სანტორინი – სამოთხის ნამცეცი დედამიწაზე

165

სანტორინი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი კუნძულია. ის ვულკანური წარმოშობისაა, მისი ლანდშაფტიც ვულკანური გამოქვაბულების იარუსებისგან შედგება, სასტუმროების უმეტესი ნაწილიც გამოქვაბულის ტიპისაა. თუ ეგზოტიკის მოყვარული ხართ, მაშინ ასეთი სასტუმროები და ნომრები თქვენთვის ზედგამოჭრილია. 

santorini, greece, beach,სანტორინი, საბერძნეთი, სანაპირო

ქუჩები კუნძულზე იმდენად ვიწროა, რომ ორი ადამიანი ერთმანეთს გვერდს ვერ აუვლის, გამორიცხულია ქალაქში მანქანით გადაადგილება. თუმცა ეს ყველაფერი ადგილობრივი გარემოთი, ლურჯსახურავიანი ეკლესიებით, თეთრი ფერის სახლებით, ეგეოსის ლურჯი ზღვის ხედით, ულამაზესი პეიზაჟებით, დაუვიწყარი მზის ჩასვლით, ყველა ქუჩის კუთხეში ლამაზი ყვავილებით ნაზღაურდება.

santorini, greece, beach,სანტორინი, საბერძნეთი, სანაპირო

სანტორინის ვიზიტის საუკეთესო დრო აპრილი-ოქტომბრის შუალედია. საუკეთესო ამინდები მაისი-ოქტომბრის შუალედშია, ივლისის და აგვისტოს თვეები კი ყველაზე ცხელია.

პირდაპირი რეისი თბილისის აეროპორტიდან სანტორინში არ არის, ამიტომ მოგიწევთ ჯერ ათენის აეროპორტში ჩაფრენა. ათენიდან სანტორინში მოხვედრა ორი გზითაა შესაძლებელი, პირველი გადაფრინდეთ სანტორინის აეროპორტში და მეორე, ათენიდან შეგიძლიათ დაჯავშნოთ საბორნე ბილეთი Piraeus-ს საბორნე პორტამდე და მშვიდად იმგზავროთ სანტორინიმდე.

სანტორინი მრავალფეროვანი კუნძულია. ის განკუთვნილია საოჯახო დასვენებისთვის, წყვილებისთვის, ახალდაოჯახებულებისა და მეგობრული არდადეგებისთვისაც. თითოეულ სეგმენტს შეუძლია იპოვოს მათთვის განკუთვნილი სასტუმროები, რესტორნები და გასართობი აქტივობები.

სამზარეულო

სანტორინის სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უკავია პომიდვრის ჩირს, თევზს და თეთრ ღვინოს. როგორც ტურისტები აღნიშნავენ არც ერთ სხვა ადგილას, პომიდვრის ჩირი არ არის ისეთი გემრიელი როგორიც სანტორინიში. ადგილობრივი მოსახლეობაც აქტიურად იყენებს მას კერძებში.

ზღვის პროდუქტები, რა თქმა უნდა, ადგილობრივი სამზარეულოს გარდაუვალი ნაწილია, მას საუკეთესოდ ამზადებენ, ამუდის ყურესთან ოიასთან ახლოს. აქ შეგიძლიათ შეაწვევინოთ ახალდაჭერილი თევზი და თეთრ ღვინოსთან ერთად მიირთვათ.

santorini, greece, beach,სანტორინი, საბერძნეთი, სანაპირო