კლასიკური ხელოვნების ნიმუშებისთვის მიცემული ახალი სიცოცხლე

448

კვიპროსელმა გრაფიკულმა დიზაინერმა Hayati Evren-მა გადაწყვიტა, კლასიკური ხელოვნების ნიმუშები თანამედროვე სახით გაეცოცხლებინა. 27 წლის დიზაინერი ფოტოშოპის მეშვეობით რეალურ ფოტოებსა და ნახატებს აერთიანებს და ინსტაგრამის გვერდზე აქვეყნებს. მისი ნამუშევრები მოიცავს ისეთი ცნობილი მხატვრების ნახატებს, როგორებიც არიან: ლეონარდო და ვინჩი, ვინსენტ ვან გოგი, იოჰან ვერმერი..