კარტოფილის კატლეტები- რეცეპტი, რომელიც ყველას მოეწონება

273

ინგრედიენტები:
– 1 კგ კარტოფილი
– 1 ც. ხახვი
– 2-3 ც. ხორბლის ფქვილი
– 2 ს/კ საფანელი
– 0,5 ჭიქა მზესუმზირის ზეთი
– 4 კვერცხი
– 100 გ ყველი
– მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. წყალი აადუღეთ, დაამატეთ ცოტა მარილი, მოხარშეთ კარტოფილი 15-20 წუთის განმავლობაში და გაცივება აცადეთ.

2. ამის შემდეგ კარტოფილი გახეხეთ და შეურიეთ დაქუცმაცებულ ხახვს, 2 კვერცხს და გახეხილ ყველს. დაამატეთ მარილი და შავი პილპილი. 

3. მასას კატლეტების, ან ალადების ფორმა მიეცით, ამოავლეთ ათქვეფილ კვერცხში, შემდეგ საფანელში და შეწვით ზეთში ორივე მხრიდან.