სარკეებში არეკლილი უსასრულობა

270

ადამიანების წარმოსახვას საზღვარი არ აქვს და, ალბათ, სწორედ ამიტომაა, რომ ერთი შეხედვით რეალური საგნები ჩაღრმავების შედეგად ილუზორული გვეჩვენება. ამ ქვეყნად ბევრი ტიპის ილუზია არსებობს, გააჩნია, ფიქრებს საითკენ და როგორ მივმართავთ.

 წარმოსახვა ხომ ზუსტად ის არის, რაც ზედმეტად ხელშეუხებელია, თუმცა, იაპონელმა ხელოვანმა, იაიოი კუსამამ შეძლო, სწორედ ეს ილუზორული განცდები აბსტრაქტულიდან კონკრეტულ საგნებად ექცია. გარდა იმისა, რომ იგი მხატვარია, ასევე ცნობილია მრავალი ინსტალაციითა და სკულპტურით, თუმცა, კუსამა მოღვაწეობს პოეზიასა და მოდის ინდუსტრიაშიც. 89 წლის ხელოვანის შემოქმედებაში საკმაოდ მნიშვნელოვანია “უსასრულობის სარკეები”, რომელთა შექმნაც მან 1965 წლიდან დაიწყო. მისთვის ეს საკმაოდ განსხვავებული ამპლუა იყო, რადგანაც აქამდე ხელოვანი, ძირითადად, ფურცელზე მუშაობდა. ამ პერიოდში მან 20-ზე მეტი “უსასრულობის სარკე” დაამზადა, რომელთაგანაც ექვსია ყველაზე ცნობილი. აღნიშნული სარკეები მნახველს საშუალებას აძლევს, მოექცეს ილუზიაში და იმოგზაუროს უსასრულო 

“Phalli’s Field”

აღნიშნული ინსტალაცია ხელოვანმა 1965 წელს შექმნა და იგი პირველად “კასტელანის გალერეაში”, ნიუ-იორკში განთავსდა.

“Love Forever”

ეს ოთახი კი არსებულ “უსასრულობის სარკეებს” შორის მეორეა და იგი 1966 წელს შეიქმნა. მხატვრისთვის, “სიყვარული სამუდამოდ” კონცეფცია სამოქალაქო უფლებების, სექსუალური თავისუფლების, ომის შემდგომი წლების მოძრაობისა და 1960-იანი აქტივისტების ჯგუფებისადმი იყო მიძღვნილი.

“The Souls of Millions of Light Years Away” 

სარკეების ეს ოთახი მბზინავი გარემოა, რომელიც ხელს უწყობს სხეულისთვის უწონადობის ილუზიის შექმნას, გრძნობების მოძალებას, უსასრულო სინათლეების ზემოქმედებას ადამიანზე. ათასობით ნათურა ცდილობს, შეაჩეროს დრო და სივრცე. მნახველი მალევე ხდება ამ ოთახის განუყოფელი ნაწილი.

“Love Transformed Into Dots”

1996 წლიდან კუსამამ დაიწყო წერტილებით გამოხატული ინსტალაციების შექმნა. წერტილებიანი ბუშტებით გავსებული ოთახი მნახველს გზას უბნევს და ერთგვარ ქაოსში აგდებს. ჭერზე კი მონიტორია განთავსებული, რომელზეც იაიოი კუსამა საკუთარ ლექსს მღერის.

“Aftermath of Obliteration of Eternity”

სარკეების ეს ოთახი კი იაპონურ ტრადიციას (“toro nagashi”) ეძღვნება, რომლის თანახმადაც, ერთ-ერთი ფესტივალის დროს იაპონელები მდინარეებზე მანათობელ ფარნებს უშვებენ, რათა დაკარგულ სულებს გზა გაუკვლიონ.

“All the Eternal Love I Have for Pumpkins”

ხელოვანს გოგრები განსაკუთრებულად უყვარს, რადგანაც მისი ბავშვობა სწორედ ამ ნაყოფთან ასოცირდება. კერძოდ კი, კუსამას ოჯახი დიდი ხნის განმავლობაში გოგრის თესლების გაყიდვით ირჩენდა თავს. ხელვანისთვის გოგრა ის განსაკუთრებული ფენომენია, რომელსაც “უსასრულობის სარკეებიც” კი მიუძღვნა.

წარმოგიდგენთ სხვა სარკეებსაც: