მოგზაურობა აფრიკაში: 5 საუკეთესო ადგილი

284

სპილოები, ლომები, ჟირაფები და კუები. სამეფო სასახლეები, ფერადი ბაზრები და ძველი არქიტექტურა. აფრიკაში ადვილად ნახავთ იმას, რაზეც ადრე მხოლოდ ოცნება შეიძლებოდა. წარმოგიდგენთ 5 ადგილს კონტინეტზე, რომელსაც სიცოცხლეში აუცილებლად უნდა ეწვიოთ.



კენია
გასაოცარი ხედი ვულკან კილიმანჯაროზე, რომელიც ტანზანიაში მდებარეობს, კენიის ნაციონალური პარკიდან იშლება. ამ ქვეყნის საფარიში ადვილად შეხდებით ლომებს, სპილოებსა და მარტორქებს, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას ხშირად ართობენ.



ზანზიბარი
ცნობილ არქიპელაგზე XIX საუკუნის არქიტექტურული ძეგლებია განლაგებული. მაგალითად, სულთანის სასახლე კოშკით, სპარსული აბანოები და მრავალრიცხოვანი მეჩეთები. სანაპიროს დასვენების მოყვარულებს კუნძულ ჩანგზე კუების დათვალიერება შეუძლიათ. ასევე, წყლისქვეშა სპორტი ზანზიბარში მთავარი გასართობია.



მარაქეში
ქალაქი, სადაც მიდიან, იმიტომ რომ არქიტექტურით დატკბნენ. აქაა ვიწრო ქუჩები და ნათელი ბაზრები, რომლებსაც ქალაქის ისტორიულ ნაწილში მივყავართ. რთულია ჩამოთვალო მარაქეშის ყველა ღირსშესანიშნაობა, მაგრამ ბაჰიას სასახლე, მენადის ბაღები და მარაქეშის მუზეუმი აუცილებლად მოსანახულებელი ადგილია.



ბოტსვანა
ბოტსვანა საუკეთესო ადგილია სამხრეთ აფრიკის ფლორისა და ფაუნის შესასწავლად. ნაციონალური პარკების რაოდენობა აქ შთაბეჭდილების ქვეშ მოგაქცევთ, ველურ ცხოველებს სასტუმროს ფანჯრიდან მოკრავთ თვალს და საუცხოო საფარით დატკბებით. სწორედ ეს ქვეყანაა სასექსის ჰერცოგის, პრინცი ჰარის და მისი მეუღლის, მეგან მარკლის საყვარელი დასასვენებელი ადგილი.



სვაზილენდი

აქ, ნაციონალურ პარკში სპილოები და ბეჰემოთები ცხოვრობენ. ფესტივალებზე აფრიკული კულტურის შესახებ საკმაოდ ბევრ საინტერესო რაიმეს შეიტყობთ. სვაზილენდში თავს პრინცად და პრინცესად იგრძნობთ, რადგანაც ეს არის სამხრეთ აფრიკის სამეფო, სადაც საყვარელ თავშესაქცევს ნებისმიერი ადამიანი იპოვნის.