„მუქი რომანტიზმი“ ელიზავეტა პოროდინას ობიექტივის გავლით

249

ფოტოგრაფია ელიზავეტა პოროდინას, რუსი ხელოვანის, რომელიც გერმანიაში მოღვაწეობს, მეორე პროფესიული არჩევანია. მანამდე, ის მიუნხენის კლინიკაში ფსიქიატრიული განყოფილების ფსიქოლოგად მუშაობდა. სწორედ ამ დროს დაინტერესდა ის ფოტოგრაფიით. იღებდა მეგობრებს, მათ, ვინც უყვარდა და მოსწონდა, თუ უბრალოდ, შემხვედრ ადამიანებს.

ელიზავეტა პოროდინას ექსპრიმენტული და ესთეტიკური ნამუშევრები კინემატოგრაფიას, მოდასა და დოკუმენტურ გამოსახულებებს შორისაა. ხელოვანი დაინტერესებულია, ზოგადად, ადამიანით და მათი საშუალებით, ამბებს ვიზუალურად გვიყვება.

ჩემი თავდაპირველი ნამუშევრები ვებგვერდზე დავდე. ძალიან მალევე, დიზაინერები დამეკონტაქტნენ და მთხოვეს, სარეკლამო ფოტოების გადაღება. სწორედ ასე გავეცანი მსოფლიო მოდის ფოტოგრაფიას და ვისწავლე, როგორ შეიძლებოდა მისი ინტეგრაცია ჩემს სახელოვნებო ხედვასთან. მას შემდეგ, ცოტა რამ შეიცვალა ამ პროცესში. მე ვქმნი ხელოვნებას, რომელიც უფრო და უფრო მეტ საინტერესო ადამიანს, ხელოვანს, მუზას… იზიდავს.

ელიზავეტა პოროდინას არტისტულ ხელწერას „მუქ რომანტიზმს“ უწოდებენ. ფოტოგრაფი ინტრიგას ხშირად მიმართავს, თუმცა დელიკატურად, მოზომილად გვაწვდის ასეთ სცენარებს. ყველაზე უფრო კი, მის ნამუშევრებში, მელანქოლია და პოეტურობა იგრძნობა.

ბავშვობიდანვე, მსოფლიოს თვალებითა და გახსნილი სულით შევიგრძნობდი. ვუსმენდი, ვუყურებდი, აღვიქვამდი, ვიღებდი, ვიხიბლებოდი… მოკლედ, ჩემ გარშემო ყველაფერს „ვიწერდი“. არავინ და არაფერი შეიძლება იყოს ჩემთვის მოსაწყენი. მჯერა უნიკალურობისა და ენერგიის, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია. თითოეულ ჩემს დღეში, მე ვიყენებ, სუნს, გრძნობებს, სიტყვებს, ფერებს – და სწორედ ასე იქმნება ჩემი ხელოვნებაც. ძალიან ბევრი ადამიანი უკავშირებს ჩემს რუსულ წარმომავლობას „მუქს“ და „რომანტიზმს“ – ჩემი სულის ნაწილს, რასაც არ უარვყოფ.

ელიზავეტა პოროდინას ხელოვნება ადამიანური ქცევების თანაგრძნობითა და ემპათიითაა შთაგონებული. მას სურს, გადმოსცეს, ადამიანთა მშვენიერი სულიერი სამყარო, ის, თუ რა შეუძლია ჩვენს გონებასა და სიყვარულს.

წყარო: marketer.ge