რატომ სცივათ მუდმივად ქალებს

176

როგორც კვლევებშია ნათქვამი, ქალები ტემპერატურის ცვლილებებს უფრო მწვავედ გრძნობენ, ვიდრე კაცები. არსებობს რამდენიმე მიზეზი…

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ ხელები და ფეხები, და ეს გასაკვირი არ არის: ქალის კიდურები მამაკაცის კიდურებზე 3 გრადუსით უფრო ცივია.

ხელები და ფეხები უფრო ცივია, საერთო ტემპერატურა კი უფრო მაღალი. ასე ამბობენ მეცნიერები მერილენდიდან. მათმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ქალის სხეულის საშუალო ტემპერატურა 0,03 გრადუსით უფრო მაღალია, ვიდრე მამაკაცის. ეს უმნიშვნელოდ ჩანს, მაგრამ ასეთი განსხვავების გამოც კი გრილი ჰაერის მოძრაობა უფრო მწვავედ იგრძნობა.

გარდა ამისა, ქალის ორგანიზმში მეტი ცხიმია. საშუალოდ ქალები უფრო პატარები არიან ვიდრე მამაკაცები, მათ ნაკლები კუნთი და მეტი ცხიმი აქვთ. სითბოს კი სწორედ კუნთები აწარმოებენ. ამიტომაც უწევთ ქალებს მუდმივად დიეტაზე ყოფნა და გაყინვა. უსამართლოა, მაგრამ ვერაფერს იზამ.

კიდევ ერთი უდიდესი უსამართლობა – მეტაბოლიზმი. მამაკაცებს ის უფრო სწრაფი აქვთ, ვიდრე ქალებს. მეტაბოლიზმი გავლენას ახდენს საკვების გადამუშავებაზე ენერგიაში, რის გამოც მამაკაცებისთვის არა მხოლოდ უფრო ადვილია წონის შენარჩუნება, არამედ უფრო სწრაფადაც თბებიან.

მაგრამ ეს ყველაფერი – ნერვების მოშლის საბაბი არ არის

ის, რომ ქალები ხშირად იყინებიან, – ბუნების ეშმაკური გეგმაა, რათა გავთბეთ გემრიელი დარიჩინიანი ჩაით, გავეხვიოთ რბილ შალის პლედში, ვატაროთ თბილი ტანსაცმელი და რაც ყველაზე მთავარია – ახლოს ვიყოთ ჩვენთვის ძვირფას ადამიანებთან. გათბით!