როგორი მამაკაცი შეეფერება თაკო ნაცვლიშვილს? მოდელი სახალისო ფოტოს აქვეყნებს

392

ცნობილი ქართველი მოდელი – თაკო ნაცვლიშვილი, რომლის სახელიც უკვე უამრავ მსოფლიოში ცნობილ ბრენდთან ასოცირდება,  ზამთრის სადღესასწაულო პერიოდს საქართველოში შეხვდა და სოციალურ ქსელებში რამდენიმე თვალისმომჭრელი კადრის გამოქვეყნებითაც დაიწყო ახალი – 2019 წელი.

გუშინ კი, გადაწყვიტა მეგობრის სახალისო ხუმრობა გამომწერებისთვისაც გაეზიარებინა და ფოტო ატვირთა, რომელშიც მოდელი სამედიცინო ნიღბით ფიგურირებს, – “კამილამ ჩემი შესაფერისი კანდიდატი იპოვა Tinder-ზე”.

აღნიშნული აპლიკაცია, როგორც იცით, ადამიანებს უადვილებს გაიცნონ მათთვის შესაფერისი მეწყვილეები, მეგობრის ხუმრობა კი სწორედ ნიღაბს ეხება, რომლითაც ორივე მათგანია დაფიქსირებული.

2019-01-08