ეს 10 ქალი იმის მაგალითია, რომ ჭაღარა თმა მოდურიც შეიძლება იყოს

306

იყო დრო, როდესაც ჭაღარა თმა ბრძენ ადამიანთან ასოცირდებოდა. თუმცა, დღეს ზოგი ადამიანისთვის თავზე ერთი ღერი ნაცრისფერი თმის გამოჩენაც კი ნამდვილი განგაშის ზარის ტოლფასია.

ინტერნეტში გამოჩდნენ ქალები, რომლებიც ძალიან გულწრფელად გვიყვებიან საკუთარ ისტორიებს. მათი გამოცდილება ჩვენს მკითხველს დაარწმუნებს, რომ თეთრი თმა ტრაგედია სულაც არ არის და სილამაზის გავრცელებული სტანდარტები ხანდახან უბრალოდ უსარგებლოა.

26 წლის, მართა ტრასლოვსმა ინსტაგრამის გვერდიც შექმნა, სადაც უკვე გაჭაღარავებული, მაგრამ ძალიან თავდაჯერებული ქალების ფოტოები შეგიძლიათ ნახოთ და მათი ისტორიები წაიკითხოთ.

აი ისინიც:

1.

ფოტო: grombre

“ჩემს თმაში პირველი თეთრი ღერი შვიდი წლის ასაკში აღმოვაჩინე. რა გასაკვირია, გრძელი თმა მქონდა და მარტივი შესამჩნევიც იყო. რაც თავი მახსოვს, ჩემს მშობლებს ყოველთვის ჭაღარა თმა ჰქონდათ. ერთხელ ჩემმა უფროსმა გაკვირვებულმა მითხრა, ასეთ ახალგაზრდა ქალს რატომ გაქვს ამდენი ნაცრისფერი თმაო. ძალიან შემრცხვა და მას შემდეგ თმის შეღებვა დავიწყე. თუმცა, 42 წლის ასაკში მივხვდი, რომ მნიშვნელობა არ ჰქონდა სხვები რას ფიქრობდნენ, მთავარი იყო, რომ უბრალოდ ბუნებრივი ვყოფილიყავი. ძალიან მომწონს ჩემი ჭაღარა თმა. ჩემი ქმარი ხუმრობით ვერცხლისფერ მელიასაც კი მეძახის ხოლმე”.

2.

ფოტო: grombre

“მთლიანად გაჭაღარავების შემდეგ, ჩემს თმას ზამთარში თეთრი ან ნაცრისფერი ელფერი დაჰკრავს ხოლმე. მომწონს ჩემი ბუნებრივი თმა, ის ყოველთვის განსხვავებული და ლამაზია!”

3.

ფოტო: grombre

“ჯერ კიდევ 13 წლის ვიყავი, როცა ჩემმა თმამ გაჭაღარავება დაიწყო, თუმცა, არასდროს მიფიქრია თმის შეღებვა. არ მიფიქრია, რომ ჭაღარა თმა მაბერებს, პირიქით, წლებია ვიზრდი და ძალიან ბედნიერი ვარ, როდესაც ჩემს ძალიან გრძელ, თეთრ თმას ვუყურებ. ადამიანებს მოსწონთ ჩემი განსხვავებული ვარცხნილობა და ხშირად სასიამოვნო კომპლიმენტებსაც მეუბნებიან”.

4.

ფოტო: grombre

“გამარჯობა, მე მქვია ლინი და ვარ 37 წლის. ვცხოვრობ ტაილანდში. ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი, როდესაც ჩემმა თმამ გაჭაღარავება დაიწყო. მას შემდეგ, თითქმის ყოველთვე ვიღებავდი. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ამან ადამიანებში გაკვირვება გამოიწვია, ოთხი წლის წინ გადავწყვიტე, ჩემი ბუნებრივი ფერის თმა გამეზარდა. დღეს კი ყველა მეკითხება, თუ სად ვიღებავ თმას ასეთ საოცარ ფერზე”.

5.

ფოტო: grombre

“ყველაზე ბედნიერი მაშინ ხარ, როდესაც შენი თავის შენიღბვას შეეშვები და უბრალოდ იქნები ის, რაც ხარ”.

6.

ფოტო: grombre

“12 წლის ვიყავი, როცა ბიჭმა, რომელიც მომწონდა ჩემს თმაში ნაცრისფერი ღერი აღმოაჩინა, რაც ძალიან განვიცადე. ახლა 26 წლის ვარ და გაცილებით მეტი ჭაღარა მაქვს, თუმცა, ამაში უკვე დიდ პრობლემას ვეღარ ვხედავ”.

7.

ფოტო: grombre

“თმას 18 წლიდან ვიღებავ, ახლა კი, როდესაც 42 შემისრულდა ჩემი თეთრი თმა აღარ მაღიზიანებს. პირიქით, მისცე თავს უფლება, იყო ჭაღარა — ეს არის თავისუფლება”

8.

ფოტო: grombre

“სწორედ მაშინ გავარკვიე, თუ ვინ ვარ, როდესაც ჩემს ჭაღარა თმას გაზრდის საშუალება მივეცი და სულაც არ ვფიქრობ, რომ ის ასაკს მმატებს. ვგრძნობ, რომ ახალგაზრდა ლამაზი და ჯანმრთელი ვარ. გირჩევთ, რომ არასდროს გააკეთოთ ის, რაც სხვებს უნდათ და უბრალოდ საკუთარ სურვილებს და გემოვნებას ენდოთ”.

9.

ფოტო: grombre

“დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა ქალი ჩემსავით ბედნიერია. მე და დედაჩემს ერთი ფერის თმა გვაქვს და ამით ძალიან ვამაყობთ”.

10.

ფოტო: grombre

“16 წლის ასაკში ჩემმა თმამ გაჭაღარავება, ხოლო მე მისი ისტერიული ღებვა დავიწყე. ერთი შეხედვით, თმის შეღებვა სახალისო რამეა — თითქოს შენი სხეულის სამარცხვინო ნაწილს გულმოდგინედ მალავ. თუმცა, ხუთი წლის წინ გადავწყვიტე, რომ ბუნებრივი თმის ფერი შემენარჩუნებინა და მას შემდეგ უბედნიერესი ვარ, რადგან ვგრძნობ, რომ ძალიან ჯანმრთელი და ლამაზი თმა მაქვს”.