თავის ტვინი – საინტერესო ფაქტები

115

სხეულის ორგანოები, მათ შორის ტვინიც საოცრად მოწესრიგებულ ერთიან სისტემას ქმნის.მეცნიერები სულ უფრო მეტ ინფორმაციას იღებენ მათი შეთანხმებული მოქმედების შესახებ.მაგრამ, თუ ადამიანი წუთით მაინც დაფიქრდება მიხვდება, თურმე კიდევ რამდენი რამ ყოფილა ამოუხსნელი-თუნდაც მელოდიის აკვიატების, ცემინების, მთქნარების და სიცილის მექანიზმები – და ეს მხოლოდ უმცირესი ნაწილია.გთავაზობთ რამდენიმე საიტერესო ფაქტს თავის ტვინის შესახებ.

სიცილი – სიცილი ნათქვამის ან ნანახის ანალიზით იწყება და ადამიანის გარეგნული რეაქციით მთავრდება.ამ პროცესში თავის ტვინის 5 უბანი მონაწილეობს.

თვალების ხამხამი – როდესაც ადამიანი თვალებს ახამხამებს, დახუჭვის დროს სიბნელეს ვერ ამჩნევს.საქმე ისაა, რომ ხამხამის დროს “ირთვება” თავის ტვინის ის უბანი, რომელიც მხედველობის ნერვით მიღებულ ინფორმაციას აანალიზებს.ამიტომ ხამხამის დროს თვალი მხოლოდ განათებულ არეს ხედავს.

ცუდი სმენადობა – როდესაც ადამიანი სატელეფონო საუბარი ცუდად, სანახევროდ ესმის, ღიზიანდება რადგან,მკვლევარების აზრით, ამ დროს მისი თავის ტვინი უფრო ინტენსიურად მუშაობს გამოტოვებული ფრაზების აღსადგენად.

ღიტინი – საკუთარ თავს ვერ შეუღიტინებთ, რადგან თავის ტვინი ჩვენს შეხებას გრძნობს, უცხო ადამიანის შეხებისგან განასხვავებს და არც გიპასუხებს.

აკვიატებული სიმღერა – ზოგჯერ ადამიანს რაღაც სიმღერა აეკვიატება და თავს არ ანებებს.ეს მოვლენა მეხსიერებასთან არაის დაჯავშირებული.თავის ტვინში გარკვეული მელოდიის ან საუბრის ფრაგმენტების გამეორების მიზეზე შეიძლება იყოს მათი ასოციაციური კავშირი, რაღაც ვითარებასთან, დადებით ან უარყოფთ მოგონებებთან თუ ემოციებთან.

თავის ტვინის ენერგია – ადამიანის თავის ტვინი ყოველდღუირად თითქმის 20 ვატს ენერგიას ხარჯავს.ეს მხოლოდ ნახევარია იმ ენერგიისა რომელიც სჭირდება მაცივრის ელექტრო ნათურას.

ცემინება მზის სინათლეზე – კაშკაშა სინათლის მოქმედებით აღძრული იმპუსლები თავის ტვინს მხედველობის ნერვით გადაეცემა. მაგრამ მასთან ახლოს მდებარეობს სამწვერა ნერვის ტოტი, რომელიც ცხვირის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებისას აღძრულ იმპულსებს ატარებს. ზოგჯერ, გაურკვეველი მიზეზების გამო ამ ორი ნერვის სიგნალები თავის ტვინს ერთმანეთში ერევა და გუგების შევიწროების ნაცვლად ცემინება ეწყება.