თუ გინდათ, რომ წონაში დაიკლოთ, უყურეთ საშინელებათა ფილმებს – მეცნიერების რეკომენდაცია

373

თუ დიეტის გამო თავს ცუდად გრძნობთ, შოკოლადი გენატრებათ, შეგიძლიათ უარი თქვათ მასზე, მიირთვათ ის, რაც გსურთ.შეგიძლიათ მარტივად წახვიდეთ და ჩართოთ საშინელებათა ფილმები.

უესტმინსტერის უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ საშინელებათა ფილმების ყურება კალორიების დაწვას უწყობს ხელს.

კვლევას უესტმინსტერის უნივერსიტეტის პროფესორი რიჩარდ მაკკენზი ხელმძღვანელობდა. კვლევის შედეგად მან დაასკვნა, რომ 90 წუთის განმავლობაში საშინელებათა ფილმის ყურება გვეხმარება, რომ დავწვათ 113 კილოკალორია. ამავე რაოდენობის კალორიის დაწვაა შესაძლებელი 30 წუთის განმავლობაში სეირნობის, ან 15 წუთის განმავლობაში სირბილის დროს.

მკვლევარებმა განსაზღვრეს ადამიანის გულისცემის დონე საშინელებათა ფილმების ყურებისას. მათ დაასკვნეს, რომ ასეთი ჟანრის ფილმის ყურების დროს ხშირდება გულისცემის რიტმი.

როცა პულსაციის სიხშირე იზრდება სისხლი უფრო სწრაფად იწყებს მოძრაობას, რაც მეტაბოლიზმისთვის კარგია – განმარტავს პროფესორი მაკკენზი.

ამავდროულად, ასეთ დროს ორგანიზმში ადრენალინის დონე იმატებს და მცირდება ჭამის მადა.

ერთი საშინელებათა ფილმი საშუალოდ 113 კილოკალორიას გაკარგვინებთ, მაგრამ არის ისეთი ფილმები, რომელთა საშუალებითაც უფრო მეტი კალორიის დაწვაა შესაძლებელი. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად საშიშია ესა, თუ ის ფილმი.

მკვლევარები გამოყოფენ სამ ფილმს, რომელიც ყველაზე მეტად დაგეხმარებათ ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში. ეს ფილმებია:

1. „ნათება“/The Shining – მკვლევართა მტკიცებით ამ ფილმის ნახვისას 184 კალორიას კარგავთ.

2. „ყბები“/Jaws – 161 კილოკალორია.

3. „ეგზორცისტი“/The Exorcist – 158 კილოკალორია.

ასე რომ, თუ საშინელებათა ფილმების მოყვარული ხართ, გაგიმართლათ. ჩაუჯექით კინოსურათებს, ხელები თვალებზე არ აიფაროთ და გახსოვდეთ, რაც უფრო საშიშია ფილმი, მით უფრო ეფექტურ შედეგს მიიღებთ წონაში დაკლების თვალსაზრისით.