როგორი ქალები მოსწონთ მამაკაცებს – მეცნიერული კვლევის შედეგები

364
როგორი ქალები მოსწონთ მამაკაცებს - მეცნიერული კვლევის შედეგები Read more: https://sputnik-georgia.com/woman/20190308/238783259/rogori-qalebi-moswonT-kacebs.html
როგორი ქალები მოსწონთ მამაკაცებს - მეცნიერული კვლევის შედეგები
აშშ-ის აუგსბურგის უნივერსიტეტის სწავლულების დასკვნით, მამაკაცებს მართლაც მიაჩნიათ, რომ ქერა ქალები შავ და წაბლისფერთმიანებზე მეტად მომხიბლავები და იმავდროულად, მეტად თავქარიანებიც არიან.

მეცნიერულ ნაშრომს პორტალი Journal of Social Psychology აქვეყნებს.
ამერიკელი მეცნიერების კვლევაში 110 მამაკაცი მონაწილეობდა, რომლებიც ქალებს მათი ფოტოების მეშვეობით აფასებდნენ. აღსანიშნავია, რომ ფოტოები ზურგიდან იყო გადაღებული და ქალების სახის დანახვა შეუძლებელი გახლდათ.

გაირკვა, რომ მამაკაცებს ქერა ქალბატონები მეტად იზიდავენ, მაგრამ, როგორც ექსპერიმენტმა აჩვენა, მათი უმეტესობა ოჯახის შესაქმენლად და შვილების აღსაზრდელად მუქთმებიანებს ამჯობინებს.