“როცა მეუბნებიან: ჩემს ვაჟს ორი წლის ასაკში ვასწავლე კითხვა, მე ვპასუხობ: აი, სულელი!”

314

ბოლო წლე­ბია შე­იმ­ჩნე­ვა ტენ­დენ­ცია: ბავ­შვე­ბის­თვის კი­თხვის, წე­რის და უცხო ენე­ბის სწავ­ლე­ბას ლა­მის სა­ფე­ნებ­ში იწყე­ბენ. ბევ­რი მშო­ბე­ლი შვილს ორი წლი­დან ას­წავ­ლის იმას, რისი სწავ­ლაც თა­ვად 5-6 წლის ასაკ­ში და­ი­წყო. აყე­ნებს თუ არა ეს ბავ­შვს ტრავ­მას? რამ­დე­ნა­დაა გა­მარ­თლე­ბუ­ლი სწავ­ლი­სა და აღ­ზრდის ასე­თი მე­თო­დი?

ამ სა­კი­თხზე სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, ფსი­ქო­ლინგვის­ტი და ნე­ი­რო­ბი­ო­ლო­გი ტა­ტი­ა­ნა ჩერ­ნი­გოვ­სკა­ია სა­უბ­რობს.

თა­ნა­მედ­რო­ვე მშობ­ლე­ბი ცდი­ლო­ბენ, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ინ­ფორ­მა­ცია ჩა­უ­ტე­ნონ ბავ­შვს თავ­ში და ეს რაც შე­იძ­ლე­ბა ად­რე­ულ ასაკ­ში გა­ა­კე­თონ. ტა­ტი­ა­ნა ჩერ­ნი­გოვ­სკა­ი­ას თქმით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არა ის, რომ ბავ­შვს ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბით გა­მო­ვუ­ტე­ნოთ თავი, არა­მედ იმის გა­გე­ბა, თუ რო­გორ გა­მო­ვი­ყე­ნოთ ბავ­შვის ტვი­ნის რე­სურ­სე­ბი სწო­რად. და ყვე­ლა­ფე­რი დრო­უ­ლად გა­ვა­კე­თოთ.

პრო­ფე­სო­რი ამ­ბობს: “ბავ­შვე­ბის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სწავ­ლა თა­ვის დრო­ზე და­ი­წყონ. თა­ნა­მედ­რო­ვე ბავ­შვის ყვე­ლა­ზე დიდი “უბე­დუ­რე­ბა” პა­ტივ­მოყ­ვა­რე მშობ­ლე­ბია. როცა მე­უბ­ნე­ბი­ან: “ჩემს ვაჟს ორი წლის ასაკ­ში ვას­წავ­ლე კი­თხვა”, მე ვპა­სუ­ხობ: “აი, სუ­ლე­ლი!” რა სა­ჭი­როა ეს? ორი წლის ასაკ­ში ხომ მას ჯერ კი­დევ არ შე­უძ­ლია ამის გა­კე­თე­ბა. მისი ტვი­ნი ამის­თვის მზად არაა. თუ ჩა­ა­ჯინ­დე­ბით, ის, რა თქმა უნდა, წა­ი­კი­თხავს და შე­იძ­ლე­ბა და­წე­როს კი­დეც, მაგ­რამ ჩვენ სულ სხვა ამო­ცა­ნა გვაქვს.”

თუმ­ცა, ვის­თვის უფრო სა­ჭი­როა ეს? ბავ­შვის­თვის თუ თქვენ­თვის? ბავ­შვის­თვის ყვე­ლა­ფე­რი დრო­უ­ლი უნდა იყოს. ჯერ და­თუ­ნი­ა­თი უნდა ითა­მა­შოს, მერე ნა­ხა­ტე­ბი­ა­ნი წიგ­ნე­ბით და მერე კი­თხვა ის­წავ­ლოს. მშობ­ლებს კი, უფრო ხში­რად, ეს იმის­თვის სჭირ­დე­ბათ, რათა სხვებ­თან თავი მო­ი­წო­ნონ და იტ­რა­ბა­ხონ, რომ მათი პა­ტა­რა უკვე კი­თხუ­ლობს ორი წლის ასაკ­ში. ბავ­შვის ტვინ­თან უნდა იმუ­შაო, გა­ნა­ვი­თა­რო და არა ზღვა ინ­ფორ­მა­ცი­ით გა­მო­ტე­ნო, რომ­ლის ათ­ვი­სე­ბაც ჯერ არ შე­უძ­ლია.

ტა­ტი­ა­ნა ჩერ­ნი­გოვ­სკა­ია რამ­დე­ნი­მე რჩე­ვას გვაძ­ლევს, რო­გორ ვი­მუ­შა­ოთ ბავ­შვთან და რაზე გა­ვა­მახ­ვი­ლოთ ყუ­რა­დღე­ბა:

1. წვრი­ლი მო­ტო­რი­კა

ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ბავ­შვის წვრი­ლი მო­ტო­რი­კის გან­ვი­თა­რე­ბას მი­აქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღე­ბა. მათ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პლას­ტი­ლი­ნით ძერ­წვა, მაკ­რატ­ლით ფი­გუ­რე­ბის გა­მოჭ­რა, მძი­ვის ან სხვა წვრი­ლი საგ­ნე­ბის ას­ხმა-აწყო­ბა. თუ ბავ­შვი ამას არ აკე­თებს, წვრი­ლი მო­ტო­რი­კა არ ვი­თარ­დე­ბა და მე­ტყვე­ლე­ბის ფუნ­ქცი­ე­ბის პრობ­ლე­მე­ბი იჩენს თავს.

ეს გა­ცი­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვიდ­რე ბავ­შვის­თვის კი­თხვის სწავ­ლე­ბა. თუ არ ცდი­ლობთ, რომ ბავ­შვს წვრი­ლი მო­ტო­რი­კა გა­ნუ­ვი­თარ­დეს, ნუ და­ი­ჩივ­ლებთ შემ­დეგ­ში იმის გამო, რომ მისი ტვი­ნი ცუ­დად მუ­შა­ობს.

2. მუ­სი­კა

თა­ნა­მედ­რო­ვე ნე­ი­რო­მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის წყა­ლო­ბით ცნო­ბი­ლია, რომ მუ­სი­კის ჩარ­თვა ბავ­შვის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან, ძლი­ერ ზე­მოქ­მე­დე­ბას ახ­დენს ნე­ი­რო­ნუ­ლი ქსე­ლის სტრუქ­ტუ­რა­სა და ხა­რისხზე.

პრო­ფე­სო­რი ამ­ბობს: “როცა ბავ­შვი მუ­სი­კას სწავ­ლობს, ის სწავ­ლობს ყუ­რა­დღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბას პა­ტა­რა დე­ტა­ლებ­ზე, გა­ნას­ხვა­ვებს ხმებს და მათ ხან­გრძლი­ვო­ბას და სწო­რედ ამ დროს ფორ­მირ­დე­ბა ნე­ი­რო­ნუ­ლი ბა­დის წახ­ნა­გე­ბი.”

3. მუდ­მი­ვი გან­ვი­თა­რე­ბა

ტვი­ნი ყო­ველ­თვის რა­ღა­ცას უნდა აკე­თებ­დეს. მისი გა­ზარ­მა­ცე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ასე­თი ანა­ლო­გია მო­ვიყ­ვა­ნოთ:თუ ნა­ხე­ვა­რი წელი დი­ვან­ზე გა­უნ­ძრევ­ლად იწ­ვე­ბით, ად­გო­მა ძა­ლი­ან გა­გი­ჭირ­დე­ბათ. ასეა ტვი­ნიც, როცა მას­ზე კოგ­ნი­ტუ­რი დატ­ვირ­თვა არ ხდე­ბა, ის ეშ­ვე­ბა.

ტა­ტი­ა­ნა ჩერ­ნი­გოვ­სკა­ია ამ­ბობს:“ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი რო­დია გე­ნი­ა­ლუ­რი ჩვენს პლა­ნე­ტა­ზე. და თუ ბავ­შვს ცუდი გე­ნე­ბი აქვს, აქ ვე­რა­ფერს გა­ა­წყობ. მაგ­რამ, მა­ში­ნაც კი, როცა გე­ნე­ბი კარ­გია, სუ­ლერ­თია, ეს საკ­მა­რი­სი არაა. ბე­ბი­ის­გან შე­იძ­ლე­ბა დი­დე­ბუ­ლი რო­ი­ა­ლი Steinway გერ­გოთ, მაგ­რამ მას­ზე დაკ­ვრა რომ შეძ­ლოთ, უნდა ის­წავ­ლოთ. ზუს­ტად ასე, ბავ­შვსაც შე­საძ­ლოა შე­სა­ნიშ­ნა­ვი ტვი­ნი ერ­გოს, მაგ­რამ თუ არ გან­ვი­თარ­დე­ბა, ფორ­მირ­დე­ბა და გა­ი­მარ­თე­ბა, ის და­ი­ღუ­პე­ბა.”

4. გო­გო­ე­ბი და ბი­ჭე­ბი

გო­გო­ებ­თან და ბი­ჭებ­თან მუ­შა­ო­ბა და მათი სწავ­ლა სხვა­დას­ხვაგ­ვა­რად უნდა მოხ­დეს. ბი­ჭე­ბი უფრო აქ­ტი­უ­რე­ბი და ენერ­გი­უ­ლე­ბი არი­ან. არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­იძ­ლე­ბა ამ ენერ­გი­ის ჩახ­შო­ბა, სა­ჭი­როა მხო­ლოდ მშვიდ კა­ლა­პოტ­ში მო­აქ­ცი­ოთ. მაქ­სი­მა­ლუ­რი ეფექ­ტის­თვის, ჩარ­თეთ აქ­ტი­ურ ქმე­დე­ბებ­ში: მათ უყ­ვართ რე­ა­ლუ­რი ამო­ცა­ნე­ბის და და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, შე­ჯიბ­რე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მეტი აქ­ტი­უ­რო­ბა და ნაკ­ლე­ბი წე­რი­თი და­ვა­ლე­ბე­ბი.

გო­გო­ებს კი ჯგუფ­ში მუ­შა­ო­ბა უყ­ვართ, მათ კონ­ტაქ­ტი სჭირ­დე­ბათ. არ ღირს მათი დაც­ვა და მოფრ­თხი­ლე­ბა შეც­დო­მე­ბის­გან. დაე, უმ­ჯო­ბე­სია, და­უშ­ვას შეც­დო­მა, წა­იქ­ცეს და ის­წავ­ლოს ამას­თან გამ­კლა­ვე­ბა. გო­გო­ნე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­მუდ­მე­ბუ­ლი ემო­ცი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბა და ფე­რა­დი სამ­ყა­რო გარ­შე­მო.

5. შეს­ვე­ნე­ბა

არ შე­იძ­ლე­ბა ბავ­შვის დას­ჯა იმის გამო, რომ რა­ღაც და­ა­ვი­წყდა, სხვა რა­მე­ზე გა­და­ერ­თო ან ჩა­ე­ძი­ნა. მა­ტე­რი­ა­ლე­ბის ათ­ვი­სე­ბის პრო­ცეს­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია შეს­ვე­ნე­ბე­ბი. ეს ტვინს იმის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, რომ ყვე­ლა­ფე­რი თა­ვის ად­გი­ლას და­ა­ლა­გოს. თუ რა­ი­მეს სწავ­ლაა სა­ჭი­რო ძა­ლი­ან სწრა­ფად, ყვე­ლა­ზე უკე­თე­სი, რაც შე­იძ­ლე­ბა ამ დროს გა­ა­კე­თოთ, სწრა­ფად წა­ი­კი­თხოთ მა­სა­ლა და დაწ­ვეთ და­სა­ძი­ნებ­ლად. ტვი­ნი ძი­რი­თად სა­მუ­შა­ოს ძი­ლის დროს ას­რუ­ლებს.

თუ ბავ­შვს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად მი­ვუდ­გე­ბით, ყვე­ლა­ზე ზარ­მა­ციც კი შე­იძ­ლე­ბა და­ვა­ინ­ტე­რე­სოთ და მო­ტი­ვი მივ­ცეთ. სამ­წუ­ხა­როდ, უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ზო­გი­ერ­თი ბრწყინ­ვა­ლე გო­ნე­ბა მას­წავ­ლებ­ლის “გე­ნი­ა­ლუ­რი” მიდ­გო­მის შე­დე­გად ზარ­მაც­დე­ბა.

ყო­ველ­მა მშო­ბელ­მა იცის, რა არის კარ­გი მისი ბავ­შვის­თვის და ყო­ვე­ლი თა­ვი­სი აღ­ზრდის მე­თოდს ირ­ჩევს, თუმ­ცა, აუ­ცი­ლებ­ლად მო­უს­მი­ნეთ სპე­ცი­ა­ლის­ტებ­საც და შე­ა­ფა­სეთ თქვე­ნი ქცე­ვე­ბი და მოქ­მე­დე­ბე­ბი – შე­საძ­ლოა, რა­ღა­ცას ბავ­შვის­თვის კი არა, თქვე­ნი პა­ტივ­მოყ­ვა­რე­ო­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად აკე­თებთ?