სამაგალითო წყვილი: ირინა შეიკისა და ბრედლი კუპერის მორიგი გამოჩენა ნიუ-იორკში

247

რამდენიმე საათის წინ, ნიუ-იორკში National Board of Review-ს ყოველწლიური დაჯილდოება გაიმართა, რომელზეც ჰოლივუდის ყველაზე ბრწყნვალე ვარსკვლავებმა მოიყარეს თავი, მათ შორის, განსაკუთრებით დასამახსოვრებელი ირინა შეიკისა და ბრედლი კუპერის გამოჩენა იყო.

წყვილი საღამოსკენ ხელჩაკიდებული გაემართა და პაპრაცებმა მათი უსაყვარლესი კადრებიც დააფიქსირეს.

33 წლის  სუპერმოდელმა ამჯერად წითელ სამოსსა და შესაფერის ბერეტზე შეაჩერა არჩევანი და საერთო ჯამშიც იდეალურად გამოიყურებოდა.

მეუღლეს, რომელიც ბრედლის მხარდასაჭერად ესტუმრა დაჯილდოებას, მხარს უმშვენებდა კოსტუმში გამოწყობილი 44 წლის მსახიობი, რომელმაც როგორც ტაბლოიდებმა აღნიშნეს, წონაში საგრძნობლად დაიკლო.

საღამოს ლედი გაგა და სტივენ სპილბერგიც ესწრებოდნენ, რომლებთან ერთადაც კუპერმა რამდენიმე სამახსოვრო ფოტოც გადაიღო.