ინდოეთში ნიანგის დაკრძალვას ასობით ადამიანი დაესწრო

161

ნდოეთში ნიანგის დაკრძალვას 500-მდე ადამიანი დაესწრო. ამის შესახებ გამოცემა Hindustan Times წერს.

რეპტილიამ, სახელად განგარამი 130 წელი იცოცხლა. ადგილობრივებმა მას პომპეზური დაკრძალვა მოუწყვეს. ნიანგი საფლავამდე ყვავილებითა და გირლიანდებით მორთული ტრაქტორით მიიყვანეს

როგორც ახლომდებარე სოფლების მცხოვრებლები ჰყვებიან, განგარამი ადამიანების მიმართ კეთილგანწყობილი იყო და თავს არავის ესხმოდა. ტბორში მასთან ერთად ცურვა ბავშვებსაც კი შეეძლოთ.