როგორი იქნებოდა სანტა, 2018-ში რომ შეექმნათ

207

იცით, თუ არა, რომ სანტა კლაუსის ვიზუალი, რომელსაც დღეს ვიცნობთ, 1931 წელს, Coca Cola-ს კრეატიული გუნდის მიერ შეიქმნა. ბრიტანულ ტრადიციულ სანტას მწვანე სამოსი აცვია და გვირგვინი უკეთია, რუსულ სანტას თან „სნეგურაჩკა“ დაჰყვება, შვეიცარიელი სანტა ჯუჯაა, ისლანდიაში სანტას ფუნქციას 13 ელფი ასრულებს, ჰოლანდიაში კი სინტერკლასი – პერსონაჟი, რომელსაც ახურავს ეპისკოპოსის ქუდი. გერმანიაში, ავსტრიაში, ჩეხეთსა და სლოვაკეთში, სანტა კლაუსი არ არის მამაკაცი. აქ ბავშვებს ასაჩუქრებს ‘Christ Child’-ად წოდებული ქალი, კულულებიანი ყავისფერი თმით. ამდენად, განსხვავებულია სანტას აღქმა სხვადასხვა ქვეყანაში, თუმცა, როგორი იქნებოდა ის, მისი ლეგენდა და ვიზუალი დღეს რომ შექმნილიყო? ამ კითხვისთვის პასუხის გასაცემად, Coca Cola-მ, სააგენტო Magnum-ის დახმარებით ვიდეორგოლი შემოგვთავაზა. ვიდეოში, ფოტოშოპის დახმარებით, ნელ-ნელა ვხედავთ თანამედროვე სანტას ვიზუალს.