დონალდ ტრამპის მასპინძლობა ჰამბურგერებით სახალისო მიმების წყარო გახდა

226

აშშ-ში ამჟამინდელი საბიუჯეტო კრიზისის გამო, სახელისუფლებო უწყებებმა ნაწილობრივ შეწყვიტეს მუშაობა ე.წ. შათდაუნის გამო, რომლის მიხედვითაც 800 000-მდე საჯარო მოხელე იძულებული გახდა უხელფასოდ იმუშაოს ან უხელფასო შვებულებაში გავიდეს. ამ სიაში აღმოჩნდა თეთრი სახლის შეფმზარეულიც. შესაბამისად, ადგილზე მოწვეული “კლემსონ ტაიგერსის” ფეხბურთელებს პრეზიდენტმა თავად უმასპინძლა და მათთვის 300 ჰამბურგერი შეუკვეთა, ფული კი პირადად გადაიხადა.

გაშლილ სუფრაზე წარმოდგენილ საკვებს კი “შესანიშნავი ამერიკული საჭმელი” უწოდა.

ქვეყნის პირველი პირის მსგავსმა საქციელმა საზოგადოება გაახალისა და უამრავი  მიმიც გავრცელდა, თვალი გადავავლოთ რა ხდება როცა პრეზიდენტი სწრაფი კვების მომხმარებელი ხდება და თანაც მას თეთრი სახლის სტუმრებისთვის იყენებს:

View image on Twitter



3.”წარმოიდგინე, რომ თეთრ სახლში პრეზიდენტ ტრამპიტოს ხვდები და ის ასე გელოდება კვატრო მენიუთი ხელში”.

4. “ბედი ხელოვნების ნიმუშებს ხელახლა შთაბერავს სიცოცხლეს”.

5.ზოგიერთმა მომხმარებელმა უბრალოდ ტრამპის იუმორს გაუსვა ხაზი…

მიუხედავად ამისა, ფაქტია რომ უკმაყოფილო არც სტუმარი დარჩენილა და არც მასპინძელი..

თავად ტრამპიც ხომ ე.წ. ფასტ ფუდის დიდი მოყვარულია.