როგორ მოქმედებს ზოდიაქოს ნიშანი თქვენს სასიყვარულო ურთიერთობებზე

399
თითოეულ ადამიანს სიყვარულის საკითხებისადმი თავისებური დამოკიდებულება აქვს. მაგრამ ადამიანებს ზოდიაქოს ნიშანი აერთიანებს. ამ ნიშანს თქვენი და თქვენი პირადი ცხოვრების შესახებ მრავალი საინტერესო ინფორმაციის მოწოდება შეუძლია.



როგორი წელი ექნება სასიყვარულო ფრონტზე ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, გაეცანით ამ სტატიაში

ზოდიაქოს ნიშნები ახალ წელს ცხოვრების ყველა სფეროში და, განსაკუთრებით, სიყვარულში, უზარმაზარ გარდასახვას განიცდიან. შეხვდით ცვლილებებს მომზადებული და გაიგეთ, როგორ მოქმედებს ზოდიაქოს ნიშანი კონკრეტული ნიშნის წარმომადგენლებზე და როგორ აისახება ეს თქვენს სასიყვარულო ურთიერთობებზე.

Getty Images

ვერძი

ვერძი ჯიუტი და დამოუკიდებელია; ზუსტად იცის, რა სურს ცხოვრებისგან. თავს ხანდახან უფლებას აძლევს, იყოს უხეში, ხისტი, უყურადღებო. მას სჭირდება ის, რომელიც დაამშვიდებს მის ცეცხლოვან ნატურას, გააწონასწორებს ურთიერთობებს თავისი მშვიდი ხასიათით. ვერძი, როგორც წესი, თავის დასახულ ამოცანებს აღწევს, ამიტომ პარტნიორიც ამბიციური პიროვნება სჭირდება.

Getty Images

კურო

კურო ხანდახან ხარივით ჯიუტია, ამასთან, საკმაოდ სერიოზული იერის მიღმა მგრძნობიარე და მზრუნველ ნატურას მალავს. პარტნიორის შერჩევისას ის უპირატესობას ანიჭებს შრომისმოყვარე და დამოუკიდებელ პიროვნებას. კუროს უყვარს ადამიანების განებივრება, მაგრამ, ასევე, სურს, რომ მასზეც იზრუნონ და მის მიმართ გრძნობები გამოამჟღავნონ. მას სიტყვების შერჩევა უჭირს, მაგრამ პარტნიორს ამ სიტყვების მნიშვნელობის ჩვენება იოლად შეუძლია.

Getty Images

ტყუპი

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებმა არასდროს იციან, რა უნდათ, განსაკუთრებით კი, როცა საუბარი სასიყვარულო ურთიერთობებზეა. ერთ წუთას სერიოზული ურთიერთობები სჭირდებათ, მეორე წუთში – თამაში და მხიარულება. ისინი ხშირად იცვლიან მოსაზრებებს, რაც გარშემომყოფებში ხშირად იმედგაცრუებას იწვევს. სიყვარულში თქვენნაირი უზრუნველი, მხიარული და „ალაგ–ალაგ“ არასერიოზული ადამიანი გჭირდებათ. ენერგიული და სიცოცხლით სავსე პარტნიორი მხოლოდ „დაგამუხრუჭებთ“.

Getty Images

კირჩხიბი

კირჩხიბი რთული, მგრძნობიარე და, ამავდროულად, მოსიყვარულე ნატურაა. მას, სხვა ნიშნებისგან განსხვავებით, შეუძლია ურთიერთობებში მთელი თავით გადაშვება. კირჩხიბებს არ შეუძლიათ საკუთარი გრძნობების დამალვა. სიყვარულშიც ასეთივე სერიოზული პარტნიორი სჭირდებათ, ის, ვინც დაამშვიდებს და მათ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, ვისაც ესმის და უყვარს მათი მგრძნობიარე ნატურა. 

Getty Images

ლომი

ლომი ის ძალაა, რომელსაც ანგარიში უნდა გაუწიო. მათ უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. სასიყვარულო საკითხში სერიოზული ურთიერთობები მოსწონთ, თუნდაც ფლირტი იზიდავდეთ. არიან მხიარული, ქარიზმატული, მომხიბლავი ადამიანები. ლომს სჭირდება ის, რომელიც ადვილად ეგუება ნიშნის კომუნიკაბელურობას და მას იღებს ისეთს, როგორიც არის. 

Getty Images

ქალწული

ქალწულს ანალიტიკური ჭკუა აქვს და სხვადასხვა საგანზე ზედმეტად ფიქრობს. კეთილი სულის პატრონს მთელი თავით შეყვარება შეუძლია. თავის გულს ის უბრალოდ არავის აძლევს – ქალწული პარტნიორმა უნდა დაიპყროს თავისი ინტელექტით, მთელი ძალით მოხიბლოს. მომთხოვნია პარტნიორის მიმართ, რომელსაც ხვდება და ამის მიზეზიც არის – ელოდება, რომ გამოჩნდება ვინმე განსაკუთრებული. ამასთან, თავს მარტოსულად არ მიიჩნევს.

Getty Images

სასწორი

სასწორები ბალანსისა და სტაბილურობისთვის ცხოვრობენ. თქვენ მათ რიცხვში არ ხართ, ვინც იწვევს ეჭვიანობის სცენებს. ეძებთ მას, ვისაც არ ეშინია, იყოს ის, ვინც არის და თავისი სურვილების შესახვედრად მოძრაობს. არ გიყვართ თამაშები, რადგან რეალობას ეძებთ. ხშირად გამოდიხართ მშვიდობისმყოფელის როლში. გჭირდებათ ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებაში რაიმე მღელვარებასა და შფოთვას არ მოიტანს.

Getty Images

მორიელი

მორიელი იდუმალებებითა და საიდუმლოებებით მოცული ნიშანია. მასში უამრავი გრძნობა და ემოცია დუღს, მაგრამ ამის გაზიარების სურვილი არა აქვს. თქვენ ნებისყოფიანი, დამოუკიდებელი და მაცდური ადამიანები ხართ. გჭირდებათ პარტნიორი, რომელიც აღგიქვამთ სერიოზულად, თავს კომფორტულად გაგრძნობინებთ, მოგცემთ საკუთარი მოსაზრების გამოთქმის საშუალებას; ასევე, ვინც გაიგებს თქვენს ემოციებს და თავს დამნაშავედ არ გაგრძნობინებთ.

Getty Images

მშვილდოსანი

მშვილდოსნები შფოთავენ იმის გათვალისწინებით, რომ იციან თავიანთი ხასიათი – უყვართ ერთი ურთიერთობებიდან მეორეზე ხშირ–ხშირი გადასვლა. მათ დიდი გული აქვთ და ბუნებრივი სურვილი, სხვებზე იზრუნონ. ურთიერთობებში სჭირდებათ ადამიანი, რომელიც მათ გახსნის ემოციურ დონეზე და მის ცხოვრებისეულ სვლას აუწყობს ფეხს.

Getty Images

თხის რქა

თხის რქა ძალზე ლოიალური და უბრალოდ, შესანიშნავი ადამიანია. სჭირდება პარტნიორი, რომელიც მოწყვეტს მას სამუშაო მაგიდიდან და გართობის სურვილს აღუძრავს. თხის რქა ინტროვერტია, ამიტომ გვერდით ესაჭიროება ადამიანი, რომელიც გაფანტავს მის სერიოზულობასა და გულდახურულობას იუმორითა და თავისუფლებით. თხის რქა უპირატესობას ანიჭებს სერიოზულ ურთიერთობებს. ხშირად ანებივრებს პარტნიორს ზედმეტი ყურადღებით.

Getty Images

მერწყული

მერწყულები წარმატებული არიან ინტელექტუალურ საქმიანობასა და იდუმალებით მოცულის სფეროში. საიდუმლოს ამოხსნა სურთ მათ სასიყვარულო საკითხებშიც. ახასიათებთ რაიმე უჩვეულოს, რთულის, სპონტანურის სურვილი. მერწყულებს ისეთი პარტნიორი სჭირდება, რომელიც მათ რაიმე ზღვარზე, კიდეზე გააჩერებს. როგორც კი ეს ნიშანი მიხვდება, რა ხდება, პარტნიორი მას ფეხქვეშ ნიადაგს გამოაცლის და რაიმე სრულიად მოულოდნელს გააკეთებს. ამ ნიშნის წარმომადგენლებს ღრმა და მგზნებარე ურთიერთობები სწყურიათ, რომლებიც მათ ჩაფიქრების საფუძველს მისცემს.

Getty Images

თევზები

თევზები მგრძნობიარე და შემოქმედებითი ნიშანია. მათ არ შეუძლიათ საკუთარი გრძნობების დამალვა. ადვილია თევზების წყენინება. ეს მაშინ ხდება, თუ თავს კომფორტულად არ გრძნობენ პარტნიორთან. არიან არაპროგნოზირებადი და სიცოცხლის მოყვარული. თევზებს სჭირდებათ პარტნიორი, რომელიც მათ შინაგან ბობოქარ ნატურას გააწონასწორებს, სტაბილურს გახდის.