როცა საკუთარ პრობლემებში გარკვევა გვიჭირს, დასახმარებლად ფსიქოლოგები მოდიან.

82
როცა საკუთარ პრობლემებში გარკვევა გვიჭირს, დასახმარებლად ფსიქოლოგები მოდიან.
როცა საკუთარ პრობლემებში გარკვევა გვიჭირს, დასახმარებლად ფსიქოლოგები მოდიან.

როცა საკუთარ პრობლემებში გარკვევა გვიჭირს, დასახმარებლად ფსიქოლოგები მოდიან.

პეპელა 1 – შეზღუდვების სიმბოლო

1. თქვენ მიერვე გამოგონებული პატარ-პატარა შეზღუდვების ტყვეობაში ხართ;
2. საკუთარი სურვილების გამხელის გეშინიათ, რადგან ფიქრობთ, რომ ვერ გაგიგებენ;
3. შეეცადეთ, ამ პრობლემების პირველწყაროს მიაკვლიოთ და მასზე წაიმუშაოთ.

პეპელა 2 – გაორებისა და დაბნეულობის სიმბოლო

1. ძნელად იღებთ გადაწყვეტილებებს და მუდმივად ზეწოლის ქვეშ გრძნობთ თავს;
2. რაღაც გიშლით ხელს ცხოვრებაში, მაგრამ ამის აღიარების გეშინიათ;
3. არ ღირს ცვლილებებისადმი შიში, ისინი განვითარების გასაღებია!

პეპელა 3 – რუტინის სიმბოლო

1. ძნელად ეგუებით ცვლილებებს, გიჭირთ ძველი ჩვევებისგან გათავისუფლება და რაღაც ახლის დაწყება;
2. რუტინა საშინლად გაღიზიანებთ, მაგრამ არ შეგიძლიათ, საკუთარ თავში მოძებნოთ ძალა და კომფორტის ზონიდან გამოხვიდეთ;
3. გახსოვდეთ, ადამიანი ყველაფერს ეჩვევა! მთავარია, დაიწყოთ.

პეპელა 4 – საიდუმლოების სიმბოლო

1. რაღაც ისეთ საიდუმლოს მალავთ, რომლის გამოც ძალიან გრცხვენიათ;
2. ვერ გადაგიწყვეტიათ, მოუყვეთ თუ არა ახლობლებს ამის შესახებ, რადგან გეშინიათ, რომ ვერ გაგიგებენ;
3. დროა, წარსულის გამო სირცხვილის გრძნობა მოიშოროთ და საკუთარი თავი ისეთი მიიღოთ, როგორიც ხართ!

პეპელა 5 – გამოუხატავი სიყვარულის სიმბოლო

1. გეშინიათ გრძნობების გამოხატვის;
2. შეყვარებულიც კი გრძნობების იგნორირებას ახდენთ საკუთარი დაუცველობის გამო;
3. გაარკვიეთ, რატომ გაქვთ ეს კომპლექსი და იმუშავეთ მის აღმოფხვრაზე.

პეპელა 6 – გაუგებარი მხატვრის სიმბოლო

1. გეშინიათ, რომ ვერ გაგიგებენ;
2. აზრები ხშირად გერევათ, არ იცით, რა გინდათ საკუთარი თავისგან და ცხოვრებისგან;
3. ისწავლეთ დამშვიდება და მოუსმინეთ საკუთარ სურვილებს.

პეპელა 7 – გულწრფელობისა და პატიოსნების სიმბოლო

1. ძალიან პატიოსანი ხართ და ზოგჯერ თქვენი პირდაპირობა ზედმეტია;
2. რაც ენაზე მოგადგებათ, ყველაფერს ამბობთ, ამიტომაც მეგობრები უცერემონიო ადამიანად მიგიჩნევენ;
3. ისწავლეთ ტაქტი. ხანდახან რამდენიმე კეთილ სიტყვას მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე მწარე სიმართლეს.

პეპელა 8 – სრულყოფილების სიმბოლო

1. გინდათ იდეალური იყოთ ცხოვრების ყველა სფეროში;
2. თქვენ ჰიპერპასუხისმგებლიანი ხართ;
3. უნდა გახსოვდეთ, რომ სრულყოფილება შეუძლებელია, რაღაცით მაინც დარჩებით უკმაყოფილო.

პეპელა 9 – უფროსობის სიმბოლო

1. თქვენთვის მნიშვნელოვანია, გარშემო ყველაფერს აკონტროლებდეთ;
2. გინდათ, რომ ყველა თქვენ გემორჩილებოდეთ და თქვენს გადაწყვეტილებებს უსიტყვოდ ეთანხმებოდეს;
3. ხანდახან ძალიან მკაცრი და პირდაპირი ხართ. ეცადეთ, მეტად ისიამოვნოთ ცხოვრებით და ის თავის დინებაზე მიუშვათ!