მაკალეი კალკინი კვლავ მარტო სახლში – ამჯერად Google Assistant-თან ერთად

239

28 წლის შემდეგ ჩვენი შობა-ახალი წელი კვლავ წარმოუდგენელია დაუვიწყარი საოჯახო კომედიის, მარტო სახლშის გარეშე, რომელშიც მთავარ როლს მაკალეი კალკინი ასრულებს.

და აი, წელს Google-მა მომხმარებელს დიდი საჩუქარი გაუკეთა. როგორც ცნობილია, გუგლის სახლის მოწყობილობები პოპულარული საშობაო საჩუქრების კატეგორიას განეკუთვნება, ამიტომ, კომპანიაში გადაწყვიტეს, ყველასთვის საყვარელი ფილმი და თავიანთი პროდუქცია გაეერთიანებინათ და ასე შეიქმნა გუგლის თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევის, დისტანციური სახლის დამხმარის – Google Assistant-ის რეკლამა, რომელიც მთლიანად მარტო სახლშის ნოსტალგიურ გარემოშია გადაწყვეტილი, მთავარ როლში კი უკვე გაზრდილი კევინ მაკალისტერი გვევლინება.

როგორ აირიდებდა თავიდან მარტო დარჩენილი კევინი ყაჩაღების თავდასხმას თანამედროვე გარემოში? რეკლამიდან ჩანს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიის წყალობით მას არც კარის ჩაკეტვა გაუჭირდებოდა, არც პიცას გამოძახება და არც სხვა დანარჩენი… თუმცა ეს ვიდეო მხოლოდ რეკლამა არაა.

ნახეთ ის და თავად დარწმუნდით ამაში.

N