რას ნიშნავს იყო საკუთარ თავში დარწმუნებული

129

თავდაჯერებულობის გრძნობა ბავშვებში დიდ როლს თამაშობს, თუმცა მისი გამომუშავება მეტწილად დამოკიდებულია მშობელზე.

რას ნიშნავს იყო საკუთარ თავში ადეკვატურად დარწმუნებული – გადაცემის “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” სტუმარია საკონსულტაციო ცენტრ “იდილიას” ფსიქოლოგი სოფიო ყველაშვილი.

რატომ არის მნიშვნელოვანი ადეკვატური თავდაჯერებულობა?

ერთ-ერთი ყველაზე დიდი საჩუქარი, რომელიც შეუძლია მშობელმა შვილებს გაუკეთონ – თავდაჯერებულობაა. საკუთარ თავში დარწმუნებულობა შეიძლება თამამად ჩაითვალოს წარმატების სინონიმად, რადგან ცნობილია, რომ ის, ვინც მის ნაკლებობას განიცდის ექმნება პრობლემები როგორც პირად, ისე პროფესიულ ცხოვრებაში. ასეთი ტიპის ადამიანებს უჭირთ წარმატების მიღწევა, რადგან მათი საკუთარ თავში დარწმუნებულობა გარემო შეფასებაზეა დამოკიდებული. თვითშეფასების დონე ადამიანის ქცევაზე დიდ გავლენას ახდენს. როდესაც თვითშფასება დაბალია პიროვნების წარმოდგენა საკუთარ შესაძლებლობებზე ბევრად დაბალია რეალურზე.

რას ნიშნავს დაბალი თვითშეფასება?

დაბალი თვითშეფასებაა – საკუთარი თავით, მდგომარეობით, ვიზუალით უკმაყოფილება. საჯარო გამოსვლის, ყურადღების ცენტრში ყოფნის შიში, დანაშაულის გრძნობა, გარემო შეფასებაზე დამოკიდებულება, დისკომფორტი უცხო ადამიანთა გარემოცვაში აღმოჩენისას, ადაპტაციის სირთულე. ჩამოთვლილთაგან რამდენიმეს არსებობაც კი დიდი დისკომფორტის გამოწვევია.

სხვადასხვა თეორიის მიმდევარი ფსიქოლოგები განსხვავებულ მოსაზრებას გამოთქვავენ იმის თაობაზე თუ საიდან უყალიბდება ადამიანს დაბალი თვითშეფასება. ერთნი მიიჩნევენ რომ მემკვიდრეობითია, მეორენი კი თვლიან რომ მისი ფორმირება ბავშვობის ასაკში ხდება.

როგორ აისახება დაბალი თვითშეფასება ბავშვებსა და მოზარდებზე?

ბავშვს, რომელსაც აქვს დაბალი თვითშეფასება ნაკლები ენთუზიაზმით შეხვდება სხვადასხვა ახალ ცხოვრებისეულ გამოწვევებს, იმის შიშით რომ მარცხი არ განიცადოს. თავდაჯერებულობის მტრები იმედგაცრუება და შიშია. მშობლის მოვალეობა მხარი დაუჭიროს და დაეხმაროს ბავშვს როდესაც ის რაიმე ამოცანის გადაჭრას ცდილობს. შეფასებაზე დამოკიდებულება ბავშვს უქვეითებს სურვილს იყოს გაბედული.

1. საშუალება მიეცით ბავშვს გარისკვის, არჩევანის გაკეთების და პრობლემის გადაჭრის.

2. შეაქეთ და შეაფასეთ ბავშვის ძალისხმევა, მიუხედავათ წარმატება-წარმუტებლობისა. მოზარდისთვის მოგზაურობა ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე დანიშნულების ადგილი.

3. დაეხმარეთ ბავშვს საკუთარი თავის და საკუთარი ძლიერი მხარეების გამოხატვაში, რათა შეძლოს მან საკუთარი სიძლიერის დანახვა.

4. ნურასდროს გააკრიტიკიბეთ შესრულებული სამუშაოს გამო. მიეცით სასარგებლო უკუკავშირი, სასარგებლო რჩევები, მაგრამ არასდროს უთხრათ რომ რამე ცუდად გააკეთეს. მშობლის კრიტიკა ბავშვს უქვეითებს მოტივაციას და თვითშეფასებას. შეცდომების გაანალიზება, სწავლა – ავითარებს თავდაჯერებულობას, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც მშობელი აღიქვამს შეცდომას, როგორც სწავლისა და გაზრდის შესაძლებლობას, ეხმარება ბავშვს გაარკვიოს, როგორ შეიძლება მოცემული ამოცანის უკეთ გადალახვა მომავალში.

5. საკუთარ პატარას რისკის გაწევის საშუალება მიეცით, იმისათვის რომ სამყაროს მიმართ ნდობა ჩამოუყალიბდეს აუცილებელია გარისკვა, არჩევანის გაკეთება და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება. სირთულეების გადალახვისას ყოველთვის შეაქეთ თქვენი შვილი. შეაქეთ ბავშვის სიმამაცე, რათა გაუჩნდეს სურვილი მომავაშიც მოსინჯოს რაიმე ახალი.

6. თავისი ასაკის შესაბამისად ბავშვს მიეცით არჩევანის შესაძლებლობა. ეს მათ საშუალებას მისცემთ თავი უფრო ძლიერად იგრძნონ. მაგ: რომელი ქურთუკი ჩაიცვას გარეთ გასვლისას…

7. საშუალება მიეცით ბავშვს გაიგოს, რომ მიუხედავათ წარმატება წარუმატებლობისა, თქვენი მისდამი სიყვარული უპირობოა. მან არ უნდა იფიქროს, რომ თქვენ იგი მხოლოდ მისი რაიმე მიღწევის გამო გიყვართ.სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge