როგორ გიჭირავთ ტელეფონი – გაიგეთ მეტი თქვენი ხასიათის შესახებ

298
როგორ გიჭირავთ ტელეფონი - გაიგეთ მეტი თქვენი ხასიათის შესახებ
როგორ გიჭირავთ ტელეფონი - გაიგეთ მეტი თქვენი ხასიათის შესახებ

თანამედროვე ადამიანი რთული წარმოსადგენია მობილური ტელეფონის გარეშე. ფსიქოლოგებმა მიაქციეს ყურადღება იმას, როგორ უჭირავთ ეს ნივთი ხელში. კვლევებმა აჩვენეს, რომ არსებობს 4 ძირითადი ხერხი, რომლებსაც ადამიანები იყენებენ იმისათვის, რომ დაიჭირონ ტელეფონი.

1. გიჭირავთ ცალი ხელით და კრეფთ ტექსტს დიდი თითით

ასე აკეთებენ მრავალამოცანიანი და დისციპლინირებული ადამიანები, რომლებმაც ყოველთვის კარგად იციან რა არის კარგი, და რა – ცუდი. მათ უფრო უყვართ მოსმენა, ვიდრე ლაპარაკი, და ადვილად შეუძლიათ გაარჩიონ სიყალბე საკუთარი თავის მიმართ. ამ ადამიანებს არ სჩვევიათ რისკი, როცა საქმე ურთიერთობებს ეხება. თავიდან ისინი განზე დგანან, და როდესაც მიხვდებიან, რომ ადამიანს შეიძლება ენდო, მთლიანად იხსნებიან.

2. გიჭირავთ ტელეფონი ორი ხელით და კრეფთ ტექსტს დიდი თითით

ადამიანი, რომლისთვისაც ბუნებრივია გაჯეტის ასეთი მდგომარეობა, ქვეცნობიერად ეძებს დაცვას, ყურადღებასა და გარშემომყოფების ზრუნვას. ამავდროულად მას არ უყვარს საუბარი საკუთარი გრძნობების შესახებ, ამიტომ მისმა პარტნიორმა შეიძლება იგრძნოს სიყვარულისა და ყურადღების ნაკლებობა. რაც შეეხება ინტუიციას, ყველაფერი რიგზეა, ასე რომ, ასეთი ადამიანის მოტყუება პრაქტიკულად შეუძლებელია. ის ყოველთვის მზად არის გახდეს სამართლიანი მსაჯული მეგობრების ან კოლეგების კამათში.

3. გიჭირავთ ტელეფონი ორი ხელით და იყენებთ ასაკრეფად ორ დიდ თითს

ამ ადამიანს სჭირდება ისეთი პარტნიორი, რომელიც ყოველთვის და ყველაფერში დაუჭერს მხარს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მოიპოვებს ის საკუთარი თავის რწმენას. ამავდროულად, უნდა აღვნიშნოთ, რომ მას ახასიათებს ადაპტირების უნარი ნებისმიერ ცხოვრებისეულ სიტუაციაში, ეს იქნება ხმაურიანი საღამო, ბავშვების კომპანია თუ რთული ინტელექტუალური საუბარი. მეორე ნახევრის პოვნა ასეთი ადამიანებისთვის არ არის ადვილი, ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტში ხომ მათ შეუძლიათ „გაითიშონ“. მაგრამ თუ გადალახავენ სტრესულ სიტუაციას, ყველა დაინახავს მათ ღრმა და მრავალმხრივ სულს.

4. გიჭირავთ ტელეფონი ცალი ხელით, ტექსტს კი კრეფთ მეორე ხელის საჩვენებელი თითით

ადამიანები, რომლებსაც ამდაგვარად უჭირავთ ტელეფონი, ხშირად ძალიან მშვიდი და გაწონასწორებულები არიან. ისინი მზად არიან იმსხვერპლონ საკუთარი კეთილდღეობა სხვების გულისთვის. ძალიან განიცდიან, როცა ხედავენ ახლობლების ცრემლებს. გარშემომყოფ ადამიანებს კი ადვილად პატიობენ შეცდომებს. ამ ადამიანებს ხშირად ეუფლებათ სურვილი დაიმალონ მთელი სამყაროსგან. ისინი მორცხვეები არიან, და როდესაც საქმე ურთიერთობამდე მიდის, ხშირად ეშინიათ პირველი ნაბიჯის გადადგმა, განსაკუთრებით თუ ადრე განიცადეს გაწბილება. გარშემომყოფები უნდა იბრძოდნენ ასეთი ადამიანებისთვის. მხოლოდ თუ გამოიყვანთ მათ კომფორტის ზონიდან, შეიძლება მიხვდეთ, რამდენად ღრმაა ეს პიროვნება.