ისტორია, რომლის წაკითხვა 2 წუთს წაგართმევს, მაგრამ შეიძლება გადაარჩინო სხვა ან შენივე თავი…

386

ისტორია, რომლის წაკითხვა 2 წუთს წაგართმევს, მაგრამ შეიძლება გადაარჩინო სხვა ან შენივე თავი…

ეს ისტორია ძალიან რთული წასაკითხია და ასევე ძალიან საყურადღებოა ყველა ადამიანისთვის, რომელსაც შეიძლება გადახდეს. მოკლედ ჩემი მეგობარი, რომელიც ძალიან კარგად ცხოვრობს ვგულისხმობ ოჯახურ და ფინანსურ მდგომარეობას და რომელიც ჩემი ბავშვობის მეგობარია არასდროს სურვილი არ ქონია ეთამაშა ტოტალიზატორი ან სლოტები და მსგავსი უბედურება. ყოველთვის როდესაც ლაპარაკი ჩამოვარდებოდა მსგავს თემაზე, რაზე საუბარიც ძალიან ხშირია საქართველოში, ეზოში როცა ვიყავით ბიჭები ჩამოვარდებოდა ლაპარაკი გუშინ 6 გუნდი დავსვი ერთმა “გამისხა” და ასე შემდეგ ამას მოყვებოდა ლაპარაკი საფეხბურთო გუნდებზე, გარჩევა რომელი გუნდი უკეთესია ვინ ვინს გულშემატკივრობს და ისევ ტოტალიზატორი, დღეს კაი თამაშებია უნდა დავწერო და ასე შემდეგ. ეს ბიჭი, რომელზეც მაქვს საუბარი თამაშობდა ტოტალიზატორს, მაგრამ გართობის დონეზე შეიზლება ცუდად ჟღერს გართობის დონეზე, გართობის დონეზე ვერ ითამაშებ ფულს აგებ 10 ლარი მისთვის გართობაა და ბევრი ჩვენგანისთვისაც, მაგრამ იმაზე ბევრი არ ფიქრობს მათ შორის არც ეს პიროვნება არ ფიქრობდა, რომ 10 ლარი ბევრისთვის შეიძლება 2 დღის საჭმლის ფულია, მაგრამ ჩვენთვის გართობაა. ხო ძალიანაც არ ავცდენილვარ იმ თემას რისი მოყოლაც მინდა, მოკლედ ყოველთვის იმას ამბობდა სლოტებზე ვინც ამას თამაშობს სულელია, შეუძლებელია კომპიუტერს მოუგო ტოტალიზატორი კიდე კაი არც მანდ გაქვს შანსი მოგების, მაგრამ გუნდებია და უყურებ თამაშობენ და არის შანსი რაღაც გაგივარდეს და მოიგო, მაგრამ სლოტები სისულელეა კომპიუტერს ეთამაშები, რომელსაც არავინ არ გაუხარებია. ერთ დღეს სახლში ვიყავით ბიჭები მასთან ვლაპარაკობდით ისევ ის თემა ტოტალიზატორი ჩამოვარდა და გადაწყვიტა ბილეთის დაწერა, მაგრამ ბიჭებმა ვუთხარით მიდი რა ერთი 20 ლარით ითამაშე რა იცი რა ხდება და იგებ. იმანაც მოდიო მაინტერესებს მეცო ხოდა 20 ლარით 120 ლარი მოიგო, მუღამში შევიდა გამოიტანა 100 ლარი 20 ლარით ბილეთი დაწერა, მოდი ამ 100ითაც ბარემ გავერთოთ აქ ვართ არ გაგიტეხავთო ჩვენ დაგვაბრალა დაიწყო თამაშო დიდი არაფერი რაღაც თანხა მაინც მოიგო და ისეთი კმაყოფილი იყო, მაგრამ მაინც იმას ამბობდა სისულელაა რა გამიმართლა ეხლა თორე მოგებით ვინ რას მოგაგებინებსო.. ძალიან შორს რო არ წავიდე და უფრო დეტალებში რო არ მოვყვე ისეთ აზარტში შევიდა, ფული რომელზეც ხელი მიუწვდებოდა ოჯახში ნელ-ნელა დაიწყო თამაში წაგება, წაგება და ისევ წაგება. მაგრამ ბევრი ადამიანი ვისაც უთამაშია დამეთანხმება რა ცუდი მომენტია “ზამასკაში” რო გტოვებს. ანუ წააგე და აგონიაში ხარ ყველანაირად ცდილობ თუ ვინმემ არ გაგაჩერა ფული იშოვო რო ისევ ამოიღო ის რაც წააგე, ჩვეულებრივი ნარკომანიაა. აიღო ყველა ონლაინ სესხი რაზეც ხელი მიუწვდებოდა. ერთ დღეს ერთად ვიყავით 200 ლარით 1500 ლარი მოიგო ჩავედით გამოვიტანეთ მეთქი დაფარე ეს სესხებირაც გაკეთებული გაქვსთქო კიო ამას კიდე გავეკარებიო მთავარია ეს მოვიგე რო დავფარო რაც აღებული მაქვსო. გამომრჩა იმის თქმა რო არ მუშაობდა სწავლობდა უნივერსიტეტში და სხვათაშორის არც დღეს მუშაობს, დამოკიდებულია მშობლებზე, მაგრამ მთავარია აღარ თამაშობს. ძალიან დიდი თანხა წააგო ერთ დღეს არა სულ რამდენიმე თვე ითამაშა 3-4 თვე თამაშობდა იმდენად აზარტულია, რო 35000 ლარი წააგო მთლიანობაში ეს ვალებს ვგულისხმობ, რაც ონლაინ სესხებმა მისცეს. ონლაინ სესხები კიდე ცალკე საკითხია ესენი უარესს შვებიან უარესად აუბედურებენ ხალხს, არაფრით ჩამოუვარდებიან კაზინოებს და ასე შემდეგ. ბოდიში გრამატიკულად გამართულად არ დამიწერია, მაგრამ გაფრთხილება მინდა ხალხის, ვისაც შეხება აქვს და ფიქრობს, რო მოგება შეუძლიათ ეს ძალიან ხალისიანი და “ცანცარა”, მხიარული ბიჭი ძალიან დათრგუნულ ადამიანად გადაიქცა, იმ ნერვიულობის შემდეგ რაც მან გადაიტანა. ადამიანს ცვლის სასტიკად საზიზღარ ადამიანად აქცევს თამაში, ყველაფერზე წამსვლელი ხდები, თავს იმცირებ ფულის სესხებებით, ვერ დაბრუნებით და ასე შემდეგ. ეს არის ნარკომანია, არაფრით არ განსვავდება ნარკოტიკებისგან ხდები დამოკიდებული და გაქვს იგივე ლომკა რასაც ნარკომანები განიცდიან. ცდილობ ყოველდღე თამაშობ გინდა მოიგო, თუ გაგიმართლა და მოიგე, შეუძლებელია ის ფული მოიხმარო, შეიძლება რამდენიმე დღე გქონდეს გამოიტანო, მაგრამ ისევ აგრძელებ თამაშს და აგებ. ეს მეც დამემართა ხოდა ჩემი და ჩემი მეგობრის გამოცდილებდიან გამომდინარე ვლაპარაკობ და გაფრთხილებთ არ გაეკაროთ, ცხოვრებას გაიუბედურებთ 1 თეთრს ვერ მოიგებთ 10 000 ლარს მოიგებთ, მაგრამ 50 000 ლარს წააგებთ დამიჯერეთ არავინ არასდროს ვისაც გაქვთ ნებისყოფა ან თამაშობთ ან აპირებთ ან ერთობით არ გაეკაროთ გაგაუბედურებთ ეს ყველაფერი. არცერთ ქვეყანაში არ ხდება ეს რაც საქართველოშია, არანაირი აკრძალვა პირიქით ყველანაირად მიგიწვდება ხელი ითამაშო, იქნება ეს ტელეფონი, პლანშეტი, კომპიუტერი თუ სახლიდან 50 მეტრში არსებული კაზინო… ჩვენი საშველი არ არის ამ ქვეყანას არაფერი ეშველება… და არც ჩვენ ვინც ამ საზიზღრობისკენ გავიწევთ და გავიფიქრებთ, რომ მოგება შეიძლება. გარშემო ყველას გვყავს ალბათ ადამიანი, ვინც მსგავს სიტუაციაში ყოფილა, რამდენს გაგვიგია კიდე ვიღაცას თავი მოუკლავს დიდი ფულის წაგების გამო, ვიღაცას ოჯახი დანგრევია ძალიან ბევრი მსგავსი სიტუაცია მომხდარა, გამიგია მომისმენია. ხოო და ბოდიში ნამდვილად არ არის კარგი ნაწერი შეიძლება წასაკითხადაც ცუდია გრამატიკას ვგულისხმობ, მაგრამ შინაარსს ყველა მიხვდებით. არ წამოეგოთ არც რეკლამას ფეისბუქზე, რო აი ჯეკპოტი გაიზარდა ვიღაცამ ჯეკპოტი მოიგო ფოტოებს რო დებენ 100 000 მოიგო და ასე შემდეგ, ადამიანს ნახულობენ ფულს უხდიან ვიღაცას ქუჩაში ნახავენ 50 ლარს მისცემენ ეს ჩეკი დაიჭირე, ვითომ ფული მოიგე გაიღიმე და წადი. მოკლედ მეგობრებო ფრთხილად იყავით ეს ისეთი ორმოა შეიძლება ლამაზი ცხოვრება სიმახინჯეთ გიქციოთ, არამარტო ცხოვრება თქვენს თავს ვეღარ იცნობთ, ისეთი ადამიანი გახდებით, რომელზეც გითქვამთ ან იძახით შეხედე რას დაემსგავსა, ან რას გავს და ასე შემდეგ. მოკლედ ფრთხილად იყავით ონლაინ სესხებთანაც… ბოდიში ცუდი ნაწერისთვი. ბევრი რამე გამომრჩა და კარგი იქნება თქვენც თუ დაამატებთ რამეს და ხალხს წააკითხებთ, რამდენად ცუდია ის, რაზეც მე დავწერე… გაუზიარეთ მეგობრებს და გაიაზრეთ თქვენც…