მერაბ ნინიძე და ბენედიქტ კამბერბეჩი ახალ ფილმში ერთად ითამაშებენ

139

ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე და სერიალ შერლოკის ვარსკვლავი ბენედიქტ კამბერბეჩი ერთად ითამაშებენ დომინიკ კუკის ახალ დრამაში Ironbark.

ფილმის სიუჟეტი ცივი ომის პერიოდში ვითარდება და ჯაშუშ გრევილ უეინის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც რუს აგენტთან ერთად კუბის კრიზისის ამბებში მონაწილეობს.

ფილმში ვიხილავთ სერიალს The Marvelous Mrs. Maisel-ის ვარსკვლავ რეიჩელ ბროსნაჰანსაც.

ამ ეტაპზე უცნობია, თუ ვის როლს შეასრულებს მერაბ ნინიძე.

Ironbark ეკრანზე 2019 წელს გამოვა.