კვლევა: ფსიქოპათებს შავი მაგარი ყავა უყვართ

156

ინსბრუკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს, რომლის მიზანიც მაგარი შავი ყავისა და სადისტისა და ფსიქოპათის ქცევებს შორის კორელაციის დადგენა იყო. გემოს კვლევის შედეგები ჟურნალ Appetite-ში გამოქვეყნდა.


თუ თქვენ მაგარი შავი ყავა გიყვართ და მწარე გემოს ანიჭებთ უპირატესობას, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ჯანმრთელობაზე მზრუნველი ადამიანი ხართ, ან უბრალოდ გინდათ, რომ ასეთი ყავა დალიოთ. ყველაზე ცუდ ვარიანტში კი ასეთი გემოს მოყვარული ადამიანი შეიძლება ფსიქოპათი იყოს.
კვლევაში 1000-ზე მეტი ზრდასრული ადამიანი მონაწილეობდა, რომელსაც სთხოვდნენ აღეწერათ მათი საყვარელი გემო. ამის შემდეგ კვლევაში მონაწილეებმა პიროვნული ტესტები გააკეთეს, რომელსაც უნდა დაედგინა რამდენად იყვნენ ისინი სადიზმისკენ, ნარცისიზმისკენ და ფსიქოპათიისკენ მიდრეკილები.
კვლევისას გამოიკვეთა, რომ არსებობს კავშირი მწარე გემოსა და “ყოველდღიურ სადიზმს” შორის. ეს ნიშნავს ასეთი გემოს მოყვარულ ადამიანს ყოველდღიურად ვინმესთვის ზომიერი ტკივილის მიყენება სიამოვნებას ანიჭებს.
კვლევამ ასევე გამოკვეთა, რომ ადამიანებს, რომლებსაც განსაკუთრებით მოსწონთ ნიახური და მატონიზირებელი წყალი, მიდრეკილები არიან ანტისოციალური ქცევისკენ.