მონიკა ბელუჩის 20 ციტატა ცხოვრებასა და სილამაზეზე

51
მონიკა ბელუჩის 20 ციტატა ცხოვრებასა და სილამაზეზე
მონიკა ბელუჩის 20 ციტატა ცხოვრებასა და სილამაზეზე

მონიკა ბელუჩის 20 ციტატა ცხოვრებასა და სილამაზეზე

1. შენ ლამაზი ხარ, როცა თვლი საკუთარ თავს ასეთად. სულაც არ არის მნიშვნელოვანი, რას ფიქრობენ სხვები.

2. არასოდეს არ ვიქნები გამხდარი. ბუნებით საკმაოდ ზარმაცი ვარ. მიყვარს ჭამა. მე ნამდვილი – ასეთი ვარ. და არ ვაპირებ ვიქცე არაბუნებრივად.

3. მამაკაცისთვის სიყვარული – ცხოვრების ნაწილია. ქალისთვის სიყვარული – ცხოვრებაა.

4. მე ძალიან ადრე გავხდი დამოუკიდებელი და არც კი ვიცი როგორია – თხოვდე რაიმეს მამაკაცს. მე საკუთარი თავის იმედი მაქვს, და ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. იტალიურად – mantenuta, სიტყვასიტყვით ნიშნავს „ის, რომელიც ხელში უჭირავთ“. მე კი არ მინდა, რომ ვინმეს ხელში ვეჭირო.

5. სილამაზე ქალისთვის პრობლემად იქცევა მხოლოდ ორ შემთხვევაში: როცა ის არ არის და როცა არაფერი არ არის, სილამაზის გარდა.

6. სილამაზე – უდიდესი შანსია, ამისათვის მხოლოდ მადლობის თქმა შეიძლება. თანაც ის გაივლის, მხოლოდ ლოდინია საჭირო. როგორც ვიღაც ჭკვიანმა თქვა, მისი მოქმედებისთვის მხოლოდ სამი წუთია განკუთვნილი, მერე კი უნდა შეძლო შეაჩერებინო მზერა საკუთარ თავზე.

7. ქალს შეუძლია უყვარდეს ისე, თითქოს არასოდეს არ წავა შენგან. მაგრამ შეიძლება დადგეს ისეთი დღე, რომ ისე წავა, თითქოს არასოდეს არ ყვარებია.

8. ხალხმა შეიძლება აპატიოს ადამიანს ჭკუა, ნიჭიც კი, მაგრამ სილამაზე – არასოდეს.

9. სილამაზე ხდება ცოცხალი და საინტერესო, როცა დაფარულია სამოსით.

10. სიყვარული ცოცხლობს მხოლოდ მაშინ, როცა არსებობს პატივისცემა ერთმანეთის მიმართ და თავისუფლება. სურვილი ფლობდე სხვა ადამიანს როგორც ნივს – აბსურდია.

11. იმის მაგივრად, რომ ვივარჯიშო სპორტულ დარბაზში, მაცვია შავები – ეს ბევრად პრაქტიკულია და სასიამოვნო.

12. ჩვენ არავინ არ გვეკუთვნის: არც ჩვენი ქმრები, არც შვილები. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ რაიმე გავუზიაროთ ადამიანებს, რომლებიც გვიყვარს.

13. ცხოვრებაში არაფრით არ მოვინდომებდი, რომ ისევ ოცი წლის ვიყო. ახლა ბევრად ბედნიერი ვარ, ვიდრე მაშინ. იმ ასაკში ხომ ჩვენ ჯერ მხოლოდ ვიწყებთ საკუთარი თავის შეცნობას, ვცდილობთ გავიგოთ, ვინ გვინდა ვიყოთ, განვიცდით საკუთარ თავში დაურწმუნებლობას. ახლა ზუსტად ვიცი, რა მჭირდება და რის გარეშე შევძლებ ცხოვრებას.

14. არ უნდა გძულდეს ადამიანები, რომლებსაც შურთ, იმიტომ რომ ისინი აღიარებენ, რომ შენ უკეთესი ხარ.

15. ეს ნაკლია, თუ სულელი ხარ, მაგრამ თუ ჭკვიანი ხარ და იცი როგორ გამოიყენო შენი სილამაზე – ეს ღირსებაა.

16. როცა ადამიანები შორდებიან, ეს ყოველთვის ტრაგედიაა. ამავდროულად, თუ ისინი ერთად დარჩებიან, ეს შეიძლება უფრო დიდი ტრაგედია იყოს.

17. მამაკაცები ძალაუფლების შენარჩუნებას ქალების ხარჯზე ცდილობენ. მათ ეშინიათ დამოუკიდებელი ლამაზმანების, ისინი მიილტვიან ახალგაზრდა მოუმწიფებელ გოგონებთან, რომელთა გვერდით მათ საკუთარი თავი უფრო ძლიერი ეჩვენებათ.

18. სიბერეში მირჩევნია თვალყური ვადევნო ჩემს შვილებს, ვიდრე ვუყურო საკუთარ ფილმებს.

19. ქალი-მსახიობი ცოტათი მეტია, ვიდრე ქალი. მამაკაცი-მსახიობი ცოტათი ნაკლებია, ვიდრე მამაკაცი.

20. როცა ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, მინდოდა ყველასთვის დამემტკიცებინა, რომ ჭკუაც მაქვს. ახლა ჩემთვის სულერთია.