ლონდონის ნაკლებად ცნობილი ღირსშესანიშნაობები, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ

233

ლონდონის ხსენებაზე ყველას ბიგ-ბენი, თაუერი, ბუკინგემის სასახლე და მადამ ტიუსოს მუზეუმი ახსენდება. თუმცა ინგლისის დედაქალაქი ბევრ სხვა საინტერესო ადგილს იტევს.



1. რიპლის საოცარი ნივთების მუზეუმი
მსოფლიოში ბევრი რიპლის მუზეუმია, მაგრამ ყველაზე დიდი ლონდონში მდებარეობს. ეს ილუზიებისა და გასაოცარი ნივთების ინტერაქტიული მუზეუმი, რობერტ რიპლის მიერ ნაპოვნი მასალებითაა სავსე. თითოეული ექსპონატი უნიკალურია – აქ ნახავთ დინოზავრის კვერცხს, გამხმარ თავის ქალებს, პრეისტორიული ზვიგენის ნაწილებს… გასართობი აქტივობებიდან მოგხიბლავთ ლაზერის შოუ, შავი ხვრელი, სარკეების ლაბირინთი და ბევრი სხვა. მოკლედ ეს ერთ-ერთი ისეთი ადგილია, რომელიც თქვენს წარმოდგენებს ინგლისზე რადიკალურად შეცვლის. მუზეუმის დევიზია: „გინდ დაიჯერეთ, გინდ არა!“


2. ბარი „ძველი ჩეშირის ყველი“
შეიხედეთ ამ ბარში არა იმიტომ, რომ ყველაზე მოდურია, არამედ იმიტომ, რომ ლონდონში ყველაზე ძველია. ადგილი უკვე ბრიტანეთის 15 მმართველის პერიოდს ითვლის. აქ მართლაც ბევრი ტურისტია და სტუმრობა ნამდვილად ღირს! ბოლოს და ბოლოს, ოდესღაც, ბარის რეგულარული მომხმარებლები ვოლტერი, მარკ ტვენი, ჩარლზ დიკენსი და არტურ კონან დოილი იყვნენ. „ძველი ჩეშირის ყველი“ ლონდონში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია, იმისთვის, რომ ძველი ბრიტანეთის სული შეიგრძნოთ.


3. ნოტინგ ჰილი
ეს უბანი ნამდვილი საჩუქარია კინომანებისთვის და არამარტო! აქ წარმოდგენილია წიგნის მაღაზიები, სავაჭრო ცენტრები, თეატრები და რა თქმა უნდა, პორტობელოს ბაზარი – მსოფლიოში ყველაზე დიდი ანტიკვარიატის ბაზრობა.


4. რიჩმონდის პარკი
გირჩევთ, ქალაქის ცენტრიდან გახვიდეთ და ამ პარკს ესტუმროთ, რომელიც ბოლომდე არც პარკია და არც ტყე. აქ ღიად და წყნარად ცხოვრობენ მშვენიერი ირმები. ასევე ხეების მრავალფეროვანი სახეობები მოგხიბლავთ: მუხა, წიფელი, ჭადარი… 30 ტბა და ლამაზი მინდვრები. რიჩმონდის პარკში სეირნობა ერთი დიდი სიამოვნებაა.


5. ცათამბჯენი 30 St Mary Axe
სიტიში განთავსებულ ამ შენობას არაორდინალური კონსტრუქცია აქვს. ნორმან ფოსტერის ეს არქიტექტურული შედევრი 2004 წელს შეიქმნა და მომავლის პროექტს წარმოადგენს. მწვანე შუშით გაფორმებულ ცათამბჯენს ლონდონელები „კიტრს“ უწოდებენ. მისი სიმაღლე 180 მეტრია და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ეკოლოგიურ მშენებლობად ითვლება. უნიკალური ფორმის წყალობით, 30 St Mary Axe ჩრდილის დაყენებით არ გამოირჩევა, დაბალ სართულებში კი უფრო მეტი მზის სინათლე ხვდება, რაც მას ეკონომიურს ხდის. შენობას ორჯერ ნაკლები ელექტროენერგია სჭირდება.


6. სამხატვრო გალერეა „თეთრი კუბი“
„თეთრი კუბი“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კერძო სამხატვრო გალერეაა. მისი ისტორია 1993 წელს პატარა ოთახიდან იწყება, 2000 წლიდან კი უდიდეს შენობაში ინაცვლებს. მისი მფლობელები ჯეი ჯოპლინგი და სემ ტეილორ ვუდი არიან. „თეთრ კუბში“ ცნობილი მხატვრების ნამუშევრებია გამოფენილი და დამთვალიერებლებისთვის უფასოა. „დიასახლისები“ მხოლოდ შემოწირულობებს აგროვებენ. ხანდახან გამოფენები შენობის პირდაპირ, ბალახზეც ეწყობა. მინიმალისტური ინტერიერი და მფლობელების თაყვანისცემა აბსტრაქტული ხელოვნების მიმართ, გამოფენას ყველასგან გამორჩეულს და უნიკალურს ხდის.


7. ბრენდების, შეფუთვებისა და რეკლამების მუზეუმი
რეკლამის კულტურის ისტორია 18000 წლიდან დღემდე – ერთ ადგილასაა თავმოყრილი. ამ სპეციალიზირებულ მუზეუმში 12 ათასზე მეტი ორიგინალური ნივთია. გაიგებთ, როგორ აღწევდნენ ბევრისთვის საყვარელი ბრენდები მომხმარებლის ნდობას და საყოველთაო აღიარებას შემოქმედებითი მიდგომებითა და ორიგინალური შეფუთვებით.


8. შერლოკ ჰოლმსის მუზეუმი
ეს მუზეუმი 1990 წლიდან არსებობს. მისამართი ყველასთვის ნაცნობია: ბეიკერ სტრიტი, ბინა 221ბ. ექსკურსიას დამლაგებლის ფორმაში ჩაცმული ქალები უძღვებიან. ნებისმიერ სტუმარს შეუძლია ფოტო/ვიდეოს გადაღება, ექსპონატების ახლოდან დათვალიერება და მაღაზიაში ვაჭრობა. სახლში მოხვედრისას ვიქტორიანული ეპოქის გასაოცარ ატმოსფეროს შეიგრძნობთ.