საკვები, რომელიც ხელს უწყობს სიმაღლეში ზრდას

217

ქვემოთ ჩამოთვლილი საკვები სასარგებლოა სიმაღლეში ზრდისთვის. გარდა ამისა, თითოეული მათგანი დაეხმარება თქვენს შვილებს იყვნენ უფრო ენერგიულები და ჯანმრთელნი.

  • კვერცხი
    ცილები თამაშობენ მნიშვნელოვან როლს თქვენი შვილის სიმაღლეში ზრდაში, ასე რომ ჩართეთ კვერცხი ყოველ დღიურ რაციონში. ომლეტი ან მოხარშული კვერცხი საუზმედ გერმიელი და სასარგებლო დღის დასაწყისია.
  • რძე
    რძე გაჯერებულია კალციუმით, რაც საუკეთესო საშუალებაა ძვლების ზრდისა და გაჯანსაღებისათვის. რძე ასევე ხელს უწყობს ცილების უკეთ ათვისებას. ყოველდღე რძის ან რძის პროდუქტის მიღება ნამდვილად ზრდის სიმაღლეში ზრდის შანსებს.
  • სოია (სოიო)
    სოია ასევე ცილებით მდიდარი პროდუქტია. ის ხელს უწყობს ძვლისა და კუნთების ზრდას. არსებობს სოიას უამრავი რეცეპტი, რომელთა გამოყენებით შეგიძლიათ ხშირად გამოკვებოთ თქვენი შვილი ამ სასარგებლო პროდუქტით.
  • შვრია (ჰერკულესი)
    ეს არის სუპერ-საკვები, მდიდარი ცილებით. შეიცავს ცოტა რაოდენობით ცხიმს. მისი ყოველდღიურად ჭამა, ძალიან სასარგებლოა ნებისმიერი ადამიანისთვის.
  • ისპანახი
    ის კალციუმისა და რკინის კარგი წყაროა. ეს ორი კომპონენტი აუცილებელია ბავშვის სიმაღლეში ზრდისათვის. გარდა ამისა ისპანახი თქვენს შვილს ენერგიულსაც გახდის.
  • სტაფილო
    სტაფილო მდიდარია A ვიტამინით, რომელიც ორგანიზმს ცილის სინთეზში ეხმარება. განსაკუთრებით სასარგებლოა უმი სტაფილო. შეიძლება მისი ახლადდაწურული წვენის ხშირად დალევა ან სტაფილოს უმად დამატება სალათებში.
  • ხილი
    განსაკუთრებით მანგო, ნესვი და ატამი შეიცავენ დიდი რაოდენობით ვიტამინ A-ს.
  • მსხვილმარცვლოვანი საკვები
    მსხვილმარცვლოვანი პური და მაკარონი საუკეთესო არჩევანია საკვებ რაციონში ჩასართავად, ისინი შეიცავენ რკინასა და B ვიტამინს.
  • იოგურტი
    იოგურტი ვიტამინ D-ს და კალციუმს შეიცავს. თუ თქვენი შვილი არ მიირთმევს იოგურტს, მაშინ ჩაანაცვლეთ ის ყველით, რადგან ყველი შეიცავს იმავე სასარგებლო ნივთიერებებს, რასაც იოგურტი.

ავტორი: ნინო ფხაკაძე