თქვენ ზემიზნები გაქვთ! ზემიზნებს კი ზეადამიანები აღწევენ!

334

თუ თქვენ უძრავად დგახართ, სარკეში თქვენი გამოსახულებაც უძრავად იდგება. თუ თქვენ არ გაიღიმებით, სარკეში თქვენს გამოსახულებას „აზრადაც არ მოუვა“, რომ გაიღიმოს. ის ხომ მხოლოდ თქვენი გამოსახულებაა და მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული. ის მზად არის გაიმეოროს თქვენი თითოეული რეაქცია.

იღიმებით თქვენ — იღიმება თქვენი გამოსახულებაც სარკეში.
ასევეა ცხოვრებაშიც. რატომ ელოდებით თქვენი ცხოვრების შეცვლას, მაშინ როცა თქვენ არ იცვლებით?!
„მე ვიცვლები“, „მე ვიცვლები“ იმეორებთ ერთი და იგივეს.
რაში გამოიხატება ეს ცვლილებები? ვის ატყუებთ, საკუთარ თავს?
თუ იცვლებით, თქვენი ცხოვრება რატომ არ იცვლება?
ეს იმას ნიშნავს, რომ ამბობდეთ „რატომ არ იღიმება ჩემი გამოსახულება?“ ამ დროს კი სარკეში სერიოზული სახით იყურებოდეთ.
თქვენ ფიზიკურად უკვე დაიბადეთ, სულიერად მაშინ დაიბადებით, როდესაც მიხვდებით, რომ უნდა შეიცვალოთ, რომ უნდა გახდეთ სხვა ადამიანი.
სხვა ადამიანი კი ეს ზეადამიანია.
თქვენ ზემიზნები გაქვთ! ზემიზნებს კი ზეადამიანები აღწევენ!

ნისარგადატტა მაჰარაჯი