ზოდიაქოს მიხედვით ბავშვების ზოგადი დახასიათება

458
zodiaqo, zodiaqos nishnebi, bavshvebi
ზოდიაქოს მიხედვით ბავშვების ზოგადი დახასიათება

აი დავდე კიდე ჰოროსკოპზე და ამაზეც რომ თქვათ არ დაემთხვაოო არ ვიცი ალბათ თქვენ ხართ ყველასგან განსხვავებულები ყველა ნიშნის მეგობარი მყავს და ყველაზე დაემთხვა. მოკლედ გააგრძელეთ, მაგრამ გაითვალისწინეთ დიდებმა ეს ბავშვების ჰოროსკოპია

ვერძი – ხასიათის ძირითადი თვისება: ბრძოლა და პირველობა

დადებითი თვისება: ენერგიული, შეუპოვარი, დამოუკიდებელი, ფხიანი, გზის
გამკვალავი, მიზანდასახული, ძლიერი, თავის თავში დარწმუნებული. უარყოფითი ხასიათი: იმპულსური, თვითნებური, ახირებული, ეგოისტური, ნებისმიერ ფასად სურს პირველობა, არამდგრადი, ცვალებადი, უხეში, თავდაჯერებული.


კურო – ხასიათის ძირითადი თვისება: მშენებლობა და თავდაცვა

დადებითი ხასიათი: ბეჯითი, ჯინიანი, მდგრადი, ერთგული; უყვარს კომფორტი, ხელოვნება,მოქმედებს დაფიქრებულად, მიზანდასახული, შრომისმოყვარე, დამოუკიდებელი, აუჩქარებელი. უარყოფითი ხასიათი: ჯიუტი, უყვარს ფუფუნება და სიამოვნებები, პრიმიტიული, ზანტი.


ტყუპები – ხასიათის ძირითადი თვისება: გამომგონებლობა და ურთიერთობა

დადებითი ხასიათი: ინტელექტუალური, ნებისმიერი საქმიანობის უნარი, სწრაფად აზროვნებს და რეაგირებს, შეუძლია ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება, თანაზიარი. უარჱოფითი ხასიათი: ინფანტილური, გაუგონარი, უყვარს ყველაფერზე გამოკიდება, ფუსფუსი, ნერვიული, წინააღმდეგობრივი, ერთდროულად ბევრ საქმმეს კიდებს ხელს და არცერთი არ მიყავს ბოლომმდე, არამდგრადი.


კირჩხიბი – ხასიათის ძირითადი თვისება: წინასწარმეტყველება და აღზრდა

დადებითი ხასიათი: მგრძნობიარე, შემთვისებელი, განვითარებული წარმოსახვით, პასუხისმგებელი, შინაური, დამოუკიდებელი, ყურადღებიანი და მზრუნველი, თანამგრძნობიარე, მომფრთხილებელი, ფრთხილი, ღრმა, რომანტიული, ტაქტიანი, დელიკატური. უარყოფითი ხასიათი: ზემგრძნობიარე, გრძნობადი (ეძებს ფაქიზ და უჩვეული შეგრძნებებს), ეჭვიანი, შეუგნებელი, მარტოხელა, არადამოუკიდებებლი, ძუნწი, მშიშარა, გულჩათხრობილი, გესლიანი, წყენიანი.


ლომი – ხასიათის ძირითადი თვისება: ძალაუფლება და ძლევამოსილება

დადებითი ხასიათი: ამაყი, საკუთარის ღირსების გრძნობით, გულწრფელი, არტისტული, მეტაური, კეთილმოსურნე, გულუხვი, სტუმართმოყვარე, პასუხისმგებელი, სერიოზული. უარყოფითი ხასიათი: პატივმოყვარე, თვითდარწმუნებული, ყურადღების და თაყვანისცემის მომთხოვნი, ჭირვეული, ეგოცენტრული, ფულის მფლანგველი, ზედაპირული.


ქალწული – ხასიათის ძირითადი თვისება: კრიტიკა და სრულყოფა

დადებითი ხასიათი: წყნარი, გაწონასწორებული, მუშა, დეტალებისადმი ყურადღებიანი, პრაქტიკული, სამუშაოსადმი თავგადადებული, ვალდებულების განვითარებული გრძნობით, ერთგული, ინტელექტუალური. უარყოფითი ხასიათი: არაემოციური, ცივი, შეზღუდული, სამუშაოზე ჩაციკლული, წვრილმანებისადმი დიდი მნიშვნელობის მიმნიჭებელი, საკუთარი ჯანმრთელობისადმი ეჭვიანი, კრიტიკული, მეწვრილმანე, შეწუხებული, ფაციფუცა.


სასწორი – ხასიათის ძირითადი თვისება: სამართლიანად განსჯა, სრულყოფა

დადებითი ხასიათი: მარტივი, კონტაქტური, მომხიბვლელი, ელეგანტური, კარგი გემოვნებით, ტაქტიანი, მომთმენი, არაკონფლიქტური, ყველაფერში ”ოქროს შუალედის” მპოვნელი, ფასეულობათა მდგრადი სისტემით. უარყოფითი ხასიათი: გაუბედავი, არჩევანის სიტუაცისში მოქმედების უუნარო, ვერ იტანს სიმარტოვეს, წვრილმანებზე ფაციფუცა და ხმაურიანი, მრავალი რჩევის მომცემი, ხასიათის მკვეთრი ცვალებადობით.


ღრიანკალი – ხასიათის ძირითადი თვისება: მართვა ან ინსპექტირება

დადებითი ხასიათი: მიზანდასახული, ტემპერამენტიანი, თავშეკავებული, დამოუკიდებელი, განვითარებული ინტუიციით, ნებისმიერი მოვლენის არსში ჩამწვდომი, მყარი, მომთმენი, გამბედავი, მისტიკისადმი მიდრეკილი, პასუხისმგებელი, ლოიალური. უარყოფითი ხასიათი: პირადი მიზნების მიღწევაში ჯიუტი, ძალაუფლებამოყვარული, მესაკუთრე, ეჭვიანი, თავნება, უმოწყალო, სამაგიეროს გადამხდელი, გულჩათხრობილი.


მშვილდოსანი – ხასიათის ძირითადი თვისება: თათბირობა და ხელმძღვანელობა

დადებითი ხასიათი: აქტიური, გულღია, გულწრფელი, სიცოცხლისმოყვარული, მართალი, თავისუფლების მოყვარული, მეგობრული, ფილოსოფოსობის მოყვარული, სამართლიანი, გაბედული, ცნობისმოყვარე, პატივმოყვარე, მმართველი, მიზანდასახული. უარყოფითი ხასიათი: ზედაპირული, მოუთმენელი, პირდაპირი, არადიპლომატიური, უტაქტო, ცნობისმოყვარე, ხმაურიანი, უგუნური, ეგოისტური, ბრძანების და განკარგვის მოყვარული, ინფანტილური.


თხის რქა – ხასიათის ძირითადი თვისება: წინ და მაღლა პატარა ნაბიჯებით შერჩეული მიმართულებით

დადებითი ხასიათი: მიზანდასახული, ფრთხილი,შრომისმოყვარე, პასუხისმგებელი, სირთულეების გეგმიურად გადამლახველი, თანაბრად კარგად შეუძლია დაექვემდებაროს და მართოს, მდგრადი, საფუძვლიანი. უარყოფითი ხასიათი: მოსაწყენი, შეზღუდული, მოუდრეკავი, კონსერვატიული, ხისტი, ეჭვნეული, ეჭვიანი, ანგარიშიანი, მარტოობისადმი მიდრეკილი, მელანქოლიური, ძალაუფლების მოყვარული.


მერწყული – ხასიათის ძირითადი თვისება: ჭეშმარიტების ძიება

დადებითი ხასიათი: დამოუკიდებელი, ორიგინალური, გამომგონებელი, კონტაქტური, სოციალური, მუდმივი, ცრუ რწმენის გარეშე, ჭეშმარიტების ძიებაში დაუზოგავი, ჰუმანისტი. უარყოფითი ხასიათი: ინდივიდუალისტი, ეგოისტი, ექსტრავაგანტული, უტაქტო, მოლაპარაკე, არამდგრადი, უპასუხისმგებლო.


თევზები – ხასიათის ძირითადი თვისება: ინტერპრეტირება

დადებითი ხასიათი: მოდრეკილი, რბილი, ემოციურად მგრძნობიარე,იდეალისტური, რელიგიური, კეთილი, მზრუნველი, დასახმარებლად მუდმივ მზაობაში. უარყოფითი ხასიათი: გაუბედავი, მხოლოდ დინების მიმართულებით ან მხოლოდ საწინააღმდეგოდ (უდრეკი) მცურავი, ნებისმიერი გავლენის ქვეშ მომყოლი, არაპრაქტიკული, ნაღვლიანი, ოცნებების სამყაროში მყოფი, რეალობას მოწყვეტილი.