საათი, რომელიც სტრესის მაჩვენებელს ზომავს

121

“სმარტ” სამკაულების მწარმოებელმა კომპანიამ “Bellabeat” შექმნა საათი, სახელად “Time” რომელიც ადამიანებს სტრესისგან თავის დაღწევაში ეხმარება. აღსანიშნავია, რომ იგი კომპანიის პირველი სმარტ “საათია” და მას შეუძლია ნაბიჯების დათვლა, ძილის ხანგრძლივობის გამოთვლა, იმის შეხსენებაც კი, რომ მოძრაობის დროა. ასევე, იგი არის პირველი საათი, რომელიც, ერთდროულად, მოწყობილობაცაა და მოდური ნივთიც. იმის მიხედვით, თუ რამდენად აქტიურია ადამიანი, რამდენი ხანი სძინავს და კიდევ სხვა მონაცემებით, იგი ზომავს სტრესის მაჩვენებელს. აღსანიშნავია, რომ საათი არის წყალგაუმტარი და სწორედ ასე ახერხებს, ადამიანის აქტივობის გაზომვას წყლის ქვეშაც კი. საათი 179$-ად არის შეფასებული.