ზღაპრული ქალაქი „ალბერობელო“ – სამხრეთ იტალიაში

608

იტალიის სამხრეთში, პირდაპირ „ფეხსაცმლის ქუსლზე“ მდებარეობს პატარა ზღაპრული ქალაქი ალბერობელო (Alberobello). ეს ცნობილი ტრული -სახლები შეტანილია მსოფლიო მემკვიდრეობის გაეროს სპეციალიზირებული სააგენტოს გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია- იუნესკოს (UNESCO) სიაში.

ქალაქში ცხოვრობს მხოლოდ 11 000 ადამიანი და მისი ფართობი 900 ჰექტარს შეადგენს.


ტრული-სახლები ღირშესანიშნავია პირველ რიგში იმიტომ, რომ ისინი აშენდა ქიმიური ხსნარის (შენაზავის) გამოყენების გარეშე, ეს კი ნიშნავს, რომ ასეთი ნაგებობების დანგრევა- განადგურება ძალიან ადვილია – მხოლოდ უნდა იცოდეთ, კედლიდან რომელი აგური გამოაძროთ და მთელი კონსტრუქცია დაიშლება…


საქმე იმაშია, რომ მე-17 საუკუნეში რაიმე ობიექტის მშენებლობის დაწყება მმართველი მონარქის ნებართვის გარეშე აკრძალული იყო, მაგრამ ხალხს ხომ სადღაც უნდა ეცხოვრათ და მათ მოფიქრეს ისეთი ნაგებობების შენება, რომლებიც სამეფო თანამდედობის პირების გამოჩენისთანავე, შესაძლებელი იქნებოდა ერთი წუთის განმავლობაში მათი დანგრევა და თან ამბობდნენ – „არ ვიცი ვისია, მაგრამ სახლი ჩემი არააა …“. მათი წასვლის შემდეგ, ეს ტრული-სახლები მარტივად აშენდა ისევ. პატარა სახლების კედლები, როგორც წესი, თეთრი ფერისაა, ხოლო გუმბათებზე შესაძლებელია სხვადასხვა სიმბოლოების დანახვა, რომლებიც ასოცირდება მაგიასთან, კერპთაყვანისმცემლობასთან და ასევე ქრისტიანობასთან
დაათვალიერეთ ფოტო-სურათები: