სასმელი Brandy – ბრენდი (ისტორია)

244

ბრენდი მაგარი ალკოჰოლური სასმელია, რომელიც მიიღება თეთრი ღვინის და ზოგიერთ შემთხვევაში წითელი ღვინის გამოხდის შედეგად. მაგ: ბერძნული Metaxa (გამოიყენება წითელი ღვინო). ბრენდის ამზადებენ/აწარმოებენ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. სიტყვა ბრენდი მოდის გერმანულიდან ბრანდ ვეინ და ჰოლანდიურიდან ბრანდ ვინ, რაც ნიშნავს გამოხდილ ან დამწვარ ღვინოს. ბრენდის წარმოება  პირველებმა დაიწყეს ფრანგებმა 1411 წლიდან (არსებობს დოკუმენტი ამის შესახებ) დღევანდელი გასკონიის ტერიტორიაზე, რომელსაც დღეს ეწოდება არმანიაკის დეპარტამენტი. არმანიაკი მსოფლიოში საუკეთესო ფრანგული ბრენდია, ფრანგები ამბობენ: “მსოფლიოს ვაჩუქოთ კონიაკი, ჩვენთვის დავიტოვოთ არმანიაკი.”

არმანიაკს აწარმოებენ გასკონიის სამ რეგიონში:

  1.  Baas Armagnac (დაბა/ქვემო არმანიაკი) აქ იკრიფება 57% ყურძენი
  2. Haut Armagnac (ზემო არმანიაკი) აქ იკრიფება 3% ყურძენი
  3. Te Narese (მთავარი ქალაქი OZ) აქ იკრიფება 40% ყურძენი

ხშირად სიტყვა ბრენდის ბოთლის ეტიკეტზე, სიტყვა ბრენდის წინ წერია ხილი, რომლისგანაც მზადდება მაგ: Cherry Brandy, Appricot Brandy და ა.შ. ამ შემთხვევაში ეს უკვე ლიქიორია.

Armagnac მიღების ტექნოლოგია

არმანიაკს მიიღებენ თეთრი ღვინის გამოხდის შედეგად.

  1. გამოიყენბა გამოსახდელი აპრატი ალამბიკ შარანტე. (როგორც კონიაკის პროვინციაში). მიიღება 69-71% სპირტი.
  2. არმანიაკს მიიღებენ თეთრი ღვინის გამოხდის შედეგად, სპეციალურ გამოსახდელ აპარატში დასახელებით (ალამბიკ არამიანსე). ღვინო ერთხელ იხდება, მიიღება 55-60% სპირტი. ორივე შემთხვევაში მიღებულ სპირტებს აძველებენ მუხის კასრებში, 2-40 წლამდე. აქაც, როგორც კონიაკის პროვინციაში გამოიყენება ლათინური ასოები, რომელიც მიგვანიშნებს არმანიაკის დაძველების შესახებ.

არმანიაკის წარმოებაში გამოიყენება კუპაჟირების მეთოდი – ასამბლიაჟი, სხვადასხვა დაძველების და წარმოშობის სპირტებს ურევენ ერთმანეთში ჰარმონიული სასმელის მისაღებად.

არმანიაკის პროვინციაში სულ 15 000 ჰექტარი ვენახია, 4000 მეღვინე, 250 მეწარმე – ჩამოსხმა და გაყიდვა და 40 სავაჭრო სახლი.

არმანიაკის პროვინციაში ყოველწლიურად აწარმოებენ 6 მილიონ ბოთლს, რომელიც საექსპორტოდ იგზავნება მსოფლიოს 132 ქვეყანაში.

40% არმანიაკი გადის მხოლოდ საექსპორტოდ, ხოლო 60% რჩება ადგილზე და საფრანგეთშივე იყიდება

საიდან მოდის სიტყვა არმანიაკი (Armagnac)

20-ე საუკუნეში ყავდათ მეფე ხლოდვიგი. მას ყავდა ერთგული თანამებრძოლი რაინდი ჯეკ ჰერიმანი, მოგვიანებით ერთ-ერთ ბრძოლაში ჰერიმანი დაიჭრა და უკვე ასაკოვანიც იყო, მეფემ მას უბოძა მამული გასკონიაში. ჰერიმანი რომ მომჯობინდა მიჰყო ხელი მევენახეობასა და მეღვინეობას. იმ დროისათვის ჰერიმანი იყო დიდი მემამულე და მდიდარი ადამიანი, ადგილობრივი ბერები მის სახლეს გამოთქვამდნენ თავისებურად ჰერიმანი – ჰარმანიუსი და მოგვიანებით არმანიაკი.

გასკონურ ენაში სუფიქსი აკ ნიშნავს მიწადმფლობელს. მოგვიანებით გასკონიის დიდ ტერიტორიას დაერქვა არმანიაკის სახელი

Trou  – Gascogne – ასე ეწოდება თეთრი ღვინისგან ახალ გამოხდილ სპირტს. მას სვამენ ძირითადად სოფელში პურის ჭამის დროს, როგორც კახეთში ჭაჭის არაყს.

Trou Gascogne ითარგმნება, როგორც გასკონური ხვრელი.

ბრენდის წარმოებაში დასაშვებია ფერის მისაღებად კარამელის გამოყენება.