პარალელური სამყარო არსებობს: კანადელი ფიზიკოსების ახალი თეორია

282

ორი სამყარო, სარკისებური არეკვლის მსგავსად, ერთმანეთს აკოპირებს და ისინი არა მარტო სიმეტრიულებია სივრცეში, არამედ საწინააღმდეგო მიმართულებებით მოძრაობენ დროში.

თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. დიდი აფეთქების შედეგად შესაძლოა წარმოშობილიყო არა ერთი, არამედ ორი სამყარო, რომლებიც ერთმანეთის „სარკისებურ ანარეკლს“ წარმოადგენენ, ამგვარი იდეა წამოაყენეს ონტარიოს თეორიული ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერებმა.

ფიზიკოსების აზრით, მეორე სამყარო შედგება იმ დონის ანტიმატერიისგან, რა დონის „ჩვეულებრივი“ მატერიისგანაც შედგება ჩვენი სამყარო. თუმცა ეს ორი სამყარო, სარკისებური არეკვლის მსგავსად, არსობრივად ერთმანეთს აკოპირებს და ისინი არა მარტო სიმეტრიულებია სივრცეში, არამედ საწინააღმდეგო მიმართულებებით მოძრაობენ დროში.

მეცნიერების აზრით, მათი თეორია ახსნას უძებნის როგორც იმ ფაქტს, რომ ჩვენს სამყაროში მატერია გადაწონის ანტიმატერიას, ასევე შესაძლებელს ხდის ახალი ვარაუდების გამოთქმას ბნელი მატერიის ბუნების თაობაზე.

ფიზიკოსები აღიარებენ, რომ მათი თეორიის არაერთი დეტალი დაზუსტებას მოითხოვს, თუმცა, მიუხედავად ამისა, მთლიანობაში მას არცთუ დაუჯერებლად მიიჩნევენ, ვინაიდან ის არ ეწინააღმდეგება ფიზიკის კანონების ფუნდამენტურ სიმეტრიას.

აღნიშნული კვლევა ჟურნალ Physical Review Letters-შია გამოქვეყნებული.