იტალიელი ხელოვანის ინფრაწითელი ფოტოგრაფია

341

იტალიელმა ფოტოგრაფმა და არტ დირექტორმა გრაფიკული დიზაინი და ფოტოგრაფია გააერთიანა. პაოლო პეტიჯიანიმ, ფოტოებზე ფერებით, ფორმითა და კონტრასტით ჩაატარა ექსპერიმენტი. ერთი შეხედვით, მისი ნამუშევრები ზღაპრულ სურათებს ჰგავს, სინამდვილეში კი, მისი ფოტოები სპეფიციკური ფილტრის შედეგია. საქმე ისაა, რომ მისმა ლინზამ დაბლოკა ხილვადი შუქის სპექტრი, ხოლო უხილავი – წინ წამოწია.

პაოლოს სპეციალობა ინფრაწითელი ფოტოგრაფიაა. ინფრაწითელი ფოტოგრაფია სპეციალურ ფოტოლენტს ან შუქის სენსორს იყენებს. შედეგად, ინფრაწითელი ტალღები წარმოიშობა, რაც, როგორც წესი, უხილავია. ხელოვანის თქმით, ეს შესაძლებლობაა, სამყაროს სხვა თვალით შეხედო. ესაა შანსი, დაინახო უხილავი სამყარო.