რომელი ფილმები იყო ყველაზე პოპულარული 2018 წელს ქართულ კინოთეატრებში

196

2018 წელი უამრავი საინტერესო ფილმით იყო დატვირთული. მათ შორის ბევრი უკვე ვნახეთ, ბევრსაც მომდევნო წელს ვიხილავთ საქართველოს კინოთეატრებში.

წლის მიწურულს კი დროა გავიგოთ, რას უყურებდნენ 2018 წელს ყველაზე ხშირად ქართულ კინოთეატრებში.

მაშ ასე, 2018 წლის ყველაზე პოპულარული ფილმების ათეული ასე გამოიყურება:

10. წვრილფეხა

Smallfoot-მა საერთო ჯამში $213 მილიონიანი მოგება ნახა.

9. სუპერ ოჯახი 2

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დიდ ეკრანზე დაბრუნებულმა სუპერ ოჯახმა დისნეისა და პიქსარს $1 მილიარდზე მეტი მოგება მოუტანეს.

8. ჯუმანჯი: აურზაური ჯუნგლებში

ჯუმანჯის ახალი ვერსია, საქართველოს გარდა, პოპულარული იყო მსოფლიო კინოთეატრებშიც. ფილმმა შემოსავლის სახით მსოფლიოს მასშტაბით $962 მილიონზე მეტი დააგროვა.

7. დედპული 2

რაიან რეინოლდსის დედპულმა შემოსავლის სახით $700 მილიონზე მეტი დააგროვა.

6. შავი პანტერა

წლის ერთ-ერთ მთავარ კინომოვლენად აღიარებული შავი პანტერა ბოქს ოფისების ლიდერი მალევე გახდა. შემოსავლის სახით ფილმმა $1,3 მილიარდზე მეტი მოგება ნახა.

5. ჯადოსნური ცხოველები: გრინდელვალდის დანაშაული

მართალია, ფილმი ნოემბერში გამოვიდა, თუმცა როგორც ხედავთ, მოახერხა და ქართულ კინოთეატრებში ყველაზე პოპულარულ ფილმებს შორის მეხუთე ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ სურათი დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს მასშტაბითაც. ამ ეტაპზე ჯადოსნურმა ცხოველებმაკინოსტუდიას $613 მილიონის მოგება მოუტანა.

4. ვენომი

მიუხედავად იმისა, რომ ფილმი კრიტიკოსებმა დაიწუნეს, მარველის კომიქსის მიხედვით გადაღებულმა სურათმა, ტომ ჰარდით მთავარ როლში, მოახერხა და $855 მილიონი დააგროვა.

3. ბოჰემიური რაფსოდია

ბოჰემიური რაფსოდია კინოს ისტორიაში ყველაზე მაღალშემოსავლიანი ბიოგრაფიული ფილმია. ფრედი მერკურიზე გადაღებულმა სურათმა საერთო ჯამში $668-მილიონიანი მოგება ნახა.

2. სასტუმრო ტრანსილვანია 3

2018 წლის ზაფხულში სასტუმრო ტრანსილვანია ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი გახდა. სურათმა საბოლოო ჯამში გაქირავებიდან $500 მილიონზე მეტის დაგროვება შეძლო.

1. შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი

ფილმის მსოფლიო პრემიერა 2018 წლის აპრილში შედგა. შემოსავლის სახით შურისმაძიებლების ამ ნაწილმა $2 მილიარდ დოლარზე მეტი დააგროვა.