მაკოლეი კალკინმა 28 წლის შემდეგ Home Alone-ის საკულტო სცენები გააცოცხლა

297

ახალი წელი წარმოუდგენელია ერთი საკულტო ფილმის – Home Alone-ის გარეშე

წლევანდელი წელი კი ამ მხრივ გამორჩეულია, რადგან შეუდარებელმა მაკოლეი კალკინმა, იგივე კევინ მაკკალისტერმა, ფილმის გამოსვლიდან 28 წლის შემდეგ ყველა საკულტო სცენა გააცოცხლა

დიახ, გუგლმა საახალწლოდ სიურპრიზი გაგვიკეთა და 90-იანი წლების ბავშვების მისაბაძი გმირი კიდევ ერთხელ დააბრუნა ეკრანზე

თანაც, შეხედეთ, როგორ ჰგავს რეკლამის ყველა დეტალი ორიგინალ ფილმს

თუნდაც ეს კლასიკად ქცეული სააბაზანოს სცენა

ან, როდესაც “დიდების” ფილმს უყურებს ნაყინის უზარმაზარ ულუფასთან ერთად

ვახშმის სცენაც, როდესაც კევინი უგემრიელეს მაკარონს მიირთმევს ყველით და თან ჭიქა რძეს შეექცევა

ეს თუ გახსოვთ?

თუმცა, ერთი განსხვავებაა – 38 წლის კევინი ისეთი მოქნილი ვეღარ არის

ამ რეკლამის ნახვის შემდეგ, ისღა დაგვრჩენია კიდევ ერთხელ ჩავრთოთ შეუდარებელი ფილმი

მით უმეტეს, რომ ახალი წელი კარზე მოგვადგა