“ოქროს გლობუსის” გამარჯვებულები გამოვლინდნენ

436

7 იანვარს, ლოს-ანჯელესში ყოველწლიური “ოქროს გლობუსის” დაჯილდოება გაიმართა, რომლისთვისაც მსოფლიო შოუბიზნესის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავებმა მოიყარეს თავი. წლევანდელი დაჯილდოება რიგით 76-ე გახლდათ და სხვადასხვა კატეგორიაში მოსაპოვებლად კინოსა და მუსიკის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლები იყვნენ ნომინირებული, რომელთა შორის გამარჯვებულებიც უკვე გამოვლინდნენ, გთავაზობთ აღნიშნული არტისტების სრულ სიას:

საუკეთესო ფილმი (დრამა):

  • შავი პანტერა
  • If Beale Street Could Talk
  • შავი კუკლუქსკლანელი
  • ვარსკვლავის დაბადება
  • ბოჰემური რაფსოდია – გამარჯვებული

საუკეთესო მიუზიკლი ან კომედია:

  • არანორმალურად მდიდარი აზიელები
  • ფავორიტი
  • მერი პოპინსის დაბრუნება
  • Vice
  • მწვანე წიგნი – გამარჯვებული

მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი მამაკაცი (დრამა):

  • ბრედლი კუპერი – ვარსკვლავის დაბადება
  • უილიამ დეფო – At Eternity’s Gate
  • ჯონ დევიდ ვაშინგტონი – შავი კუკლუქსკლანელი
  • ლუკას ჰედჯესი – Boy Erased
  • რემი მალეკი – ბოჰემური რაფსოდია – გამარჯვებული


საუკეთესო რეჟისორი:

  • ბრედლი კუპერი – ვარსკვლავის დაბადება
  • სპაიკ ლი – შავი კუკლუქსკლანელი
  • პიტერ ფარელი – მწვანე წიგნი
  • ადამ მაკეი – Vice
  • ალფონსო კუარონი – რომა – გამარჯვებული

მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი (დრამა):

  • ლედი გაგა – ვარსკვლავის დაბადება
  • ნიკოლ კიდმანი – დამანგრეველი
  • მელისა მაკარტი – Can You Ever Forgive Me?
  • როზამუნდ პაიკი – პირადი ომი
  • გლენ ქლოუზი – მეუღლე – გამარჯვებული

მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი მამაკაცი (დრამა):

  • ტიმოთი შალამე – ლამაზი ბიჭი
  • ადამ დრაივერი – შავი კუკლუქსკლანელი
  • რიჩარდ გრანტი – Can You Forgive Me?
  • სემ როკველი – Vice
  • მაჰერშალა ალი – მწვანე წიგნი – გამარჯვებული

მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი (დრამა):

  • ემი ადამსი – Vice
  • კლერ ფოი – პირველი ადამიანი მთვარეზე
  • ემა სტოუნი – ფავორიტი
  • რეიჩელ ვაისი – ფავორიტი
  • რეჯინა კინგი – If Beale Street Could Talk – გამარჯვებული

მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი (კომედია/მიუზიკლი):

  • ემილი ბლანტი – მერი პოპინსის დაბრუნება
  • აილა ფიშერი – მერვე კლასი
  • კონსტანს ვუ – არანორმალურად მდიდარი აზიელები
  • შარლიზ ტერონი – ტალი
  • ოლივია კოლმანი – ფავორიტი – გამარჯვებული

მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი მამაკაცი (კომედია/მიუზიკლი):

  • ლინ-მანუელ მირანდა – მერი პოპინსის დაბრუნება
  • ვიგო მორტენსენი – მწვანე წიგნი
  • რობერტ რედფორდი – The Old man & The Gun
  • ჯონ ს. რეილი – Stan & Ollie
  • კრისტიან ბეილი – ვაისი – გამარჯვებული

საუკეთესო სცენარი:

  • რომა – ალფონსო კუარონი
  • ფავორიტი – დებორა დევისი, ტონი მაკნამარა
  • If Beale Street Could Talk – ბარი ჯენკინსი
  • Vice – ადამ მაკეი
  • მწვანე წიგნი – პიტერ ფარელი, ნიკ ვალელონია, ბრაიან ჰეის ქიური – გამარჯვებული


საუკეთესო მუსიკალური გაფორმება:

  • მშვიდი ადგილი – მარკო ბელტრამი
  • ძაღლების კუნძული – ალექსანდერ დესპლა
  • შავი პანტერა – ლუდვიგ გორანსონი
  • მერი პოპინსის დაბრუნება – მარკ შეიმანი
  • პირველი ადამიანი მთვარეზე – ჯასტინ ჰარვიცი – გამარჯვებული


საუკეთესო სიმღერა:

  • All The Stars (შავი პანტერა)
  • Girl In The Movies (Dumplin)
  • Requem For A Private War (პირადი ომი)
  • Revelation (Boy Erased)
  • Shallow (ვარსკვლავის დაბადება) – გამარჯვებული