სად და ვისთან ერთად ისვენებს ქეთა თოფურია? (ვიდეო)

259

ცნობილი ქართველი მომღერალი – ქეთა თოფურია, რომელიც ამჟამად რუსეთში ცხოვრობს და აქტიური მუსიკალური კარიერით არის დაკავებული, ამჯერად ჩვეულ სამუშაო გრაფიკს ღალატობს და ზამთრის დღეების სასიამოვნოდ, ზღვის სანაპიროზე გატარებით ანებივრებს საკუთარ თავს.

ქეთა ინდონეზიაში რამდენიმე დღის წინ ჩაფრინდა და სოციალურ ქსელებში პირველი კადრებიც გამოაქვეყნა.

აღსანიშნავია, რომ ბალის მომღერალი ქალიშვილთან – ოლივიასთან ერთად ესტუმრა და სოციალურ ქსელში დედა შვილის უსაყვარლესი კადრები გავრცელდა.





მათმა ვიდეომ კი, რომელშიც ქეთა ბიონსეს ცნობილი სიმღერის ფონზე პატარა ლივთან ერთად ცეკვავს, უამრავი ადამიანის მოწონება დაიმსახურა.