ის რაც თავდაჯერებულობას გმატებთ

137

თავდაჯერებულობა ადამიანის შინაგანი ხმაა. შინაგანი რწმენა საკუთარი შესაძლებლობების, რომელიც გამოიხატება ადამიანის გარეგნობაში, სახის გამომეტველებაში, ჟესტიკულაციაში, სხეულის პოზიციაში, მიმიკაში, საუბრის მანერაში, ხმის ტემბრში, საუბრის ტონში და ა.შ. თავდაჯერებული ადამიანი ფეხზე მყარად დგას, სამყარო მისთვის კომფორტული და მეგობრული გარემოა. აქვს თვითრწმენა, ის კონტაქტშია საკუთარ სხეულთან და ემოციებთან. სწორედ ამ თვისებებს მოაქვს მისთვის წარმატება სოციუმსა და ცხოვრებაში.

ალფრედ ადლერმა თავდაჯერებულობის ნაკლებობას, არასრულფასოვნების კომპლექსი უწოდა, რომელიც საკუთარი არასრულფასოვნების განცდიდან არის წამოსული, რაც ბავშვობაში ძლიერია. ბავშვი დამოკიდებულია სხვებზე, მას არ აქვს საკმარისი გამოცდილება, რომ ადეკვატურად შეაფასოს საკუთარი თავი, ამიტომ მისი შეფასებები მთლიანად სხვების შეფასებებიდან გამომდინარეობს. დროთა განმავლობაში თვითშეფასება უფრო მეტად საკუთარ გამოცდილებას უნდა დაეყრდნოს, მაგრამ თუ ოჯახის გავლენა დიდია, შესაძლოა ბავშვმა დასკვნები მათი უკუკავშირიდან გამოიტანოს.

თავდაჯერებულობისთვის მნიშვნელოვანია წინ გადადგმული ნაბიჯი. იმოქმედეთ! განვითარდით! გახდით იმაზე კარგი ვიდრე გუშინ იყავით და ერთადერთი ადამიანი ვისაც შეგიძლიათ შეედაროთ მხოლოდ საკუთარი თავია. დაკავდით საყვარელი საქმიანობით. როგორი რთულიც არ უნდა გეჩვენებოდეთ ბოლომდე მიიყვანეთ ყველა დაწყებული საქმე. ეს თავდაჯერებულობას მატებს.ისწავლე ნელა საუბარი, და თვალებში შეხედე თანამოსაუბრებს. კვლევებიდან ვიცით, რომ ნელა და გარკვევით მოსაუბრე ადამიანი უფრო თავდაჯერებულად აღიქმება სხვების თვალშიც.

ბედნიერება თავდაჯერებულობის განუყოფელი ნაწილია. შეეცადეთ სამყარო თქვენს გარშემო გახადოთ უფრო ლამაზი და ფერადი. გაეცით პოზიტივი. პოზიტივს ყოველთვის შეუძლია ყველაფერი შეცვალოს დადებითისკენ. გაიღიმეთ, ღიმილი არამარტო თქვენ გაგრძნობინებთ თავს უკეთესად, არამედ სხვებისთვისაც უფრო კომფორტულს გახდის თქვენთან კომუნიკაციას.