ნდობას და გახსნიან თქვენს საიდუმლოს

სალათი – თუ გესიზმრათ, რომ სალათს მიირთმევთ, ეს ახლობლის ავადმყოფობას ნიშნავს. ზოგჯერ ეს სიზმარი ჩხუბსაც მოასწავებს. ხორცის სალათი იმაზე მიანიშნებს, რომ თქვენი ზედმეტი მომთხოვნელობა საკუთარი თავის მიმართ ნერვიულ დაძაბულობამდე მიგიყვანთ. თუ გოგონას დაესიზმრა, რომ სალათს ამზადებს, ცხადში შეყვარებულისაგან იმედგაცრუება ელის და იგი უინტერესო და ცარიელი ადამიანი აღმოჩნდება.

სალამური, ფლეიტა – თუ სიზმარში იგებთ სალამურის ხმას–თქვენი მეგობარი მალე დაბრუნდება შორიდან. ქალს ასეთი სიზმარი ჰპირდება ძლიერ სიყვარულს, რადგან მის შეყვარებულს ექნება მომნუსხველი მანერები

სალბი (შალფეი) – სალბი სიზმარში იმის ნიშანია, რომ თქვენ მეურნეობას გონივრულად უძღვებით. თუ ქალს დაესიზმრა, რომ მის აფთიაქში დიდი რაოდენობით სალბია, იგი მწარედ ინანებს ადრე ჩადენილი საქციელის გამო, ეს განსაკუთრებით

სალესი ქვა – სიზმარში სალესი ქვა ნიშნავს მწვავე მღელვარებას და შეგახსენებთ იმაზე, რომ საჭიროა ყურადღებით მოეკიდოთ საქმეებს, თუ გინდათ, რომ თავიდან აიცილოთ გართულებები, ამასთან, შესაძლოა, თქვენ მოგიწიოთ არასასურველმა მგზავრობამ

სამალავი, თავშესაფარი – სიზმარში სამალავის აშენება–თქვენ ეცდებით თავი დაიცვათ მტრების ბოროტი ხრიკებისაგან. სიზმარში თავშესაფრის ძებნა–გრძნობთ რა საკუთარ დანაშაულს, ცდილობთ თავი საკუთარ თავთან მაინც გაიმართლოთ

სამართლებრივი დაწესებულება – საკუთარი თავის ნახვა სამართლებრივი დაწესებულების წევრად–ნიშნავს, რომ იტრაბახებთ თქვენი სიმდიდრით და ცუდად განეწყობით ოჯახის წევრებისადმი. ასეთი სიზმარი არავითარ წინსვლას არ გიქადით სამსახურში

სამართლიანობა – თუ სიზმარში სამართლიანობას ითხოვთ, ცხადში თქვენი კეთილი სახელის დაცვა მოგიწევთ. თუ სამართლიანობას თქვენგან ითხოვენ, თქვენი ქცევა განსჯის საგანი გახდება, რის გამოც ძალზე გაგიჭირდებათ, ან, შესაძლოა, ვერც მოახერხოთ თქვენი სიმართლის დამტკიცება

სამაჯური – თუ სიზმარში თქვენ ტკბებით თქვენს ხელზე მეგობრის ნაჩუქარი სამაჯურის ყურებით–გელით ნაადრევი ბედნიერი ქორწინება. თუ ახალგაზრდა ქალი კარგავს სამაჯურს, ელის ნაირგვარი უსიმოვნებანი. სიზმარში სამაჯურის პოვნა–გამდიდრებაა

სამგლოვიარო კრეპი – სიზმარში სამგლოვიარო ტანსაცმლის ტარება ნიშნავს გაუმართლებლობას, წარუმატებლობას. თუ სხვებს ხედავთ სამგლოვიარო ტანსაცმელში–იგრძნობთ რაღაც აფორიაქებას, რომელიც მომდინარეობს თქვენი მეგობრებიდან და მოულოდნელად გაბრაზდებით და დაიბნევით. შეყვარებულებს ასეთი სიზმარი მიანიშნებს ურთიერთგაუგებრობასა და შესაძლო დაშორებაზე

სამელნე – ამომშრალი სამელნე იმის ნიშანია, რომ თქვენ შეძელით წარმატებით არიდებოდით საზოგადოების მხრიდან ისეთ გაკიცხვას, რომელსაც არ იმსახურებდით. მელნით სავსე სამელნე გაფრთხილებაა: თუ შესაბამის ზომებს არ მიიღებთ, მტრები ყველანაირად შეეცდებიან, ჩირქი მოგცხონ

სამეფო ტახტი – თუ დაგესიზმრათ, რომ სამეფო ტახტზე ხართ დაბრძანებული, ცხადში გელით საზოგადოებრივი მდგომარეობის სწრაფი ამაღლება, მაგრამ თუ ჩამოდიხართ სამეფო ტახტიდან–მოემზადეთ დიდი გულგატეხილობისათვის. თუ სამეფო ტახტზე ხედავთ სხვა ვინმეს, მიაღწევთ წარმატებას ვიღაცის მფარველობით

სამზარეულო – სამზარეულოს ნახვა ნიშნავს კრიტიკულ სიტუაციას, რომელიც მიგიყვანთ მსუბუქ დეპრესიამდე. თუ ქალი ხედავს, რომ მისი სამზარეულო ბრწყინავს სისუფთავისა და წესრიგისაგან, ე.ი. ის სიყვარულში წარმმართველი იქნება

სამი ტყუპი – თუ თქვენ დაგესიზმრათ სამი ტყუპი, მაშინ ტყუილად შიშობთ დაწყებული საქმის წარმატებაში. თუ მამაკაცს ესიზმრება, რომ მისმა ცოლმა გააჩინა სამი ტყუპი, ე.ი. მის მიერ მიწოდებული ინიციატივა, გაჭიანურებული განხილვის შემდეგ, უფროსისათვის მისაღები გახდება.
თუ სიზმარში თქვენ გახდით სამი ტყუპის დაბადების მოწმე, მაშინ ცხადში არსებული უთანხმოებები, თქვენდა სასიხარულოდ, დამთავრდება შერიგებით. ქალიშვილი, რომელსაც დაესიზმრა, რომ მან გააჩინა სამი ტყუპი, იქნება მდიდარი, მაგრამ არა ბედნიერი

სამკაულები – თუ სიზმარში თქვენ სამკაულებს იკეთებთ, ცხადში ზედმეტად აზვიადებთ თქვენს ღირსებებს. თუ გჩუქნიან სამკაულებს, გელით იღბალი საქმეში. თქვენ მიერ ვინმესთვის ნაჩუქარი სამკაული მიგანიშნებთ, რომ ცხოვრებაში ხშირად ფულს უაზროდ ხარჯავთ.
სამკაულის დაკარგვა გაფრთხილებთ, რომ თქვენ დაკარგავთ საყვარელ ადამიანს ან ხელიდან გაუშვებთ ბედნიერ შემთხვევას, რომელიც ბედმა გარგუნათ

სამკუთხედი – სამკუთხედი მოასწავებს მეგობრებთან განხეთქილებას და სიყვარულში გულგატეხილობას

სამლოცველო – სამლოცველო სიზმარში მოსალოდნელ ჭორებს ნიშნავს. თქვენ ისეთი პრობლემები გაგიჩნდებათ, რომელთა მოგვარებაც სასწრაფოდ მოგიწევთ. თუ სიზმარში სამლოცველოში შედიხართ, ცხადში საქმეებში მერყეობას გამოიჩენთ. შეყვარებულისათვის ასეთი სიზმარი იმის ნიშანია, რომ საყვარელი ადამიანი თქვენ მიმართ არ არის გულწრფელი. ასეთი ქორწინება თქვენთვის შეიძლება ხაფანგი აღმოჩნდეს.

სამოთხე – თუ თქვენი თავი სამოთხეში ნახეთ–კარგი ნიშანია. თუ სიზმარი დედამ ნახა, შეუძლია თავისი შვილების გამო მშვიდად შეიძება იყოს. თუ თქვენ შეყვარებული ხართ–ასეთი სიზმრის შემთხვევაში თქვენს ურთიერთბას ცუდი არაფერი ემუქრება. მძიმე ავადმყოფს ეს სიზმარი გამოჯანმრთელების შანსს აძლევს; ძალზე სასიკეთოა ეს სიზმარი მეზღვაურებისა და მოგზაურებისთვისაც; მაგრამ თუ სამოთხეში ყოფნისას თქვენ უხერხულობას გრძნობთ–ერთი შეხედვით იოლი საქმე გართულდება. თუ ამ სიზმრის შემდეგ თქვენ ენერგიულად იმოქმედებთ, შესაძლებელია ეს საქმე გადაარჩინოთ და სიტუაცია გამოასწოროთ.

სამორინე – თუ დაგესიზმრათ, რომ მოიგეთ სამორინეში, ცხადში მოხვდებით საეჭვო საზოგადოებაში და სხვების გამწარების ხარჯზე მიიღებთ კმაყოფილებას. თუ წააგეთ–თქვენი თავქარიანობა გახდება თქვენი ახლობელი ადამიანის სიკვდილის მიზეზი

სამრეკლო – ეკლესიის გვერდით სამრეკლოს ნახვა ნიშნავს ავადმყოფობასა და ცხოვრებისეულ უთანხმოებას. დანგრეული სამრეკლოს ნახვა ნიშნავს ახლობელი მეგობრის სიკვდილს. სიზმარში სამრეკლოზე აღწევა მიგითითებთ, რომ წინ სერიოზული წინააღმდეგობა გელოდებათ, მაგრამ თქვენ მას გადალახავთ

სამუშაო – თუ სიზმარში მძიმე სამუშაოს ასრულებთ, ცხადში დამსახურებულ წარმატებას მიაღწევთ. თუ დაგესიზმრათ, რომ სამუშაო დაკარგეთ, ცხადში საკუთარ შესაძლებლობებში კიდევ ერთხელ დარწმუნდებით

სამხეცე – სიზმარში სამხეცეს მონახულება მოასწავებს უსიამოვნებას უახლოეს მომავალში

სანაპირო, ნავსადგური – ნავსადგური ხანგრძლივი მოგზაურობის ნიშანია; თუ იქ გემებიც დგანან, ე.ი. თქვენი ჩანაფიქრი წარმატებით ასრულდება.
თუ გესიზმრებათ, რომ სანაპიროს მიუყვებით, შფოთი და უბედურება გელით; მაგრამ თუ შეუჩერებლად, მშვიდობიანად გაიარეთ ბოლომდე. ცუდი არაფერი შეგემთხვევათ და ეს სიზმარიც წარმატებას გიქადით.
თუ თქვენ სიზმარში ცხენზე ხართ ამხედრებული–ნებისმიერ შემთხვევაში ვაჟკაცურად შეხვდებით და გადალახავთ ყველა წინააღმდეგობას კეთილდღეობისა და სიამოვნების გზაზე. თუ ფეხით მიდიხართ–ეს არის წინაპირობა ხანგრძლივი და დამქანცველი ბრძოლისა, რომლიდანაც ღირსეულად გამოსული დაჯილდოვდებით.

სანელებელი, სუნელი – სანელებლები–თქვენ გართობისაკენ დაუოკებელი სწრაფვაა. გოგონა, რომელიც საჭმელში დიდი რაოდენობით სუნელს ყრის, ლამაზ, მაგრამ უსინდისო ადამიანთან ურთიერთობით ბევრ ტკივილს ნახავს

სანთელი – სანთელი მეგობრებთან შეხვედრას ნიშნავს. რამდენიმე სანთელი სუფთა ალით თქვენსა და ნათესავებს შორის სრულ ჰარმონიას მოასწავებს. თუ სანთელი უცებ ქარისგან ჩაქრა, თქვენ კეთილ სახელს შებღალვა ელის, ხოლო თუ თქვენ თავად ჩააქრეთ სანთელი–უსიამოვნო მოვლენებისათვის მოემზადეთ

სარდინი (თევზი) – თუ დაგესიზმრათ, რომ სარდინს მიირთმევთ, რაღაც დრამატული მოვლენა ცხოვრებას გაგიმწარებთ. თუ სარდინებს გოგონა ამზადებს სადილისათვის, ისეთი თაყვანისმცემელი მოაბეზრებს თავს, რომელიც მას არ მოსწონს

სარეცხი ფიცარი – სარეცხი ფიცარი სიზმარში მოსალოდნელ სიძნელეებს მოასწავებს. თუ მამაკაცს დაესიზმრა სველი სარეცხი ფიცარი, ცხადში ქალები მასზე იუფროსებენ. გატეხილი სარეცხი ფიცარი ნიშნავს, რომ დაუფიქრებელი საქციელი და უზრუნველი ცხოვრება უბედურებამდე მიგიყვანთ

სართავი ჯარა – სიზმარში სართავი ჯარა ოჯახში ბარაქას ნიშნავს, რომელიც თქვენი ძალისხმევითა და მომჭირნეობით გახდება შესაძლებელი

სარწეველა სავარძელი – სარწეველა სავარძლის დასიზმრება ნიშნავს მეგობრულ ურთიერთობას და ნებისმიერ გარემოებაში თავდაჯერების განცდას. თუ გესიზმრებათ დედა, ცოლი ან შეყვარებული სარწეველა სავარძელძი, ე.ი. გელით ყველაზე დიდი სიხარული. ცარიელი სავარძელი ნიშნავს დანაკარგსა და სიმარტოვეს.

საროსკიპო – თუ სიზმარში საროსკიპოში იყავით–ცხადში შერცხვენა გელით

სასამართლო – თუ თქვენ სასამართლოს წინაშე მოგიწიათ გამოსვლამ და ამ დროს სიმორცხვესა და მორჩილებას განიცდით, თქვენ მიერ დაწყებული საქმე წარმატებით დასრულდება. თუ სასამართლოს წინაშე გამომწვევად იქცევით–კატასტროფა გემუქრებათ. თუ გოგონა ისმენს სასამართლოს განაჩენს–”დამნაშავეა”, მას მოუწევს საკუთარი ეგოიზმის გამო ნერვიულობა. თუ მას მკვდრები ახვევია გარშემო, ხოლო მეგობრებმა კი ზურგი აქციეს, ძალზე არასასიამოვნო მოვლენების გადატანა მოუწევს

სასამართლო პროცესი – თუ სასამართლო პროცესში მონაწილეობთ, მტრები შეეცდებიან თქვენ წინაშე განაწყონ საზოგადოებრივი აზრი. თუ სასამართლომ მიიღო არასამართლიანი გადაწყვეტილება, რთულ სიტუაციაში უღირსად მოიქცევით. თუ დაგესიზმრათ, რომ სასამართლოში მიდიხართ, ყურადღება უნდა მიაქციოთ თქვენს ქცევას და უარი თქვათ წარმატების მიღწევის საეჭვო გზებზე. თუ სასამართლო შენობის წინ დგახართ, თქვენი საქმიანი აქტიურობა ამაღლდება

სასაფლაო – სიზმარი, რომელშიც თქვენს თავს ხედავთ კარგად მოვლილ, ლამაზ სასაფლაოზე, მოასწავებს მოულოდნელი ცნობის მიღებას იმ ადამიანზე, რომელიც თქვენ დიდი ხნის წინ გამოიტირეთ როგორც მკვდარი; აღიარებული იქნება თქვენი უფლება წართმეულ მიწაზე. ძველი, მიტოვებული სასაფლაოს ნახვა ნიშანია კეთილი, თბილი ურთიერთობისა ამხანაგებთან, რომლებსაც, მიუხედავად ყველაფრისა, არ ძალუძთ თქვენი დამშვიდება. პატარძალი, რომელსაც ესიზმრება, რომ საქორწინო პროცესია მიდის საფლავის გავლით, დაკარგავს მეუღლეს მოგზაურობისას უბედური შემთხვევის გამო.
თუ დედას საფლავზე მიაქვს ყვავილები, ცხადში მას ელის ოჯახის ხანგრძლივი ჯანმრთელობა. თუ ახალგაზრდა ქვრივი სიზმარში მიდის სასაფლაოზე, ე.ი. ის თავის სამგლოვიარო ტანსაცმელს მალე შეიცვლის საქორწინოთი. თუ ის წუხს და თავს მარტოსულად თვლის, მას გაუჩნდება ახალი საზრუნავი. მოხუცებისათვის სასაფლაოს ნახვა მოასწავებს მათ სადმე გამგზავრებას, სადაც შესანიშნავად დაისვენებენ.
ნახვა პატარა ბავშვებისა, რომლებიც საფლავებს შორის აგროვებენ ყვავილებს და დასდევენ პეპლებს, მოასწავებს შესანიშნავ ცვლილებებს, კარგ ჯანმრთელობას და ბევრ მეგობარს, რომლებიც არ მიგატოვებენ ცხოვრების ბოლომდე.

სასახლე – თუ სიზმარში დაბორიალობთ სასახლეში და ათვალიერებთ მის მორთულობას, ე.ი. თქვენი საქმიანი პერსპექტივები გაფართოვდება და ღირსეულად მოიპოვებთ ახალ ტიტულს.
თუ სასახლის ჰოლში ხვდებით მხიარულად მოსაუბრე და მოცეკვავე ლამაზ ხალხს, ცხადში დაადგებით მომგებიან საქმეს. სიზმარში, რომელშიც ქალი ზომიერად ღებულობს მონაწილეობას სასახლის გართობაში, მოელის საზოგადოებაში წარმატება გათხოვების წყალობით ან ნათესავის გულუხვობით. ხშირად ასეთმა სიზმარმა შეიძლება ის დააბნიოს და გაიტაცოს არარეალურმა ოცნებებმა. ასეთი სიზმრის მერე მან უნდა პატიოსნად იცხოვროს, იმუშაოს და გათავისუფლდეს არასაჭირო ამბიციებისაგან, ასევე, ენდოს დედისა და მეგობრების რჩევებს

სასმელი – თუ სასმელს ყიდულობთ, შეეცდებით სხვისი საკუთრების უკანონოდ მითვისებას. თუ ყიდით სასმელს–აუცილებლად განგსჯიან საქველმოქმედო ღონისძიებაში მონაწილეობისას თქვენი სიძუნწის გამო.
ის, ვისაც ესიზმრება, რომ სვამს რაიმე სასმელს, რეალურ ცხოვრებაში საეჭვო წარმოშობის ქონების პატრონი გახდება, თუმცა მისი სულგრძელობა მასვე დაეხმარება მეგობრების შეძენაში, რომლებიც დაეხმარებიან მდგომარეობიდან გამოსავალის პოვნაში.
კასრებში შენახული სასმელები, როგორც წესი, მიანიშნებენ მონაპოვარზე, მაგრამ, მეორე მხრივ, სახლში შეიძლება მოხდეს უსიამოვნებანი, რომელთა გამოც გარშემომყოფნი ზურგს შეგაქცევენ. სასმელი ბოთლებში მატერიალურ კეთილდღეობას მოასწავებს. თუ ქალი ნახავს სიზმარში, რომ ხელთ უჭირავს ჭურჭელი, რომლიდანაც სვამს სასმელს–მისთვის მოასწავებს გატაცებებსა და ბოჰემურ ცხოვრებას.

სასტუმრო – თუ გესიზმრებათ, რომ ცხოვრობთ სასტუმროში, ცხადში ეს გპირდებათ სიმშვიდესა და სარგებელს. ქალის მონახულება სასტუმროში ნიშანია საკმაოდ უზნეო ცხოვრებისა. ლამაზი სასტუმროს ნახვა–კეთილდღეობა და მოგზაურობაა.
თუ თქვენს თავს ხედავთ სასტუმროს უფროსად, ცხადში გელით იდუმალი ბედი, რომელზეც მხოლოდ ოცნება შეგეძლოთ. თუ სიზმარში მუშაობთ სასტუმროში, სინამდვილეში შეგეძლოთ გეშოვათ იმაზე უფრო მაღალანაზღაურებადი სამსახური, ვიდრე ახლა გაქვთ. სიზმარში სასტუმროს ძებნა–მზად უნდა იყოთ იმისათვის, რომ ბედნიერებისა და კეთილდღეობის გზაზე ვიღაც დაბრკოლებას შეგიქმნით

სასწორი – თუ თქვენ სიზმარში რაიმეს წონით, ე.ი. სამართლიანობისათვის თქვენ შეარბილებთ თქვენს ჩვევებს და საქმე ცუდად წავა. თუ გოგონა სიზმარში თავის შეყვარებულს წონის სასწორზე, მაშინ ის მასში აღმოაჩენს სერიოზულ ღირსებას, მისი ერთგულება კი სიყვარულის ტოლფასი იქნება

სატაცური – სატაცურის ფოთლები კეთილდღეობის ნიშანია. იგი სიყვარულსა და ოჯახში სიმშვიდეს მოასწავებს. თუ სიზმარში სატაცურს მიირთმევთ, საქმეში მცირეოდენი უსიამოვნებები გელით.

სატრფო, შეყვარებული – თუ მამაკაცი თავის შეყვარებულს ხედავს მოალერსეს და ლამაზს–ე.ი. ის დაინიშნება. სატრფო კი მას მოუტანს ბევრ სიყვარულსა და კარგ მზითევს. თუ მამაკაცი თავის სატრფოს ხედავს ულაზათოს და მოღუშულს, რეალურ ცხოვრებაში მას ქორწილის პირას ელის იმედგაცრუება. ავადმყოფი და უბედური შეყვარებული უქადის ისეთ ცოლ–ქმრულ ცხოვრებას, რომელშიც უბედურება ბედნიერების მონაცვლე იქნება

საუზმე – ეს სიზმარი კეთილის მომასწავებელია მათთვის, ვინც დაკავებულია გონებრივი სამუშაოთი. თუ საუზმედ გაქვთ ახალი რძე, კვერცხი და საჭმელი მწიფე ხილით, ეს სიზმარი ნიშნავს სწრაფ, მაგრამ სასიკეთო ცვლილებებს. თუ მარტო საუზმობთ, ე.ი. მალე მოხვდებით მტრების მიერ დაგებულ მახეში, მაგრამ თუ საუზმობთ მეგობრების წრეში–ეს ძალიან კარგის მომასწავებელია

საფარი – სიზმარში, რომელშიც თავს გესხმიან საფარიდან, ნიშნავს, რომ თქვენ გვერდით იმალება ხიფათი, რომელიც თავის დროს უცდის და თუ არ მიიღებთ უსაფრთხოების ზომებს–პრობლემები შეგექმნებათ. როცა საათობით წევხართ საფარში და ცდილობთ შურისძიებას, ე.ი. მზად ხართ, თქვენი მეგობრების მოტყუებით, ყოველგვარი მერყეობის გარეშე, ჩაიდინოთ უღირსი საქციელი

საფეხურები – მაღლა მიმავალი საფეეხურები თქვენს ცხოვრებაში სასიამოვნო გარდაქმნებს მოასწავებენ. ქვემოთ მომავალი საფეხურები–საქმეებში და სიყვარულში წარუმატებლობაა. თუ სიზმარში საფეხურებიდან ჩამოვარდით, ცხადში თქვენს თავზე გამოცდით შურსა და ბოროტებას. ფართო და ლამაზი კიბეები მოასწავებენ წარმატებასა და სიმდიდრეს. თუ სიზმარში კიბეებზე ჩამომავალი ადამიანები დაგესიზმრათ, თქვენს სიხარულს უსიამოვნო ამბები შეცვლიან. თუ საფეხურებზე ზიხართ, სიხარული მხოლოდ იშვიათად გეწვევათ

საფირონი – საფირონი–სოლიდურ მოგებას მოასწავებს. თუ ქალს საფირონი დაესიზმრა, მას შეუძლია თავისი შეყვარებულის მიმართ მეტი მომთხოვნელობა გამოიჩინოს.

საფოსტო მარკები – საფოსტო მარკები საქმეების მოწესრიგებას და სამსახურში დაწინაურებას მოასწავებენ. თუ სიზმარში იყენებთ გაცრეცილ მარკებს–ცხოვრებაში წინდაუხედავი საქციელით საფრთხის ქვეშ დააყენებთ თქვენს რეპუტაციას. მარკების შეგროვება–მალე თქვენ საქვეყნოდ ცნობილი გახდებით. დახეული მარკები–რთულ ცხოვრებისეულ გზას მოასწავებენ

საფრთხე – თუ სიზმარში სახიფათო სიტუაციაში მოხვდით–მდგომარეობიდან გამოხვალთ და საპატიო მდგომარეობას დაიკავებთ; მაგრამ თუ ვერ შეძელით ხიფათიდან თავის დაღწევა და დაგჭრეს ან მოგკლეს–მოასწავებს ხარჯსა და წვრილმან ოჯახურ უსიამოვნებებს; მას, ვინც შეყვარებულია, ასეთი სიზმარი მიანიშნებს, რომ მისი სამომავლო გეგმები ვერ გაუძლებენ დროის გამოცდას და მასზე უარის თქმა მოუწევს

საფულე – თუ დაგესიზმრათ, რომ თქვენი საფულე სავსეა ძვირფასეულობითა და ახალი კუპიურებით, ცხადში მოულოდნელად მოხვდებით ისეთი ადამიანების წრეში, რომლებსაც ყოველთვის გაუხარდებათ თქვენი ნახვა და თქვენთვის არ დაიშურებენ კეთილ სიტყვებს. სიყვარული და ჰარმონია კი სიცოცხლეს სამოთხედ გიქცევენ

საფურთხებელი – ეს სიზმარი ნიშნავს, რომ თქვენ გვერდით გამოჩნდება ისეთი ადამიანი, რომელიც გაიძულებთ საქმეებზე უარის თქმას. საფურთხებელში გადაფურთხება–ცხადში თქვენი რეპუტაციის შელახვას ნიშნავს.

საქორწინო კაბა – საქორწინო კაბა ახალ საზოგადოებასა და ახალი მეგობრების შეძენას მოასწავებს

საქსოვი დაზგა – თუ თქვენ სიზმარში საქსოვი დაზგის მუშაობას ადევნებთ თვალყურს, მაშინ, რეალურ ცხოვრებაში, თქვენი თავის მიმართ გაღიზიანება და წყენა გელით. არ არის გამორიცხული აგრეთვე, რომ თქვენ დაზარალდებით უაზრო ჭორების გამო. თუ გესიზმრებათ, რომ დაზგასთან ლამაზი ქალი ზის, მაშინ სიყვარულში სრული წარმატება გელით.
თუ ქალს ესიზმრება, რომ ის მუშაობს ძველებურ საქსოვ დაზგაზე, მას ეყოლება შეძლებული ქმარი და შესანიშნავი შვილები, რომელიც მის ცხოვრებას ბედნიერს გახდიან. გაუმართავი დაზგა იმის მომასწავებელია, რომ ვიღაცის ჯიუტობა გახდება თქვენი უამრავი საზრუნავის მიზეზი

საღამო – საღამოს მოახლოების შეგრძნება აუხდენელი ოცნებების მანიშნებელია–თქვენი ბოლო მოქმედებები არასწორია. ვარსკვლავებით მოჭედილი ნათელი საღამოს ნახვა ნიშანია სწრაფი განცდისა , რომელიც მალევე შეიცვლება დიდი წარმატებით. შეყვარებულებისათვის საღამოს გასეირნება ცუდი ნიშანია–ერთ–ერთი მათგანი შეიძლება მოკვდეს

საღებავები – ახალშეღებილი სახლის ნახვა გიწინასწარმეტყველებთ ჩანაფიქრის წარმატებით შესრულებას. თუ თქვენი კაბა საღებავებითაა გასვრილი–ცხადში გელით სხვა ადამიანთა დაუფიქრებელი განსჯით გამოწვეული უსიამოვნებანი. თუ თქვენ ღებავთ რაიმეს ფუნჯით, ე.ი. სავსებით კმაყოფილი იქნებით თქვენი ახლანდელი საქმიანობით.
ზეთის საღებავით შესრულებული ნახატის ნახვა ნიშნავს, რომ მეგობრები თქვენ მიმართ არასწორ პოზიციას დაიკავებენ, თქვენ კი აღმოაჩენთ, რომ კმაყოფილება მაცდურია. თუ ახალგაზრდა ქალი სიზმარში ხატავს სურათს ზეთით–მას მოელის იმედგაცრუება შეყვარებულისაგან, რომელიც მალე მოძებნის მის შემცვლელს. ქსოვილის შეღებვის ნახვა ცუდიცაა და კარგიც–გააჩნია საღებავის ფერს. კარგია–ცისფერი, წითელი და ოქროსფერი

საყურე – საყურე სიზმარში სასიამოვნო ამბები და საინტერესო სამუშაოა. გატეხილი საყურე–ჭორებია, რომლებიც ცხოვრებას გაგირთულებენ

საშრობი ქაღალდი – საშრობი ქაღალდი ნიშნავს, რომ ვიღაც შეეცდება მოტყუების გზით მეგობრის საიდუმლო გამოგძალოთ. გამოყენებული და დახეული საშრობი ქაღალდი–ოჯახში ხანგრძლივი უთანხმოებაა

საჩუქარი – სიზმარში მიღებული საჩუქარი ცხადში ბედნიერებას და საკუთარ თავში დარწმუნებას ნიშნავს. თუ ვინმეს ჩუქნით საჩუქარს, ე.ი. საქმეების გამოსწორების შენსი გეძლევათ ან შეიძლება რაღაცის გამო გაგკიცხონ და ეს გულს გატკენთ.
თუ გოგონას დაესიზმრა, რომ ძვირფასი საჩუქარი აჩუქეს, იგი შეძლებულ და დადებით პიროვნებას გაყვება ცოლად. დაბადების დღის საჩუქარი ყოველმხრივი წარმატებისა და გამარჯვების საწინდარია. თუ თქვენ რაიმე იუბილესთან დაკავშირებით ჩუქნით ვინმეს საჩუქარს, ცხადში ეს ადამიანი თქვენი მხრიდან პატივისცემით არ სარგებლობს

საცობი, ტივტივა – სიზმარში საცობის მოხსნა–ცხადში სწრაფად მიაღწევთ კეთილდღეობას; ბოთლის დახურვა თქვენი ცხოვრების მოწესრიგებასა და საქმეების კარგ ორგანიზებას ნიშნავს. სამედიცინო საცობი–ავადმყოფობისა და ტყუილი ძალისხმევის ნიშანია.
თუ გოგონას ესიზმრება, რომ იგი შამპანურს ხსნის, იგი ლამაზ, მხიარულ, მდიდარ და ყურადღებიან ადამიანს შეხვდება, მაგრამ მან უნდა იზრუნოს თავის რეპუტაციაზეც და უნდა უსმინოს მშობლების რჩევას. ტივტივა წყნარ მდინარეზე წარმატების ნიშანია, თუ წყალი ღელავს–გელით უსიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობა

საცხობი – საცხობი სიზმარში–მაქსიმალური სიფრთხილისაკენ მოგიწოდებთ და ეს თქვენს სამახურსა და კარიერას ეხება–უსიამოვნებები ყველა ნაბიჯზე გელოდებათ. თუ ქალს ესიზმრება, რომ საცხობში მუშაობს, იგი ცხადში შეიძლება ძლიერ დაზარალდეს და ამიტომ ფრთხილად უნდა იყოს.

საძინებელი – ახალთახალი საძინებელი ნიშნავს შორეულ ქვეყნებში სასიამოვნო ადამიანებთან ერთად მოგზაურობას

საწამლავი – თუ დაგესიზმრათ, რომ მოწამლული ხართ, ცუდ ზეგავლენას ერიდეთ. თუ სხვა პიროვნებას ხედავთ მოწამლულს, ცხადში ვიღაც პიროვნებას სწორი გზიდან ააცდენთ. თუ გოგონა საწამლავის მეშვეობით ცდილობს მეტოქის მოშორებას, ცხადში მას გაუჭირდება საყვარელი ადამიანის შენარჩუნება.
თუ სიზმარში საწამლავიანი ბოთლი გადააგდეთ, დიდი ძალისხმევის დახარჯვა მოგიწევთ საქმეების საწარმოებლად.
თუ თქვენი ახლობლები ან შვილები საწამლავით დაზარალდნენ, მზად უნდა იყოთ იმისათვის, რომ უბედურება თქვენთვის მოიცლის. თუ თქვენი ახლობელი ან მეგობარია მოწამლული ე.ი. ყველა წინააღმდეგობას გადალახავთ. თუ საწამლავს სამედიცინო დანიშნულებით იღებთ, ცხადში რაღაც სარისკო საქმეს შეეჭიდებით.

საწოლი – ლამაზი, თეთრი საწოლი მოასწავებს ყველა უსიამოვნების მშვიდობიან დასასრულს. ქალს, რომელიც ალაგებს ლოგინს, სიზმარი ჰპირდება ახალ შეყვარებულს და სასიამოვნო დროსტარებას.
საკუთარი თავის ნახვა საწოლში, უცხო ოთახში–მეგობრების მოულოდნელი ვიზიტია. თუ ავადმყოფი ადამიანი ნახავს თავის თავს საწოლში, მოელის ჯანმრთელობის გაუარესება ან სიკვდილი. თუ თქვენს თავს ნახავთ ღია ფანჯარასთან საწოლზე მჯდომს, ცხადში გექნებათ მშვენიერი შესაძლებლობა თქვენი ბედის უკეთესობისაკენ შესაცვლელად. თქვენი საწოლის ახლოს მიმავალი შავკანიანი ხალხის ნახვა ნიშნავს ახალი გარემოების წარმოქმნას, რომელიც ხელს შეუშლია თქვენს გეგმებს.
თუ გესიზმრებათ, რომ თქვენი მეგობარი წევს ლოგინში ფერმკრთალი და ავადმყოფი, ცხადში თქვენს მეგობრებს ელით უცნაური და სახიფათო გართულებანი, რომელიც თქვენ დაგადარდიანებთ. თუ დედას ესიზმრება, რომ მისი შვილი შარდს ვერ იკავებს, ეს მოასწავებს მისთვის დიდ მღელვარებას და ნერვულ დაავადებას, რომელიც, სამწუხაროდ, ძნელად განიკურნება. სველი ლოგინის ნახვა ყველასათვის მოასწავებს ავადმყოფობას და საქმიანობაში დამყარებული წესრიგის დარღვევასსაჭე – საჭე სიზმარში ნიშნავს, რომ თქვენ ცხადში სასიამოვნო მოგზაურობა და ახალი ნაცნობობა გელით. გატეხილი საჭე ავადმყოფობას მოასწავებსსაჭმლის მომზადება – თუ თქვენ სიზმარში რაიმეს საჭმელს ამზადებთ–სტუმრები გეწვევიან. თუ სიზმარში სადილის მომზადებისას რაიმე გიშლით ხელს, ცხადში იმედგაცრუება გელითსახე – თქვენ ირგვლივ ნათელი, ბედნიერი სახეების ნახვა ძალიან კარგია, მაგრამ თუ მოღუშული, ულამაზო სახეებია–მოსალოდნელია საშიშროება. სარკეში საშიში სახის ნახვა ახალგაზრდა ადამიანებს მოასწავებთ ჩხუბს. შეყვარებული თუ თავის მიჯნურს ნახავს მოხუცად–დაცილების მაუწყებელია.
სიზმარში უცნობი, იდუმალი სახის ნახვა ნიშნავს, რომ თქვენ უბედურებისა და მტრების ტყვეობაში ხართ. თუ თქვენი სახის ანარეკლს ხედავთ სარკეში ე.ი. თქვენი დაუდევრობითა და მოუქნელობით კიდევ ერთხელ ვერ შეძლებთ დაწყებულის დამთავრებას და დაკარგავთ მეგობართა პატივისცემასსახლი – თუ სიზმარში მიხვედით თქვენს ძველ სახლში–ცხადში გელით კარგი ახალი ამბავი. მიტოვებული სახლი გაფრთხილებთ ავადმყოფობის ან ახლობლის სიკვდილის შესახებ. ახალგაზრდა ქალისათვის ასეთი სიზმარი სამწუხაროა: ის დაკარგავს ძვირფას მეგობარს. თუ მიხვედი შენს ძველ სახლში, რომელიც დაგხვდა მყუდრო და სასიამოვნო მდგომარეობაში–ნიშანია ჰარმონიისა და ბარაქიანობისა ახლანდელ ოჯახურ ცხოვრებაში, ასევე ბიზნესში კარგი რეზულტატისასახლის მონატრება – სევდა სახლზე, რომელსაც თქვენ გრძნობთ სიზმარში, ნიშნავს, რომ გარემოებები ხელს შეგიშლიან სამოგზაუროდ წასვლაში, რომელზეც თქვენ დიდი ხანია ოცნებობდითსახრჩობელა – თუ ხედავთ, რომ თქვენს მეგობარს ახრჩობენ სახრჩობელაზე–გაფრთხილებაა: თუ გინდათ უბედურება, სწრაფად მიიღეთ გადაწყვეტილება რაღაც უჩვეულოდ ძნელ საქმეზე. თუ თქვენს თავს ნახავთ სახრჩობელაზე–დაზარალდებით პირფერი მეგობრებისაგან.
თუ ახალგაზრდა ქალი თავის შეყვარებულს ხედავს სახრჩობელაზე, მაშინ ის გათხოვდება უპრინციპო ადამიანზე. თუ თქვენ ვიღაცას იხსნით სახრჩობელასაგან–მიიღებთ იმას, რაზეც ოცნებობთ. თუ სიზმარში თვითონ კიდებთ სახრჩობელაზე მტერს–წარმატება გექნებათ ყველა საქმეშისახურავი – სიზმარში თუ აღმოჩნდებით სახურავზე–ნიშანია უზარმაზარი წარმატებისა. თუ შეშინდით და ეცემით–რეალურ ცხოვრებაში წარმატების გზაზე ვერ შეძლებთ თქვნი პოზიციების გამყარებას. თუ გესიზმრებათ დანგრეული სახურავი–გელით მოულოდნელი უბედურება.
სიზმარში თუ სახურავზე გძინავთ, სინამდვილეში მოგიწევთ თავდაცვა მტრებისა და ცრუ მეგობრების ხრიკებისაგან; ასევე, იქნებით ჯანმრთელი. სახურავის აშენება ან შეკეთება ასევე უდიდესი წარმატების საწინდარიასაჯინიბო – საჯინიბოს დასიზმრება გპირდებათ წარმატებასა და სასიამოვნო საზოგადოებას. თუ გესიზმრებათ ცეცხლმოკიდებული საჯინიბო–ელოდეთ ან სასიამოვნო ცვლილებებს ან სასიხარულო მოვლენას ცხოვრებაშისაჰაერო ბურთი – ეს სიზმარი მოასწავებს უბედურებასა და იმედების მოსპობას. თქვენი საქმიანობა გაცამტვერდება. საჰაერო ბურთით ასვლა მოასწავებს უიღბლო მოგზაურობასსეიფი – სეიფი–თქვენს ცხოვრებაში სტაბილურობისა და იმედის სიმბოლოა, მაგრამ თუ სიზმარში მის გახსნას შეეცდებით, იმედგაცრუება გელით–თქვენ მიერ ჩაფიქრებული საქმე არ ასრულდება; თუ მაინც გახსენით სეიფი და იგი ცარიელი აღმოჩნდა, მოსალოდნელია უბედურებასელაპი – თუ სელაპი დაგესიზმრათ, ე.ი. ცდილობთ საზოგადოებაში ისეთი მდგომარეობის დაკავებას, რომელიც სინამდვილეში არ შეესატყვისება თქვენს შესაძლებლობებს–ეცადეთ თავი დააღწიოთ ზედმეტ პატივმოყვარეობასსელი – სიზმარში სელის ნახვა ნიშანია წარმატებული მეწარმეობისა და აწყობილი საქმეებისა

სერენადა – თუ სიზმარში სერენადა ჩაგესმათ, თქვენი მეგობრის შესახებ დიდი ხნის ნანატრ ამბავს შეიტყობთ. თუ თავად მღერით სერენადას სიზმარში–თქვენს წინაშე ბრწყინვალე პერსპექტივები გაიშლება

სესხება – თუ ვინმეს სესხს აძლევთ–ფინანსური პრობლემები და წვრილმანი უსიამოვნებები შეგაწუხებთ; თუ ნივთებს ანათხოვრებთ–ხალხს უანგაროდ დაეხმარებით და ეს დაგაფიქრებთ თვითსრულყოფის აუცილებლობაზე: თუ ნივთს გთხოვენ, თქვენ კი უარს ეუბნებით–ცხოვრებაში აქტიურობის პერიოდი დაგიდგებათ და საქმეებს ენთუზიაზმით მოჰკიდებთ ხელს, რითაც მოჩვენებით პატივისცემას დაიმსახურებთ გარშემომყოფთაგან; თუ ნივთს ან ფულს გთავაზობენ სესხად–ეს ახალი, მტკიცე მეგობრის ნიშანია, რომელიც გაამდიდრებს თქვენს ცხოვრებას

სეტყვა – სიზმარში სეტყვაში მოხვედრა უმნიშვნელო წარუმატებლობაა. თუ სეტყვა მზიან ამინდშია, ეს მიუთითებს დროებით წარუმატებლობაზე, მაგრამ ბედი კვლავ შემოგიბრუნდებათ. თუ ამ სიზმარს ქალი ხედავს, ე.ი. ის, რიგი წარუმატებლობის შემდეგ მოიპოვებს სიყვარულს. სეტყვის ხმა სახლის სახურავზე ძალიან ცუდი ნიშანია

სექტა – თუ სიზმარში სექტანტები დაგესიზმრათ, საქმეში წინდაუხედაობას გამოიჩენთ და შეყვარებულის მიმართაც გული გაგიცივდებათ. თუ თავად ხართ სექტის წევრი, ცხადში უარს იტყვით ძველ ნაცობებზე და ბედნიერების საძიებლად შორეულ ქვეყნებში მოგიწევთ წასვლა

სვირინგი – თუ გესიზმრებათ, რომ ტანი მოსვირინგებული გაქვთ, რაღაც უსიამოვნება გაიძულებთ, დიდი ხნით დატოვოთ საკუთარი სახლი. თუ სიზმარში სვირინგს სხვა ადამიანების კანზე ხედავთ, მალე ვიღაცის ეჭვიანობის მსხვერპლი გახდებით. თუ სიზმარში ვინმეს უკეთებთ სვირინგს–ზედმეტად ექსცენტრიული ქცევის გამო მეგობრების დაკარგვას ნიშნავს

სიამოვნება, ტკბობა – სიზმარში საყვარელ ადამიანთან შეხვედრით ან სასიამოვნო სამუშაოთი გამოწვეული სიამოვნება, ლამაზი პეიზაჟით ტკბობა–გპირდებათ ასეთსავე სიხარულს ცხოვრებაში

სიბეცე, ახლომხედველობა – თუ გოგონა ხედავს, რომ ახლომხედველია, ე.ი. მას მალე გამოუჩნდება ახალი კონკურენტი. ეს, ამავე დროს, შეიძლება ნიშნავდეს არასასურველი სტუმრის ვიზიტს

სიგიჟე – თუ სიზმარში თქვენს თავს ხედავთ შეშლილად, ელოდეთ უსიამოვნებებს. შესაძლოა, ავად გახდეთ, რის გამოც ქონებას დაკარგავთ. თუ სხვებს ხედავთ ამ ავადმყოფობით, მაშინ ეს მიუთითებს მეგობრებისა და მომავლის იმედების ცვალებადობაზე. სიგიჟე სიზმარში ახალგაზრდა ქალისათვის ნიშნავს იმედგაცრუებას გათხოვებაზე

სიდრი – სიდრის დალევა ცხადში წარმატების ნიშანია. თუ სხვები სვამენ სიდრს, მეგობრები თქვენ მიმართ არაგულწრფელნი იქნებიან

სიზარმაცე – თუ სიზმარში თქვენ ზარმაცობთ და არაფერს აკეთებთ, გაფრთხილდით: შეიძლება მწარედ ინანოთ რაღაც საჭირო საქმეში დაშვებული შეცდომის გამო. თუ ახალგაზრდა გოგონა ასკვნის, რომ მისი რჩეული ზარმაცია, ძლიერ სქესთა წარმომადგენლებში წარმატება არ ექნება. თავისი საქციელით ის დააფრთხობს საქმროებს

სიზმარი – თუ გძინავთ სუფთა საწოლში, თქვენს ახლობლებთან სრული ჰარმონია შეგექმნებათ. თუ სიზმარში დაგეძინათ თქვენთვის მიუღებელ ადგილას, ცხადში ავადმყოფობა გელოდებათ. თუ დაგესიზმრათ, რომ პატარა ბავშვთან ერთად გძინავთ, თქვენი სიყვარული გაზიარებული იქნება და შექმნით შესანიშნავ ოჯახს.
თქვენს სიზმარში მძინარე ადამიანები–ე.ი. ნებისმიერი საშუალებით შეეცდებით ვიღაცის კეთილგანწყობის მოპოვებას. თუ დაგესიზმრათ, რომ თქვენთვის არასასიამოვნო ადამიანის გვერდით წევხართ, თქვენი შეყვარებულისაგან იმედგაცრუება გელით. თუ გოგონა თავის შეყვარებულთან წევს, ცხოვრებაში იგი არ უნდა იყვეს ზედმეტად დამთბობი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვნებების მსხვერპლი გახდება.
აბდაუბდა სიზმარი ჩვეულებრივ არის გარემოების ცვლილებით გამოწვეული ნერვიულობისა და მღელვარების უკიდურესი ხარისხი

სიკვდილი – თუ სიზმარში მომაკვდავს ხედავთ, განშორებასა და მწუხარებას ნიშნავს. სიზმარში თქვენი მეგობრის ან ნათესავის სიკვდილის ცნობა მასზე ცუდი ამბის გაგებას ნიშნავს. ასეთ სიზმრებს ადამიანები ხშირად შეცდომაში შეყავს. აქტიურად მოაზროვნე ადამიანები თავის აურაში ხშირად სუბიექტურ შთაბეჭდლებებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, თუმცა, მათი შთაბეჭდილებები ხშირად სხვა მნიშვნელობას იძენენ. შეიძლება დაგესიზმროთ რაღაც წარმოსახვები გარდაცვლილის სახით, ადამიანმა მათში შეიძება ახლობლებისა და საკუთარი თავის ნიშან–თვისებები ამოიცნოს.
ცხადში კი ასეთი სიზამარი იმაზე გაფრთხილებთ, რომ დადებითმა ემოციებმა შეიძება უარყოფითი გამოდევნოს. შეიძება მოვიყვანოთ შემდეგი მაგალითი: ადამიანს თავისი მეგობარი მომაკვდავი დაესიზმრა, ცხადში კი ეს სიზმარი ადამიანს აფრთხილებს, დაუფიქრებელი საქციელისაგან თავი შეიკავოს. თუ სიზმარში მისი მეგობარი კვდება, ეს იმის ნიშანია, რომ მას შეუძია წინააღმდეგობები გადალახოს.
სიზმრები ხშირად იმაზე მეტყველებენ, თუ რა გამოცდა ელის ადამიანს და რითი დამთავრდება ყველაფერი. მაგრამ, ამავე დროს, უნდა გვახსოვდეს: ყველა თავად ქმნის თავის წარმოსახვაში სიკეთესა და ბოროტებაზე წარმოდგენას. ამიტომაც, სიზმარში აისახება ის, რასაც ჩვენ თავად საკუთარ “მე”–ზე ვფიქრობთ. სიზმარი თქვენი სულისა და სხეულის ასახვაა და მას ვერავინ გაექცევა, რადგან ყოველივე ეს, ჩვენი აზროვნების ნაყოფია.

სიკვდილით დასჯა – სიზმარში სიკვდილით დასჯის ნახვა ნინავს, რომ თქვენ დაზარალდებით ვიღაცის გაუფრთხილებლობის გამო. თუ ნახეთ, რომ თქვენ თვითონ მიჰყავხართ დასასჯელად და მხოლოდ სასწაულმა გიხსნათ სიკვდილისაგან–იმის მაუწყებელია, რომ გაიმარჯვებთ იმ ადამიანზე, ვისაც თქვენთვის ბოროტება სურდა

სიკვდილის ემბლემა – თუ სიკვდილის ემბლემა დაგესიზმრათ, ცხადში კარგად უნდა აკონტროლოთ თქვენი ემოციები, ან თქვენი მტრები შეეცდებიან სულიერი წონასწორობა დაგაკარგვინონ. თუ ამ ნიშანს ხედავთ ანონიმურად გამოგზავნილ სამგლოვიარო შეტყობინებაზე, მოვლენები, რომლებიც საწყენი გეგონათ, თქვენთვის და თქვენი ახლობლებისათვის სასიკეთოდ შემობრუნდება

სილამაზე – სილამაზის ნახვა ნებისმიერი ფორმით–ძალიან კარგი სიზმარია. ლამაზი ქალი სიზმარში გპირდებათ კმაყოფილებასა და მატერიალურ უზრუნველყოფას. თუ გესიზმრებათ საყვარელი, ლამაზი ბავშვი, გექნებათ ორმხრივი სიყვარული და ბედნიერი კავშირი.
თქვენი თავი ნახოთ ლამაზად–ე.ი. ცხადში წარმოუდგენლად პირფერი იქნებით. სხვები ნახოთ ლამაზად, ე.ი. თქვენ ისარგებლებთ თავქარიანი ხალხის ნდობით

სიმდიდრე, ფუფუნება – სიმდიდრე სიზმარში მოასწავებს წარმატებულ, თუმცა სარისკო შემობრუნებას თქვენს ცხოვრებაში. სიმდიდრის დასიზმრება ცხოვრებაშიც იგივეს ნიშნავს, მაგრამ, თუ თქვენს საქციელს არ დაუფიქრდებით, შესაძლოა, თქვენი ცხოვრების არასწორი წესი და ეგოიზმი ყველაფრის დაკარგვის მიზეზი გახდეს. თუ ღარიბი ქალი თავის თავს უსაზღვრო ფუფუნებაში ხედავს, ე.ი. მისი ცხოვრების პირობები უახლოეს პერიოდში შეიცვლება

სიმინდი – სიზმარში სიმინდის ტაროს გარჩევა ნიშნავს, რომ გელით წარმატება და კმაყოფილება. თუ ხედავთ, რომ სხვები არჩევენ სიმინდს–ნათესავების ან მეგობრების წარმატებით გამოწვეული სიხარულის მაუწყებელია

სიმსუქნე – თუ დაგესიზმრათ, რომ გასუქდით, თქვენ სასიამოვნო ცვლილებები გელით. მსუქანი ადამიანი სიზმარში გალაღებას გპირდებათ.
თუ სიზმარში თქვენს თავს მსუქნად ხედავთ, ცხადში საგრძნობლად გაიზრდება თქვენი ქონება; მაგრამ თ გეჩვენებათ, რომ ზედმეტად გასუქდით, დაფიქრდით, ხომ არ უნდა გადახედოთ თქვენს მორალურ პრინციპებსა და ცხოვრების წესს. თუ გესიზმრებათ მსუქანი ხალხი, მაშინ თქვენთვის მალე დადგება აქტივობისა და აყვავების დრო

სიმღერა, სიმღერები – თუ სიზმარში სიმღერა გესმით, ცხადში ნანატრი მეგობრისაგან ამბავს გაიგებთ ან ახალ ადამიანს გაიცნობთ. თუ თავად მღერიხართ, ხოლი გარშემო ნათელი და მხიარული ატმოსფეროა, ცხადში ეჭვიანობა შეგაწუხებთ და ფარისევლურად მოიქცევით. თუ სიზმარში სიმღერის დროს სევდიანი ნოტები ისმის, თქვენ მოვლენების მოულოდნელი ცვლილებებით გაკვირვებული დარჩებით.
სიზმარში არასასიამოვნო სიმღერები მფლანგველობას ნიშნავს. სახუმარო სიმღერები მიანიშნებს, რომ მხიარულ საზოგადოებაში გართობა საქმეს დაგავიწყებთ. თუ თავად მღერით სახუმარო სიმღერას–გართობას მალე ჩაენაცვლებიან სირთულეები, რომელთა გადალახვაც თქვენ მოგიწევთ.

სიმშვიდე – სიმშვიდის შეგრძნება–ხანგრძლივ, მშვიდ ცხოვრებასა და ბედნიერ სიბერეს გიქადით

სინაგოგა – თუ თქვენ სინაგოგა დაგესიზმრათ, ე.ი. წარმატების გზაზე გავლენიანი მტრები გადაგეღობებიან. თუ სინაგოგის კედლებზე ადიხართ, ცხადში ყველა წინააღმდეგობას გადალახავთ. თუ სიზმარში ძველებურად ხელნაწერებს კითხულობთ, თქვენ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებით, მაგრამ მისგან თავდაღწევას მოახერხებთ

სინათლე – სინათლის სხივი წარმატების ნიშანია. თუ სინათლე მოულოდნელად ჩაქრა, ცხადში იმედგაცრუება იმ საქმისგან გელით, რომელსაც დიდი ძალისხმევა შეალიეთ. გაურკვეველი სინათლე მცირეოდენ გამართლებას მოასწავებს

სინდისი – თუ სიზმარში სინდისის ქენჯნას გრძნობთ, ცხადში ფრთხილად იყავით: შეიძება რაღაც ცუდ საქმეებში ჩაგითრიონ. თუ სიზმარში გრძნობთ, რომ სინდისი სუფთა გაქვთ, ცხადში თქვენი ავტორიტეტი საკმაოდ ამაღლდება

სინესტე – სიზმარში სინესტის შეგრძნება კონკურენტებთან საშინელ დამარცხებას ნიშნავს

სირაქლემა – ეს სიზმარი თქვენ ფარულ არაკეთილსინდისიერებაზე მიუთითებს: ან ინტრიგების მოყვარული ხართ, ან ჩუმად აგროვებთ ფულს და გრცხვენიათ, რომ ამაში საკუთარ თავს მაინც გამოუტყდეთ. სირაქლემის სიზმარში დაჭერა–ცხადში სასიამოვნო მოგზაურობას ნიშნავს, რომელიც თქვენს ინტელექტუალურ დონეს საგრძნობლად აამაღლებს

სისასტიკე – სიზმარში თქვენდამი გამოვლენილი სისასტიკე ნიშნავს, რომ გელით აღელვება და გაბრაზება. თუ სისასტიკეს გამოავლენს ვინმე სხვა–ე.ი. თქვენი ახლობლების წინაშე დააყენებთ გადაუჭრელ ამოცანას, რომელიც გაზრდის თქვენს დანაკარგს

სისუსტე – სისუსტის გრძნობა სიზმარში–სულიერი აფორიაქების ნიშანია. ასეთი სიზმრის შემდეგ თქვენ ცხოვრებისეულ პრინციპებსა და ცხოვრების წესს უნდა გადახედოთ

სისხლი – სიზმარში სისხლდენის ნახვა მიმანიშნებელია ვიღაცის ავადმყოფობისა, ან სულაც, უბედური შემთხვევით გამოწვეული სიკვდილისა. შესაძლოა, იყოს ბოროტი ხმების ან უბედურების მაუწყებელი.
სისხლიანი ტანსაცმლის ნახვა გაფრთხილებთ მტრების გამოჩენაზე, რომლებიც შეეცდებიან თქვენი კარგად დაწყებული კარიერის განადგურებას. გმართებთ სიფრთხილის გამოჩენა ახალი ნაცნობის გაჩენისას. ჭრილობიდან სისხლის დენა–ავადმყოფობა და შფოთია. თუ თქვენს ხელზე ხედავთ სისხლს–გელით წარუმატებლობა, თუ სასწრაფოდ არ მიიღებთ საჭირო ზომებს.

სიტყვაში გამოსვლა – სიზმარში მთავრობის წევრის გამოსვლის მოსმენა–მეგობრებთან ჩხუბს მოასწავებს. ვინმეს ოფიციალური სიტყვის განხილვა–საქმეში მოულოდნელი გართულების მომასწავებელია. თუ სიზმარში ვიღაცის სიტყვას იმეორებთ, ცხადში, დასახული მიზნის მისაღწევად, სერიოზულ წინააღმდეგობებს წააწყდებით

სიქაჩლე – მელოტი ადამიანის დასიზმრება მიგანიშნებთ, რომ ვიღაც თაღლითს თქვენი გეგმების ჩაფუშვა სურს. თუ ფხიზლად იქნებით, ის ამას ვერ შეძლებს. თუ კაცი ხედავს ქაჩალ ქალს–მას ეყოლება ანჩხლი ცოლი. მოტიტვლებული მთა ან ბორცვი მოასწავებს შიმშილსა და განსაცდელს. თუ ქალი სიზმარში ხედავს მელოტ მამაკაცს, დიდი გონიერების გამოჩენა დასჭირდება, რათა თავი აარიდოს ხელის თხოვნის არაგულწრფელ წინადადებას. ბავშვების უთმო თავები ნიშნავს, რომ თქვენ გელით ოჯახური ბედნიერება და სახლი–სავსე ფიალა

სიყვარული – სიზმარი საყვარელ ადამიანზე ნიშნავს კმაყოფილებას თქვენი ახლანდელი გარემოცვით. თუ სხვების სიყვარული გავსებთ ბედნიერებით–ცხოვრება გაგათავისუფლებთ ყოველდღიური ზრუნვისაგან. თუ სიზმარში ხვდებით, რომ სიყვარული გაქრა ან საპასუხო განცდას ვერ პოულობთ, თქვენ წინაშე დადგება კითხვა: შეცვალოთ თქვენი ცხოვრების წესი თუ გათხოვდეთ და თქვენი ბედი მას მიანდოთ.
ცოლ–ქმარი თუ ხედავს, რომ უყვართ ერთმანეთი, ეს ნიშნავს უდიდეს ოჯახურ ბედნიერებას და საყვარელ ბავშვებს, რომლებიც მათ სიხარულს მოუტანენ.
მოსიყვარულე მშობლების ნახვა–ნიშნავს ხასიათის სიმტკიცეს, აგრეთვე წარმატებისა და საზოგადოებაში მდგომარეობის მიღწევის მუდმივ მცდელობას.
ცხოველების სიყვარული სიზმარში კარგი ნიშანია, რომელიც მიუთითებს ცხოვრების კმაყოფილებაზე, თუმცა შესაძლოა, თქვენ ასე არ ფიქრობდეთ, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ბედი დაგასაჩუქრებთ იმით, რაც თქვენს სულს ბედნიერებით აღავსებს

სიშიშვლე – თუ გესიზმრებათ საკუთარი სიშიშვლე, არასასურველ ისტორიაში გაეხვევით. თუ სხვები გესიზმრებიან შიშვლები, ე.ი. თქვენი არაკეთილმოსურნენი ცდილობენ, სწორი გზიდან გადაგახვევინონ; ავადმყოფობამ შეიძლება ჩაგიშალოთ გეგმები.
თუ თქვენ მოულოდნელად შენიშნეთ საკუთარი სიშიშვლე და ცდილობთ მის დაფარვას რაღაცით–დაგტანჯავთ წინააღმდეგობა წესიერების თაობაზე და საკუთარ შეხედულებასა და აკრძალულის სურვილს შორის. თუ ახალგაზრდა ქალი სიზმარში აღაფრთოვანა საკუთარი სხეულის სიშიშვლემ, რეალურ ცხოვრებაში იგი მამაკაცთა პატივისცემას დაიმსახურებს, თუმცა არა ხანგრძლივად; და მაინც, მისი მომხიბვლელობა წარმატების საწინდარია.
თუ მას ესიზმრება, რომ მისი აგებულება არ არის მომხიბვლელი, რეპუტაცია შეელახება სკანდალური შემთხვევით. თუ გოგონას ესიზმრება, რომ იგი შიშველი ბანაობს სუფთა წყალში, ელის საიდუმლო სიყვარული, რისთვისაც დაისჯება ავადმყოფობით ან დაკარგავს მომხიბვლელობას. თუ ესიზმრება სუფთა წყალში მობანავე შიშველი მამაკაცები–მას ბევრი თაყვანისმცემლები ეყოლება: თუ წყალი მღვრიეა, ეჭვიანი თაყვანისმცემელი მასზე ცუდ ჭორებს გაავრცელებს

სიცივე – თუ დაგესიზმრათ, რომ შეგცივდათ, თქვენს ჯანმრთელობას უნდა მიხედოთ

სიცილი – თუ სიზმარში იცინით, ბიზნესში წარმატება და საიმედო სქმიანი პარტნიორები გარანტირებული გაქვთ. ხმამაღალი, შეუკავებელი სიცილი სულიერი წონასწორობის დაკარგვას ნიშნავს, ბავშვების მხიარული სიცილი ჯანმრთელობასა და ბედნიერებას მოასწავებს. თუ სიზმარში სხვის უბედურებას დასცინით, ცხადში მიანიშნებს, რომ, თქვენი ეგოისტური მიზნების განსახორციელებლად, არაფრის წინაშე უკან არ დაიხევთ

სიცხე, ციებ–ცხელება – თუ სიზმარში გაქვთ ციებ–ცხელება, ცხადში ტყუილუბრალოდ კარგავთ ძალასა და ენერგიას, რადგან თქვენი ცხოვრების საუკეთესო ნაწილი გვერდს გივლით; ამიტომ, აუციელბელია თავი ხელში აიყვანოთ და იპოვოთ ღირსეული სამუშაო. თუ სიზმარში ხედავთ, რომ ოჯახში ვიღაცა ციებ–ცხელებითაა ავად, ცხადში ვიღაც ახლობელი ნამდვილად ავად გახდება

სიძულვილი – თუ სიზმარში ვინმე გძულთ, ცხადშიც ასეთივე განცდა გექნებათ ამ ადამიანისადმი და, რაც მთავარია, თქვენ ამის საფუძველი გექნებათ.
თუ გესიზმრებათ, რომ გარშემომყოფებს სძულხართ, თქვენს კეთილ ზრახვებს ეგოიზმი და სიმკაცრე გაანადგურებენ.
თუ ქალს ესიზმრა, რომ ის საყვარელს სძულს– შეუყვარდება მისთვის შეუფერებელი ადამიანი; ეს სიზმარი სიფრთხილეზეც მიანიშნებს, რადგანაც, შეიძლება, საკუთარი საქციელით ახლობელს ავნოს

სიძუნწე – თუ სიზამრში ძუნწი დაგესიზმრათ, ეს ნიშნავს, რომ სხვისი ეგოიზმის გამო თქვენ ბედნიერებასა და ნამდვილ სიხარულს ვერ შეიგრძნობთ. თუ გოგონას დაესიზმრა, რომ მისი შეყვარებული ძუნწია, ცხადში იგი თავისი ხასიათის მეშვეობით შეძლებს უფრო მდიდარი ადამიანის სიყვარულის მოპოვებას. თუ სიზმარში თავად ავლენთ სიძუნწეს, ეს საკუთარ თავზე გადაჭარბებულ წარმოდგენას ნიშნავს. თუ სიზმარში რომელიმე თქვენი მეგობარი ძუნწი გამოდგა, ცხადში ნათესავები ძალიან მოგაბეზრებენ თავს

სიწითლე – თუ გოგონას ესიზმრება, რომ იგი წითლდება, მას უსამართლოდ დასდებენ ბრალს. თუ სიზმარში სხვა ვინმე წითლდება, მალე იგი მეგობრების პატივისცემას დაკარგავს და დაცინვის ობიექტი გახდება

სიხარული – სიზმარში სიხარულის გრძნობა დიდ სიყვარულსა და მეგობრების მხარდაჭერას ნიშნავს

სკამი – სიზმარში ნანახი სკამი ნიშნავს, რომ თქვენ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ვერ შეძლებთ და სერიოზული დანაკარგები გექნებათ. თუ დაგესიზმრათ სკამზე გაუნძრევლად მჯდომი თქვენი მეგობარი, მის შესახებ საწყენ ამბებს გაიგებთ.
თუ სკამზე ზიხართ, ეცადეთ თქვენს მევალეებს არ ენდოთ. თუ გესიზმრებათ სკამზე მჯდომი ადამიანები, ე.ი. ცხადში მეგობრებთან არსებული უსიამოვნებები სწრაფად გაირკვევა

სკვერი, ბაღი – სკვერი სიზმარში ვიღაცის სასარგებლოდ თქვენი იმ გეგმების შეცვლას გულისხმობს, რომლებსაც დიდხანს ელოლიავებოდით და შესაძლოა ამან თქვენს ინტერესებს ავნოს

სკი პიდარი – სკი პიდარი–სამსახურში მოულოდნელ სირთულეებს ნიშნავს. თუ ქალს დაესიზმრა, რომ სკი პიდარით ვინმეს ჭრილობებს უმუშავებს, ცხადში იგი ბევრი ადამიანის კეთილგანწყობას მოიპოვებს

სკოლა – თუ დაგესიზმრათ, რომ სკლაში დადიხართ, თქვენ ლიტერატურული ნიჭი გაქვთ. თუ სიზმარში დაგესიზმრათ, რომ ბავშვობაში დაბრუნდით და სკოლაში დადიხართ, ბედის უკუღმართბა თქვენს სულში გააღვიძებს ბავშვობის იმ მოგონებებს, რომლებიც წარსულში ჩაიკარგა. თუ დაგესიზმრათ, რომ სკოლაში რაიმე საგანს ასწავლით, ცხადში მიდრეკილება გაგიჩნდებათ ჰუმანიტარული მეცნიერებებისადმი, მაგრამ მოვლენები თქვენი ოცნებების ახდენის საშუალებას არ მოგცემთ.
თუ სკოლის მასწავლებელი დაგესიზმრათ, ეს მიანიშნებს წყნარი ცხოვრებისადმი თქვენს სიყვარულზე. იგი ცხოვრების მცირედი სიხარულისადმი სიყვარულს ნიშნავს. თუ მოსწავლეებს ხედავთ ეზოში, ნელი, მარამ მტკიცე სამსახურებრივი წინსვლა გელოდებათ

სმა (სპირტიანი სასმელების) – თუ სიზმარში სასმელი შემოგთავაზეს–სიმდიდრის გამო ჩხუბი გელოდებათ. თუ თქვენ ან თქვენმა ახლობელმა თავი დაანებეთ სმას, თქვენი საზოგადოებრივი მდგომარეობა გამოსწორდება და დიდი შემოსავალი გელით.

სოკო – თუ გესიზმრებათ სოკოები, ეს ნიშნავს არც თუ ისე კეთილგონივრულ სურვილსა და გაცხარებულ მცდელობას გამდიდრების მისაღწევად–თქვენ შეიძება გაგიტაცოთ საეჭვო კმაყოფილებამ, რაც სასამართლომდე მიგიყვანთ. სოკოსაგან მომზადებული საჭმელი თქვენს მაგიდაზე–დამცირება და სამარცხვინო სიყვარულია. ასეთი სიზმარი ქალს მოუწოდებს მომავალში თავისი ღირსების დაცვისაკენ

სოუსი, საწებელი – სოუსის მირთმევა სიზმარში–ჯანმრთელობაში პრობლემებს მოასწავებს

სოფელი – სოფელში ყოფნა გპირდებათ ჯანმრთელობასა და უზრუნველყოფას. სიზმარში თქვენი ბავშვობის სახლის ნახვა სოფელში–მოულოდნელ, მაგრამ სასიამოვნო მოვლენასა და მეგობართაგან კარგ ამბავს ნიშნავს. მიტოვებული სოფლის ნახვა სიზმარში შიშისა და განცდის მაუწყებელია

სპექტაკლი, წარმოდგენა – თუ გოგონას დაესიზმრა, რომ წარმოდგენას უყურებს, მას სწორედ ისეთი ქორწინება ელის, როგორიც უნდოდა. თუ სიზმარში ნანახმა წარმოდგენამ გულგრილი არ დაგტოვათ, ეს მოულოდნელობების ნიშანია, თანაც არ არის აუცილებელი, რომ ისინი თქვენთვის უსიამოვნო აღმოჩნდეს

სპილენძი, თითბერი – სპილენძი და სპილენძის ნაწარმი მოასწავებს წარმატებულ და მყარ კარიერას, თუმცა, ამავე დროს, შესაძლებელია საკუთარი ძალებით დაეჭვება და არასწორი ნაბიჯის გაკეთების შიში

სპილო – თუ სიზმარში სპილოზე ზიხართ და მიდიხართ, ეს დიდძალ ქონებასა და გარშემომყოფთაგან დამსახურებულ პატივისცემაზე მიუთითებს. თქვენ მაღალი ავტორიტეტი გექნებათ როგორც სამსახურში, ასევე ოჯახში. სპილოების ჯოგი მიუთითებს თქვენს განსაკუთრებით მყარ მდგომარეობაზე, სიზმარში სპილოს მოშორებით ნახვა მიუთითებს თქვენს განსაკუთრებულ სიკეთესა და საზოგადოების თვალში მაღალ ავტორიტეტზე

სპილოს ძვალი – სპილოს ძვლის ანწარმი უსიამოვნებებია, მაგრამ ეს თქვენს სიხარულს ვერ შეასუსტებს

სრიალი – სიზმარში სრიალი საქმეებში გაცრუებას ნიშნავს. შეყვარებულებს ეს სიზმარი ღალატს უქადის. თუ დაგესიზმრათ, რომ ხალახიან ციცაბოზე სრიალებთ, თქვენ ცრუ დაპირებებით მოგატყუებენ

სტამბა – თუ სიზმარში სტამბაში აღმოჩნდებით, ცხადში ცილისწამებლებს მოერიდეთ. თუ გესიზმრებათ, რომ საბეჭდ დაზგასთან მუშაობთ, თქვენი მომავალი ადვილი არ იქნება

სტვენა – თუ სიზმარში სტვენა გესმით, ცხადში არასასიამოვნო ამბავს გაიგებთ, რომელიც გეგმების შეცვლას და გართობაზე უარის თქმას გაიძულებთ. თუ თავად უსტვენთ სიზმარში, ცხადში სასიამოვნო მოულოდნელი თავგადასავალი გელოდებათ. ქალისთვის ეს სიზმარი იმაზე მიანიშნებს, რომ თავისი თავქარიანობის გამო შესაძლებელია ისეთი შემთხვევა გაუშვას ხელიდან, რასაც მთელი გულით ელოდა. თუ დაგესიზმრათ ისეთი პიროვნება, რომელიც რაღაც მელოდიის მოტივს ხმამაღლა უსტვენს, თქვენს მიმართ გარშემომყოფთა დამოკიდებულება უარყოფითისაკენ შეიცვლება

სული – თუ სიზმარში ხედავთ, რომ თქვენი სული ტოვებს სხეულს, ე.ი. თქვენ იმყოფებით ხიფათში, ვინაიდან თავს მსხვერპლად სწირავთ უსარგებლო გეგმებს, რომლებიც ვნებენ თქვენს პატიოსნებას და გაიძულებენ იყოთ გულქვა და ძუნწი. თუ მხატვარს დაესიზმრა, რომ მისი სული გადავიდა სხვა სხეულში, ის მიაღწევს პოპულარობას, თუ თავს მთლიანად შეწირავს სამუშაოს.
სიზმარში იმის განცდა, რომ თქვენმა სულმა სხვაში გადაინაცვლა, იმის მაუწყებელია, რომ მიიღებძთ ნუგეშსა და მხარდაჭერას უცნობისაგან, რომელიც ჯერ თქვენს ცხოვრბაში არ შემოსულა. თუ ახალგაზრდა მუსიკოსი ქალი ხედავს მეორე ქალს სცენაზე გამჭვირვალე ტანსაცმელში და მოეჩვენება, რომ ეს მისი სულია, ცხადში ის დაძლევს მისთვის ყვლაზე მნიშვნელოვან საქმეს. სიზმარში, რომელშიც თქვენ მსჯელობთ თქვენი სულის უკვდავების შესახებ, მიუთითებს იმაზე, რომ თქვენ გამოიყენებთ მდგომარეობას, რომელიც დაგეხმარებათ მიაღწიოთ სასურველ განათლებას და ინტელექტუალურ ადამიანთა საზოგადოებას.

სუნამო – სუნამოს არომატი სიზმარში ნიშნავს სასიამოვნო თავგადასავალს. თუ სიზმარში ხმარობთ სუნამოს, ე.ი. ცხადში ენდობით ცბიერ ადამიანს. თუ სიზმარში სული შეგიხუთათ სუნამოს არასასიამოვნო სუნმა–ეს მაუწყებელია სულიერი სიცარიელისა, რომელიც წარმოიშვება გადამეტებული უაზრო გართობით. სუნამოს დაღვრა საწყენი ნიშანია– თქვენ სპობთ თქვენი სიხარულის წყაროს, სუნამოს გატეხილი ფლაკონი ნიშნავს, რომ თქვენს ყველაზე სანუკვარ ოცნებას ბოლო მოეღება, თუმცა უკვე ახდენილს, თუნდაც დღეს, აღარაფერი ემუქრება.
ესენციის შეძენა კეთილის მომასწავებელი ნიშანია. თქვენი თანამშრომლები იქნებიან ძალიან სასიამოვნო ადამიანები. ქალისათვის სიზმარში არომატული ვანის მიღება ნიშნავს ცხადში რაღაც ამაღელვებელ საქმეს. მამაკაცისაგან საჩუქარად სუნამოს მიღება გპირდებათ რისკთან დაკავშირებულ კმაყოფილებას

სუნთქვა – ვიღაცის სუფთა და წყნარი სუნთქვის მოსმენა ნიშნავს ღირსეულად მოქცევას და ბიზნესში წარმატებას. ავადმყოფის არაჯანმრთელი სუნთქვა–ავადმყოფობა და თქვენი მოწინააღმდეგის ხრიკებია. თუ თქვენ სული გეხუთებათ, ე.ი. წარუმატებლობა გისაფრდებათ იქ, სადაც თქვენ წარმატება გარანტირებული გქონდათ.
თუ სიზმარში ღრმად ჩაისუნთქავთ, როგორც ეს დიდი განცდის დროს ხდება, სინამდვილეშიც გელით მოულოდნელი მწუხარება, რომელსაც შეამსუბუქებს გამაწონასწორებელი მდგომარეობა. სიზმარში ვიღაცის ოხვრის მოსმენა ცუდი წინასწარმეტყველებაა: თქვენი საყვარელი მეგობრის შეცდომა მძიმე ტვირთად დააწვება თქვენს გულს

სურა, დოქი – გამჭვირვალე სითხით სავსე დოქების დასიზმრება იმის ნიშანია, რომ თქვენს კეთილდღეობაზე მარტო თქვენ არ ზრუნავთ. ძველებურად გარშემორტყმული იქნებით ერთგული მეგობრებით, რომელთაც შეგიძლიათ დაეყრდნოთ ბოლომდე. ცარიელი დოქები მიანიშნებს იმაზე, რომ თქვენი საქციელი მეგობრებს დაგაკარგვინებთ.
დამსხვრეული დოქები მოასწავებენ ავადმყოფობას და წარუმატებლობას საქმეში. თუ სიზმარში თქვენ ღვინოს სვამთ დოქიდან, ეს მიგანიშნებთ ხანგრძლივ ჯანმრთელობაზე და იმაზე, რომ თქვენ იმყოფებით კარგ საზოგადოებაში, ხართ საკუთარ თავში დარწმუნებული და ოპტიმიზმით სავსე. დოქიდან არასასიამოვნო სითხის დალევა–გამოცდით დიდ იმედგაცრუებას თქვენი იმედების განადგურების გამო.

სურათი, ნახატი – თუ სიზმარში ხედავთ სურათს–გელით მტრობა და ტყუილი თანატოლისაგან. თუ სიზმარში თავად ხატავთ სურათს, მოგიწევთ მონაწილეობის მიღება საეჭვო და სარისკო საქმიანობაში. თუ თქვენ სიზმარში გააფუჭეთ სურათი, ე.ი. გაპატიებენ ნებისმიერი საშუალების გამოყენებას საკუთარი უფლების დასაცავად.
სურათის ყიდვა–უნაყოფო თამაშია ბირჟაზე. სიზმარში გენეალოგიურ ხეზე თქვენი პორტრეტის ნახვა, რომელიც თითქოს ხან ჩნდება, ხან იკარგება, გალაღებისა და კმაყოფილების პერსპექტივაა, მაგრამ, ამავე დროს, მეგობრულ ურთიერთობებში იმედგაცრუებისა, აგრეთვე, შეუთანხმებლობისა იდეებისა და გეგმების განხორციელებისას.
თუ სიზმარში გარს გარტყიათ ძველი და თანამედროვე ოსტატთა გრავიურები, თქვენ შეპყრობილი ხართ უდიდესი მიღწევების ძლიერი სურვილით, რომელთან შედარებითაც თქვენი წარმატებები არარაობად გეჩვენებათ

სურო – სურო ხეებზე და სახლის კედლებზე ნიშნავს ჯანმრთელობასა და სიხარულს. ახალგაზრდა ქალისთვის სურო დამსახურებული წარმატების ნიშანია მომავალში. სურო მთვარის შუქზე–საიდუმლო შეხვედრას ნიშნავს. გამხმარი სურო ნიშნავს, რომ ნიშნობა არ შედგება და თქვენ სევდა გელით

სუფრა, მაგიდა – სადილისათვის გამზადებული სუფრა სასიამოვნო ნაცნობობის ნიშანია. ცარიელი ან გაცრეცილი გადასაფარებლით გაწყობილი სუფრა ჩხუბსა და ოჯახურ უსიამოვნებებს მოასწავებს. თუ სიზმარში სუფრას ალაგებთ, სიხარულსა და სიმშვიდეს მწუხარება და უინტერესო ცხოვრება მოჰყვება. თუ თქვენ ზიხართ ცარიელ სუფრასთან, მალე ისეთ დამოუკიდებლობას მიაღწევთ, რომ თქვენ არავისი აღარ შეგშურდებათ.
თუ სიზმარში მაგიდა უცაბედად მოძრაობას იწყებს, თქვენ სერიოზული სულიერი კრიზისის გადატანა მოგიწევთ. გატეხილი მაგიდა უარესობისაკენ ცვლილებებს მოასწავებს. თუ სუფრაზე კაკუნი გესმით, ცხადში უნდა დაფიქრდეთ იმაზე, მეგობრებისა და ახლობლების მიმართ გული ხომ არ გაგიცივდათ; თუ ეს ასეა, შეეცადეთ, შეცვალოთ თქვენი მათდამი დამოკიდებულება, წინააღმდეგ შემთხვევაში ბევრს დაკარგავთ.
საწერი მაგიდა გაფრთხილებთ, რომ საქმიანი პარტნიორების შერჩევისას წინდახედულად მოიქცეთ. მაგიდაზე დადებული ფული ყველა წინააღმდეგობების გადალახვას ნიშნავს

სუფრის მოწყობილობა, დანა–ჩანგალი – დანა–ჩანგალი ნიშნავს, რომ სახლის საქმიანობა სიხარულსა და კმაყოფილებას მოგიტანთ. თუ დაგესიზმრათ, რომ დაგეკარგათ სუფრის მოწყობილობა, ცხადში რაიმე ცუდ საქციელს მოგაწერენ. თუ სიზმარში კოვზი ან სხვა რაიმე ნივთი მოიპარეთ, შეეცდებით წვრილმანი შენიშვნებით ახლობლებს ცხოვრება გაუმწაროთ. გატეხილი ან ჭუჭყიანი სუფრის მოწყობილობა დანაკარგისა და უბედურების მომასწავებელია. სუფთა სუფრაზე ლამაზად დაწყობილი ჭურჭელი ცხადში დღესასწაულზე მხირულებას გიქადით, რომელსაც თქვენი ბედის შეცვლა შეუძლია

სხვენი, მანსარდა – თუ სიზმარში სხვენზე აღმოჩნდით, ე.ი. თქვენს იმედებს ასრულება არ უწერიათ. თუ გოგონას ესიზმრება, რომ მანსარდაში ძინავს, ცხადში მის მიერ არჩეული საქმიანობა კმაყოფილებას არ მოუტანს.
თუ სიზმარში სხვენში ადიხართ, ე.ი. მოქმედების მაგივრად თეორიულ საკითხებს უფრო მეტ დროს უთმობთ; მაგრამ თუ თქვენ არც თუ ისე შეძლებული პიროვნება ხართ, ასეთი სიზმარი სასიკეთო გარდაქმნების მაუწყებელია. ქალი ასეთი სიზმრის შემთხვევაში, შესაძლოა, რთულ სიტუაციაში აღმოჩნდეს

ტალახი – თუ სიზმარში ხედავთ ახალმოხნულ ნიადაგს ყვავილებისა და ხეების ირგვლივ, ცხადში გელით გალაღება და კარგი ჯანმრთელობა. თუ ტანსაცმელი ტალახითა გაქვთ გასვრილი–დილით, სახლიდან გასვლამდე, გმართებთ გადამჭრელი ღონისძიების მიღება, რათა არ დაავადდეთ ინფექციური ავადმყოფობით. თუ სიზმარში ხედავთ, რომ ვიღაცა გესვრით ტალახს–მტრები შეეცდებიან ავნონ თქვენს რეპუტაციას

ტალღები – სიზმარში ტალღების ნახვა რაღაცის მანიშნებელია: თუ წყალი სუფთაა–გელით სერიოზული წინსვლა საქმეში, თუ ტალღები მღვრიე მდინარის ან მღვრიე ზღვისაა–გაფრთხილდით, რაიმე შეცდომა არ ჩაიდინოთ

ტანმოვარჯიშე – ტანმოვარჯიშის ნახვა საქმიანი ადამიანებისა და კომერსანტებისათვის ცუდის მაუწყებელია

ტანსაცმელი – ტანსაცმელი ბევრ რამეზე მეტყველებს, გააჩნია, როგორ მდგომარეობაში გესიზმრებათ იგი: მთელი და სუფთა, თუ ჭუჭყიანი და დახეული. არამოდური ტანსაცმელი ნიშანია საქმეებში თქვენი წარმატებისა, თუმცა ზედმეტად კონსერვატული ხართ.
თუ სიზმარში უარს ამბობთ მოდიდან გასულ ტანსაცმელზე–მალე შეიცვლით გარემოცვას, საქმიანობას და თვით სასიყვარულო კავშირებსაც კი; ერთი სიტყვით, თქვენ მთლიანად შეიცვლებით. თეთრი სამოსი ცუდი ცვლილებების მომასწავებელია, ხოლო თუ თეთრსამოსიან ნაცნობთან სეირნობთ, მას ელის ავადმყოფობა ან მწუხარება, თუმცა ეს არ ეხებათ ბავშვებსა და გოგონებს. მათ თეთრი სამოსი, პირიქით–სიხარულს ჰპირდება.
ყვითელი სამოსი ფინანსურ წარმატებას და საინტერესო გართობას გპირდებათ; უბრალოდ, ლამაზი, ყვითელი ნაჭერიც კი წარმატების მაუწყებელია; სხვა მხრივ, თუ მოჩვენება გესიზმრათ ყვითლებში ჩაცმული, მით უმეტეს, არაბუნებრივი ნათებით–უსიამოვნებებს ელოდეთ.
ცისფერი სამოსი ნაყოფიან მოღვაწეობას და მეგობართა მხარდაჭერას გპირდებათ. მწვანე ფერი–იმედის ფერია; თქვენ წარმატებას მიაღწევთ.
ჭრელი სამოსის ნახვა სიზმარში იმის ნიშანია, რომ თქვენი ბედი ცვალებადი იქნება. თუ სიზმარში სამოსი არ გიხდებათ, რაღაცის სიყვარულს დათმობთ. ზოგჯერ ასეთი სიზმარი საქმის არასწორ გაძღოლაზე მიუთითებს. თუ მოხუცი, ან პირიქით, ძალიან ახალგაზრდა კაცი გესიზმრათ ლამაზ კოსტიუმში გამოწყობილი–უსიამოვნო საქმეებით დაკავდებით, რაც ღელვის საგანი იქნება.
თუ ქალს სიზმარში თავისი სამოსი არ მოსწონს–ბევრი ცდა და შრომა მოუწევს საკუთარი თავის წარმოსაჩენად. თუ იგი აღფრთოვანებულია სხვა ქალების კაბებით–შეყვარებული შეურაცხყოფას მიაყენებს უსაფუძვლო ეჭვებისათვის. სიზმარში მორთულობის რომელიმე დეტალის დაკარგვა დაბრკოლების მაუწყებელია კომერციასა და სასიყვარულო ურთიერთობებში.
თუ გოგონას ესიზმრება საკუთარი თავი შავებით შემოსილი–მწუხარება და იმედგაცრუება ელის. თუ იგი ქალს ხედავს ჟოლოსფერ კაბაში სამგლოვიარო ვუალით–მას მოუწევს დათმობაზე წასვლა კონკურენტებთან, რომელსაც ადრე სერიოზულად არ აღიქვამდა.
ჭუჭყიანი ან დახეული სამოსი ყოველთვის სიცრუესა და ვერაგობას ნიშნავს: უფრთხილდით უცნობებს. სამაგიეროდ, სუფთა–კეთილდღეობის მომასწავებელია. სიზმარში თუ ბევრი ნათელი სამოსი და მორთულობა გაქვთ, გაფრთხილებთ: იყავით უფრო წინდახედული, თორემ შეიძლება ყველაზე აუცილებელი რაიმეს გარეშე დარჩეთ. გოგონას ასეთი სიზმრის შემდეგ იმედები გაუცრუვდება.
ბამბის მსუბუქი ტანსაცმელი მიგანიშნებთ გარემოებების თქვენთვის არასახარბიელოდ წარმართვაზე. სამსაგიეროდ, ასეთი სამოსის შეკერვა კარგის მაუწყებელია. იგი გაუთხოვარ გოგონებს წარმატებულ გათხოვებას, ხოლო გათხოვილ ქალებს მყუდრო სახლსა და ოჯახში თანხმობას უქადით. თუ სიზმარში უშნოდ გაცვიათ, ჭორები შეგაწუხებთ. თუ რომელიმე მნიშვნელოვანი პირი ნახევრად ჩაცმული გესიზმრათ–ახლობელი ადამიანებისათვის უსიამოვნების მაუწყებელია. თუ მსგავს ფორმაში ჩვეულებრივი ადამიანი გესიზმრათ, სიხარულს მოკლებული იქნებით.

ტარანტული (ობობა) – თუ ტარანტული დაგესიზმრათ–თქვენი მტრები მზად არიან თქვენს დასაღუპად, ამიტომ იყავით წინდახედული. თუ ტარანტულს მოკლავთ, ცხადში დიდი ხნის უიღბლობის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს, მიაღწევთ წარმატებას

ტარსიკონი – ტარსიკონი მნიშვნელოვან მხარდაჭერას მოასწავებს. იგი ასევე საყვარელი ადამიანის ერთგულების ნიშანია

ტაქსი – ტაქსით მგზავრობა სიზმარში–ცხადში გპირდებათ მოკრძალებულ ქონებას (სიმდიდრეს). თუ გესიზმრებათ, რომ ტაქსით მგზავრობთ საღამოს ვინმე თანამგზავრთან ერთად, სინამდვილეში თქვენს ცხოვრებაში ისეთი საიდუმლოება გაჩნდება, რომელსაც მეგობრებს გულმოდგინედ დაუმალავთ. ტაქსით მგზავრობა ქალთან ერთად ხშირად სკანდალურ ისტორიას მოასწავებს, რომელიც თქვენს სახელთან იქნება დაკავშირებული. თუ გესიზმრებათ, რომ ტაქსის მძღოლი ხართ, თქვენი ხვედრი მძიმე ფიზიკური სამუშაოა და მდგომარეობის შეცვლის ნაკლები შანსები გაქვთ

ტაშტი (თასი) – ტაშტი სიზმარში სასიამოვნო საქმეს გპირდებთ. თუ გესიზმრებათ, რომ ტაშტიდან იბანთ, ცხადში თქვენი ბედი ისეთ ადამიანთან დაგაკავშირებთ, რომლითაც გატაცებული ხართ.
ჭუჭყიანი ან გატეხილი ტაშტი ნიშნავს, რომ ის საიდუმლო შეხვედრები უნდა მოინანიოთ, რომლებიც თქვენ მხოლოდ გართობისთვის გინდოდათ, ხოლო იმ ადამიანისათვის კი, ვისაც ხვდებოდით–სულიერი ტკივილია.

ტაძარი – დიდი კათედრალური ტაძარი გუმბათებით მიგანიშნებთ, რომ თქვენი ეჭვიანობის გამო ბევრი ტკივილის გადატანა მოგიწევთ. თუ სიზმარში ტაძარში შედიხართ, ცხადში მეგობრების რჩევით დიდ წარმატებას მიაღწევთ.
მღვდლის დასიზმრება ტაძართან გიქადით ოჯახურ უთანხმოებას და არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობას ბიზნესში.
ჯვრისწერა ნიშანია სამწუხარო მოვლენისა თქვენი მეგობრის ცხოვრებაში. ტაძარი სიზმარში მიგანიშნებთ და გაფრთხილებთ შესაძლო შეცდომაზე. ეს სიზმარი, ამავე დროს, შეიძება ნიშნავდეს სინანულსაც.

ტახტი – თუ გესიზმრებათ, რომ ლამაზ ტახტზე წევხართ და ესაუბრებით თქვენს შეყვარებულს, მაშინ ცხადში ეჭვიანი მოწინააღმდეგეების ვერაგობას მოერიდეთ–ისინი თქვენი რეპუტაციის შელახვას ცდილობენ.

ტბა – თუ ქალი სიზმარში მარტო მიცურავს ნავით მღვრიე და მღელვარე ტბაზე–მას წინ ცვლილებები ელოდება; ცხოვრება ანანებს მის მიერ ჩადენილ სისულელეებს და აიძულებს ქცევის ნორმების შეცვლას. თუ მღვრიე წყალი ფარავს ნავს, მაგრამ, ის, ვინც ამ სიზმარს ხედავს, მიაღწევს ნავმისადგომს, ე.ი. ის მალე გათავისუფლდება ცრუ ბრალდებებისაგან და მიაღწევს დაწინაურებასა და პატივისცემას.
თუ ქალს ესიზმრება, რომ ახალგაზრდა წყვილი რისკის ფასად მიაპობს მღვრიე ტალღებს, ეს ნიშნავს, რომ რომელიმე მისი მეგობარი ჩაიდენს არაკეთილშობილურ საქციელს, თუმცა შემდეგ ამას მოინანიებს. თუ სიზმარში მეგობრებთან ერთად რაიმეთი ცურავთ სუფთა და წყნარ ტბაში–გელით სიმდიდრე და ბედნიერება, რომლისკენაც ასე მიილტვოდით.
კლდეებისა და გამხმარი ხეების გარემოცვაში მოქცეული მღვრიე ტბა გიქადით თქვენი გეგმების სევდიან დასასრულს. ასეთივე ტბა, მაგრამ ყვავილოვანი ნაპირით გარემოცული, მეტყველებს იმაზე, რომ უნდა მიმართოთ უსაფრთხო და საიმედო გზას. თუ ტბა წმინდაა, მაგრამ მცენარეები ნაპირებზე ნაკლებადაა ე.ი. თქვენს კეთილდღეობას ხელს უშლის თქვენივე დაუფიქრებლობა.
თქვენი ანარეკლი სუფთა ტბაში გპირდებათ სიხარულსა და კარგ მეგობრებს. წყალზე არეკლილი ფოთლების დანახვა სიყვარულში წარმატების სიმბოლოა; თუ გესიზმრებათ ტბის მკაცრი ბინადარნი, რომლებიც მუქარით გიახლოვდებიან–ტყუილად დაკარგავთ დროს, ჯანმრთელობასა და ძალებს, ვიდრე არ მიხვალთ დაგვიანებულ მონანიებამდე.

ტელესკოპი – ტელესკოპის ნახვა სიზმარში სიყვარულსა და ოჯახურ ურთიერთობებში არც თუ საუკეთესო პერიოდს მოასწავებს. შეიძლება სამსახურშიც უსიამოვნებები გელოდებოდეთ. თუ გესიზრებათ, რომ ტელესკოპით ვარსკვლავებს უყურებთ, მაშინ წინ წარმტაცი მოგზაურობა გელით, რომელსაც სერიოზული ფინანსური დანახარჯები მოჰყვება.
გატეხილი ტელესკოპი თქვენი ცხოვრების ჩვეული დინების დარღვევას ნიშნავს, რომელსაც უსიამოვნებები მოჰყვება

ტელეფონი – ტელეფონის დასიზმრება ცხადში ვიღაცის მხრიდან თქვენთვის ხელის შეშლას მოასწავებს. თუ ქალს ესიზმრება, რომ ტელეფენზე ლაპარაკობს, მაშინ რეალურ ცხოვრებაში მას ბევრი შურიანი ხალხი ეყოლება, მაგრამ ის თავისი თავის დაცვას მაინც შეძლებს. თუ სიზმარში ტელეფონით ლაპარაკის ხმა ცუდად ისმის, ეს შეყვარებულის დაკარგვას ნიშნავს. არ არის გამორიცხული აგრეთვე, რომ თქვენ ბოროტი ჭორების მსხვერპლი გახდებით

ტვირთი – თუ სიზმარში მიგაქვთ ტვირთი–ე.ი. იცხოვრებთ ხანგრძლივად დიდი ჯაფით, სიყვარულითა და გულმოწყალებით. თუ ტვირთის სიმძიმისაგან დაეცით–ვერ შეძლებთ მათ გამოკვებვას, ვისაც თქვენი იმედი აქვთ. სხვების ნახვა ასეთ მდგომარეობაში–მაუწყებელია მათი განსაცდელისა, ვინც თქვენთვის სულერთი არ არის.

ტილი – ტილი სიზმარში ნიშნავს მწუხარებას. ხშირად ეს სიზმარი გაფრთხილებთ მტრების მომაბეზრებელ თავდასხმებთან დაკავშირებულ ავადმყოფობასა და მსხვერპლზე

ტიპოგრაფი (სტამბის მუშა, მბეჭდავი) – ტიპოგრაფი დასიზმრება სიღატაკეში ჩავარდნის რისკს ნიშნავს, საჭიროა იზრუნოთ ეკონომიაზე და შეამციროთ თქვენი ხარჯები. თუ ქალიშვილს ესიზმრება, რომ მას შეუყვარდა ტიპოგრაფი, მაშინ მისი რეალური რჩეული მშობლებს არ მოეწონებათ და მოუწევს თავისი ბედნიერებისათვის ბრძოლა

ტირილი – სიზმარში ტირილის გაგონება გპირდებათ საშინელი ამბის გაგებას. ახალგაზრდა ქალისათვის ეს სიზმარი ნიშნავს, რომ მას ყველა მიატოვებს და უბედურებაში მარტოდმარტო დარჩება. თუ დაგესიზმრათ, რომ ვიღაც ტირის მალე ახლობლებს შეურიგდებით. გოგონას ასეთი შეყვარებულთან ჩხუბზე მიუთითებს და შესარიგებლად მას თავმოყვარეობის დათმობა მოუწევს. ვაჭრისათვის ასეთი სიზმარი დანაკარგს ნიშნავს

ტირიფი – ტირიფის ნახვა სიზმარში გპირდებათ სამწუხარო მოგზაურობას, თმცა ნაღველს მეგობრები გაგიქარვებენ

ტკბილეული, ტკბილი გემო – სიზმარში ტკბილეულის გემო–იმაზე მიანიშნებს, რომ კრიტიკულ მომენტში ძალზე ღირსეულად მოიქცევით და საყოველთაო პატივისცემას მოიპოვებთ. თუ მოტკბო გემო არ გსიამოვნებთ და ცდილობთ მის მოშორებას, ცხადში თქვენი უსამართლო საქციელის გამო მეგობრებს ძალზე აწყენინებთ

ტკბილსიტყვაობა – თუ სიზმარში მოგწონთ ქვენი ლამაზად საუბარი, მალე მიიღებთ სასიამოვნო ცნობას მისგან, ვისი ინტერესებისთვისაც მუშაობთ; მაგრამ თუ თქვენ ხედავთ სხვა ადამიანებს, რომლებსაც არ მოსწონთ თქვენი ტკბილსიტყვაობა–ცხადში მოგელით აბსოლუტური ქაოსი საქმიანობაში.

ტკივილი – თუ სიზმარში რაიმე გტკივათ, ე.ი. ცხადში თქვენი ბიზნესი ხშირად წარუმატებელია, მისგან კი სხვები სარგებლობენ.
თუ ახალგაზრდა ქალს სიზმარში გული სტკივა, ცხადში მას დაამწუხრებს შეყვარებულის ყოყმანი. თუ ტკივილს გრძნობთ ზურგში, მაშინ თავისი გაუფრთხილებლობით ავად გახდება. თუ თავი სტკივა–დაბნეულობაა იმ რისკის გამო, რომელიც მან გასწია კონკურენტებისაგან თავის დაღწევის მიზნით. ასეთი სიზმრები ხშირად არაფერს არ ნიშნავენ, რადგან გამოწვეულია ფიზიკური მიზეზით.
თუ სიზმარში ავად ხართ და საავადმყოფოში იმყოფებით, ეს არის ნიშანი თქვენ გარშემო ინფექციური ავადმყოფობის გავრცელებისა. ავადმყოფების მონახულება–უსიამოვნო ცნობაა

ტკიპა – თუ სიზმარში ტანზე დაგდიან ტკიპები–გაჭირვებული მდგომარეობა და ავადმყოფობაა. შესაძლოა, მოგიწიოთ ავადმყოფობის საწოლთან ჯდომამ. გაჭყლეტილი ტკიპა ნიშანია მტრების ვერაგობით გამოწვეული გაღიზიანებისა. თუ თქვენ ხედავთ ბევრ ტკიპებს ხეზე, ეს ნიშნავს, რომ მტრები შეეცდებიან წაგართვან თქვენი საკუთრება

ტოპაზი – ტოპაზი სიზმარში იმაზე მეტყველებს, რომ ბედი იმედიან მეგობრებს გამოგიგზავნით. თუ გესიზმრებათ, რომ დაკარგეთ ტოპაზისთვლიანი სამკაული, მაშინ ცხადში შურიანი ადამიანები წყენას მოგაყენებენ. სიზმარი, რომელშიც გჩუქნიან ტოპაზს, სასიყვარულო თავგადასავალს გიქადით

ტოროლა – სიზმარში მფრინავი ტოროლას ნახვა–ამამაღლებელი მიზნის ნიშანია, რომლის მიღწევის შედეგად თქვენ გადალახავთ თქვენს ეგოიზმს და შეძლებთ თქვენში განავითაროთ მიმზიდველი სულიერება. ციდან ტოროლას ხმის გაგონება კეთილისმომასწავებელი ნიშანია: თქვენ მალე შეიცვლით საცხოვრებელ ადგილს და ბიზნესს განავითარებთ. მომღერალი ტოროლა, რომელიც უცებ ვარდება დედამიწაზე–ნიშანია მელანქოლიისა, რომელშიც თქვენ ჩავარდებით, ვინაიდან ვერ შეძლებთ ბედნიერებისაკენ მიმავალი სწორი გზის პოვნას. დაჭრილი ან მკვდარი ტოროლა გიქადით მწუხარებას ან სიკვდილს. ტოროლას მოკვლა სიზმარში–ე.ი. ცხადში, თქვენი მიამიტობის წყალობით, მოგაყენებენ შეურაცხყოფას.
თუ ტოროლები დაფრინავენ თქვენ გარშემო–ფორტუნა თქვენკენ სახით შემოტრიალდება. ტოროლას დაჭერა კაკანათით ნიშნავს პატივისა და სიყვარულის ძალიან იოლად მოპოვებას. თუ ტოროლა სიზმარში ხორბალს კენკავს–კარგი მოსწავლის ნიშანია.

ტორტი – ტორტი, როგორც ყველა სხვა ცომეულის ნაწარმი, რომელიც დაგესიზმრებათ, ნიშნავს, რომ თქვენი რჩეული, თქვენი ღირსია. ზოგჯერ ეს სიზმარი იმაზე მეტყველებს, რომ თქვენ გახდებით რაღაც საკუთრების მფლობელი. მამაცი და ფხიანი ხალხისთვის ტორტი მოასწავებს სარგებლობას (მოგებას), შეყვარებულებს კი ჰპირდება სიყვარულში ბედნიერებას. თუ ქალიშვილს ესიზმრება საქორწინო ტორტი–ელის უიღბლობა, ასევე არასასურველია სიზმარი, რომელშიც თქვენ ტორტებს აცხობთ

ტოტი – სიზმარში ტოტი თქვენთვის მნიშვნელოვან სიტუაციაში დაბრუნებას ნიშნავს, მოტეხილი ტოტი–შერცხვენის ნიშანია

ტრაბახი – თუ სიზმარში ვინმე გაქებთ–ცხადში თქვენი იმპულსური საქციელის გამო ძალიან ინანებთ და ამით თქვენს მეგობრებსაც ავნებს. თუ სიზმარში ვიღაცის წინაშე ტრაბახობთ, ცხადში კონკურენტების მოტყუებას შეეცდებით, რითიც მათ თვალში ძალიან დაეცემით

ტუმბო – ტუმბოს დასიზმრება ნიშნავს, რომ თქვენი ენერგია და საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულება დაგეხმარებათ სასურველი სიმდიდრის მიღებაში. ეს სიზმარი ასევე ჯანმრთელობას გპირდებათ. ტუმბოზე მუშაობა დიდ შემოსავალს მოასწავებს, ხოლო გატეხილი ტუმბო ტყუილად დაკარგული დრო და ენერგიაა–ოჯახური უსიამოვნებანი ხელს შეგიშლით კეთილი ჩანაფიქრის განხორციელებაში

ტურიზმი – თუ სიზმარში დაკავებული ხართ ტურიზმით, ცხადში მიიღებთ მონაწილეობას ისეთ სასურველ საქმეში, რომელიც სახლიდან შორს წაგიყვანთ. ტურისტების ნახვა სიზმარში ნიშნავს საქმეში არასტაბილურობას და მერყეობას სიყვარულში

ტუჩები – სიზმარში ვიღაცის სახეზე სქელი, ულამაზო ტუჩების ნახვა ნიშანია აჩქარებული და მოუფიქრებელი გადაწყვეტილებისა, ასევე, უსიამოვნო შეხვედრისა და ოჯახში ცუდი ურთიერთობისა. სასიამოვნოდ მოცინარი სავსე ტუჩების ნახვა გპირდებათ ურთიერთბებში ჰარმონიას და ბარაქას სახლში. შეყვარებულს ასეთი სიზმარი ჰპირდება თანაზიარობას.
თხელი ტუჩები ნიშნავს, რომ თქვენ შესანიშნავად გაუმკლავდებით მოსალოდნელ რთულ სიტუაციებს. დახეთქილი, დასიებული ტუჩები ნიშანია მომავალი უკეთური სურვილისა და გაჭირვებისა

ტყავი, ტყავის ნაწარმი – თუ გესიზმრებათ ტყავის ნაწარმი, სიზმარი გიქადით წარმატებულ ბიზნესსა და საპირისპირო სქესის კეთილგანწყობას, ხოლო თუ სიზმარში ტყავის ტანსაცმელი გაცვიათ, ბირჟაზე თამაშისას გამართლება იქნება თქვენი თანამდევი. ტყავის სამკაული გიქადით ერთგულებას სიყვარულში და კეთილმოწყობილ სახლს. დიდი რაოდენობით ტყავის ნახვა გიწინასწარმეტყველებთ წარმატებასა და ბედნიერებას. სიზმარში ტყავით ვაჭრობა თქვენი საქმიანობის სტაბილურობის ნიშანი და სიმდიდრის თანდათანობითი მატებაა.
თუ რაიმე ცხოველის ტყავი დაგესიზმრათ, ცხადში ნებისმიერ საქმეს სიყვარულითა და სიამოვნებით შეასრულებთ, თქვენი ცხოვრება კი უღრუბლო იქნება

ტყე – ტყის ნახვა სიზმარში–ცვლილებებია საქმეში. მწვანე ტყე ბედნიერებაა, შიშველი ტყე–ცვლილებები უარესობისაკენ. ხანძარი ტყეში გპირდებათ თქვენი საქმიანობის რეალიზაციას, კეთილდღეობასა და წარმატებას. თუ სიზმარში ამზადებთ შეშას, ეს ნიშნავს წარმატებას გადამწყვეტი ბრძოლის შემდეგ

ტყვე – თუ დაგესიზმრათ, რომ ვიღაცის ტყვე ხართ, ერიდეთ ღალატს. თუ სიზმარში გაქცევას ცდილობთ, მაგრამ არ გამოგდით, ცხადში შეურაცხყოფას მოგაყენებენ. თუ სიზმარში თქვენ ვინმე ტყვედ აიყვანეთ, საქმე გექნებათ დაბალი სოციალური წრის წარმომადგენლებთან. თუ ახალგაზრდა ქალს დაესიზმრა, რომ იგი ტყვე არის, მას ქმრის ეჭვიანობა ელოდება, თანაც ძალზე ახლობელთან. შესაძლოა, მისმა დაუფიქრებელმა ქცევამ ახლობლების გაკიცხვა გამოიწვიოს

ტყვია – ტყვიის ნაწარმი ნიშნავს თქვენი ნებისმიერი წამოწყების უშედეგოდ დამთავრებას. ტყვიის საბადოები–ცხადში მეგობრების წინაშე თქვენი შემოსავლის წყაროს ეჭვქვეშ დაყენებას მოასწავებს. შეყვარებულთათვის ასეთი სიზმარი თქვენი შეყვარებულის ცუდ ხასიათს მიანიშნებს.
ტყვიის მადანი უბედურების ნიშანია და მისგან თავის დახსნა სარისკო ნაბიჯის გადადგმისაკენ გიბიძგებთ; თუ სიზმარში ტყვიის მადანს ეძებთ, ცხადში სამსახურის ხშირი ცვლა მოგიწევთ. გამდნარი ტყვია ნიშნავს, რომ თქვენი მოუთმენლობა არა მარტო თქვენ, არამედ თქვენს ახლობლებსაც წარუმატებლობას მოუტანს

ტყუპები – სიზმარში თუ ტყუპებს ხედავთ–თავდაჯერებული იქნებით საქმეებში. ეს ასევე ნიშნავს მშვიდობასა და თანხმობას ოჯახში

უდაბნო – თუ გოგონა უდაბნოში მარტო დარჩა, იგი თავის რეპუტაციას უნდა გაუფრთხილდეს. თუ გესიზმრებათ, რომ უდაბნოში სეირნობთ, თქვენ წარუმატებლობა სწორედ იქ გელით, სადაც ყველაზე ნაკლებ მოელით. თუ უდაბნოში ადამიანი შეგხვდათ–სიღარიბე გელით.

უბედურება – თუ გესიზმრებათ, რომ ავად გახდით ან უბედურება შეგემთხვათ–ელოდეთ იმედგაცრუებას, ხოლო თქვენი სამომავლო გეგმები საფრთხის ქვეშ დადგებიან: სამომავლო გეგმები დაგემსხვრევათ. თუ სხვებს შეემთხვათ უბედურება, არც ეს არის სასიკეთო: გაუგებარი გარემოება გარკვეული დროით დაარღვევს ცხოვრების ჩვეულ რიტმს. თუ უბედურება სიზმარში ავადმყოფობის სახით გეწვევათ–დადგება თქვენი გეგმების ჩაშლის საშიშროება.
შენიშვნა: უნდა ითქვას, რომ ძველ სიზმრების ახსნაში ასეთი სიზმარი, არცთუ იშვიათად, მოიაზრება როგორც კეთილგანწყობილი, მაგრამ მგონია ეს არასწორია. ყოველ ადამიანზე მოქმედებს ორი ძალა: ერთი შინაგანი, მეორე გარეგანი. ამასთანავე, ერთსაც და მეორესაც, აქვს მინიმუმ ორი წყარო–ტვინი, რომელიც, პირველ რიგში, ემორჩილება სხეულის მოთხოვნილებებს, და სულიერი გონება, რომელიც მიმართულია სულის აღსაზევებლად. თუ ეს ორი საწყისი ყოველთვის ჰარმონიაშია, სიზმრის შინაარსი განხორციელებას პოვებდა რეალურობაში, მაგრამ ეს იშვიათად ხდება. ის, რაც სხეულისთვის კარგია, დრო და დრო, სულს ვნებს, და, პირიქით,–სული ხშირად ხარობს განსაცდელით და უბედურებით, თუმცა, ნაყოფი ამ დროს მწუხარეა. მით უფრო, თუ მწუხარეს სულის ცრემლები ეცემა მძინარის შეგნებაზე, ეს შეიძლება გიქადდეთ მშვიადობიან სიტკბოებას მისთვის, ვისაც ეს სიზმარი ესიზმრება.

უბედური შემთხვევა – თუ სიზმარში განიცდით ან მოწმე ხართ უბედური შემთხვევისა, ერიდეთ შორეულ მგზავრობას, განსაკუთრებით თუ ამის საფუძველი გაქვთ. მაგრამ თუ გაქვთ რაღაც თავბრუდამხვევი ცნობა აქციის დაცემის თაობაზე–საკუთარი მიზნის მისაღწევად მოგიწევთ ხელჩართული ბრძოლა, რომლის დროსაც მოულოდნელად შეამჩნევთ, რომ თქვენი მეგობარი ჩუმად და უანგაროდ ცდილობს თქვენს მხარდაჭერას

უზურპატორი – სიზმარში თუ თქვენს თავს ხედავთ უზურპატორად, ცხოვრებაში წარმოგექმნებათ სირთულეები რაღაც მნიშვნელოვანი ქაღალდების გაფორმებაში. თუ სიზმარში თქვენთვის ძალაუფლების წართმევას ცდილობენ. ჩაებმებით მძიმე კონკურენტულ ბრძოლაში, საიდანაც გამარჯვებული გამოხვალთ. ქალისათვის ასეთი სიზმარი ნიშნავს მეტოქეობის გაწევას სიყვარულში, რომელშიც ის გაიმარჯვებს

უთანხმოება, დაშორება – თუ სიზმარში ვინმესთან უთანხმოება მოგივიდათ, საქმიან პარტნიორებთან უსიამოვნო საქმის გარჩევას ელოდეთ. ასეთი სიზმრის მერე უმჯობესია შვებულებაში გახვიდეთ და კარგად დაისვენოთ

უიმედობა – სიზმარში, რომელშიც უიმედოდ ხართ, კომერციულ საქმიანობაში გიწინასწარმეტყველებთ სერიოზულ წინააღმდეგობებს; თუ უიმედოდ სხვა ხალხი გესიზმრებათ, შესაძლოა უიმეოდობა თქვენს ახლობელს ელოდეს

უკბილო – თუ თქვენს თავს ხედავთ უკბილოდ, ე.ი. ვეღარ შეძლებთ ბედის მართვას, სერიოზული ავადმყოფობა კი თქვენს გეგმებს ჩაფუშავს. თუ სხვას ხედავთ უკბილოდ–თქვენი მტრები უძლურნი იქნებიან, სახელი გაგიტეხონ

უკმარისობა – თუ სიზმარში განიცდით რაიმეს უკმარისობას–თქვენს სახლში სევდა დაისადგურებს და საქმეებიც შეგიფერხდებათ

ულვაშები – თუ გესიზმრებათ, რომ ულვაშებს ატარებთ, მაშინ ცხადში თქვენი თავდაჯერებულობა შეგიშლით ხელს, მიიღოთ ანდერძით მონიჭებული კანონიერი მფლობელობა და გიბიძგებთ ქალისადმი ღალატისაკენ. თუ სიზმარში ქალი იჩენს დიდ ინტერესს ულვაშიანი კაცის მიმართ–ცხადში მისი რეპუტაცია საფრთხეში ჩავარდება, ამიტომ ის უნდა იყოს წინდახედული. თუ მამაკაცს ესიზმრება, რომ მან გაიპარსა ულვაშები, მაშინ რეალურ ცხოვრებაში ის შეუფერხებლად გადალახავს საზოგადოების გავლენას და დაიბრუნებს ადრინდელ პატივსა და ღირსეულ რეპუტაციას.

უნაგირი – უნაგირი სწრაფ სასიამოვნო ახალ ამბავს მოასწავებს. ხანდახან ეს სიზმარი შორეულ მოგზაურობასაც ნიშნავს.

ურდული – თუ სიზმარში კარი ურდულით ჩაკეტეთ, ცხადში სხვისი თხოვნის მიმართ გულგრილი დარჩებით. გატეხილი ურდული მეგობრებთან ჩხუბსა და ავადმყოფობას მოასწავებს

უსაქმურობა – თუ სიზმარში მოწყენილი ხართ უსაქმურობით, ცხადში შესაძლებელია სამსახურებრივი უსიამოვნებები და თვით იმედების კრახიც კი. თუ თქვენი მეგობრები გესიზმრებათ მსგავს მდგომარეობაში, შესაძლოა, მათაც შეხვდეთ რაიმე უსიამოვნებები. თუ ახალგაზრდა პიროვნებას ესიზმრება, რომ მას არ შეუძლია არაფრის კეთება, სინამდვილეში მას გაუჩნდა რაღაც სულელური ჩვევები და ელის უიღბლო ქორწინება

უსახო არსება – თქვენი სახე ნახოთ მახინჯად და ამან შეგაშფოთოთ–სერიოზული გართულებაა მეგობრებთან ურთიერთობაში და თქვენი მომავალი შეხვედრის უიმედობაზე მეტყველებს. თუ ახალგაზრდა გოგონა ხედავს თავის თავს მახინჯად–ე.ი.მისი უღირსი საქციელი შეყვარებულის მიმართ გახდება მათი დაცილების მიზეზი. ასევე, მოასწავებს ჩხუბს მეგობრებთან

უფლებამოსილება – თუ სიზმარში მნიშვნელოვანი უფლებამოსილებანი მოგანჭეს, ცხადში საინტერესო და საპასუხისმგებლო დავალება მოგელით, რომლის გამო დიდი ჯაფა დაგადგებათ, მაგრამ შედეგად გარანტირებული გექნებათ მაღალი მდგომარეობა საზოგადოებაში. თუ ისეთი ადამიანი დაგესიზმრათ, ვისაც დიდი უფლებამოსლებანი გააჩნია, ფრთხილად იყავით: მოუფიქრებელი ნაბიჯებით შეიძლება მეგობრების უკმაყოფილება გამოიწვიოთ; ერთი სიტყვით, თქვენ აღშფოთებული იქნებით ერთ–ერთი თქვენი ნაცნობის უპასუხისმგებლობით

უფსკრული – თუ სიზმარში უფსკრულის პირას დგახართ, უბედურება და მწუხარება გელით. უფსკრულში ჩავარდნა ნიშნავს, რომ თქვენ უბედურება დაგღუპავთ. თუ იხედებით უფსკრულში, ცხოვრება გიმზადებთ ისეთ განსაცდელს, რომლისგანაც თავის არიდება გინდოდათ. თუ ქალი იყურება უფსკრულში–ის ისეთ ვალდებულებებს აიღებს, რომელიც არ სჭირდება. თუ ის ვარდება უფსკრულში, ე.ი. უსიამოვნებები ბოლოს მოუღებენ, მაგრამ თუ შეძლებს გადასვლას ან გვერდის ავლას, ის მთლიანად აღიდგენს თავის უფლებებს

უღელი – სიზმარში უღელის ნახვა იმის ნიშანია, რომ ტქვენ სხვის ნება–სურვილს დაემორჩილებით; მაგრამ თუ უღელში საქონელის ჩაბმა გინდათ, ცხადში ყველა თქვენს სურვილებს დაემორჩილება, თუ თქვენ დაგჭირდათ ხარის უღელში შებმა, ცხადში თქვენს ზედმეტად მფლანგველ მეგობარზე მოგიწევთ პასუხისმგებლობა

უცნობი – სიზმარში სიმპათიური უცნობის ნახვა ნიშნავს ცვლილებებს უკეთესობისაკენ; მაგრამ თუ იგი ლამაზი არ არის, ცვლილებები თქვენთვის უსიამოვნო იქნება. თუ უცნობთა გარემოცვაში მოხვდით, ან თვითონ ვერ ცნობთ საკუთარ თავს, მწუხარებით აღივსებით.

უძლურება – თუ თქვენ სიზმარში თავს უძლურად და დაჩაჩანაკებულად გრძნობთ, უიღბლო სიყვარულს გიქადით, საქმეებიც გაგირთულდებათ; ხოლო უძლური ადამიანების ნახვა იმედგაცრუებას მოასწავებს

ფაბრიკა – თუ ფაბრიკა დაგესიზმრათ, უახლოეს მომავალში საქმიანი აქტიურობის გამოჩენა მოგიწევთ

ფაიფური – ფაიფურის ნაწარმი წარმატების მაუწყებელია თქვენს ყველა წამოწყებაში. თუ ფაიფური გატეხილია, თქვენი დაბნეულობა შეიძლება სერიოზული უსიამოვნების ნიშანი გახდეს. თუ ქალს დაესიზმრა, რომ იგი ფაიფურის ფიგურების მოხატვით არის დაკავებული ან მათ თავიანთ ადგილზე ალაგებს, მისი სახლი ყოველთვის მყუდრო და სტუმართმოყვარე იქნება

ფაკირი, დერვიში – ინდოელი დერვიში სიზმარში–თქვენს ცხოვრებაში დიდი ცვლილებების ნიშანია, თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ეს ცვლილებები უკეთესობას სულაც არ მოასწავებს

ფანარი – თუ ფანარის მოძრავი შუქი დაგესიზმრა, ეს მოულოდნელი დიდძალი სიმდიდრის ნიშანია. თუ ახალგაზრდა გოგო თავის შეყვარებულს ფანარით უნათებს გზას, ცხადში ცოლად მდიდარ ადამიანს გაჰყვება. თუ ფანარი ხელში გიჭირავთ, ცხადში თქვენი სიკეთე და უანგარობა დაგეხმარებათ ბევრი კეთილი ადამიანის მხარდაჭერის მოპოვებაში.
უცაბედად ჩამქრალი ფანარი იმის მაუწყებლია, რომ თქვენ იმ მდგომარეობას ვერ მოიპოვებთ, რომელსაც ელოდით; გოგონასთვის ეს სიზმარი შეყვარებულში იმედგაცრუებას ნიშნავს. თუ სიზმარში ფანარი გაგიტყდათ, ცხადში დახმარებისთვის სხვისთვის მიმართვა მოგიწევთ, რითაც თქვენს დამოუკიდებლობას დაკარგავთ.
თუ დაგესიზმრათ, რომ ფანარს წმენდით, ე.ი. ახლო მომავალში თქვენ წინაშე გრანდიოზული პერსპექტივები გადაიშლება. დაკარგული ფანარი საქმიანობის შეჩერებას ნიშნავს. ფანარის ყიდვა სიზმარში წარმატებულ საქმიან ოპერაციებს მოასწავებს.

ფანარის ბოძი – ფანარის ბოძი სიზმარში კარგის ნიშანია; ცხადში მძიმე პერიოდში სრულიად უცნობი ადამიანები დაგიდგებიან გვერდში და დაგეხმარებიან. თუ სიზმარში ბოძიდან გადმოვარდით, იმედგაცრუება და მოტყუება გელოდებათ. მისგან თავის დაღწევა იმ შემთხვევაში შეგიძლიათ, თუ თავად ვინმეს მოატყებთ. თუ სიზმარში ფანარის ბოძს დაეჯახეთ, უსიამოვნებები არ აგცდებათ

ფანქარი – ფანქრის ნახვა სიზმარში იმის ნიშანია, რომ თქვენ მოძებნით სასურველ საქმეს. თუ გოგონას ესიზმრება, რომ ის რაღაცას წერს ფანქრით, მას ელის ბედნიერი ქორწინება იმ შემთხვევაში, თუ ის არ წაშლის დაწერილს, მაგრამ თუ ამას გააკეთებს, მაშინ ბედი მისი მწყალობელი არ იქნება

ფანჯარა – ფანჯარა თქვენს სიზმარში ნიშნავს თქვენი ბრწყინვალე იმედების უნაყოფობას; თქვენ მიერ საკმაოდ კარგად დამუშავებული გეგმებიც კი ჩაიფუშებიან, რაც თქვენს სინანულს გამოიწვევს. დახურული ფანჯრები–სიცარიელის სიმბოლოა. თუ მინები ჩამტვრეულია, დაგტანჯავენ დამამცირებელი ეჭვები ღალატის თაობაზე.
თუ სიზმარში ზიხართ ფანჯრის რაფაზე, სისულელისა და დაუფიქრებლობის მსხვერპლი გახდებით; თუ გესიზმრებათ, რომ სახლში შედიხართ ფანჯრიდან–გამოგიჭერენ მიზნის მიღწევისათვის უღირსი საქციელის დროს.
თუ თქვენ ფანჯრიდან ძვრებით და გარბიხართ–რეალურ ცხოვრებაში უბედურება გეწვევათ. თუ ფანჯრებთან გასვლისას შიგ შეიხედეთ და უცნაური ნივთები დაინახეთ,–არჩეულ საქმეში წარუმატებლობას განიცდით და დაკარგავთ მის პატივისცემას, ვის გამოც იტანჯებოდით ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დაკარგვის ფასად.
ის, ვინც სიზმარში ხელით შეეხო ფანჯრის მინას, ცხოვრებაში გადაეყრება იდუმალ ძალას. თუ სიზმარში ვიღაცას ელაპარაკებით დაკეტილი ფანჯრიდან–უახლოეს მომავალში წააწყდებით სიძნელებს, რომელიც არც თუ ცოტა ნერვიულობას მოგიტანთ; თუ სიზმარში გატეხეთ მინა–წარუმატებლობა გეწვევათ.

ფარდები – თუ სიზმარში ნახეთ ფარდები–უნდა ელოდეთ არასასიამოვნო მნახველს, რომელიც შეიძლება იქცეს თქვენი დიდი უბედურებისა და წუხილის მიზეზად. ჭუჭყიანი ან დახეული ფარდები გიქადიან საყვედურებთან და ჩხუბთან დაკავშირებულ უსიამოვნებას

ფარისეველი – თუ გესიზმრებათ, რომ ვიღაცა რაღაცას გპირდებათ, მოჩვენებითი მეგობრები გაგყიდიან. თუ სიზმარში თვითონ ხართ მლიქვნელი–შეეცდებით მეგობრის მოტყუებას

ფარშევანგი – ფარშევანგის ნახვა ცხოვრებაში რადიკალურ გარდაქმნებს მოასწავებს; ზედმეტად მკაფიო შთაბეჭდილებები მწარე ფიქრებთან და ცუდ წინათგრძნობასთან ერთად შეგრძნებების ჭრელ ნაკადში გაერთიანდებიან და თქვენს სულზე დამამძიმებელ ზემოქმედებას მოახდენენ.
თუ ქალს ესიზმრება, რომ მას ჰყავს ფარშევანგი, ცხადში მამაკაცის პატიოსნებაში იმედგაცრუება ელის. ფარშევანგის მკვეთრი წამოყვირება ცხადში მოუსვენრობას და შფოთვას მოასწავებს, რომლის მიზეზიც ის ადამიანი იქნება, ვის მიმართაც თქვენ გარკვეული სიმპათიები გაგიჩნდებათ

ფეიერვერკი – ფეიერვერკი–სასიამოვნო, მხიარულ დღესასწაულს მოასწავებს. გარდა ამისა, ეს სიზმარი კარგ ჯანმრთელობას ნიშნავს. ქალებს იგი მოგზაურობას უქადის, რომლითაც ისინი უზომოდ კმაყოფილნი დარჩებიან

ფერია – ვინც სიზმარში ფერიას ნახავს, შეიძლება დარწმუნებული იყოს, რომ მას ბედნიერი და აწყობილი ცხოვრება ექნება

ფერმა, გლეხის მეურნეობა – თუ დაგესიზმრათ, რომ ფერმაში ცხოვრობთ, ყველა თქვენი წარმოება სასიკეთოდ დასრულდება. ფერმის ყიდვა სიზმარში–ფერმერს კარგ მოსავალს მოუანს, მეწარმეს– კარგ გარიგებას, მეზღვაურს–ბედნიერ ნაოსნობას. თუ სიზმარში ფერმაში შეხვედით, ცხადში სასიამოვნო ადამიანების გაცნობა მოგიწევთ

ფერფლი – ფერფლი სიზმარში არასასიამოვნო გარდაქმნების მომასწავებელია: გლეხს გაუფუჭდება მოსავალი, ვაჭარი ნახავს ზარალს, მშობლები კი შვილების ცუდი საქციელის გამო განაწყენდებიან

ფერ–უმარილი – თუ ქალს ესიზმრება, რომ იგი ფერ–უმარილს ისმევს–მიზნის მისაღწევად მას ეშმაკობის გამოყენება მოუწევს. ფერ–უმარილით დასვრილი ტანსაცმელი ან ხელები–ე.ი. ვიღაცა ბოროტებას გაუკეთებს. თუ სიზმარში მას ფერ–უმარილი გადასდის სახიდან, საყვარელი ადამიანის დაკარგვა ელოდება. სხვა ადამიანის სახეზე ფერ–უმარილი მიანიშნებს იმაზე, რომ უსინდისო ადამიანებს რაღაც საქმეში შეუწყობთ ხელს

ფესვები – თუ გესიზმრებათ ხის ან სხვა მცენარის ფესვები–ეს უბედურების მაუწყებელია: თქვენი საქმე და ჯანმრთელობა გაუარესდება. სიზმარში ფესვების წამლად გამოყენება–ავადმყოფო