იცით თუ არა, რომ …

118

1905 წელს ნიუ-იორკში მდებარე თეატრ “ვიქტორიაში” ყოველ კვირას ტარდებოდა შოუ ზედმეტად სერიოზული ქალის, “ფხიზელი სიუს” მონაწილეობით. თეატრმა 1000$ დააწესა ჯილდოდ იმ ადამიანისთვის, ვინც სიუს გაცინებას შეძლებდა. ქალი უბრალოდ იჯდა და ათასობით ადამიანის ხუმრობებს უსმენდა სერიოზული სახით, რის სანაცვლოდაც, კვირაში 20$-ს იღებდა. 

ნიუ-იორკში თავი მოიყარეს ქვეყნის საუკეთესო იუმორისტებმა და მიმებმა, მაგრამ მის სახეზე ერთი ნაკვთის შეტოკებაც კი ვერ შეძლეს. შოუ ნახევარი წლის შემდეგ ამოიღეს პროგრამიდან ისე, რომ ერთი გამარჯვებულიც არ გამოვლენილა. 

მოგვიანებით გაირკვა, რომ სიუს მობიუსის სინდრომი სჭირდა, გენეტიკური დაავადება, რის გამოც სახის გამომეტყველების შეცვლა, ძალიანაც რომ მოენდომებინა, უბრალოდ არ შეეძლო.