სანტას ფორმაში გამოწყობილი ობამა ბავშვთა საავადმყოფოს ეწვია

284

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა ვაშინგტონში მდებარე ბავშვთა საავადმყოფოს სანტას ფორმაში გამოწყობილი ეწვია. ის თითოეულ პალატას ეწვია და ბავშვებს საჩუქრები დაურიგა.

57 წლის ობამა თავის პრეზიდენტობის პერიოდში აღნიშნულ საავადმყოფოს მაშინდელ პირველ ლედისთან, მიშელ ობამასთან ერთად, ყოველწლიურად სტუმრობდა.

“ეს საოცარი სიურპრიზი იყო. ერთმა ბავშვმა სიხარულისგან ტირილი დაიწყო, ერთი კი, იმის მიუხედავად რომ თავს სუსტად გრძნობდა, საწოლიდან მაინც ადგა, რომ ობამასთან ერთად ფოტო გადაეღო”, – უთხრა People-სსაავადმყოფოს პრესსამსახურის უფროსმა.

ფოტო: Chuck Kennedy / Obama Foundation

“შობას ვულოცავ და ბედნიერ არდადეგებს ვუსურვებ საოცარ ბავშვებსა და ოჯახებს, და ბავშვთა საავადმყოფოს თანამშრომლებს. მადლობა, რომ სანტად მიმიღეთ”, – დაწერა ობამამ ტვიტერზე.

ფოტო: Chuck Kennedy / Obama Foundation
ფოტო: Chuck Kennedy / Obama Foundation
ფოტო: Chuck Kennedy / Obama Foundation
ფოტო: Chuck Kennedy / Obama Foundation