რატომ დაშორდნენ ჯიჯი ჰადიდი და ზეინ მალიკი?

500

ჯიჯი ჰადიდი და ზეინ მალიკი ერთმანეთს 2015 წლიდან ხვდებიან, მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს მათ დაშორების შესახებ გავცრელებული ჭორები ოფიციალურად დაადასტურეს, მოგვიანებით კვლავ აღადგინეს რომანი, რომელიც ბოლო დროს განსაკუთრებით ლამაზი ჩანდა გულშემატკივრისთვის.



მაგრამ განსხვავებულად დაიწყო 2019 წელი, ამჯერად წყვილმა გადაწყვიტა ურთიერთობისთვის საბოლოოდ დაესვა წერტილი, როგორც წყვილთან დაახლოებულმა პირმა მედიასთან განაცხადა, ეს დროებითი პაუზა არ არის და წყვილმა საბოლოოდ გადაწყვიტა დაშორებულიყო.

დაშორების მთავარი მიზეზი კვლავ კარიერა გახდა, ორივე მხარემ გადაწყვიტა, რომ მათ პროფესიულ საქმიანობაში ახლა სერიოზული ურთიერთობისთვის დრო არ რჩება.




აღსანიშნავია, რომ პირადი დრამა აისახა ჯიჯის საახალწლო მილოცვის ტექსტშიც, “ვიმედოვნებ, მომავალ წელს მაინც შევძლებთ საკუთარ თავში ძალის პოვნას, რათა ვაშენოთ ხიდები, და არა პირიქით, დავწვათ ისინი”.