საბჭოთა თბილისის 40 უცნობი ფოტო

342

წინა საუკუნის თბილისი, რომელიც ცოტას თუ ახსოვს, საბჭოთა კავშირის დროს გამოცემულ წიგნებში შეიძლება იპოვოთ.

Советская Грузия — ასე ჰქვია წიგნს, რომელიც ნატა ფერაძემ აღმოაჩინა და მასში აღბეჭდილი 1921-1951 წლის თბილისის ფოტოები ფეისბუქზე შემოგვთავაზა.

სურათებში ნაცნობ ადგილებთან ერთად მოქალაქეებიც გვხვდებიან. მკითხველმა უმალ ამოიცნო ცურვაში საქართველოს ჩემპიონი ლია ფაჩულია, მეცნიერებათა აკადემიის შენობა, მარჯანიშვილის მოედანზე მდებარე მაღაზია, ვაკის პარკი, მელიქიშვილის გამზირი — ფილარმონიის აშენებამდე და სხვა.

ჭავჭავაძის გამზირი

კოსტავას ქუჩა

მეცხრე საავადმყოფო და მისი უზარმაზარი ეზო

ვაკის პარკი, როცა ხეები ჯერ კიდევ ახალი დარგული იყო

მაშინდელი კიროვის პარკი, ამჟამად ვერის პარკი

ზებრა ოპერასთა

ბარათაშვილის ქუჩა

ბარათაშვილის ხიდი – უკანა ფონზე ჩანს ძველი, ვირის ხიდიც, რომლის ადგილასაც ახლა შუშის ხიდია

მეცნიერებათა აკადემია მშენებლობის პროცესში

ნაძალადევი

ტრამვაი ბარათაშვილის აღმართზე